Auto Bruce Banner feminised Ganja Seeds

  • აღწერილობა

    ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯიშის აშშ დასავლეთის სანაპიროებიდან აუტომოყვავილე ვერსიამ, გამოჩენისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა, არაკონტროლირებადი ბუნებრივი ძალის და ფეთქებადი ენერგიის გამო, სიახლეს უწოდეს „ჰალკი“. მწვანეკანიანი სუპერგმირი Marvel ადამიანის განსახიერებაში - სწორედ ეს გახლავთ ცნობილი ფიზიკოსი ბრიუს ბენნერი.

    წარმომავლობა და გენეტიკა

    ორიგინალი სტრეინი ამერიკის კოლორადოს შტატში შეიქმნა, თუმცა არსებობს რამდენიმე ვერსია, რომ კულტურა კალიფორნიიდან არის. აუტოფემის გამოსაყვანად ბრიდერებმა გამოიყენეს OG Kush და არომატული Strawberry Diesel-ის რთული კროსი, რის შემდეგაც ტიუნინგისთვის გამოყენებულ იქნა აღმოსავლეთ ევროპული რუდერალისი. ამ უკანასკნელმა გააძლიერა „მშობლების“ ღირებულებები და საბოლოოდ მოახდინა სიახლის სტაბილიზება, დაამატა სასურველი აუტო ყვავილობის ფუნქცია. სტრეინის გენოტიპში დომინირებს სატივა (70/20/10), რაც არა მხოლოდ გარეგნობაზე, ასევე მისი ხარისხის მახასიათებლებზე, სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობაზე და მოყვანის პირობებზეც აისახება.

    მახასიათებლები და თვისებები

    სრული სასიცოცხლო ციკლი ცხრა-ათი კვირის განმავლობაში გრძელდება. ინდორის პირობებში გამოცდილებისა და სწორი მიდგომის შედეგად მოსავალი 600 გრამს შეადგენს კვადრატული მეტრიდან, აუთდორში - 150გრამი ბუჩქიდან. ბუჩქებისთვის, რომელთა სიმაღლე იშვიათად სცდება ერთ მეტრს (110სმ-მდე) - საკმაოდ კარგი შედეგია. სატივა-დომინანტი ჰიბრიდი შესანიშნავად ვითარდება ჰორიზონტალურ სივრცეზე, იძლევა საუკეთესო შედეგებს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ტეტრაჰიდროკანაბინოლის დონე, რომელიც მშრალ და დაძველებულ პროდუქტში 25%-ს არწევს.

    რეკომენდაციები

    Auto Bruce Banner მცენარეს ესაჭიროება დიდი სივრცე, რადგან მწვანე მასა დიდია. შესაძლებელია საჭირო გახდეს საყრდენების გამოყენება ან დამძიმებული ტოტების მიბმა ჰაერის ხარისხიანი ცირკულაციის და სინათალის თანაბარი განაწილებისთვის. ყვავილედების ხარისხის და მასის ზდისთვის გამოიყენეთ მსუბუქი სტრესის ვარჯიშები, გამოიყენეთ ბადე. ვეგეტაციის ადრეულ სტადიაზე გამოიყენეთ ზომიერი დეფოლაცია, შედეგად ყვავილობისას მიიღებთ ყავისფერი სტიგმებით მორთულ ღია მწვანე ფერის ყვავილედებს.

    უნდა სცადონ თუ არა დამწყებმა მებაღეებმა Auto Bruce Banner? აუცილებლად, ეს იქნება შესანიშნავი არჩევანი გროუინგის გასაცნობად. რეკორდული მაჩვენებლების მიღება შეიძლება პირველი მცდელობიდან არ გამოგივიდეთ, თუმცა მოსავლით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით. კულტურა, როგორც ყველა აუტომოყვავილე მგრძნობიარეა სტრესების მიმართ, თუმცა აპრიორი ლოიალურია დებიუტანტის უმნიშვნელო შეცდომებისადმი.

    ეფექტი

    მაშინაც კი, თუ იმყოფებით პოზიტიურ განწყობაზე, დარწმუნებული იყავით, ტალღისებური სიამოვნება მოხმარებისთანავე მოგიცავთ. არანაირი ნერვები, მხოლოდ განტვირთვა. ასე გაგრძელდება რამდენიმე საათის განმავლობაში. შემდეგ - მხოლოდ განცხრომა და ტკბილი ძილი. ჰიბრიდი ეფექტურად ამცირებს შფოთვას, სტრესს. დამატებითი თერაპიული საშუალების სახით, აყუჩებს ქრონიკულ ტკივილებს და ანთებას.

