Auto Gorilla Glue CBD feminised Ganja Seeds

  • აღწერილობა

    ლეგენდარული Gorilla Glu- ყველა არსებული მოდიფიკაციიდან, მისი აუტომოყვავილე ფემინიზირებული ვერსია, განკუთვნილია როგორც რეკრეაციული, ასევე სამედიცინო მიზნებისათვის, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და დაბალანსებული ეფექტის მქონე ჯიშად. სტრეინმა მიიღო „გორილას“ ორიგინალური გემო და არომატი, ამასთანავე დაიმატა ახალი თერაპიული თვისებები, რამაც საბოლოო ჯამში ჰიბრიდი პოპულარული გახადა 1:1 თანაფარდობის ჯიშების მოყვარულთა შორის.

    გენეტიკა

    იმისათვის რომ ბრიდერებს ასეთი უნიკალური ჰიბრიდი მიეღოთ, საჭირო იყო დიდი დრო და ძალისხმევა Gorilla Glue და Fast Eddy CBD შეჯვარების პროცესში. მიღებული სიახლე გამოირჩევა ინდიკას უმნიშვნელო დომინირებით (60/40), გენეტიკურ „კოქტეილში“ აისახა საუკეთესო გარეგნული, ხარისხის და რაოდენობის მახასიათებლები.

    ჯიშის შესაძლებლობები და ძირითადი მაჩვენებლები

    უნდა აღინიშნოს, რომ სასიცოცხლო ციკლი დაახლოებით ათი კვირა გრძელდება. აუთდორში მოცემული პერიოდი შესაძლებელია ცოტა გაიზარდოს ამინდის შესაბამისად, ცდომილება 1-2 კვირაზე მეტს არ შეადგენს. ინდორში ასეთი ხანგრძლივობა წელიწადში სამი-ოთხი მოსავლის აღების პერსპექტივებს ხსნის. ერთი კვადრატული მეტრიდან შესაძლებელია 400 გრამი შესანიშნავი სტაფის მიღება. აუთდორში ერთი ბუჩქიდან 150 გრამს მიიღებთ, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ბუჩქის სიმაღლის გათვალისწინებით, მისი სიმაღლე 130 სანტიმეტრია.

    ჯიშის პრინციპული განსხვავება კანაბიდიოლის მაღალი (10%-მდე) და თი-ეიჩ-სის ზომიერი (9%მდე) შემცველობაა. პროპორცია 1:1 პოპულარულია მომხმარებლებს შორის და ხსნის როგორც რეკრეაციულ, ასევე სამედიცინო პოტენციალის პერსპექტივებს, ახასიათებს „ანტურაჟის ეფექტის“ კომპლექსური მოქმედება.

    რჩევები მცენარის მოსაყვანად

    კულტურა ერთნაირად მარტივი მოსაყვანია როგორც ინდორში, ასევე აუთდორში. მთავარია გროვი უზრუნველყოფილი იყოს კარგი განათებით: ბუნებრივით და ხელოვნურითაც. დახურულ გრუნტში მოყვანის შემთხვევაში, სიდშოპ GanjaSeeds ექსპერტები გირჩევენ აირჩიოთ სრული სპექტრის შუქდიოდური ნათურები 18/6 ან 20/4 რეჟიმში. რაც შეეხება ქოთნებს, ინდორში რეკომენდირებულია 9-11 ლიტრიანი ქოთნები, აუთდორისთვის 15-20 ლიტრიან ქოთნებს გირჩევთ. ჯიშს უყვარს სივრცე. გრუნტის ან სუბსტრატის შერჩევისას, არჩევანი კლასიკურ ორგანიკაზე, დრენირების კომპონენტების დამატებით (ვერმიკულიტი, აგროპერლიტი, ცეოლიტი) ან მსუბუქ და ფხვიერ ქოქოსის სუბსტრატზე გააკეთეთ. სასუქიც შესაბამისად - ორგანული ან მინერალური შეარჩიეთ.

    გემო და არომატი

    ხარისხიანად გამშრალი და დაძველებული გირჩების საბოლოო ორგანოლეპტიკური პალიტრა პირდაპირ არის დამოკიდებული გროუვერის მიერ გამოყენებულ კომპლექსურ სასუქზე (იდეალურია ორგანული), ასევე, მინერალური სასუქის გამოყენების შემთხვევაში, ყვავილობის ფაზის მეორე ნახევარში აუცილებელ გამორეცხვაზე.

