Auto Black Opium feminised Ganja Seeds
- აღწერილობა
წარმოუდგენლად ძლიერი ეფექტის პოტენციალმა, გენეტიკურმა სტაბილურობამ და მაღალ მოსავლიანობამ განაპირობა მოცემული ინდიკა დომინანტი ჰიბრიდის აღიარება კანა-სამყაროში. გროვის პროცესი მაგიურ რიტუალს ჰგავს, მისი გარეგნობა კი ჯადოსნური თვისებების მქონე ერთგვარ არტეფაკტს მოგაგონებთ. მასთან ურთიერთობით, თქვენ შეიგრძნობთ სამყაროს იმ სიღრმეებს, რომლებიც ჩვენი რეალობის მიღმა იმალება.
წარმომავლობის ისტორია და ჯიშის თავისებურებანი
სტრეინის გენეტიკური წარმომავლობა მოცულია ლეგენდებით, რაც მას იდუმალებას სძენს და კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. „მშობლებად“ ყველაზე ხშირად Blueberry და Opium მოიაზრებიან, კოლუმბიური სატივას და ავღანური ინდიკას შემცველობით, ხოლო აუტოყვავილობის ფუნქციას კანადური რუდერალისი უზრუნველყოფს. ძლიერი ბუჩქები, მკვეთრად გამოხატული ღეროებით, ინდიკას ფუმფულა სტრუქტურის მიუხედავად, გამოირჩევა საკმაოდ მაღალი ბუჩქებით და იდეალურ პირობებში 130-165 სანტიმეტრს აღწევს. ფოთლები მუქი მწვანეა, ანტოციანების მაღალი შემცველობის გამო, მომწიფებისას ფოთლები იისფრად იფერება. მასიური ოქროსფერი ყვავილედები შემოსილია არომატული ფისით სავსე, კაშკაშა ტრიქომების წვეთებით, რომლებიც რძისფერი-ქარვისფერის მიღების შემდეგ, მზად არის ჰარვესტისათვის.
მოყვანა
Auto Black Opium – საკმაოდ ძლიერი და უნივერსალური ჯიშია, რომელიც ყველა კლასიკური მეთოდის გამოყენებით კარგად ვითარდება, თუმცა მისი პოტენციალის სრულად გახსნას შედარებით გამოცდილი გროუვერი შეძლებს. ყვავილობისას ინტენსიური არომატის გათვალისწინებით, ინდორში აუცილებელია ფილტრაციის საიმედო სისტემის მონტაჟი, ხოლო აუთდორში საჭიროა დამატებით შენიღბვა, ან პარტიზანული მებაღეობა. აუცილებლად დაიცავით მორწყვის და სასუქის დამატების გრაფიკი, უპირატესობა მიანიჭეთ ორგანულ მოყვანას. მინერალური სასუქის გამოყენების შემთხვევაში, არ დაგავიწყდეთ ფესვთა სისტემის გამორეცხვა სასიცოცხლო ციკლის ბოლო 10-14 დღის განმავლობაში. LST და SCRoG ტექნიკის გამოყენება დაგეხმარებათ ვეგეტაციური მასის ერთ სიბრტყეზე განაწილებაში, რაც გააუმჯობესებს სინათლის წვდომას ყვავილედებთან და მოსავალიც შესაბამისად გაიზრდება. ინდორში უზრუნველყავით სტაბილური მიკროკლიმატი, სრული სპექტრის შუქდიოდური განათება 20/4 რეჟიმში მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში და ბუჩქის ზონაში საუკეთესო ვენტილაცია. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ტემპერატურა შეამცირეთ და დატკბით ფოთლების ფერის ცვლილებით, ისინი მიიღებენ იისფერ შეფერილობას.
აუთდორში დარგეთ მცენარე მზიან ადგილას, მოკორიზით გამდიდრებულ ნოყიერ ნიადაგში, ადგილი აუცილებლად უნდა ნიავდებოდეს. რეგულარულად ათვალიერეთ ბუჩქები, რათა თავიდან აიცილოთ მავნე მწერების და სხვა დაავადებების გაჩენა. ყვავილობის სტადიის დასასრულს, დამძიმებულ გირჩებს აუცილებლად დასჭირდებათ გამაგრება, ამიტომ წინასწარ იზრუნეთ საყრდენებზე ან მიაბით რბილი თოკებით.
ყვავილობის ვადები და მოსავალი
ჯიშს, სხვა აუტომოყვავილეებთან შედარებით ხანგრძლივი სასიცოცხლო ციკლი ახასიათებს. ის 80-90 დღე გრძელდება. ციკლის დასასრულს, ყურადღებიანი და მომთმენი მებაღე, ჯილდოს მიიღებს - ინდორში 800-1000 გრამი კვადრატული მეტრიდან, აუთდორში კი 500-600 გრამი ბუჩქიდან. დაგვეთანხმეთ, ამისთვის ლოდინი ნამდვილად ღირს!