    გემო და არომატი

    გემოს და არომატის შესანიშნავი პალიტრა ორი ძირითადი ესკიზით გამოიხატება - მიწის სიტკბო და ხილისა და კენკრის სიმჟავე. საბოლოო გამას ავსებს სანელებლების და დიზელის გემოები. თქვენი გემოვნური რეცეპტორები სამუდამოდ დაიმახსოვრებენ ამ გემოს და აუცილებლად მოითხოვენ კიდევ ერთხელ დაბრუნდეთ სუპერ გმირების მაგიურ სამყაროში.

    შეიძინეთ სათესი მასალა გამოცდილ და სანდო მომწოდებლებთან. სიდშოპი Ganja Seeds ათ წელზე მეტია ბაზარზე და აგრძელებს განვითარებას თქვენთან ერთად. გაიგეთ რა არის საუკეთესო ფასი და ხარისხიანი სერვისი!

  • მახასიათებლები
    მწარმოებელი:GanjaSeeds
    ჰიბრიდი:დიახ
    სიმაღლე Outdoor:საშუალო - 150 სმ-მდე
    სიმაღლე Indoor:დაბალი - 100 სმ-მდე
    მოსავლიანობა Outdoor:საშუალო - 150 გრ-მდე ბუჩქიდან
    მოსავლიანობა Indoor:მაღალი - 400-დან 600 გრ-მდე 1 მ22, ან 200 გრ. ბუჩქიდან
    THC:ძალიან მაღალი - 20 - 24%
    CBD:დაბალი - 0,5%-მდე
    ყვავილობა:ავტო ყვავის
    ყვავილობის პერიოდი:7 - 9 კვირა
    სქესი:მდედრი
    გენოტიპი:Sativa / Indica / Ruderalis
    გენეტიკა:Kush
    მოსავლის გასუფთავება:გამომდინარე დარგვის დროიდან
    გაშენების:Greenhouse, Outdoor, Indoor
    გემო:მიწის
    ეფექტი:ეიფორია რელაქსაციაში
    სამედიცინო:არა
    დამწყებთათვის:დიახ
    თასის გამარჯვებული:არა
  • Auto Bruce Banner feminised Ganja Seeds გამოხმაურება
    1
    0
    0
    0
    0
    Average customer rating
    5.00-დან 5 ვარსკვლავი
      • 04 მარტი 2024 13:45
      ჰალკი

      გამარჯობა. მოკლედ ამ ჯიშზე რომ დავწერო ორი სიტყვა, არის უმარტივესად გასაზრდელი. მე პირადად გროუბოქსში გავზარდე, თან ცოტა ზომაშიც დიდია, გირჩები აქვს ულამაზესი. ფოტოებს გამოგიგზვანით ფეისბუქზე, რაც შეეხება ეფექტს -არის მხიარული, კარგი განწყობის და საკმაოდ ხანგრძლივი. ყველას ვურჩევ

    Read all 1 review on Auto Bruce Banner feminised Ganja Seeds
    ყიდვა Auto Bruce Banner feminised Ganja Seeds
    ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯიშის აშშ დასავლეთის სანაპიროებიდან აუტომოყვავილე ვერსიამ, გამოჩენისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა. არაკონტროლირებადი ბუნებრივი ძალის და ფეთქებადი ენერგიის გამო, სიახლეს უწოდეს „ჰალკი“.
     მარაგშია 
    22.80
    კონტაქტი
    Location
    თბილისია.წერეთლის. მხოლოდ ონლაინ -შესყიდვები
    Time
    ორშ-პარ 09:00 – 21:00
    კალათა
    საიტი GanjaSeeds იცავს არსებული კანონმდებლობის ყველა ნორმას და არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ 21+ ასაკისთვის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ასევე არის მხოლოდ ზოგადი აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ერუდიციის გაფართოვების მიზნებს. GanjaSeeds არ იღებს პასუხისმგებლობას გაყიდული პროდუქციის შემდგომი გამოყენებისთვის.