ჰიდროპონიკა
ჰიდროპონიკა (ბერძნული სიტყვა hydor – წყალი და ponos – მუშაობა) — მებაღეობის მეთოდია, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია უფრო მეტი მოსავლის მიღება, ვიდრე ნიადაგში. მცენარე, მისი ფესვთა სისტემა ფიქსირდება ნიადაგის გარეშე ეგრეთ წოდებულ სუბსტრატში - არამკვებავ გარემოში. განვითარებისათვის საჭირო ყველა ნივთიერებებს მცენარე იღებს წყალზე დამზადებული სპეციალური მკვებავი ხსნარებიდან.
არსებობს ჰიდროპონიკის 6 მოდელი:
- Deep Water Culture – DWC - ღრმა წყლის კულტურა
- Ebb / Flow - პერიოდული ჩაძირვა
- DripSystem, recovery / non-recovery – წვეთობრივი მორწყვა,რევერსიული / არა–რევერსიული;
- Nutrient Film Technique – NFT – მკვებავი ფენა,
- Aeroponic–აეროპონიკა,
- Wick –ფითილის საშუალებით
ეს ექვსი ტიპი საბაზისო მეთოდებია, რომელთა საფუძველზეც არსებობს ბევრი სხვა მოდიფიკაციები.
Deep Water Culture – DWC ღრმა წყლის კულტურა
DWC – არის ჰიდროპონიკის ყველა სისტემებს შორის ყველაზე მარტივად გასაკეთელი. მკვებავი ხსნარი ისხმება რაიმე სათავსოში, რომლის სახურავზეც დამაგრებულია ქოთანი მცენარით და სუბსტრატი. ფესვენს ესაჭიროებათ ჯანგბადი, ამიტომ ჰაერი ხსნარს მიეწოდება კომპრესორით.
Ebb / Flow პერიოდული ჩაძირვა
სახელწოდება თვითონ მეტყველებს საკუთარ თავზე – მცენარის ფესვები მდებარეობენ სუბსტრატში და პერიოდულად ესხმებათ მკვებავი ხსნარი, რომელიც გავსების შემდეგ თვითონ გადაედინება სპეციალურ რეზერვუარში. აქ გასათვალისწინებელია ე.წ. ჩამძირავი ტუმბო. იგი სათავსოში აწოდებს მკვებავ ხსნარს ფესვებისთვის. ტუმბოს აქვს ტაიმერი, რომელიც ავტომატურად რთავს მკვებავი ხცნარის მიწოდების რეჯიმს. ტაიმერის გამორთვისას მკვებავი ხსნარი ჩაედინება უკან ისევ რეზერვუარში ტუმბოს გავლით. პროცედურა პერიოდულად მეორდება. ტაიმერი ჩართვის ავტომატური რეჯიმის პერიოდულობის მომართვა განპირობებულია მცენარის ზომებით, ტემპერატურითა და სუბსტრატის სპეციფიკით. პერიოდული ჩაძირვა სარისკო სისტემაა ტექნიკის მუშაობის სიზუსტის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. იგი შეიძლება გაუთვალისწინებელი მიზეზებით გაითიშოს, მაგალითად ელექტროობის მიწოდების შეწყვეტით, გაფუწდეს ტუმბო ან ტაიმერი გამოვიდეს მქყობრიდან. ციკლების პერიოდულობის ასეთი შეწყვეტების შედეგად ფესვები შრებიან და ხმებიან. ამიტომ უმჯობესია გამოიყენოთ ქოქოსის ბოჭკო, ვერმიკულიტი მინერალური ბამბა - ეს სუბსტრატები იკავებენ წყალს. ხრეშის, კერამზიტისა და პერლიტის გამოყენება ასეთ სისტემაში არ არის სასურველი.
