• აღწერილობა

    ჯიშის თავისებურებანი

    Cheese CBD – ფემინიზირებული ფოტოპერიოდული ჰიბრიდია თი-ეიჩ-სის დაბალი (8-10%) და სი-ბი-დის მაღალი (10-12%) მაჩვენებლებით, რაც სძენს მას მკვეთრად გამოხატულ სამედიცინო თვისებებს და რბილ რეკრეაციულ პოტენციალს. სატივას და ინდიკას დაბალანსებული შემადგენლობა (50/50) ვლინდება როგორც ეფექტში, ასევე მის გარეგნობაში. კომპაქტური მცენარე დაფარულია სატივას ფოთლებით, აქვს დაშორებული კვანძები, რაც სტუქტურაში ჰაერის მოძრაობას უზრუნველყოფს და ამცირებს ობისა და სოკოს გაჩენის რისკს.

    ზურმუხტისფერი, მკვრივი ყვავილედები ყვავილობის პიკზე კაშკაშებენ რძისფერი ტრიქომებით, რომელთაც აქვთ ქარვისფერი წინწკლები. სტრეინი შედარებით პრეტენზიულია და საჭიროებს გროუინგის საბაზისო ცოდნას, ამიტომ რეკომენდირებულია შედარებით გამოცდილი აგრონომებისთვის.

    გენეტიკა

    კლასიკური Cheese და სამედიცინო სი-ბი-დი-ს სელექციის შედეგად მიღებული ჰიბრიდი, მთელს მსოფლიოში მრავალი გროუვერის გულებს იპყრობს. გარდა საუკეთესო მოსავლიანობისა, გენეტიკამ დააჯილდოვა ის სი-ბი-დისთვის არასტანდარტული ტერპენების პროფილით და ორგანოლეპრიკური გამით, რაც მნიშვნელოვნად აფართოებს მისი მოხმარების შემდეგ მიღებული შთაბეჭდილებების დიაპაზონს.

    მოყვანის თავისებურებანი

    ჯიში გამოირჩევა სტაბილურობით, თუმცა პრეტენზიულია, ასე რომ გამოიყენეთ ყველა არსებული ცოდნა და გამოცდილება. დროულად დაამატეთ დაბალანსებული სასუქი, რამდენადაც CBD Cheese-ს აქვს ძლიერი მადა და საჭიროებს დამატებით კვებას. ჯიში გამოირჩევა ენერგიული ზრდით ვეგეტაციის ეტაპზე, ამიტომ საჭიროა კარგად გაეცნოთ SOG/SCROG, LST და შემოჭრის მეთოდებს, რათა შენარჩუნდეს ვერტიკალური ზრდა და მოხდეს ვეგეტაციური სიბრტყის თანაბარი ფორმირება.

    მოყვანა ინდორში

    იმის გამო, რომ ჯიში მგრძნობიარეა ტეპმერატურის ცვალებადობის მიმართ, ინდორში აუცილებელია ოპტიმალური მაჩვენებლების შენარჩუნება. იმის გათვალისწინებით, რომ ყვავილობისას მცენარეს აქვს ინტენსიური არომატი, აუცილებელია ნახშირის ფილტრის მქნე საიმედო ვენტილატორის მონტაჟი. დაიცავით მორწყვის გრაფიკი, ამასთანავე აკონტროლეთ დრენაჟის მოცულობა და მაჩვენებლები. უზრუნველყავით სრულფასოვანი ვენტილაცია, ასევე სრული სპექტრის შუქდიოდური განათება ვეგეტაციის ეტაპზე 18/6 ან 20/4, შემდეგ გადადიხართ 12/12-ზე ყვავილობის ინიციაციისთვის. ინდორში ბუჩქის სიმაღლე 1,5 მეტრია. თუ სივრცეში შეზღუდული ხართ, გირჩევთ გამოიყენოთ SOG/SCROG ბადეები.

    მოყვანა ღია სივრცეში

    Cheese CBD უყვარს თბილი, ზომიერად ტენიანი კლიმატი, დიდი რაოდენობის მზის შუქი. წინასწარ შეარჩიეთ ადგილი, რომელიც კარგად ნიავდება და შენიღბვის საშუალებას მოგცემთ. დამძიმებული ტოტების გადატეხვის თავიდან ასაცილებლად მიაბით სამაგრებზე.

    გემო და არომატი

    ორგანოლეპტიკური პალიტრა გამოირჩევა კომპოზიციის სიღრმით და სირთულით, რომელსაც აუცილებლად დააფასებენ გურმანები. ხის და მიწის არომატი, ყველის ინტენსიური შლეიფით და ლავანდის ნაზი აკორდები გულგრილს არავის დატოვებს.

