Auto Hell’s Angel OG feminised Ganja Seeds

  • აღწერილობა

    შესანიშნავი ფოტოპერიოდული ჯიშის აუტომოყვავილე ვერსია ცნობილია თავის ისტორიით, განუმეორებელი გენეტიკით, თავისებურებებითა და მახასიათებლებით. განჯას ერთ-ერთი განმასხვავებელი თვისება - ძლიერი ეფექტი და დასამახსოვრებელი, განსაკუთრებული გემო და არომატია.

    შექმნის ისტორია და გენეტიკა

    ლეგენდის თანახმად, Auto Hell’s Angel OG სახელწოდება დაერქვა არა ნაკლებ ლეგენდარული და გახმაურებული ბაიკერ კლუბის პატივსაცემად. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე ისინი გამოდიოდნენ მოცემული ჯიშის აშშ-ს დისპანსერებში გაყიდვის წინააღმდეგ. აი ასეთი პარადოქსია. საიდუმლოებით მოცულია ასევე გენეტიკა. გროვერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჰიბრიდი ოლდ OG Kush-ის ფენოტიპია, კუში შემადგენელობაში ნამდვილად არის.

    ინდიკა დომინანტი აუტო ფემი (80/10/10) შეიქმნა რთული მულტიკროსის შედეგად, რომლის საბაზისო საფუძველი არომატული Blackberry და ძლიერი OG Kush-ის შეჯვარებაა. რის შემდეგაც, სტრეინს დაამატეს უცნობი აუტომოყვავილის გენები. Hell’s Angel OG წარმოშობის ადგილის შესახებ ბევრი ისტორიაა, მაგრამ არცერთი მათგანის შესახებ მწარმოებელი ინფორმაციას არ გვაწვდის, რადგან დადასტურებული არცერთი არ არის.

    ჯიშის ზოგადი დახასიათება

    სრული ციკლის გასავლელად, კულტივირების პირობების, შერჩეული გარემოს და გამოყენებული სივრცის მიუხედავად, ფემინიზირებულ Auto Hell’s Angel OG- ცხრა კვირა დასჭირდება. ამ დროის განმავლობაში ბუჩქი ასწრებს 60-80 სანტიმეტრამდე გაზრდას, რაც აუთდორისთვის საკმაოდ მოკრძალებული მაჩვენებელია, თუმცა ის უზრუნველყოფს დამალულ გროუინგს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი პატარა ბუჩქი მებაღეს 100-150 გრამ მოსავლის აღების საშუალებას აძლევს - შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავია. ინდორში მოსავალი 400 გრამს შეადგენს კვადრატული მეტრიდან.

    ჰიბრიდის მოყვანა

    ჰიბრიდის თესლები საუკეთესოდ აღმოცენდება და ხანმოკლე ვეგეტაციის შემდეგ მცენარე დამოუკიდებლად გადადის ყვავილობის ფაზაში, რომელიც ინდორში არ საჭიროებს სინათლის დღის რეგულირებას. შედარებით ოპტიმალურად ითვლება 18/6 ან 20/4 განათების რეჟიმი. ყურადღება მიაქციეთ მიკროკლიმატის მაჩვენებლებს, მორწყვას და სასუქის დამატებას ინდივიდუალურად შემუშავებული გრაფიკის მიხედვით, სასიცოცხლო ციკლის ეტაპების შესაბამისად. მოერიდეთ სტრესულ გარემოებებს. გახსოვდეთ, რომ აუტომოყვავილეები საკმაოდ მწვავედ რეაგირებენ სტრესებზე. მოერიდეთ მცენარის გადარგვას. მნიშვნელოვანია! მწიფე ბუჩქის კომპაქტურობის გათვალისწინებით, თავი შეიკავეთ ზედმეტი სასუქის დამატებისგან. ყოველთვის სჯობს დააკლოთ სასუქი, ვიდრე დაუშვათ საკვები ნივთიერებების ზედოზირება. იგივე ეხება მორწყვას.

    Auto Hell’s Angel OG - ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია პირველი გროვისთვის. Ganja Seeds სიდბანკის ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ მსუბუქი სტრესის ვარჯიშებს (LST) და მსუბუქ „გაკრეჭვას“ ვეგეტაციის სტადიაზე.

