მარიხუანის ედემი, მარიხუანა
მარიხუანის ედემი, მარიხუანა

ამ სტატიაში მსოფლიო განვითარების ისტორია განხილულია უნივერსალური კანონზომიერების გათვალისწინებით. როგორი ზეგავლენა მოახდინა ამ განვითარებაზე ნარკოტიკების, როგორც საქონლის ბრუნვამ? რა შედეგები მოჰყვა სამხრეთიდან მასობრივ იმიგრაციას?

ცივილიზაციური ომები დაიწყო ნარკოტიკების არალეგალური ვაჭრობის ზრდასთან ერთად, მისი მზარდი ბრუნვის პარალელურად. XIX საუკუნე, მისი შუა წლები, ჩინეთმა და ცენტრალურმა აზიამ დასაბამი მისცეს ოპიუმის ცივილიზაციას, და შემდეგ იგი შეტევაზე გადავიდა რუსულ სამყაროსთან (მარიხუანის ცივილიზაციასთან).

სამეურნეო და აკულტური ევრაზიული კავშირები. აი რას წარმოადგენდა რუსი ადამიანისთვის მინდვრის ბალახები და მარიხუანა. ტომთაშორისი ერთიანობა რუსეთში ძლიერი იყო სწორე მარიხუანის მოყვანის საშუალებით. რუსთა ერთიანობა, რომელიც დაფუძნებული იყო მარიხუანის მოყვანაზე, არ უტოვებდა ოპიუმს სანს მსოფლიო არენაზე გამოსასვლელად, აზიელი ხალხის ოპიუმს. რუსეთის იმპერიული სახელმწიფოს ოპიუმიანმა მტრებმა განახორციელეს მთელი რიგი სახიფათო მანიპულაციაბისა – გეოპოლიტიკური ხასიათის.

1840 წელს ინგლისმა და საფრანგეთმა დაიწყეს ჩინეთთან ოპიუმით ვაჭრობა. ინდუსტრიული განვითარება, მათ დაიწყეს ე.წ. „პირველი ოპიუმის ომის“ დროს. ამაზე დაიხარჯა საკმაოდ დიდი რაოდენობის ფულადი სახსრები. ეს მექანიზმი იყო მხოლოდ სამუშაოს დასაწყისი, სისტემის სრული სიმძლავრე გამოვლინდა ყირიმის ომის დროს. იაპონელები კიდევ უფრო შორს წავიდნენ. მათ დააფინანსეს 1905 წლის რუსეთის №1 რევოლუცია. მაგრამ ეს იყო აისბერგის მხოლოდ მწვერვალი, ცხადი იყო, რომ იაპონიის მონარქიამ ასევე მიიღო მონაწილეობა ოპიუმის საომარ მოქმედებებში მარიხუანის განადგურების მიზნით.

რუსული ერის დეგრადაცია დაიწყო მისი მარიხუანის წარმოებიდან მოცილების შემდეგ. ეს იყო დასაწყისი. რუსული სამყარო, მარიხუანის წარმოების ცივილიზაცია მოკვეთეს. ეს მოხდა პირველი მსოფლიო ომის დროსდა გაგრძელდა რევოლუციის დროს. დაიწყო რუსეთის კრახი – პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი. ამას ჰქონდა მთელი რიგი მიზეზები. დაჩქარებულმა ინდუსტრიალიზმმა მარიხუანის–ნაციას ჭიპლარი გადაუჭრა.

წაიკითხეთ ს. ე. პანინის სტატია „ნარკოტიკების მოხმარება საბჭოთა რუსეთში (1917-1920-წლებში)" ("ისტორიის საკითხები", 2003, №8).

ХХ საუკუნეში ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ გლობალიზაციის ფაქტორები აშკარად გამოვლინდა. ნარკოტიკებით ვაჭრობას მოჰქონდა სულ უფრო მზარდი მევახშური მოგება, კიდევ უფრო გააქტიურდა საერთაშორისო ტერორიზმი, აგრეთვე ორგანიზებული დანაშაულიც. "ოპიუმის" ნედლეული გახდა ამგვარი პროცესების კატალიზატორი. ჩვენ საკუთარ თავს გეოპოლიტიკური ჰიპოთეზის გამოხატვის უფლებესაც კი მივცემთ. თანამედროვე სოციალური ჯოჯოხეთი არ დადგებოდა რუს ხალხს რომ შეენარჩუნებინა მარიხუანის მოყვანის ტრადიციები. მაგრამ რუსები შეიტყუეს პარტიაში, სადაც მოქმედი წესები მათთვის გაუგებარი და უცნობი იყო. მაგრამ ისტორია ხომ მაინც თავისას გვკარნახობს!

