• აღწერილობა

    შესანიშნავად დაბალანსებული, ზომიერი ფსიქოაქტიური დ იდეალური თერაპიული ეფექტის მქონე ჯიში, შეიცავს ყველა იმ თვისებას, რომელიც საჭიროა პერსპექტიული სამედიცინო ჯიშის წოდების მისანიჭებად.

    გენეტიკა

    Critical CBG – მიღებულია Skunk #1, Afghani და Grapefruit CBD ჯიშების შეჯვარების შედეგად. თითოეული მათგანი უზრუნველყოფს გენეტიკის სტაბილურობას და მაღალი ხარისხის ყვავილედების წარმოქმნას. მიღებული ფემინიზირებული ფოტოპერიოდული ჰიბრიდი, დომინანტი ინდიკათი, დაჯილდოებულია მისი „მშობლების“ უნიკალური და ძლიერი გენეტიკური პროფილით, სწორედ ამიტომ მოიპოვა მან პოპულარობა მომხმარებლებს შორის და დაიმკვიდრა ადგილი კანაფის სამედიცინო ჯიშებს შორის.

    გარეგნული დახასიათება

    ჯიშს აქვს ინდიკას კომპაქტური სტრუქტურა, ძლიერი გვერდითი ტოტებით და საშუალო მანძილით კვანძებს შორის. მკვრივი პირამიდისებური ყვავილედები ყვავილობისას იძენს ლაიმის, ქარვის და მეწამულ ფერს. დაგეგმეთ ჰარვი მაშინ, როდესაც ტრიქომები რძისფერი გახდება, დანარჩენი ნაწილი კი ოქროსფრად შეიფერება.

    მოყვანა

    Critical CBG საკმაოდ პრეტენზიულია, ამიტომ ეცადეთ მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ მას. უზრუნველყავით მიკროკლიმატის ოპტიმალური პირობები, განათება, სრულფასოვანი ვენტილაცია, რადგან ჰიბრიდი მგრძნობიარეა ტენიანობის მიმართ. დაიცავით მორწყვის და სასუქის დამატების გრაფიკი. გააღვივეთ თესლები ტორფის აბებში ან მინბამბაში და გადარგეთ 12-15 ლიტრი მოცულობის ქოთნებში. აუთდორში მოყვანისას, წინასწარ მოამზადეთ ღრმა ორმო, კარგად დრენირებადი ორგანული გრუნტით.

    ინდორში გამოიყენეთ სრული სპექტრის შუქდიოდური განათება. ნახშირის ფილტრის მქონე ხარისხიანი ვენტილაცია აგარიდებთ ზედმეტ ტენს და მძაფრი არომატის გავრცელებას შენობაში. ჯიში კარგად რეაგირებს ნებისმიერი სახის ვარჯიშზე, გამოუცდელობის შემთხვევაში არჩევანი LST-ზე შეაჩერეთ.

    აუთდორში შეარჩიეთ კარგად განათებული ადგილი. ეცადეთ შენიღბოთ მცენარე, რათა არ იყოს თვალშისაცემი.

    სასიცოცხლო ციკლი და რეკომენდაციები

    შთამბეჭდავი გენეტიკის წყალობით, სტრეინი ახდენს მოსავლის შესანიშნავი მაჩვენებლების დემონსტრირებას. უკვე 8-9 კვირაში, ინდორში შეძლებთ 600 გრამამდე მოსავლის მიღებას კვადრატული მეტრიდან. აუთდორში სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში მიიღებთ მოსავალს, რომლის მოცულობა 400-500 გრამს შეადგენს ბუჩქიდან. ჰარვესტის შემდეგ გააშრეთ ყვავილედები ბნელ ადგილას, რომელიც ნიავდება და ტემპერატურა 20-25 გრადუსი იქნება. ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 50%-ს. ასეთი მიდგომით შეძლებთ მცენარის პოტენციალის სრულად გახსნას.