    მოხმარებისას იგრძნობთ ციტრუსების, მიწის, წებოს და გამხსნელის არომატებს. გემო იხსნება შოკოლადის, ყავის და წიწვის ესკიზებით, ივსება მსუბუქი სიტკბოთი და სიმჟავით.

    სამედიცინო პოტენციალი

    სი-ბი-დი-ს და თი-ეიჩ-სი-ს თითქმის თანაბარი თანაფარდობა აკმაყოფილებს კანა-აუდიტორიის ყველა მოთხოვნას. ძლიერი ფსიქოაქტიური კომპონენტების არარსებობას ირჩევენ ისინი, ვინც უკვე დიდი ხანია ეძებენ რბილ ეიფორიას ძლიერი სთოუნის გარეშე, სი-ბი-დის მაღალი შემცველობა საუკეთესო თერაპიული საშუალება იქნება მათთვის, ვისაც აწუხებს რიგი დაავადებები და სიმპტომებისა. Auto Gorilla Glue CBD ეფექტურია ქრონიკული ტკივილების, ნერვული დაძაბულობის, სტრესის, შფოთვების და დეპრესიის, უმადობის დროს.

    Auto Gorilla Glue CBD - გაწონასწორებული შეგრძნებების, რბილი ეფექტის საოცარი გემოსა და არომატის სამყაროა! საუკეთესო ფასები, აქტუალური სიახლეები, შეკვეთები პირდაპირ მომწოდებლებისგან - ეს იმ მცირე მიზეზთაგანია, თუ რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი ჩვენს მაღაზიაზე! GanjaSeeds - საუკეთესო გროვს გპირდებათ!

  • მახასიათებლები
    მწარმოებელი:GanjaSeeds
    ჰიბრიდი:დიახ
    სიმაღლე Outdoor:საშუალო - 150 სმ-მდე
    სიმაღლე Indoor:დაბალი - 100 სმ-მდე
    მოსავლიანობა Outdoor:საშუალო - 150 გრ-მდე ბუჩქიდან
    მოსავლიანობა Indoor:საშუალო - 300-დან 400 გრ-მდე 1 მ2-ზე, ან 150 გრ. ბუჩქიდან
    THC:საკმარისი - 9%-მდე
    CBD:ძალიან მაღალი - 5,1 - 15%
    ყვავილობა:ავტო ყვავის
    ყვავილობის პერიოდი:7 - 9 კვირა
    სქესი:მდედრი
    გენოტიპი:Indica / Sativa / Ruderalis
    გენეტიკა:Afghan
    მოსავლის გასუფთავება:გამომდინარე დარგვის დროიდან
    გაშენების:Greenhouse, Outdoor, Indoor
    გემო:ციტრუსის
    ეფექტი:ეიფორია რელაქსაციაში
    სამედიცინო:დიახ
    დამწყებთათვის:არა
    თასის გამარჯვებული:არა
  • Auto Gorilla Glue CBD feminised Ganja Seeds გამოხმაურება
    1
    0
    0
    0
    0
    Average customer rating
    5.00-დან 5 ვარსკვლავი
    • i
      • 05 მარტი 2024 18:33
      cbd

      სუპერ✌🏻

    Read all 1 review on Auto Gorilla Glue CBD feminised Ganja Seeds
    ყიდვა Auto Gorilla Glue CBD feminised Ganja Seeds
    ლეგენდარული Gorilla Glu-ს ყველა არსებული მოდიფიკაციიდან, მისი აუტომოყვავილე ფემინიზირებული ვერსია, განკუთვნილია როგორც რეკრეაციული, ასევე სამედიცინო მიზნებისათვის, ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და დაბალანსებული ეფექტის მქონე ჯიშად.
     მარაგშია 
    19
    კონტაქტი
    Location
    თბილისია.წერეთლის. მხოლოდ ონლაინ -შესყიდვები
    Time
    ორშ-პარ 09:00 – 21:00
    კალათა
    საიტი GanjaSeeds იცავს არსებული კანონმდებლობის ყველა ნორმას და არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ 21+ ასაკისთვის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ასევე არის მხოლოდ ზოგადი აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ერუდიციის გაფართოვების მიზნებს. GanjaSeeds არ იღებს პასუხისმგებლობას გაყიდული პროდუქციის შემდგომი გამოყენებისთვის.