• აღწერილობა

    ფრთხილად იყავით, Bruce Banner არ ხუმრობს და წააქცევს ნებისმიერს, ვისაც მის სიძლიერეში ეჭვი შეეპარება! თუ სერიოზულად მოეპყრობით მის პოტენციალს, ის უხვად დაგაჯილდოვებთ თავის სიძლიერით და ეფექტით. სუპერგმირის შესაშური სიძლიერე და ფენომენალური მოსავლიანობა მას იდეალურ სტრეინად აქცევს დავწყები მებაღეებისთვის. მდიდარი ორგანოლეპტიკური პალიტრა, მისი „მშობლების“ საუკეთესო მახასიათებლებისგან შედგება, მოხიბლავს კლასიკური კუშის კომპოზიციის მოყვარულებს.

    გენეტიკა და გარეგნული დახასიათება

    Bruce Banner Feminised – OG Kush და Strawberry Diesel-ის ნაყოფიერმა კავშირიმა შექმნა კანა-ინდუსტრიის ინოვაციებისა და პროგრესის სიმბოლო, რაც არაერთგზის გამარჯვებით და ჯილდოებით დასტურდება. ფემინიზირებული ფოტოპერიოდული სატივა-დომინანტი (60/40) ჰიბრიდი, თი-ეიჩ-სი-ს მაღალი მაჩვენებლით (29%-მდე) მოიცავს ავღანური და ჰავაის ლენდრეისების მთელ ძალას და ენერგიას, რასაც ემატება GanjaSeeds ბრიდერების დაუღალავი შრომა იდეალური და სტაბილური გენეტიკური მასალის მისაღებად.

    არანაკლებ შთამბეჭდავია მისი შესახედაობა - სატივას სტრუქტურის ფუმფულა ბუჩქი, მსხვილი ცენტრალური ღეროთი, სიმაღლე აუთდორში 150-180სმ., ხოლო ინდორში 2 მეტრია. კაშკაშა მწვანე ყვავილედები დაფარულია ნარინჯისფერი სტიგმებით და მადის აღმძვრელი, არომატული ტრიქომებით. ასეთი მწარმოებლურობის წყალობით, ჯიში იდეალურია ნაყენების, კონცენტრატების და ჰაშიშის დასამზადებლად.

    მოყვანა

    როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მებაღე მარტივად შეძლებს ამ უპრეტენზიო მცენარის მოყვანას. ყველა გავრცელებული დაავადების და მწერებისადმი მდგრადობა, ასევე მაღალი ადაპტირება საშუალებას მოგცემთ ჩაატაროთ ექსპერიმენტები. თუმცა სტაბილური კლიმატი, დროული მორწყვა, მზის სინათლე და სუფთა ჰაერის მუდმივი ნაკადები - გახლავთ ის, რის გარეშეც უხვ მოსავალს არ უნდა ელოდეთ. გამოიყენეთ ორგანული სასუქი და დაცვის საშუალებები, რამდენადაც ზედმეტი მინერალური სასუქი „ილექება“ ყვავილედებში და აძლევს მათ „ქიმიურ“ გემოს. ჯიში კარგად რეაგირებს სხვადასხვა სახის ვარჯიშებზე.

    ინდორში შეინარჩუნეთ განათების ოპტიმალური რეჟიმი 20/4 და ყვავილობის დასაწყებად შეცვალეთ 12/12 რეჟიმით. ნახშირის ფილტრის მქონე ვენტილაციის სისტემის მონტაჟი დაგეხმარებათ არა მხოლოდ ზედმეტი ტენიანობის თავიდან არიდებაში, არამედ მისი დამახასიათებელი სუნის გაქრობაში.

    აუთდორში მცენარეს უყვარს თბილი და მშრალი კლიმატი, მზიანი ნაკვეთები და ორგანული გრუნტი, გამდიდრებული მიკორიზით და დრენაჟის კომპონენტებით. ტოტების დამძიმებისას საჭირო იქნება საყრდენების ან ბადის დახმარება.

    გემო და არომატი

    წარმოიდგინეთ მარწვის რიგი წვიმის შემდეგ. დაამატეთ მწიფე მარწყვის არომატი მიწის, ციტრუსების, დიზელის და ხის აკორდები. ბოლის გამოშვებისას მიიღებთ ყველაზე განუმეორებელ გემოსა და არომატის გამას, რომელმაც Bruce Banner-ს მთელს მსოფლიოში გაუთქვა სახელი.

