• აღწერილობა

    კანაფის სამყაროში მრავალი ექსკლუზიური ჯიშია, თითოეული მათგანი უნიკალური და განუმეორებელია. თუმცა, როდესაც საუბარია Mintz-ზე, გვესახება შესანიშნავი გამოცდილება, რომელიც ელის როგორც დამწყებ, ასევე პროფესიონალ გროუვერს. მოდით უკეთ გავიცნოთ ეს საოცარი სტრეინი.

    გენეტიკა და კანაბინოიდების პროფილი

    Mintz გახლავთ სწორედ ის ჯიში, რომელშიც ინდიკა და სატივა, როგორც ინი და იანი, შეერწყნენ სრულყოფილ ბალანსში. სტრეინის გენეტიკა ორი ცნობილი - Animal Cookies (Girl Scout Cookies х Fire OG) და SinMint (Girl Scout Cookies x Blue Power) „მშობლისგან“ შედგება. ეს ფემინიზირებული ფოტოპერიოდული ჰიბრიდი შთამბეჭდავია ამერიკული გენეტიკის სტაბილურობით, აღმოსავლეთ აფრიკის, ინდოეთისა და ავღანეთის სატივასა და ინდიკას ლენდრეისებით. საყოველთაო აღიარება, ჯილდოები, შესანიშნავი გარეგნობა, ტერპენების და კანაბინოიდების ფართო პროფილი, რბილი ეფექტი - ეს ყოველივე გამოცდილი სელექციონერების დიდი შრომის შედეგია, მათ შეძლეს შეექმნათ ინდიკას და სატივას თანაბარი შემცველობის მქონე ჰიბრიდი. სტრეინს აქვს თი-ეიჩ-სი-ს ზომიერი დონე (16%), რაც რბილი რეკრეაციული ზემოქმედების გარანტიას იძლევა. სი-ბი-ჯი-ს და სი-ბი-დი-ს (1%-მდე) შემცველობა სძენს მას თერაპიულ თვისებებს, რაც სხვა და სხვა დაავადებების და სიმპტომების კომპლექსურ თერაპიაში დაგეხმარებათ.

    გარეგნული დახასიათება

    კომპაქტურობა და მიმზიდველობა დანახვისთანავე მოგხიბლავთ. მცენარის სიმაღლე ინდორში 100 სანტიმეტრს, აუთდორში კი 150-ს აღწევს. ბუჩქის სტრუქტურა უფრო ინდიკასია, ვიდრე სატივასი. ძლიერი ცენტრალური ღერო და მასიური გვერდითი ტოტები, კვანძებს შორის მოკლე დაშორებით, ახდენენ პირამიდისმაგვარი, კაშკაშა წითელი ტრიქომების მქონე ყვავილედების ფორმირებას.

    მოყვანა

    Mintz კულტივირება საინტერესო პროცესია, რომლის შედეგი მინიმალური მოთხოვნების და პარამეტრების დაცვის შემთხვევაში უხვი მოსავლით დაგაჯილდოებთ. აუთდორში მოყვანისას, რეკომენდირებულია ცეოლიტთან, ქოქოსის ბოჭკოსთან, ვერმიკულიტთან ან აგროპერლიტთან შერეული ორგანული გრუნტის გამოყენება და დრენაჟის უზრუნველყოფა. 15-20 ლიტრიანი ქოთნების გამოყენება საშუალებას მოგცემთ გადაიტანოთ ბუჩქი ცუდი ამინდების დროს. დახურულ გრუნტში ოპტიმალური ზრდისთვის რეკომენდირებულია დნატ ან სრული სპექტრის შუქდიოდური განათების გამოყენება. უზრუნველყავით კარგი ვენტილაცია, რათა თავიდან აირიდოთ სოკოს და ობის გაჩენა. ნახშირის ფილტრი აგარიდებთ ყვავილობის სტადიაზე წარმოქმნილ არასასიამოვნო სუნს. არ გაიმეოროთ ახალბედების შეცდომები! არ მოგივიდეთ ზედმეტი მორწყვა, რადგან სწორედ ეს განაპირობებს ფესვთა სისტემის ლპობას. კომპლექსური სასუქის დოზირებული დამატება, Ph ბალანსის კონტროლით, უზრუნველყოფს მცენარეს ყველა საჭირო საკვები ნივთიერებით, ჯანსაღი ზრდისა და განვითარებისთვის.