ხაზარეთს რუსები ხარკს მარიხუანით უხდიდნენ. მშობლიური ისტორიის ეს ფურცელი ბევრისთვის უცნობია. მარიხუანის წარმოებისა და მოყვანის სავაჭრო გზები რუსებს ებრაელმა ვაჭრებმა წაართვეს. მევახშური ხაზარეთის აღმავლობა ფაქტიურად ცარიელ ადგილზე მოხდა. ძალიან მალე დაიწყო ეკონომიკური დაღმასვლაც როგორც კი სლავებმა შეწყვიტეს ხაზარებისთვის მარიხუანის მიწოდება.

ტრადიციული რუსული კვება მეცნიერებს ძალზე საინტერესო მომენტებს ამჟღავნებს. ასეთ მეცნიერებს შორის არის თეატრმცოდნე პ. ვ. რომანოვი, შეთავსებით კი რუსული კულინარიის ისტორიკოსი. აგრეთვე ა. ვ. შიპილოვი, კულტუროლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ვორონეჟის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი. მან დაწერა სტატია "კვების რუსული კულტურა XVIII საუკუნის პირველ ნახევარში" ("ისტორიის საკითხები", 2003, №3). იქ განხილულია ძველი რუსეთის მუშაკის კვების რაციონი, მისი ფასეულობა ენერგეტიკის გათვალისწინებით. კვლევების საფუძველს წარმოადგენს - ისტორიული დოკუმენტები, შენახული და შემორჩენილი უწყებები. აღმოჩენილია გარკვეული შეუსაბამობები. რუსი მამაკაცები იყვნენ საშუალო სიმაღლის, თხელი აღნაგობის. «ჩვენ წინაპრებს შეეძლოთ თავიანთი ტანსაცმელი შეეძინათ მაღაზიაში "ბავშვთა სამყარო», – ასე თვლის ერთ–ერთი ჩვენი თანამედროვე. მაგრამ როგორ შეძლებდნენ თხელი და სუსტი ადამიანები ევრაზიის დასახლებას დიდი ენერგეტიკული დანახარჯების გარეშე?

რა იყო ასეთი რკინისებური სასიცოცხლო ენერგიის წყარო? ტრადიციული ისტორიის სკოლის წარმომადგენელმა შიპილოვმა იმდროინდელი რუსების კვების რაციონი საკმაოდ მაღალფარდოვნად აღწერა. მისი მაჩვენებლები აბსურდული იყო. ამ თემაზე თავის კანონზომიერ დაეჭვებას თვით ავტორიც გამოთქვამდა. "მოცულობა საკმაოდ დიდია თანამედროვე ნორმებთან შედარებით ", - ასე დაეჭვებული აღნიშნავდა შაპილოვი იმ წარმოუდგენელი რაოდენობის პურსა და მარილზე, რომელსაც ძველი რუსები მოიხმარდნენ მისი ნაშრომის მიხედვით. მშობლიური ისტორიოგრაფია ხშირად ხვდება ხოლმე ასეთ ჩიხში, როდესაც იგნორირებას უკეთებენ მარიხუანის ფაქტორს. ტრადიცია მცდარია, თუმცა მის მიხედვით შაპილოვმა გააჟღერა ციფრები,რომელთა მიხედვით რუსი მშრომელი დღეში ჭამდა სამ კილოზე მეტ პურს. „აქ გასათვალისწინებელია, რომ დღეში ნახევარ კილო პურთან ერთად ორგანიზმში ხვდება 10 გრ მარილი“ (გვ. 150). თანამედროვე დიეტოლოგს ეს ისტორიული კვლევები ნამდვილ კოშმარულ სიზმარს მოაგონებს!ესნიშნავს მთელი რუსული თაობების შარდის ბუშტი ქვებით სავსე და სიკვდილი 20 წლის ასაკში – აი რა შედეგებამდე მივყავართ მშობლიური ისტორიოგრაფიის მცდარი პარადიგმების მათემატიკას.