    ეფექტი

    თი-ეიჩ-სის მაღალი შემადგენლობის გათვალისწინებით, მოხმარების დაწყება საჭიროა მცირე დოზებით. ინტენსიური ცერებრალური სტიმულაცია და ენერგიის მოზღვავება იგრძნობა მომენტალურად. თანდათანობით ტრანსფორმირდება სხეულის მომადუნებელ ვიბრაციებში. ეფექტების ასეთი კომბინაცია იდეალურია მათთვის, ვინც გეგმავს შეინარჩუნოს ცნობიერება და შრომისუნარიანობა, მაშინ, როდესაც ებრძვის ფიზიკურ ტკივილებს, ანთებას ან სპაზმებს. ტერპენების დაბალანსებული პროფილის წყალობით, ჯიში გამოიყენება ფსიქოემოციური სპექტრის აშლილობის დროს (შფოთვა, დეპრესია, სტრესი).

    სასიცოცხლო ციკლი და მოსავალი

    ჰიბრიდის სასიცოცხლო ციკლი 8-9 კვირის განმავლობაში გრძელდება. ინდორში მოსავლის რაოდენობა საშუალოდ 600 გრამს შეადგენს კვადრატული მეტრიდან. სრულ პოტენციალს მცენარე აუთდორში გახსნის და ბუჩქიდან შთამბეჭდავ 900 გრამ მოსავალს მიიღებთ.

  • მახასიათებლები
    მწარმოებელი:GanjaSeeds
    ჰიბრიდი:დიახ
    სიმაღლე Outdoor:მაღალი - 200 სმ-მდე
    სიმაღლე Indoor:მაღალი - 200 სმ-მდე
    მოსავლიანობა Outdoor:ძალიან მაღალი - 1000 გრ-მდე ბუჩქიდან
    მოსავლიანობა Indoor:მაღალი - 400-დან 600 გრ-მდე 1 მ22, ან 200 გრ. ბუჩქიდან
    THC:ექსტრემალური 25+%
    CBD:დაბალი - 0,5%-მდე
    ყვავილობა:ფოტო პერიოდული
    ყვავილობის პერიოდი:7 - 9 კვირა
    სქესი:მდედრი
    გენოტიპი:Sativa / Indica
    გენეტიკა:Kush
    მოსავლის გასუფთავება:სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე
    გაშენების:Greenhouse, Outdoor, Indoor
    გემო:კენკრის
    ეფექტი:ეიფორია რელაქსაციაში
    სამედიცინო:არა
    დამწყებთათვის:არა
    თასის გამარჯვებული:არა
  • Bruce Banner feminised Ganja Seeds გამოხმაურება
    1
    0
    0
    0
    0
    Average customer rating
    5.00-დან 5 ვარსკვლავი
      • 23 აპრილი 2024 08:07
      ჰალკი

      ყველაზე მაგარი ჯიში რაც გამისინჯავს არის ეს. ვისაც გიყვართ სატივა ეფექტი ეს უნდა გასინჯოთ. კლუბში ჰალკის გარეშე აღარ დავდივარ ძმაო დდდ

    Read all 1 review on Bruce Banner feminised Ganja Seeds
    ყიდვა Bruce Banner feminised Ganja Seeds
    ფრთხილად იყავით, Bruce Banner არ ხუმრობს და წააქცევს ნებისმიერს, ვისაც მის სიძლიერეში ეჭვი შეეპარება! თუ სერიოზულად მოეპყრობით მის პოტენციალს, ის უხვად დაგაჯილდოვებთ თავის სიძლიერით და ეფექტით.
     მარაგშია 
    15.20
    30.30
    კონტაქტი
    Location
    თბილისია.წერეთლის. მხოლოდ ონლაინ -შესყიდვები
    Time
    ორშ-პარ 09:00 – 21:00
    კალათა
    საიტი GanjaSeeds იცავს არსებული კანონმდებლობის ყველა ნორმას და არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ 21+ ასაკისთვის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ასევე არის მხოლოდ ზოგადი აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ერუდიციის გაფართოვების მიზნებს. GanjaSeeds არ იღებს პასუხისმგებლობას გაყიდული პროდუქციის შემდგომი გამოყენებისთვის.