Auto Mimosa feminised Ganja Seeds
- აღწერილობა
აუტომოყვავილე ფემინიზირებული ჰიბრიდების მრავალფეროვანი არჩევნიდან, Auto Mimosa გამოირჩევა გემოსა და არომატის პალიტრით, კომპაქტური ზომით, ასევე კანაბინოიდების და ტერპენების გამორჩეული პროფილით. ცალკე ყურადღებას იმსახურებს მისი სწრაფი ზრდა. თამამად ვაცხადებთ, რომ სტრეინი უნიკალურია თავისი მახასიათებლებით.
გენეტიკა და მახასიათებლები
სატივა დომინანტი (70/30) Auto Mimosa feminised - GanjaSeeds-ის ბრიდერების დიდი შრომის შედეგია, რომელთაც შეასრულეს ეტაპობრივი კროსი, თავდაპირველად შეაჯვარეს Purple Punch და Clementine და მიიღეს Mimosa ფოტოპერიოდული ვერსია, შემდეგ გენეტიკურ ხაზში დაამატეს აუტომოყვავილე Purple Punch. მიღებული აუტოფემი აღმოჩნდა ძლიერი, სახასიათო, ციტრუსის არომატის მქონე, ძლიერმოქმედი ჰიბრიდი.
ჰიბრიდი შეუდარებელია სწრაფად მოსაყვანად როგორც ინდორში, ასევე აუთდორში. საშუალოდ, სრული სასიცოცხლო ციკლი გრძელდება 8-9 კვირა, ბუჩქის მაქსიმალური სიმაღლე 90 სანტიმეტრს აღწევს, რაც არ უშლის ვერტიკალის რეგულირებას და მის შეზღუდვას 50-60 სანტიმეტრამდე. ასეთი ულტრაკომპაქტურობის პირობებში, მოსავალი დახურულ გრუნტში 400 გრამია კვადრატული მეტრიდან, ხოლო აუთდორში 100-150 გრამი ბუჩქიდან.
შრობის და დაძველების შემდეგ მიღებულ მოსავალში თი-ეიჩ-სის დონე - 20% ყველას აღაფრთოვანებს!
მოყვანის თავისებურებანი
ძლიერი იმუნიტეტის და სწრაფი სასიცოცხლო ციკლის წყალობით, ჯიში განსაკუთრებით მოთხოვნადია როგორც გამოუცდელ, ასევე პროფესიონალ გროუვერებს შორის. თესლების იდეალური აღმოცენება და სასიცოცხლო ციკლის სწრაფი სვლა, ყველას გაახარებს. სწორი მიდგომის, რეკომენდაციების გათვალისწინების და ძირითადი პარამეტრების დაცვის შემთხვევაში, აუთდორში შესაძლებელია ორი მოსავლის მიღება. ფაქტიურად, გამოცდილების და ცოდნის გარეშე, საკმარისია მიჰყვეთ აუტომოყვავილე ფემინიზირებული ჯიშების მოვლის სქემას, მოერიდოთ სტრესულ გარემოებებს. ინდორში შეინარჩუნეთ განათება 18/6 ან 20/4 დიაპაზონში, მორწყეთ და დაამატეთ სასუქი გრაფიკის შესაბამისად, გამოიყენეთ მსუბუქი სტრესის ვარჯიშები. მინერალური სასუქის გამოყენების შემთხვევაში ჩვენი ექსპერტები გირჩევენ გროვის ფინალში გამორეცხოთ ფესვთა სისტემა. ოპტიმალური გადაწყვეტილებაა ორგანული მოყვანა. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს მასიური, წებოვანი, არომატული და საუკეთესო მაჩვენებლების მქონე მოსავლის მიღებას.
გემო და არომატი
მირცენის, კარიოფილენის, პინენის და ტერპინოლენის შემცველობა ქმნის ციტრუსების ძლიერ გამას, ლიმონის სიმჟავით. რბილ და სქელ ბოლში მკვეთრად იგრძნობა ტროპიკული ხილის, წიწვის, თაფლის, ყვავილების და სანელებლების მსუბუქად მწველი ნოტები.
ეფექტი
Auto Mimosa თერაპიული თვისებები ეფექტურია დეპრესიული მდგომარეობის, შფოთვის, სტრესების, უმადობის, ანთების და ტკივილების დროს. რეკრეაციული პოტენციალი იშლება სატივას აღმაფრენით და ძლიერი ცერებრალური მოქმედებით, რომელსაც თქვენი გრძნობების და ემოციების მაქსიმალურად გაფანტვა შეუძლია. შემდეგ სხეულს დაეუფლება ინდიკას მომადუნებელი ტალღა. ჯიში უნიკალურია, ის საუკეთესოა როგორც დღის, ასევე საღამოს საათებში მოხმარებისთვის. თუ პირველად ეცნობით ჰიბრიდს, გირჩევთ დაიწყოთ მცირე დოზით. ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება „გაგაქვავოთ“, მიუხედავად დომინანტი სატივისა. ზომიერი დოზირება, პირიქით, გაფრთიანებთ ენერგეტიკული „ჰაი“-თ და ახდენს სოციალური და შემოქმედებითი აქტივობის პროვოცირებას.
სიდშოპი GanjaSeeds – მარკეტფლეისია, რომელსაც შეუძლია დააკმაყოფილოს ყველაზე მომთხოვნი გროვერების სურვილები, გთავაზობთ ტოპ სათეს მასალას, საუკეთესო ფასად, გარანტირებული ხარისხით.
- მახასიათებლები
მწარმოებელი: GanjaSeeds ჰიბრიდი: დიახ სიმაღლე Outdoor: საშუალო - 150 სმ-მდე სიმაღლე Indoor: დაბალი - 100 სმ-მდე მოსავლიანობა Outdoor: საშუალო - 150 გრ-მდე ბუჩქიდან მოსავლიანობა Indoor: საშუალო - 300-დან 400 გრ-მდე 1 მ2-ზე, ან 150 გრ. ბუჩქიდან THC: ძალიან მაღალი - 20 - 24% CBD: დაბალი - 0,5%-მდე ყვავილობა: ავტო ყვავის ყვავილობის პერიოდი: 7 - 9 კვირა სქესი: მდედრი გენოტიპი: Sativa / Indica / Ruderalis გენეტიკა: Skunk მოსავლის გასუფთავება: გამომდინარე დარგვის დროიდან გაშენების: Greenhouse, Outdoor, Indoor გემო: ციტრუსის ეფექტი: ეიფორია რელაქსაციაში სამედიცინო: არა დამწყებთათვის: არა თასის გამარჯვებული: არა - Auto Mimosa feminised Ganja Seeds გამოხმაურებაRead all 1 review on Auto Mimosa feminised Ganja Seeds
ულამაზესი გაიზარდა. ჩაგიგდებთ ფეისბუქზე ფოტოებს. ეფექტი აქვს უმაგრესი, სატივაა და თან ხანგრძლივი თან ხასიათზე ხარ.ძაან მაგრები ხართ . განსაკუთრებული მადლობა ანას დახმარებისთვის ძაან მაგარი არჩევანი გამაკეთებინა. მომდევნო სეზონზე ფოტოპერიოდულებს მოვსინჯავ