Drip System წვეთობრივი მორწყვა
ჰიდროპონიკის ეს მეთოდი ყველაზე პოპულარულია მთელს პლანეტაზე. სისტემის წვეთ–წვეთ მოსარწყავად ტურბო მოქმედებაში მოდის ავტომატურად ტაიმერის მიერ. ამგვარად, მკვებავი ხსნარის მცირე წვეთები ხვდება თითოეული მცენარის ყოველ ფესვს.
Recovery Drip System რევერსიული წვეთობრივი მორწყვის სისტემა
აქაც სისტემის არსი გადმოცემულია მის სახელწოდებაში. ამ სისტემაში მკვებავი ხსნარის ზედმეტი რაოდენობა გროვდება სპეციალურ რეზრვუარში. რევერსიული წვეთოვანი სისტემა ამ რაოდებობას კვლავ ხელმეორედ გამოიყენებს. აქ არ არის აუცილებელი მორწყვითი სისტემების ზუსტი მართვა, ამიტომ შესაძლებელია ნაკლებ ფასიანი ტაიმერის გამოყენება.
Non-Recovery Drip System არა–რევერსიული წვეთობრივი მორწყვის სისტემა
ეს სისტემა გარანტირებულად უზრუნველყოფს ხსნარში pH–ის მუდმივ დონეს, მსგავსად სხვა მკვებავი ნივთიერებებისა. არა–რევერსიულ სისტემაში ხსნარი განმეორებით არ გამოიყენება. დაარეგულირეთ მკვებავი ხსანის pH დონე, გაავსეთ ამ ხსნარით რეზერვუარი. ხსნარის ახალი პორცია საჭირო იქნება უბრალოდ გარკვეული დროის შემდეგ. არა–რევერსიული სისტემას ესაჭიროება ბევრად უფრო ზუსტი ტაიმერი, რომელიც არეგულირებს მცენარისთვის ახალი მკვებავი ხსნარის ზუსტ მიწოდებას.
NutrientFilmTechnique – NFT მკვებავი ფენა
პატარა ქოთანში ათავსებენ სუბსტრატსა და მცენარეს. მილების საშუალებით სათავსოში მუდმივად მიეწოდება მკვებავი ხსნარი. იგი მიედინება მცენარის ფესვებში და ბრუნდება ძირითად რეზერვუარში. ტაიმერი ტუმბოსთვის აქ საჭირო არ არის. ფესვები ადვილად კარგავენ სიჯანსაღეს ტუმბოს გაფუჭების ან ელექტროობის გათიშვის შემთხვევაში.
Aeroponic აეროპონიკა
აეროპონიკა – მაღალტექნოლოგიური სისტემა. მცენარის ფესვები ჰაერშია დაკიდებული. მკვებავი ხსნარი კონდენსირდება და წყლის ღრუბლის სახით შემოეფინება ფესვებს გარშემო. ასეთი ღრუბლისებური მორწყვა ხორციელდება ჩვეულებრივ ყოველ 5 წუთში ერთხელ. ხაზს ვუსვამთ,რომ ფესვები ჰაერშია შეკიდული და ღრუბლისებური მორწყვის პერიოდულობის დარღვევის შემთხვევაში ისინი მალე ხმებიან.
Wick ფითილით მორწყვა
ფითილით მორწყვა – ჰიდროპონიკის ყველაზე მარტივი მეთოდია. ამ სისტემაში არ არსებობს მოძრავი ნაწილები, იგიპასიურია. მკვებავი ხსნარი რეზერვუარიდან სუბსტრატში ფითილის საშუალებით ხვდება. ეს სისტემა ითვალისწინებს სხვადასხვანაირი სუბსტრატების გამოყენებას. მათ შორისაა ქოქოსის ბოჭკო ვერმიკულიტი, Pro-Mix, პერლიტი. ამ სისტემას აქვს ერთი სახიფათო მომენტი – ზოგიერთი მცენარე, მათ შორის ზომების გამოც, მოითხოვს მეტი რაოდენობის მკვებავ ხსნარს, ვიდრე ფითილით მიეწოდება. მარიხუანის მოყვანისთვის wick ფითილით მორწყვა არ გამოდგება.
