Auto Banana Punch feminised Ganja Seeds

  • აღწერილობა

    იდეალური საჩუქარია ბანანის, ხილისა და კენკრის ჯიშების მოყვარულთათვის, რომელნიც მიჩვეულები არიან ძლიერი და უხვი მოსავლის მიღებას. შესანიშნავი Auto Banana Punch feminised არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა ჩვენს ასორტიმენტში, მაგრამ უკვე მოიპოვა დამსახურებული პოპულარობა. თქვენს წინაშეა უნიკალური სტრეინი, რომელიც იდეალურია მარტივი მოვლის მოყვარული მებაღეებისთვის.

    გენეტიკის თავისებურებანი

    ინდიკა-დომინანტი აუტომოყვავილე ფემინიზირებული ჰიბრიდი (60/30/10), რომელიც მიღებულია არომატული Banana OG-ის და არანაკლებ შთამბეჭდავი Purple Punch შეჯვარების შედეგად. კლასიკური რუდერალის შემდგომი აფგრეიდით. ბრიდერებმა შეძლეს მშობლების ღირებულებების შენარჩუნება, რის შედეგად მიიღეს ძლიერი, პათოგენებისადმი მდგრადი და რაც მთავარია პოტენციური ნეგატიური გარე ფაქტორებისადმი შედარებით ამტანი ჰიბრიდი (საკვები ნივთიერებების ნაკლებობა, ტენიანობის დისბალანსი და ა.შ.).

    გარეგნული დახასიათება და უპირატესობანი

    რუდერალისის გენეტიკა აისახა მცენარის ყვავილობის და სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობაზე, რომელიც ჯამში 8-9 კვირას შეადგენს. ამ დროში ბუჩქის სიმაღლე მაქსიმუმ 1 მეტრს აღწევს, ინდორის პირობებში ინდიკას კომპაქტური სტრუქტურა 400 გრამი მოსავლის მიღების საშუალებას იძლევა კვადრატული მეტრიდან, ხოლო აუთდორში 80-150 გრამი ბუჩქიდან. მოსავლის რაოდენობა დამოკიდებულია გროუვერის წარმატებულ ქმედებებსა და ზრდის პროცესის წარმართვაზე. თი-ეიჩ-სის დონე მზა პროდუქტში 20%-ს აღწევს. ასევე უნდა აღინიშნოს კანაბიდიოლის ზომიერი შემადგენლობა - დაახლოებით 1%.

    კულტივაცია

    თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ აუტომოყვავილეების მოყვანის ნებისმიერი სახელმძღვანელო, რათა სწორად დასახოთ მიზანი და გაერკვეთ მოვლის თავისებურებებში. მოკლე სასიცოცხლო ციკლი მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ საქმეს. აუტომოყვავილეები არ საჭიროებენ ყავილობაზე გადასვლის რეგულირებას, ხოლო ფემინიზირებული თესლები წარმოქმნიან მხოლოდ მდედრ მცენარეებს. ცხადია, რომ ჯიში იდეალურია დამწყები მებაღეებისთვის.

    მოსავლის რაოდენობის ზრდისთვის, ჩვენი ექსპერტები გირჩევენ ზომიერ დეფოლაციას და გადაღუნვას, რათა მოხდეს სინათლის თანაბარი განაწილება და ჰაერის ცირკულაცია. ასეთი მიდგომა განაპირობებს გირჩების სიმკვრივეს და გამორიცხავს ობის ან სოკოს გაჩენას.

    არ დაგავიწყდეთ ვარჯიშის შესახებ. სტრეინი შესანიშნავად რეაგირებს LST და SCROG ტექნიკაზე. მორწყვა და სასუქის დამატება უნდა მოხდეს გრაფიკის შესაბამისად. თქვენი მუშაობის შედეგად მიღებული იქნება ინდიკას გარეგნობის მქონე მცენარე, მასიური ცენტრალური ღეროთი და მსხვილი ყვავილედებით. ყვავილობისას გირჩები ნაზ იისფერ, მოვარდისფრო შეფერილობას მიიღებენ, რაც საკმაოდ ეფექტურია ღია მწვანე ფერის ფოთლების ფონზე.