გემო და არომატი
ტერპენების რთული პროფილი და საიდუმლოებით მოცული გენეტიკური მემკვიდრეობა განსაზღვრავს მისი ორგანოლეპტიკური პალიტრის მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეს. გაჯერებულ კენკრის გემოს ემატება სანელებლების და ხის ნოტები, თანდათანობით იხსნება ციტრუსების აკორდები. ბოლის გამოშვებისას, შეიგრძნობთ ტყის ბალახის და წიწვის ნოტებს, ყოველივე ეს ქმნის ოსტატობის და განუმეორებელი ჰარმონიის სიმფონიას.
რეკრეაციული და სამედიცინო მოხმარება
Auto Black Opium-ს შეუძლია პირველივე წამებიდან ჩაგძიროთ ღრმა რელაქსში. გარკვეულ მომენტში იგრძნობა ეიფორია, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ რამოდენიმე საათის განმავლობაში, მაგიური ნისლის მსგავსად მოიცვას თქვენი სხეული და გონება ინდიკას მძიმე სთოუნით. იგრძნობთ, თუ როგორ თავისუფლდება თქვენი შინაგანი სამყარო შფოთვისა და აზრებისგან, კუნთები კი დაძაბულობისგან. ჯიში იდეალურია საღამოს საათებში მოხმარებისთვის, ხელს უწყობს მშვიდ და ღრმა ძილს. მკვეთრად გამოხატული სედატიური და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები, ჯიშის გამოყენების საშუალებას იძლევა ფსიქოემოციური სპექტრის აშლილობის, გაფანტული სკლეროზის, ეპილეფსიის, ტკივილებისა და ანთების დროს.
ყურადღება! ჰიბრიდს აქვს თი-ეიჩ-სი-ს ძალიან მაღალი შემადგენლობა (29%-მდე)! გირჩევთ დიდი პასუხისმგებლობა გამოიჩინოთ დოზების განსაზღვრის დროს.
- მახასიათებლები
მწარმოებელი: GanjaSeeds ჰიბრიდი: დიახ სიმაღლე Outdoor: საშუალო - 150 სმ-მდე სიმაღლე Indoor: მაღალი - 150 სმ-მდე მოსავლიანობა Outdoor: მაღალი - 500 გრ-მდე ბუჩქიდან მოსავლიანობა Indoor: ძალიან მაღალი - 600-დან 800 გ-მდე 1 მ2-ზე , ან 250 გრ ბუჩქიდან THC: ექსტრემალური 25+% CBD: დაბალი - 0,5%-მდე ყვავილობა: ავტო ყვავის ყვავილობის პერიოდი: 9 - 11 კვირა სქესი: მდედრი გენოტიპი: Indica / Sativa / Ruderalis გენეტიკა: Blue მოსავლის გასუფთავება: გამომდინარე დარგვის დროიდან გაშენების: Greenhouse, Outdoor, Indoor გემო: კენკრის ეფექტი: stone სამედიცინო: არა დამწყებთათვის: არა თასის გამარჯვებული: არა - Auto Black Opium feminised Ganja Seeds გამოხმაურებაRead all 4 reviews on Auto Black Opium feminised Ganja Seeds
ისეთი ზე პიზდეცი იყო. გუშინ დავასრულე და ბიჭები ორ ბულბულზე ვიყავით გასულები. ოღონდ ან ეფექტი არ გყოფნის და მალევე ამატებ ან ძაან ხანგრძლივიც არაა. მოკლედ მაინც მაგარია
კაია ეს ჯიში სულ უნდა იყოს.5 წელია ვიწერ და ბოლოს რაც ვიყიდე ყველამ მაგარი შედეგი დადო. ბლექ ოპიუმი დოსი დოსი და ანანასი ესენი გავზარდე . ყველა ძაან საკაიფოა. რაც ოპერატორმა მირჩია ყოველთვის ყველა მაგარი გამოდგა. საღოლ კაი კამანდა ხართ და ძაან ოპერატიულად მოდის ყოველთვის
Very old seeds, only 2 out of 5 seeds sprouted.
ამ ჟიშს ველოდებოდი დიდი ხანი. უკვე დასრულებული და დაგემოვნებული გვაქვს და მინდა რეკომენდაცია გავუწიო, სასწაული ეფექტი აქვს, ასეთი არ მომიწევია ჯერ ამდენი წლის მანძილზე. ბრავო თქვენ მომდევნო სეზონზე თქვენს იმედზე ვართ