Sharkbite feminised Ganja Seeds
- აღწერილობა
სელექციური კანაფის შესანიშნავი ჯიში Sharkbite feminised - ეს გახლავთ საუკეთესო შესაძლებლობა დამწყები გროუვერისთვის მოკლე პერიოდში მიიღოს მკვრივი და მძიმე გირჩების შთამბეჭდავი მოსავალი, მინიმალური მოვლის პირობებში. დომინანტმა ინდიკამ დააჯილდოვა სტრეინი უპრეტენზიობით კულტივირების პირობებისადმი, მაღალი იმუნიტეტით დაავადებებისადმი და მორჩილებით ვარჯიშის სხვა და სხვა ტექნიკისადმი. მცენარე იტანს სტრესს, ტემპერატურის ცვალებადობას და ბუნების სხვა კაპრიზებს. ირგებს ყველა დამატებით საკვებს. კულტურის აქილევსის ქუსლი გახლავთ მგრძნობელობა მაღალი ტენიანობისადმი.
ბუჩქის სიმაღლე არ აღემატება 80 სანტიმეტრს ინდორში, ხოლო აუტდორში 100-120 სანტიმეტრს აღწევს. არომატი მძაფრია და ხილის ინტონაციას მოგაგონებთ. ყვავილობა გრძელდება 8-9 კვირა.
Sharkbite კანაფის წარმომავლობა
Sharkbite კანაფის ფემინიზირებული თესლები მიღებული იყო დიდი თეთრი ვეშაპის (Great White Shark) სიდბანკ Green Hause-ისგან და Shortstuff auto ორიგინალური გენეტიკის საფუძველზე. ჰიბრიდმა მემკვირდეობით მიიღო მშობლების „თეთრი“ მახასიათებლები, ყვავილობის ბოლოს ყალიბდება „ფუმფულა“ ბუჩქი, რომელიც უხვად არის დაფარული კაშკაშა ტრიქომების ხალიჩით. კულტურის ასეთი თავისებურება მებაღეს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად დაამზადონ შეუდარებელი ჰაშიში. თი-ეიჩ-სის შემადგენლობა 20%-ს შეადგენს.
Sharkbite კანაფის მოყვანის თავისებურებანი
Sharkbite კანაფის ფემინიზირებული თესლები საუკეთესო შედეგების დემინსტრირებას ახდენენ სახლის გროუბოქსში, მცენარე ასევე კარგად ვითარდება ღია გრუნტსა და სათბურში.
მცენარე ექვემდებარება LST, SCROG და SOG ვარჯიშის ტექნიკებს. კლონირების ტექნიკის გამოყენებისას, გროუვერი შეძლებს მაქსიმალურად გამოიყენოს არსებული ფართი და გაზარდოს მოსავლის რაოდენობა.
Sharkbite დასარგავად გამოიყენება დიდი სათლები ან ქოთნები, 10-15 ლიტრი მოცულობის. კულტივირებისთვის სუბსტრატს ამზადებენ გამდიდრებული გრუნტის, მსხვილი პერლიტის და ქოქოსის ბოჭკოს შერევით.
SCROG ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში მოსავალი კვადრატული მეტრიდან 700 გრამს შეადგენს. ხოლო აუთდორში 400 გრამია ბუჩქიდან. რეკომენდირებული განათებაა - 400-1000ვტ.დნატ.
ღია სივრცეში სტრეინს რგავენ მოძლიერებული ჩითილების სახით, +10 გრადუსი სტაბილური ღამის ტემპერატურის პირობებში. საკვებად შესაძლებელია როგორც პროფესიონალური, ასევე თქვენს მიერ დამზადებული სასუქის გამოყენება. იდეალურ ვარიანტად ითვლება ღამურების გუანო ან „კომპოტი“ გრანულირებული ნაკელის ნიადაგზე.
Sharkbite კანაფის გემო და ეფექტი
ჰიბრიდს ახასიათებს სანელებლების და ხილის არომატი. რბილი, ზეთოვანი ბოლი მოხმარებისთანავე გაჩუქებთ ნეტარების განცდას, მოადუნებს ყველა კუნთს, ფიქრები ანელებენ სვლას, რაც საშუალებას მოგცემთ დატკბეთ ყველა მიმდინარე პროცესით. შტამი რეკომენდირებულია საღამოს საათებში მოხმარებისთვის.
Sharkbite კანაფის სამედიცინო მახასიათებლები
კულტურის სამედიცინო პოტენციალი მისი ექსტრაქტების გამოყენების საშუალებას იძლევა ნევროსტენიის დროს, ასევე დეპრესიული მდგომარეობიდან გამოსაყვანად, დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით შაკიკის დროს. სწრაფად აღმოფხვრავს გულისრევის შეგრძნებას, აგვარებს უძილობის პრობლემებს.
ჩვენს მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ Sharkbite feminised კანაფის ელიტარული თესლები GanjaSeeds-ის საფირმო შეფუთვით.
- მახასიათებლები
მწარმოებელი: GanjaSeeds ჰიბრიდი: დიახ სიმაღლე Outdoor: საშუალო - 150 სმ-მდე სიმაღლე Indoor: დაბალი - 80 სმ-მდე მოსავლიანობა Outdoor: ძალიან მაღალი - 1000 გრ-მდე ბუჩქიდან მოსავლიანობა Indoor: ძალიან მაღალი - 600-დან 800 გრ-მდე 1 მ2-ზე, ან 350 გრ ბუჩქიდან THC: ძალიან მაღალი - 20 - 24% CBD: დაბალი - 0,5%-მდე ყვავილობა: ფოტო პერიოდული ყვავილობის პერიოდი: 7 - 9 კვირა სქესი: მდედრი გენოტიპი: Indica / Sativa გენეტიკა: Afghan მოსავლის გასუფთავება: სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაშენების: Greenhouse, Outdoor, Indoor გემო: ცხარე ეფექტი: ძლიერი გაქვავება სამედიცინო: არა დამწყებთათვის: დიახ თასის გამარჯვებული: არა - Sharkbite feminised Ganja Seeds გამოხმაურებაჯერ-ჯერობით კომენტარი არ არის. თქვენ იქნებით პირველი!!Оставьте отзыв об этом товаре первым!