რუსეთის ისტორია ძალიან მცირედ შეესატყვისება სამშობლოს ნამდვილ ისტორიას. შიპილოვმა გააცნობიერა მშობლიური ისტორიოგრაფიის ჩიხი. მან აწარმოა ჩემთან კერძო მიმოწერა, სადაც ეძებდა ისტორიული სტერეოტიპებიდან გამოსავალს, ცდილობდა გაერღვია მანკიერი მტამპები. იგი ახლოს აღმოჩნდა წარმატებასთან, როდესაც ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ არსებობდა "სია, რომელშიც: ხორბალი, თალგამი, ყაყაჩო, მარიხუანა, რბილი ხორბალი, სელი, ფურცლოვანი კომბოსტო, ბარდა, ფეტვი, შვრია, ქერი, საგაზაფხულო ჭვავი, ლობიო, და კიდევ ოსპი. ეს არის კულტურები, რომლებიც VI — IX საუკუნეებში მოჰყავდათ სლავებს და გამოიყენებდნენ საკვებ პროდუქტებად“.

ავტორი სამეცნიერო ნაშრომისა " XVIII საუკუნის პირველი ნახევრის რუსული კვების კულტურა" მიუბრუნდა «ფესვებს» და ნათლად გამოკვეთა მარიხუანა, როგორც მცენარე,რომელსაც „გამოიყენებდნენ საკვებად“. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო აღმოჩენა - შაპილოვის ვარაუდი რუსების მიერ „დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის საკვებად ვარგისი ველური მცენარეების გამოყენება“. იგი სამგზის მართალია!

პური – ინსტრუმენტია, რომელიც რუსული ერის მაშენებელია. ასე ეუბნება ტრადიციული ისტორია ყველა დაინტერესებულ პირს. ეს არ არის სრული სიმართლე. რა სახის პური? რის საფუძველზე? რა კომპონენტებით? როგორი დაფქვილი? ოფიციოზის დაჯერება ნიშნავს წინაპრის ისეთი სურათის დახატვას, რომელიც ერთნახევარი ცენტნერის წონის ამერიკელი ჰამბურგერის მოყვარულს წააგავს.

შინაური ცხოველების ხორცის კალორიულობითა და ენერგეტიკული ღირებულებებით დაინტერესებულ პირებს კიდევ უფრო მეტი სიახლე ელოდებათ. იმ ცხოველების ხორცი, რომელთაც კვებავდნენ „მარიხუანის შემცველი“ დიეტით.

პურსა და სხვა პროდუქტში მცენარეული დნამატების გამოყენება – ეს რუსული ისტორიული სინამდივილეა. როგორი ზემოქმედება ჰქონდა ამას ადამიანის ორგანიზმზე – ჯერ ისევ შესწავლის საგანია. თანამედროვე დროის რუსი მშრომელის კვების რაციონის რეკონსტრუქცია – ეს არის უსაფუძვლო პროექტებით გატაცება. და ასე გაგრძელდება, ვიდრე მხედველობაში არ მივიღებთ ბალახების ნატურალურ დანამატებს. მათი მოხმარება აუმჯობესებს მთელ რიგ პროცესებს ორგანიზმში, კეძოდ: აღადგენს ძვლოვან სტრუქტურას, კანი სუფთავდება და ჯანსაღდება, მაგრდებიან კბილები, თმები ხდება უფრო ხშირი და მკვრივი. იდეოლოგიური და ტექსტობრივი ზეწოლა ხელს გვიშლიან გავიგოთ უფრომეტი ჩვენი წინაპრების ცხოვრებაზე და საქმიანობაზე. მათ სუსტ „არა გმირულ“ მხრებზე იტვირთეს ნაციის ფუნქცია, რომელმაც ჩამოაყალიბა ერთ–ერთი უძლიერესი სახელმწიფო.ახლაკი, მდიდრდებიან (ჰერბალაიფის) მცენარეული ჩაის გამყიდვლები, ივანებისა და სულელების ხარჯზე, ვინც დაივიწყა საკუთარი ისტორია.

მარიხუანა

მარიხუანა, პლანი, თუთისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარიხუანისებრთა ქვეოჯახი. მცენარეთა ეს სორტი მოიცავს ორ სახეობას:

· ჩვეულებრივი მრიხუანა, Сannabis sativa, მისი ღეროები იძლევა ბოჭკოსა, ნაყოფი – ზეთს. თვით მცენარე ერთწლიანია, თრადიციულად ორსქესიანია, აქვს მკვეთრი სუნი.

· ინდური მარიხუანა, Сannabis indica, საფუძველშივე საკმაოდ დატოტვილია, შეიცავს დიდი რაოდენობის ნარკოტიკულ ფისისმაგვარ ნივთიერებებს; არ გამოიყენება ბოჭკოსა და ზეთის საწარმოებლად. მისგან აკეთებენ ჰაშიშს, იგი გამოიყენება მედიცინაში; ზოგიერთი მეცნიერიმას მიიჩნევს ჩვეულებრივი მარიხუანის ერთ–ერთ ნაირსახედ (var. indica).