    გემო და არომატი

    გემოსა და არომატის ორგანოლეპტიკური პროფილი სავსეა პიტნის, ნამცხვრების, ხილის და ციტრუსების გამორჩეული და განუმეორებელი ნოტებით, შეუცვლელი კუშის, მიწის და პიკანტური სანელებლების აკორდებით. ეს ჰაეროვნება და არომატი ქმნის სასიამოვნო შეგრძნებას და დაუვიწყარ გემოს.

    ეფექტი

    რბილი ცერებრალური „ჰაი“ თანდათანობით იცვლება მედიტაციური რელაქსით, მენტალური და ფიზიკური ჰარმონიით. ინი და იანი. გახსოვთ? Mintz – იდეალური „კოლეგაა“ დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის: იქნება ეს მხიარული კომპანია, თუ უბრალოდ შემოქმედებითი პროცესი, თუნდაც უბრალოდ საყვარელი ჰობით დაკავდეთ. დამამშვიდებელი თვისებები დაგეხმარებათ დეპრესიასთან, შფოთვებთან და უძილობასთან ბრძოლაში.

    ყვავილობა და მოსავალი

    ჯიში უხვად დაგაჯილდოებთ ხარისხიანი, უხვი მოსავლით გაწეული შრომისა და ზრუნთვისათვის. ინდორში შესაძლებელია 350-400 გრამის მიღება კვადრატული მეტრიდან. პრაქტიკულად იდენტური მოსავლის მიღება შესაძლებელია აუთდორშიც. ყვავილობის პერიოდი 70-75 დღეს შეადგენს. ინდორში ჰარვესტს ოქტომბრის დასაწყისში ელოდეთ.

    დარწმუნებული იყავით საკუთარ ძალებში, შეისწავლეთ ანალოგიური გროურეპორტები, უდაოდ შეძლებთ საუკეთესო შედეგების მიღებას. გახსოვდეთ, რომ კანაფი - არის ბალახი, რომელსაც ცოტა მეტი ყურადღება სჭირდება. სიდშოპი GanjaSeeds გისურვებთ სასიამოვნო და მარტივ გროვს!

  • მახასიათებლები
    მწარმოებელი:GanjaSeeds
    ჰიბრიდი:დიახ
    სიმაღლე Outdoor:საშუალო - 150 სმ-მდე
    სიმაღლე Indoor:დაბალი - 100 სმ-მდე
    მოსავლიანობა Outdoor:მაღალი - 500 გრ-მდე ბუჩქიდან
    მოსავლიანობა Indoor:საშუალო - 300 -დან 450 გრ-მდე 1 მ2-ზე , ან 200 გრ ბუჩქიდან
    THC:მაღალი 16 - 19%
    CBD:საშუალო - 0,6 - 2%
    ყვავილობა:ფოტო პერიოდული
    ყვავილობის პერიოდი:9 - 11 კვირა
    სქესი:მდედრი
    გენოტიპი:Sativa = Indica
    გენეტიკა:Blue
    მოსავლის გასუფთავება:ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის დასაწყისამდე
    გაშენების:Greenhouse, Outdoor, Indoor
    გემო:პიტნის
    ეფექტი:ეიფორია რელაქსაციაში
    სამედიცინო:დიახ
    დამწყებთათვის:დიახ
    თასის გამარჯვებული:არა
  • Mintz feminised Ganja Seeds გამოხმაურება
    ჯერ-ჯერობით კომენტარი არ არის. თქვენ იქნებით პირველი!!
      Оставьте отзыв об этом товаре первым!
      ყიდვა Mintz feminised Ganja Seeds
      ​კანაფის სამყაროში მრავალი ექსკლუზიური ჯიშია, თითოეული მათგანი უნიკალური და განუმეორებელია. თუმცა, როდესაც საუბარია Mintz-ზე, გვესახება შესანიშნავი გამოცდილება, რომელიც ელის როგორც დამწყებ, ასევე პროფესიონალ გროუვერს.
       მარაგშია 
      22.80
      კონტაქტი
      Location
      თბილისია.წერეთლის. მხოლოდ ონლაინ -შესყიდვები
      Time
      ორშ-პარ 09:00 – 21:00
      კალათა
      საიტი GanjaSeeds იცავს არსებული კანონმდებლობის ყველა ნორმას და არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ 21+ ასაკისთვის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ასევე არის მხოლოდ ზოგადი აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ერუდიციის გაფართოვების მიზნებს. GanjaSeeds არ იღებს პასუხისმგებლობას გაყიდული პროდუქციის შემდგომი გამოყენებისთვის.