• აღწერილობა

    მიუხედავად ჯიშის მოკლე ისტორიის, Grapefruit CBD მისი მახასიათებლებისა და მოქმედების ფართო სპექტრის წყალობით, უკვე შეძლო მსოფლიო პოპულარობის მოპოვება რაც მრავალი ჯილდოთი დასტურდება. ჯიშს ლეგენდარულობა გარანტირებული აქვს. მოასწარით მისი სიძლიერის და გრაციოზულობის შეცნობა მანამ, სანამ ის მეინსტრიმი გახდება.

    ისტორია და გენეტიკა

    Grapefruit CBD ისტორია Electra-დან იწყება, რომელიც მირებული იყო Early Resin Berry და AC/DC ჯიშების შეჯვარების შედეგად. ფოტოპერიოდული ფემინიზირებული ჰიბრიდი გამოირჩევა გენეტიკური მასალის სტაბილურობით და ფოტოკანაბინოიდების შემადგენლობის სრულყოფილებით. Early Resin Berry განსაზღვრავს სი-ბი-დის მაღალ შემცველობას და ამდიდრებს ტერპენების პროფილს, ამასთანავე ქმნის განუმეორებელ გემოსა და არომატს. AC/DC ცნობილია დომინანტი სატივით და თი-ეიჩ-სის დაბალი შემადგენლობით, რაც განაპირობებს რბილ და ზომიერ მოქმედებას.

    გარეგნობა და თავისებურებანი

    სტრეინი იზიდავს მომხმარებლებს გემოთი, შთამბეჭდავი ეფექტით და უპრეტენზიობით. მისი მოყვანა გამოუცდელ გროუვერსაც შეუძლია. მოგრძო ბუჩქი მრავალი ტოტით გამოირჩევა პროფილის დრეკადობით, მკვრივი ყვავილედები დაფარულია ნარინჯისფერი სტიგმებით, რომლებიც შემოსილია კრისტალური, არომატული ტრიქომებით.

    მოყვანა

    Grapefruit CBD გამოირჩევა ძლიერი იმუნიტეტით ამინდის ცვლილების მიმართ და დამწყებების შეცდომების მიმართ ლოიალურობით. მაქსიმალური შედეგის მისაღებად გირჩევთ არ ისარგებლოთ მისი ნდობით. უზრუნველყავით ოპტიმალური პირობები - მიკროკლიმატის სტაბილური მაჩვენებლები, სასუქის და წყლის დროული მიწოდება, სრულფასოვანი განათება და მუდმივი მონიტორინგი, რათა დროულად გამოავლინოთ მწერების და დაავადებების საფრთხეები. ჯიში კარგად რეაგირებს ტოპინგზე, LST და SCROG მეთოდებზე.

    ინდორში გამოიყენეთ შეუქდიოდური ან დნატ ნათურები 20/4 ან 18/6 რეჟიმში, ყვავილობისთვის 12/12-ზე გადაიყვანეთ. გამოიყენეთ ვენტილაციის საიმედო სისტემა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჰაერის მუდმივი ცირკულაცია. იდეალური შედეგები მიიღება ჰიდროპონურ სისტემაში მოყვანისას.

    აუთდორში სტრეინი უპირატესობას ანიჭებს ორგანულ გრუნტს, მიკორიზის დამატებით

    ტერპენების და კანაბინოიდების პროფილი

    ძირითადი კანაბიდიოლის გარდა (23%), მის შემადგენლობაში შედის კანაბიგეროლი (0,88%), რომელსაც გააჩნია რიგი უნიკალური თვისებებისა, რითიც ზრდის სტრეინის სამედიცინო პოტენციალს. თი-ეიჩ-სის შემადგენლობა (5%-მდე) განსაზღვრავს რბილ ფსიქოაქტივობას. ძირითადი ტერპენებია მირცენი, ლიმონენი, პინენი, ლინალოლი და კარიოფილენი, რომელთა ჰარმონიული ურთიერთქმედება სძენს მას განსაკუთრებულ ორგანოლეპტიკურ პალიტრას.