    გემო და არომატი

    Critical CBG აქვს რთული და გაჯერებული არომატული პალიტრა, რომელიც გაცნობის პირველივე წუთიდან ვლინდება. ციტრუსის და სანელებლების პალიტრა იხსნება თაფლის და ყვავილების ნოტებით. დასასრულს იგრძნობა პიკანტური სიმწარე, რომელსაც ხილის და წიწვის ნოტები ამშვენებს.

    ეფექტი

    თი-ეიჩ-სის დაბალი შემადგენლობა (5% მდე) განაპირობებს სტრეინის რბილ მოქმედებას, რაც შესანიშნავი არჩევანია სოციალური ღონისძიებების ან შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და სიმსუბუქეს, თანდათანობით ჩაეფლობით ჰარმონიისა და კონცენტრაციის მდგომარეობაში, რაც პროდუქტიულობის და საღად აზროვნების საშუალებას იძლევა. შემდეგ სხეული დუნდება.

    სამედიცინო პოტენციალი

    Critical CBG აქვს კომპლექსური სამედიცინო პოტენციალი და ფართოდ გამოიყენება უძილობის, ფსიქოემოციური აშლილობის, ქრონიკული დაღლილობის, სტრესის, ტკივილების, ანთებითი პროცესების, კუნთების სპაზმების და კრუნჩხვების სამკურნალოდ. ასეთ თვისებებს ტერპენების მდიდარი პროფილი განაპირობებს, ასევე სი-ბი-დის და სი-ბი-ჯი-ს შემცველობა, რომელთა დონე გროვის ყველა ფაქტორის გათვალისწინების შემთხვევაში 22%-ს აღწევს.

  • მახასიათებლები
    მწარმოებელი:GanjaSeeds
    ჰიბრიდი:დიახ
    სიმაღლე Outdoor:საშუალო - 150 სმ-მდე
    სიმაღლე Indoor:მაღალი - 150 სმ-მდე
    მოსავლიანობა Outdoor:მაღალი - 500 გრ-მდე ბუჩქიდან
    მოსავლიანობა Indoor:მაღალი - 400-დან 600 გრ-მდე 1 მ22, ან 200 გრ. ბუჩქიდან
    THC:საკმარისი - 9%-მდე
    CBD:ექსტრემალური -15+%
    ყვავილობა:ფოტო პერიოდული
    ყვავილობის პერიოდი:7 - 9 კვირა
    სქესი:მდედრი
    გენოტიპი:Indica / Sativa
    გენეტიკა:Afghan
    მოსავლის გასუფთავება:სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე
    გაშენების:Greenhouse, Outdoor, Indoor
    გემო:ციტრუსის
    ეფექტი:ეიფორია რელაქსაციაში
    სამედიცინო:დიახ
    დამწყებთათვის:არა
    თასის გამარჯვებული:არა
  • Critical CBG feminised Ganja Seeds გამოხმაურება
    ჯერ-ჯერობით კომენტარი არ არის. თქვენ იქნებით პირველი!!
      Оставьте отзыв об этом товаре первым!
      ყიდვა Critical CBG feminised Ganja Seeds
      შესანიშნავად დაბალანსებული, ზომიერი ფსიქოაქტიური დ იდეალური თერაპიული ეფექტის მქონე ჯიში, შეიცავს ყველა იმ თვისებას, რომელიც საჭიროა პერსპექტიული სამედიცინო ჯიშის წოდების მისანიჭებად.
       მარაგშია 
      19
      კონტაქტი
      Location
      თბილისია.წერეთლის. მხოლოდ ონლაინ -შესყიდვები
      Time
      ორშ-პარ 09:00 – 21:00
      კალათა
      საიტი GanjaSeeds იცავს არსებული კანონმდებლობის ყველა ნორმას და არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ 21+ ასაკისთვის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ასევე არის მხოლოდ ზოგადი აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ერუდიციის გაფართოვების მიზნებს. GanjaSeeds არ იღებს პასუხისმგებლობას გაყიდული პროდუქციის შემდგომი გამოყენებისთვის.