    გემო და არომატი

    Auto Banana Punch – საოცრად მადის აღმძვრელი ჰიბრიდია, მკვეთრად გამოხატული ტროპიკული არომატით. შრობის შემდეგ ყვავილედები ფაქტიურად აფრქვევენ ბანანის, მოცვის და ციტრუსების არომატების მიქსს, რომელიც ივსება სველი მიწის აკორდებით. ბოლის გამოშვებისას რჩება ანანასის და დიზელის გემო.

    ეფექტი

    თერაპიული მიზნებისათვის ჰიბრიდი ეფექტურია სედატიური და ტკვილ გამაყუჩებლის სახით გამოყენებისას, ნატურალური ანტი სტრესი, ასტიმულირებს მადას და აწესრიგებს ძილს.

    საღამოს იდეალური სტრეინი სამუდამოდ დაგამახსოვრებთ თავს ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებით. 1-2 ნაფაზი საკმარისია იმისთვის, რომ სასიამოვნო ტალღა სრულად მოედოს სხეულს და უკვალოდ გაქრეს ნერვული დაძაბულობა. ძლიერ დამამშვიდებელ ეფექტს ახლავს მხიარულება, ემოციური აღმფრენა.

    Auto Banana Punch – ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშია GanjaSeeds სიდშოპის „ახალი სკოლის“ ჯიშების ასორტიმენტში. თუ გსურთ რაღაც განსაკუთრებული, გემრიელი, ძლიერი და მარტივად მოსაყვანი, დაგვერწმუნეთ, ეს საუკეთესო არჩევანია!

  • მახასიათებლები
    მწარმოებელი:GanjaSeeds
    ჰიბრიდი:დიახ
    სიმაღლე Outdoor:საშუალო - 150 სმ-მდე
    სიმაღლე Indoor:დაბალი - 100 სმ-მდე
    მოსავლიანობა Outdoor:საშუალო - 150 გრ-მდე ბუჩქიდან
    მოსავლიანობა Indoor:საშუალო - 300-დან 400 გრ-მდე 1 მ2-ზე, ან 150 გრ. ბუჩქიდან
    THC:მაღალი 16 - 19%
    CBD:საშუალო - 0,6 - 2%
    ყვავილობა:ავტო ყვავის
    ყვავილობის პერიოდი:7 - 9 კვირა
    სქესი:მდედრი
    გენოტიპი:Indica / Sativa / Ruderalis
    გენეტიკა:Purple
    მოსავლის გასუფთავება:გამომდინარე დარგვის დროიდან
    გაშენების:Greenhouse, Outdoor, Indoor
    გემო:ტროპიკული
    ეფექტი:relax
    სამედიცინო:არა
    დამწყებთათვის:არა
    თასის გამარჯვებული:არა
  • Auto Banana Punch feminised Ganja Seeds გამოხმაურება
    1
    0
    0
    0
    0
    Average customer rating
    5.00-დან 5 ვარსკვლავი
    • L
      • 04 მარტი 2024 08:08
      BANANA

      ES ROGOR SHEVIDZINO

    Read all 1 review on Auto Banana Punch feminised Ganja Seeds
    ყიდვა Auto Banana Punch feminised Ganja Seeds
    შესანიშნავი Auto Banana Punch feminised არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა ჩვენს ასორტიმენტში, მაგრამ უკვე მოიპოვა დამსახურებული პოპულარობა.
     მარაგშია 
    22.80
    კონტაქტი
    Location
    თბილისია.წერეთლის. მხოლოდ ონლაინ -შესყიდვები
    Time
    ორშ-პარ 09:00 – 21:00
    კალათა
    საიტი GanjaSeeds იცავს არსებული კანონმდებლობის ყველა ნორმას და არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ 21+ ასაკისთვის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ასევე არის მხოლოდ ზოგადი აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ერუდიციის გაფართოვების მიზნებს. GanjaSeeds არ იღებს პასუხისმგებლობას გაყიდული პროდუქციის შემდგომი გამოყენებისთვის.