    გემო და არომატი

    საკმაოდ მსუბუქი არომატი ყვავილობის ეტაპზე, შედარებით ძლიერდება შრობის და დაძველების შემდეგ. სქელ ბოლში იგრძნობა ციტრუსის ტკბილი ნოტები და სანელებლების მსუბუქი აკორდები. არანაკლებ დასამახსოვრებელია გემოც, ხის, კარამელის და წიწვის ესკიზებით, რომელიც ლიმონის გემოს ემატება.

    ეფექტი

    თი-ეიჩ-სი-ს მაღალი დონე (18-20%) არ აკლებს მას თერაპიულ თვისებებს. არაერთხელ დადასტურდა კლინიკურად, რომ კანაფი და მისი ექსტრაქტები სასარგებლოა სხვადასხვა ტკივილების დროს (შაკიკი, პმს, კუნთების კრუნჩხვები). აუმჯობესებს ძილს, მადას და სასარგებლოა დეპრესიული მდგომარეობის პროფილაქტიკისთვის.

    სტონერები აფასებენ ჯიშს სხეულის მოდუნების და გარე სამყაროს პოზიტიური აღქმის გამო. სასიამოვნოა მსუბუქი ცერებრალური აქტივობა, მთლიანობაში, სასიამოვნო ინდიკას ტრიპი, ყველაზე რთული დღის ყველაზე სასიამოვნო დასასრულია.

    Auto Hell’s Angel OG ორიგინალური ფემინიზირებული თესლები ხელმისაწვდომია Ganja Seeds სიდშოპში, მომხიბლავ ფასად და საუკეთესო პირობებით. შეარჩიეთ მხოლოდ საუკეთესო ტოპ ჯიშები, რომელთაც მომწოდებლების მრავალწლიანი შრომისა და გამოცდილების შედეგად ნდობა დაიმსახურეს მომხმარებლებში!

  • მახასიათებლები
    მწარმოებელი:GanjaSeeds
    ჰიბრიდი:დიახ
    სიმაღლე Outdoor:დაბალი - 80 სმ-მდე
    სიმაღლე Indoor:დაბალი - 80 სმ-მდე
    მოსავლიანობა Outdoor:საშუალო - 150 გრ-მდე ბუჩქიდან
    მოსავლიანობა Indoor:საშუალო - 300-დან 400 გრ-მდე 1 მ2-ზე, ან 150 გრ. ბუჩქიდან
    THC:მაღალი 16 - 19%
    CBD:დაბალი - 0,5%-მდე
    ყვავილობა:ავტო ყვავის
    ყვავილობის პერიოდი:7 - 9 კვირა
    სქესი:მდედრი
    გენოტიპი:Indica / Sativa / Ruderalis
    გენეტიკა:Kush
    მოსავლის გასუფთავება:გამომდინარე დარგვის დროიდან
    გაშენების:Greenhouse, Outdoor, Indoor
    გემო:ციტრუსის
    ეფექტი:relax
    სამედიცინო:არა
    დამწყებთათვის:დიახ
    თასის გამარჯვებული:არა
  • Auto Hell’s Angel OG feminised Ganja Seeds გამოხმაურება
    1
    0
    0
    0
    0
    Average customer rating
    5.00-დან 5 ვარსკვლავი
    • g
      • 19 ოქტომბერი 2023 23:59
      og hells

      ჯოჯოხეთის ანგელოზები უკვე საინტერესოა.ამ ჯიშს შევიძენ.აქციები თუ გაქვთ რამე

    Read all 1 review on Auto Hell’s Angel OG feminised Ganja Seeds
    ყიდვა Auto Hell’s Angel OG feminised Ganja Seeds
    ​შესანიშნავი ფოტოპერიოდული ჯიშის აუტომოყვავილე ვერსია ცნობილია თავის ისტორიით, განუმეორებელი გენეტიკით, თავისებურებებითა და მახასიათებლებით.
     მარაგშია 
    16
    22.80
    კონტაქტი
    Location
    თბილისია.წერეთლის. მხოლოდ ონლაინ -შესყიდვები
    Time
    ორშ-პარ 09:00 – 21:00
    კალათა
    საიტი GanjaSeeds იცავს არსებული კანონმდებლობის ყველა ნორმას და არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ 21+ ასაკისთვის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ასევე არის მხოლოდ ზოგადი აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ერუდიციის გაფართოვების მიზნებს. GanjaSeeds არ იღებს პასუხისმგებლობას გაყიდული პროდუქციის შემდგომი გამოყენებისთვის.