მდედრობითი მცენარეები – დიდი ზომის, ხშირი ფოთლებით. მწიფდებიან მამრობით მცენარეებთან შედარებით 40–50 დღით გვიან. მამრობითი მცენარეები – იძლევიან მაღალ ხარიხიან ბოჭკოს. მდედრების მოგროვება უმჯობესია მისიმომწიფების პერიოდში. მამრებისმოგროვება კი ჯობიამაშინ, როცა ისინი ამთავრებენ ყვავილობას, უფრო გვიან ისინი შრებიან დ ამცირებენ მოსავალს. გამოყვანილი იქნა ასევე მარიხუანის სორტი,რომლის მდედრი და მამრი მცენარეები ერთდროულად მწიფდებიან. მცენარის ღეროს სიგრძე შეიძლება იყოს 5–7 მ. გვირგვინის სიმკვრივე დამოკიდებულია დგომის სიმკვრივეზე. ფოთლებს აქვთ თითისმაგვარი–რთული ფორმები. მარიხუანის ყვავილები მცირე ზომისაა და სილამაზით არ გამოირჩევა. მამრებს აქვთ უფრო ხშირი ცოცხისმაგვარი ყვავილები, ხოლო მდედრებს – თავთავისებური ყვავილები. მამრი მამრის ყვავილი შედგება ყვავილების გუნდისგან 5მოთეთრო–მომწვანო ფურცლით და 5 გვერდითი ჩამოკიდებული კუნწულით. მდედრებს უფრო თხელი ყვევილი აქვთ, რომელიც ღერის თავთავივით არის შემოხვეული. არის ნაყოფი – გირჩი,რომელიც შეიცავს თესლებს, სადაც მდებარეობს მოხრილი ჩანასახი და სუსტად განვითარებული ენდოსპერმა. თესლებში არის ბევრი ზეთი,საკმაოდ მაღალი ცხიმიანობით 30–35% და ცილები 18–25%.

მიღებულია, რომ მარიხუანის სამშობლოს წარმოადგენს დასავლეთ აზია და ინდოეთი. იგი იქ მოყავდათ ბოჭკოსა და ზეთის მისაღებად. ეს ხდებოდა ქრისტიანობამდე დიდი ხნით ადრე. ველური მარიხუანა სარეველას სახით გვხვდებოდა ჩრდილოეთ კავკასიის ნათესებში, სსრკ–ს ევროპულ ნაწილში, ყაზახეთსა და დასავლეთ ციმბირში. ეს იყო საკმაოდ დატოტვილი მცენარე სუსტი და ადვილად ცვენადი მარმარილოსფერ–ნაცრისფერი ნაყოფებით. ეს სახეობა განსაზღვრეს, როგორც var. spontanea (Сannabis ruderalis). არის მარიხუანის კულტურული ჯიშებიც. იგი იყოფა ორ ჯგუფად: ევროპული და აღმოსავლეთ–აზიური, რომელიც უფრო მაღალია, დაახლოებით 4 მ–მდე და ხანდახან მეტიც. ევროპული ჯიშები არიან სწრაფადმომწიფებადი, ჩრდილოეთის დაბალი სიმაღლის. ასევე, სამხრეთის – გვიან მომწიფებადი, მაღალი სიმაღლის და უფრო ძვირფასი. მათ შორისაა იტალიური, იგივე ბოლონიური ან პიემონტის სორტი. აღმოსავლეთ–აზიურ სორტებში გამოირჩევა ზღვისპირა, იაპონური, ჩინური და სხვა ჯიშები.

საქსოვიბჭკო მარიხუანაში განაწილებულია კონად ღეროს გასწვრივ, ზედაპირთან ახლოს.იგი იკავებს ღეროს წონისდაახლოებით 20–26%–ს.

დედამიწაზე მარიხუანა გავრცელდა, როგორც დამუშავებადი კულტურა. იგი იზრდება როგორც ტროპიკებში, ასევე პოლარულ წრეებშიც. მარიხუანის ნათესების ძირითადი რაოდენობა განლაგებულია სამხრეთ განედის 40 და 55°–ს შორის. ძირიტადად ეს იყო ყოფილი სსრკ–ს ტერიტორია. 1934 წელს დაიწყეს მარიხუანის ნათესების აღდგენა. ამავე წელს მარიხუანა გაშენებული იყო 598 ათას ჰექტარზე. 1936 წელს ეს რაოდენობა გაიზარდა 680 ათას ჰექტარამდე, რაც შეადგენდა მსოფლიო სახნავი მიწების 4/5–ს.1933-34 წლებში სსრკ–ში მარიხუანისგან იღებდნენ საქსოვ ბოჭკოს 39,4 ათასი ტონის ოდენობით და თესლებიდან ხდიდნენ ზეთს 5,0 ათასი ტონის ოდენობით.