სუბსტრატი – ინფორმაცია
სუბსტარი – ესაა კარკასი, საფუძველი. მასში იზრდება და მაგრდება მცენარის ფესვები. არსებობს მასალის ფართო სია, რომელიც სუბსტრატისთვის გამოიყენება. ქვიშა, ქოქოსის ბოჭკო, მინერალური ბამბა Rockwool, ვერმიკულიტი, ხრეში, პერლიტი, ჰაერიც კი შესაძლებელია იყოს სუბსტრატი. სუბსტრატი ინერტულია, იგი წარმოადგენს ფესვების სამოსს, რომელიც არ აძლევს მცენარეს მკვებავ ნივთიერებებს. მცენარისთვის აუცილებელი ყველა ნივთიერებები მიეწოდება მას მკვებავ ხსნართან ერთად, სასუქებით, რომლებიც გახსნილია წყალში. შედეგად თქვენ ადვილად შეგიძლიათ აკონტროლოთ ყველაფერი, რასაც მცენარე იღებს. ხსნარში ხდება ყველა საკვები ნივთიერების სწორი პროპორციების რეგულირება. ხოლო მორწყვის ციკლების რეგულირებისთვის გამოიყენეთ არც თუ ისე ძვირი ტაიმერი. იგი უზრუნველყოფს მცენარის რეგულარულ და დროულ კვებას.
განსხვავდებიან თუ არა „ჩვეულებრივი“ სასუქები ჰიდროპონულისა და ორგანულისაგან?
ყველა სახის სასუქი შეიცავს ძირითადად სამი სახის ელემანტ: აზოტი (N), ფოსფორი (Р), კალიუმი (K). მაგრამ ჰიდროპონიული სასუქი შეიცავს მცენარისთვის აუცილებელ ყველა სახის მიკროელემენტს. მაშინ როდესაც, ნიადაგის სასუქები არ შეიცავენ ზოგიერთ მათგანს – არსებობს მოლოდინი, რომ ნიადაგი თვითონ შეიცავს ამ მიკროელემენტებს. ეს იწვევს მცენარის არასწორ განვითარებას, რადგან აუცილებელი მიკროელემენტები სესაძლებელია არ იყოს ამა თუ იმ სახის ნიადაგში ან თვით ნიადაგი იყოს გამოფიტული. ასევე, ჰიდროპონიულ სასუქებში ნაკლებია ზედმეტი მინარევები, ვიდრე ნიადაგის სასუქებში, ამიტომ ისინი უკეთესად იხსნებიან წყალში და არიან უფრო გამძლეები.
აგრეთვე არსებობენ ორგანული სასუქები. ისინი გამოირჩევიან თავისი შემადგენლობითა და საკვები ნივთიერებებით მცენარისგანაყოფიერების მეთოდით. მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ – ორგანული სასუქები მხოლოდ ნიადაგში არსებული ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების საშუალებით იშლებიან მცენარისთვის საჭირო ელემენტებად. ჰიდროპონიული და ნიადაგის სასუქები კი მცენარეს აწვდიან ელემენტებს ისე,რომ ისისნი მაშინვე შეიწოვება მცენარის მიერ.
“ჰიდროპონიკა თუ ორგანიკა? რაშია განსხვავება?” თვალთახედვის გაფართოების მიზნით წაიკითხეთ ეს სტატია Roger h. Thayer.
მიკროელემენტები – ინფორმაცია.
მიკროელემენტები — მკვებავი ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია მცენარისთვის. ისინი საჭირო არიან მცირე რაოდენობით. მცენარის ჯანსაღ ზრდას ხელს უწყობს შემდეგი ძირითადი მიკროელემენტები: მარგანეცი, ბორი, კობალტი, თუთია, რკინა, კალციუმი, გოგირდი, მაგნიუმი, სპილენძი, მოლიბდენი. რამდენად რთული შეიძლება იყოს ტექნიკურად ჰიდროპონიკაზემცენარის გაზრდა?
