Auto Tropicana Cookies feminised Ganja Seeds

  • აღწერილობა

    ცნობილი Tropicana Cookies აუტომოყვავილე ფემინიზირებული ვერსია - თანამედროვე გროუვინგის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ჰიბრიდია. თესლების აღმოცენება გარანტირებულია, მიიღება ძლიერი, შთამბეჭდავი მცენარეები, რომელთაც შეუძლიათ ავტომატურად ყვავილობა და იძლევა შესანიშნავ სენსიმილიას. მიუხედავად იმისა, რომ სტრეინი „ახალი სკოლის“ წარმომადგენელი გახლავთ, მან უკვე მოასწრო რამოდენიმე თასის მოგება საერთაშორისო შეჯიბრებებში.

    წარმომავლობა, გენეტიკა და მახასიათებლები

    Cookies ოჯახის კაშკაშა წარმომადგენელი მიღებული იყო ბრიდერების მიერ, რთული სელექციის შედეგად, პირველ ეტაპზე შეაჯვარეს მათრობელა, არომატული და ძალიან ძლიერი ეფექტის მქონე Tangie და Girl Scout Cookies. შემდეგ მოხდა მიღებული ჰიბრიდის სტაბილიზება აღმოსავლეთ ევროპული რუდერალისით. სელექციონერების სწორედ ამ მიდგომამ უზრუნველყო ჯიშის უნარი - ავტომატურად გადავიდეს ყვავილობის ფაზაზე, რაც ამსუბუქებს გროუვერის შრომას, იძლევა დროისა და სახსრების ეკონომიის საშუალებას.

    ინდიკა დომინანტი ფემინიზირებული აუტომოყვავილე ჰიბრიდი ყვავილობას 8-9 კვირაში ასწრებს. მოსავალი ინდორში 250-400 გრამია კვადრატული მეტრიდან და 150 გრამი არომატული, ფისით სავსე გირჩები ბუჩქიდან, რაც მცენარისთვის, რომლის სიმაღლეც 110 სმ. არ აღემატება - საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. თუმცა, ჯიშის პოპულარობის მთავარი საიდუმლო, მის გემოში, არომატსა და უძლიერეს ეფექტშია. სწორი შრობა და დაძველება უზრუნველყოფს გრანდიოზულ 27% ტეტრაჰიდროკანაბინოლს!

    თერაპიული და რეკრეაციული თვისებები

    თი-ეს-ეიჩის მთელ სიძლიერეს სტონერი მოხმარებისთანავე იგრძნობს, ეფექტი არ "წაგაქცევთ", პირიქით ცერებრალური ტალღის ფონზე აგავსებთ ენერგიით და გმატებთ ძალას ყველაზე რთულ ამოცანებთან გამკლავებისთვის. სატივას აღმაფრენას ცვლის ინდიკას რელაქსი, კუნთებში იგრძნობა სასიამოვნო სითბო, სხეული დუნდება. თავი შეიკავეთ დიდი დოზით მოხმარებისგან, რადგან ძილიანობის გამო, რაც მოახდენს თქვენი გრძნობების ოკუპირებას, თქვენ გამოტოვებთ ყველაზე საინტერესოს.

    სამედიცინო მიზნებისთვის სწორად შერჩეული დოზა ხდება აქტუალური და გადამწყვეტი პირობა რიგი დაავადებების და სიმპტომების თერაპიაში. დაიწყეთ მიკროდოზირებით, თანდათანობით გაზარდეთ დოზა, ვიდრე პოტენციალი სრულად არ გაიხსნება. ის გამოიყენება მადის და ძილის გასაუმჯობესებლად, ხსნის ნერვულ დაძაბულობას და სტრესს.

    გემო და არომატი

    ტკბილი ციტრუსის და სანდალის ხის კვინტესენცია ქმნის „თაიგულის“ საფუძველს, რომელსაც ემატება ნამცხვრების, წიწვის, ფორთოხლის და სანელებლების გემო.

    რეკომენდაციები მარიხუანას მოსაყვანად

    ჯიში იდეალურია სადებიუტო გროვისთვის, თუმცა თეორიული მომზადება მაინც საჭიროა. Tropicana Cookies პოზიტიურად რეაგირებს მსუბუქი სტრესის ვარჯიშზე (LST, scrog), რაც მოსავლის რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, გირჩების სიმკვრივის და დიდი რაოდენობის გამო, სასურველია წინასწარ გაშალოთ ტოტები და მიაბათოთნის ნაპირებზე. გარდა ამისა, ბუჩქის სიმკვრივის შემცირებით, სინათლე ბუჩქის მთელ სტრუქტურას მოხვდება, ასევე მარტივად იმოძრავებს ჰაერი, რაც სოკოს და ობის გაჩენის შანსს ბევრად შეამცირებს.

    მნიშვნელოვანია! გროუინგის ფინალურ ნაწილში, ხარვესტამდე რამდენიმე კვირით ადრე გამორეცხეთ ფესვები. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მიღებული სტაფის ხარისხს.

    სიდშოპი GanjaSeeds – მაღალი ხარისხის სათესი მასალის და ყველაზე საუკეთესო ფასის გარანტიაა, საუკეთესო გროვს მხოლოდ რამდენიმე კლიკი გაშორებთ.

  • მახასიათებლები
    მწარმოებელი:GanjaSeeds
    სიმაღლე Indoor:დაბალი - 80 სმ-მდე
    მოსავლიანობა Indoor:საშუალო 300-დან 400 გრ-მდე 1 მ2-ზე, ან 200 გრ. ბუჩქიდან
    THC:ექსტრემალური 25+%
    CBD:დაბალი - 0,5%-მდე
    ყვავილობა::ავტო ყვავის
    სქესი::მდედრი
    გენოტიპი::(Hybrid) Sativa \ Indica \ Ruderalis
    სამედიცინო::არა
    დამწყებთათვის::დიახ
    თასის გამარჯვებული::არა
    ეფექტი::ეიფორია
    გემო::ციტრუსი
    გაშენების::Greenhouse, Outdoor, Indoor
  • Auto Tropicana Cookies feminised Ganja Seeds გამოხმაურება
    1
    0
    0
    0
    0
    Average customer rating
    5.00-დან 5 ვარსკვლავი
    • b
      • 19 ოქტომბერი 2023 19:32
      best

      es jishi mirchia konsultantma da ai zalian didi madloba anas.yvelaze magari mosawevia dzmebo

    Read all 1 review on Auto Tropicana Cookies feminised Ganja Seeds
    ყიდვა Auto Tropicana Cookies feminised Ganja Seeds
    თესლების აღმოცენება გარანტირებულია, მიიღება ძლიერი, შთამბეჭდავი მცენარეები, რომელთაც შეუძლიათ ავტომატურად ყვავილობა და იძლევა შესანიშნავ სენსიმილიას.
     მარაგშია 
    30.30
    კონტაქტი
    Location
    თბილისია.წერეთლის. მხოლოდ ონლაინ -შესყიდვები
    Time
    ორშ-პარ 10:00 – 18:00
    კალათა
    საიტი GanjaSeeds იცავს არსებული კანონმდებლობის ყველა ნორმას და არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ 21+ ასაკისთვის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ასევე არის მხოლოდ ზოგადი აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ერუდიციის გაფართოვების მიზნებს. GanjaSeeds არ იღებს პასუხისმგებლობას გაყიდული პროდუქციის შემდგომი გამოყენებისთვის.