თანამედროვე პერიოდში მარიხუანის ნათესები მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მაგალითად, დასავლეთ ევროპასა და იტალიაში მარიხუანის ნათესები გაშენებულია 85 ათას ჰექტარზე, იუგოსლავიაში, პოლონეთში, რუმინეთსა და უნგრეთში მისი ნათესები არ აღემატება 30 ათას ჰექტარს. საფრანგეთი, ჩეხოსლოვაკეთი, ბულგარეთი და ესპანეთი ამ მცენარეს თესენ დაახლოებით 5–10 ათას ჰექტარზე. კორეა ლიდერობს აზიურ ქვეყნებში 30 ათასი ჰექტრის ნათესებით. იაპონია და ჩინეთი თესენ 7 – 7 ათას ჰექტარს. სხვა ქვეყნებში მარიხუნის ნათესები არ აღემატება 1 ათას ჰექტარს.

თითოეულ ქვეყანაში მოყვანილ მარიხუანას სხვადასხვა მახასიათებლები აქვს. სსრკ–ში მოყვანილი ჯიში იყო საშუალო სიმაღლის, დაახლოებით 125–150 სმ, ვეგეტაციის პერიოდი 90–110 დღე. იაპონური, იტალიური და სამხრეთ–კავკასიური სორტები განეკუთვნებიან მარიხუანის სამხრეთულ ჯიშებს. მათ გამოარჩევთ მაღალი ღერო, დაახლოებით 3 მ–მდე, ვეგეტაციის პერიოდი 120–150 დღე, მოდის სამხრეთ–აღმოსავლეთით და სამხრეთით. მარიხუანის გრძელი და მკვრივი ბოჭკოებისგან აკეთებენ კანაფს, სპეციალურ საქსოვ ბაწრებს, რომლებიც მნიშვნელოვანია თევზჭერის მრეწველობაში და სხვა სპეციალური უხეში და გამძლე ქსოვილების დასამზადებლად. აგრეთვე ამ ბოჭკოს ურევდნენ ბამბასა და შალში მიღებული ქსოვილის თვისებების გასაუმჯობესებლად. მარიუანის თესლებისგან მიღებული ზეთი არის მაღალი კვებითი ღირებულების, იგი აგრეთვე გამოიყენება ოლიფასა და საღებავების წარმოებაში.

ჩვეულებრივი არიხუანის (Сannabis sativa) თესლები გამოიყენება მედიცინაში ემულსიის დასამზადებლად ტკბილი ნუშის მაგივრად. მსუბუქ საძილე საშუალებად გამოიყენებენ ინდურ მარიხუანას (Сannabis indica). იგი ამშვიდებს და აქვს სპაზმოლიტიკური თვისებები. ამ მიზნებისთვის ფხვნილისა და ნაყენის დასამზადებლად იღებენ მცენარის ღეროს წვერს, ფოთლის წვერებს, ყვავილებს და მდედრი მცენარის უნწიფარ ნაყოფს. ინდურ მარიხუანას არ ნიშნავენ წამლის სახით მისაღებად, მხოლოდ ასტმის დროს ინიშნება მისი მოწევა.

მარიხუანის ზეთი, ზეთს მარიხუანის (Cannabis sativa L.) თესლებიდან იღებენ. ჩვეულებივად მას ცხელი დაპრესვის მეთოდით იღებენ. მის თესლებში არის ზეთის 28–35% რაოდენობა. მარიხუანის ზეთს მუქი მწვანე ფერი აქვს. 0,925–0,928 (15°) - ხვედრითი წონა, 190–195 – საპნიანობის მაჩვენებელი, 145–166 – იოდის მაჩვენებელი.

დაპრესვის შედეგად მიიღება მრგვალი პრესი პლიტები, რომლებიც რჩება ზეთის გამოხდის. ამ პლიტებს აქვს სემდეგი სემადგენლობა: 11% წყალი, 31% სუფთა პროტეინი, 29,6 % ცილები, 7,7 % ცხიმები, 24,7 % უჯრედისი, 17,7% აზოტიანი ექსტრატული ნივთიერება. მას აქვს მაღალი კვებითი ღირებულება მეცხოველეობაში და აქტიურად გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გამოსაკვებად ზამთრის პერიოდში.