v-protector სერიის ძაბვის რელე

ხელმისაწვდომია (10 ც )
71.10 lari
რაოდენობა:

დახასიათება

Производитель Ganja Seeds
ვეყანა უკრაინა

ძაბვის ვარდნა ან მომატება, მისი მკვეთრი ცვლილება აზიანებს ტექნიკას, მათ შორის გროვერულ აღჭურვილობასაც. შესაძლებელია მსგავსი პრობლემების თავიდან არიდება ძაბვის რელეს შეძენით. აღჭურვილობის გარდა, შეიძლება დაზიანდეს ახლო მდებარე ნივთებიც. რელე მაშინვე თიშავს ძაბვას, როდესაც ის დასაშვებ ფარგლებს სცდება. ძაბვა ჩაირთვება ავტომატურად, როდესაც დაუბრუნდება დასაშვებ დიაპაზონს. ამ მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელია ძაბვის ბოლო ცვლილების მიზეზის დადგენა. ეს ხდება წინა პანელზე ღილაკის დაჭერით.

თვით მოწყობილობა იმართება მიკროკონტროლერით, რომელიც აანალიზებს ქსელის ძაბვას და ასახავს მის მაჩვენებლებს ციფრულ ინდიკატორზე. წინა მხარეს მდებარე ღილაკები მებაღეს საშუალებას აძლევს დაადგინოს ზღვრული ფარგლები გამორთვასა და ჩართვის დაყოვნებას შორის. ინდიკატორის ციმციმი ნიშნავს რომ ძაბვა არ არის. თუ ქსელში იქნება დასაშვები ძაბვა, 15 წამში ის ჩაირთვება და ინდიკატორი შეწყვეტს ციმციმს. ძაბვა არ უერთდება ქსელს, სანამ ის არ იქნება ნორმის ფარგლებში.