    გემო და არომატი

    ჯიშის გემოსა და არომატის კომპოზიცია ზირითადად ციტრუსების და ხილის ნოტებისგან შედგება, გრეიპფრუტის ინტენსიური არომატი ავსებს მთელ სივრცეს, ემატება მოცვის, ყვავილების აკორდები, დასასრულს იგრძნობა მინდვრის ბალახის ტონები.

    სამედიცინო და რეკრეაციული პოტენციალი

    სტრეინს ახასიათებს ზომიერი რეკრეაციული ეფექტი, შესანიშნავია ისეთი სიტუაციებისთვის, როდესაც საჭიროა აზროვნება, ყურადღების კონცენტრაცია და სოციალური აქტივობა. ეტაპობრივი ენერგიის მოზღვავება და უმნიშვნელო ეიფორია შეიცვლება მოდუნებით და სიმშვიდით. უნიკალური შემადგენლობის წყალობით, სამედიცინო გამოყენების სპექტრი ფართოა და მოიცავს ქრონიკულ ტკივილებს, ანთებებს, სპაზმებსა და კრუნჩხვებს, უძილობას, ქრონიკულ დაღლილობას, სტრესს და ფსიქოემოციურ აშლილობებს. ჰიბრიდი ეფექტურია დამატებითი თერაპიის სახით ონკოდაავადებების, ეპილეფსიის დროს.

    ყვავილობა და მოსავალი

    ყვავილობის ინტენსიური ვადების მიუხედავად, მოსავალი უხვია. 8-9 კვირაში, იდეალურ პირობებში ზრდის შემთხვევაში მიიღებთ 600გრამს კვადრატული მეტრიდან. აუთდორში მოსავლის აღებას სექტემბრის ბოლოს- ოქტომბრის დასაწყისში შეძლებთ, მისი მოცულობა 400-500 გრამს შეადგენს ბუჩქიდან.

  • მახასიათებლები
    მწარმოებელი:GanjaSeeds
    ჰიბრიდი:დიახ
    სიმაღლე Outdoor:საშუალო - 150 სმ-მდე
    სიმაღლე Indoor:მაღალი - 150 სმ-მდე
    მოსავლიანობა Outdoor:მაღალი - 500 გრ-მდე ბუჩქიდან
    მოსავლიანობა Indoor:მაღალი - 400-დან 600 გრ-მდე 1 მ22, ან 200 გრ. ბუჩქიდან
    THC:საკმარისი - 9%-მდე
    CBD:ექსტრემალური -15+%
    ყვავილობა:ფოტო პერიოდული
    ყვავილობის პერიოდი:7 - 9 კვირა
    სქესი:მდედრი
    გენოტიპი:Indica / Sativa
    გენეტიკა:Kush
    მოსავლის გასუფთავება:სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე
    გაშენების:Greenhouse, Outdoor, Indoor
    გემო:ციტრუსის
    ეფექტი:ეიფორია რელაქსაციაში
    სამედიცინო:დიახ
    დამწყებთათვის:დიახ
    თასის გამარჯვებული:დიახ
  • Grapefruit CBD feminised Ganja Seeds გამოხმაურება
    ჯერ-ჯერობით კომენტარი არ არის. თქვენ იქნებით პირველი!!
      Оставьте отзыв об этом товаре первым!
      ყიდვა Grapefruit CBD feminised Ganja Seeds
      მიუხედავად ჯიშის მოკლე ისტორიის, Grapefruit CBD მისი მახასიათებლებისა და მოქმედების ფართო სპექტრის წყალობით, უკვე შეძლო მსოფლიო პოპულარობის მოპოვება რაც მრავალი ჯილდოთი დასტურდება.
       მარაგშია 
      9.50
      19
      კონტაქტი
      Location
      თბილისია.წერეთლის. მხოლოდ ონლაინ -შესყიდვები
      Time
      ორშ-პარ 09:00 – 21:00
      კალათა
      საიტი GanjaSeeds იცავს არსებული კანონმდებლობის ყველა ნორმას და არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ 21+ ასაკისთვის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ასევე არის მხოლოდ ზოგადი აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ერუდიციის გაფართოვების მიზნებს. GanjaSeeds არ იღებს პასუხისმგებლობას გაყიდული პროდუქციის შემდგომი გამოყენებისთვის.