    ეფექტი

    ჯიში გამოირჩევა ცნობიერების ცვლის ზომიერი ეფექტით. მთელი სესიის განმავლობაში იგრძნობთ სიმშვიდეს, თავისუფლებას, სიხარულს და ბედნიერებას, სხეულში არ დარჩება ტკივილის და დაღლილობის არც ერთი წვეთი - მხოლოდ სითბო, თავისუფლება და რელაქსი.

    სამედიცინო მახასიათებლები

    Cheese CBD შემადგენლობაში სი-ბი-დი-ს და თი-ეიჩ-სის ჰარმონიულად ავსებს 15-ზე მეტი ტერპენი, ამიტომ მისი თერაპიული პოტენციალი უსაზღვროა. არ არისებობს ისეთი ტკივილი, ანთება ან ფსიქოემოციური აშლილობა, რომელსაც ვერ გაუმკლავდება მოცემული ჰიბრიდი. ასევე დადებით შედეგებს იძლევა ართრიტის, მიალგიის და კრუნჩხვების დროს. ასეთი თვისებების წყალობით, სიამოვნებასთან ერთად შეგიძლიათ ორგანიზმს სარგებელიც მოუტანოთ, ყოველგვარი უარყოფითი შედეგების გარეშე.

    ყვავილობის ვადები და რეკომენდაციები

    სტრეინი გამოირჩევა მომწიფების ინტენსიური ვადებით, უკვე 50-60 დღეში დარგვიდან, ინდორში, შეძლებთ დატკბეთ უხვი მოსავლით 500გრამი კვადრატული მეტრიდან. აუთდორში, ოქტომბრის შუა რიცხვებში შეგიძლიათ მიიღოთ 1 კგ ბუჩქიდან. ვინაიდან ბუჩქს აქვს ტერპენების მდიდარი პროფილი, გირჩევთ მათი პოტენციალი სრულად გახსნათ ორგანიკაზე მოყვანით. ჰარვესტის და შრობის შემდეგ რეკომენდირებულია ყვავილედების დაძველება შუშის ქილებში, რეგულარული განიავებით.

  • მახასიათებლები
    მწარმოებელი:GanjaSeeds
    ჰიბრიდი:დიახ
    სიმაღლე Outdoor:მაღალი - 200 სმ-მდე
    სიმაღლე Indoor:მაღალი - 150 სმ-მდე
    მოსავლიანობა Outdoor:ძალიან მაღალი - 1000 გრ-მდე ბუჩქიდან
    მოსავლიანობა Indoor:მაღალი - 400-დან 600 გრ-მდე 1 მ22, ან 200 გრ. ბუჩქიდან
    THC:საკმარისი - 9%-მდე
    CBD:ძალიან მაღალი - 5,1 - 15%
    ყვავილობა:ფოტო პერიოდული
    ყვავილობის პერიოდი:7 - 9 კვირა
    სქესი:მდედრი
    გენოტიპი:Sativa = Indica
    გენეტიკა:Cheese
    მოსავლის გასუფთავება:სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე
    გაშენების:Greenhouse, Outdoor, Indoor
    გემო:ხის
    ეფექტი:მცირე ეიფორია, რელაქსაცია
    სამედიცინო:დიახ
    დამწყებთათვის:არა
    თასის გამარჯვებული:არა
  • Cheese CBD feminised Ganja Seeds გამოხმაურება
    ჯერ-ჯერობით კომენტარი არ არის. თქვენ იქნებით პირველი!!
      Оставьте отзыв об этом товаре первым!
      ყიდვა Cheese CBD feminised Ganja Seeds
      Cheese CBD ​– ფემინიზირებული ფოტოპერიოდული ჰიბრიდია თი-ეიჩ-სის დაბალი (8-10%) და სი-ბი-დის მაღალი (10-12%) მაჩვენებლებით, რაც სძენს მას მკვეთრად გამოხატულ სამედიცინო თვისებებს და რბილ რეკრეაციულ პოტენციალს.
       მარაგშია 
      19
      კონტაქტი
      Location
      თბილისია.წერეთლის. მხოლოდ ონლაინ -შესყიდვები
      Time
      ორშ-პარ 09:00 – 21:00
      კალათა
      საიტი GanjaSeeds იცავს არსებული კანონმდებლობის ყველა ნორმას და არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ 21+ ასაკისთვის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ასევე არის მხოლოდ ზოგადი აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ერუდიციის გაფართოვების მიზნებს. GanjaSeeds არ იღებს პასუხისმგებლობას გაყიდული პროდუქციის შემდგომი გამოყენებისთვის.