ჰიდროპონიკაზე მებაღეობა შეიძლება იყოს საკმაოდ მაღალტექნოლოგიური. აქ გამოიყენება კომპიუტერები და სენსორები. სისტემა მართავს ყველაფერს – დაწყებული მცენარისთვის საჭირო სინათლის რაოდენობიდან დასრულებული ხსნარის მომზადებითა და მორწყვის ციკლებით.
რა თქმა უნდა, ჰიდროპონიკა შეიძლება იყოს ძალიან მარტივი. რეზერვუარი ქვიშით სავსე, ხელით მორწყვა – ესეც ჰიდროპონიული მებაღეობის სახეობაა. ხოლო კლასიკური, ყველაზე გავრცელებული ჰიდროპონიული სისტემა მდებარეობს ზემოაღნიშნული რადიკალური.
რა შედის ტრადიციული შინაური ჰიდროპონიკის სისტემებში? კლასიკური კომპლექტი: კომპრესორი და აერატორი, ჟანგბადით გაჯერებული მკვებავი ხსნარი; თასი მცენარისთვის; მცენარის მოსარწყავად – ჩაძირული ტუმბი; ტაიმერი, რომელიც ამ ტუმბოს მართავს; რეზერვუარი. აუცილებელია განათება – ბუნებრივი ან ხელოვნური.
რატომ არის pH ასე მნიშვნელოვანი ჰიდროპონიკისათვის?
pH – ძირითადი ელემენტი, რომელიც პასუხისმგებელია მცენარის მიერ ზრდისთვის აუცილებელი მკვებავი მიკროელემენტების შეწოვის უნარზე. Ph–ის ცვლილების შემთხვევეაში მცენარეები კარგავენ ამ უნარს. ამიტომ pH ძალზე მნიშვნელოვანია ჰიდროპონიკისთვის და ნიადაგში მებაღეობისთვის. მხოლოდ ის განსხვავებაა,რომ рН დონე ჰიდროპონიკაში შესაძლებელია ადვილად და სწრაფად ვარეგულიროთ, ხოლო ნიადაგში მებაღეობის შემთხვევაში საჭიროა უფრო რთული გაზომვები pH დონის რეგულირებისთვის.
ჰიდროპონიკა კარგად მუშაობს. რატომ?
ეს ხდება იმმარტივი მიზეზის გამო, რომ ჰიდროპონიკაში მცენარე ყველა აუცილებელ მომსახურებას იღებს დროულად და ზუსტი რაოდენობით. თქვენი მცენარე გაიზრდება იმდენად მაღალი, რამდენადაც შესაძლებელია მის გენეტიკაში. ეს შეუძლებელია მიღწეული იყოს ნიადაგში, ეს ადვილად მიიღწევა მხოლოდ ჰიდროპონიკაში.
ამ ფაქტს აქვს მარტივი ახსნა. ჰიდროპონიკაში მცენარეები იღებენ სწორად გათვლილ პორციებს. თქვენ სრულიად აკონტროლებთ საკვებ ნივთიერებებსა და pH დონეს.ნიადაგში მოყვანა კი საოცრებათა მინდორს ჰგავს. ტქვენ არ იცით რას იღებენ მცენარეები. თქვენ არ იცით რა მკვებავ ნივთიერებებსა და აუცილებელ მიკროელემენტებს შეიცავს ნიადაგი. რა და რამდენი რაოდენობით არის საჭირო დასამატებლად,ან გამოსაკლებად? რამდენი ჩარეცხა წვიმამ ან მორწყვის პროცესმა? ბევრი შეკითხვაა. შეიძლება ვივარაუდოდ ან გავაკეთოთ ნიადაგის ანალიზი,მაგრამ ეს ძალიან ძვირი პროცედურაა. ან თავად გააკეთოთ ჰიდროპონიკის მოწყობილობა. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ფორუმზე.