LED-პანელი LED 480-800 ვტ

  • აღწერილობა

    განათების სრული სპექტრი

    გახსენით თქვენი მცენარეების რეალური პოტენციალი განათების სრული სპექტრის საშუალებით, რომელიც სრულად ახდენს მზის სინათლის იმიტირებას. ჩვენი ნათურები ასხივებს ტალღების სიგრძის იდეალურ შერწყმას 3500კ დიაპაზონში, წითელ, ულტრაიისფერ და ინფრაწითელ სპექტრებთან. ასეთი ფართო დიაპაზონის მეშვეობით, თქვენი მცენარე განვითარების ყველა სტადიაზე იდეალურ განათებას მიიღებს.

    Samsung LM301H შუქდიოდები

    ჩვენი ნათურები აღჭურვილია Samsung-ის მიერ წარმოდგენილი, მაღალი ხარისხის LM301H შუქდიოდებით და ფლობს საუკეთესო მახასიათებლებს, მოხმარების გარანტირებული ვადა 8 წლამდეა. წარმოდგენილი ნათურების გამოყენების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მცენარე უზრუნველყოფილი იქნება ინტენსიური ზრდისა და მაქსიმალური მოსავლიანობისთვის საჭირო განათებით.

    ეფექტურობის დონე

    ნათურები დაპროექტებულია პროფესიონალური კულტივირებისთვის საჭირო ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით: ჩაშენებული დრაივერი და კონსტრუქცია „ყველაფერი ერთად“ გამორიცხავს ნებისმიერ სირთულეს მონტაჟისას. გარდა ამისა, ვენტილატორის არარსებობა დიზაინში, იძლევა ხმაურის გარეშე მუშაობის გარანტიას და კომფორტს მოხმარებისას.

    სითბოს ოპტიმალური გაფანტვა

    სითბოს გაფანტვის ინოვაციური ტექნოლოგია ტემპერატურის იდეალური ბალანსის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. მყარი, ალუმინის რადიატორის მეშვეობით ხდება სითბოს ეფექტური გაფანტვა, რაც გამორიცხავს მაღალ ტემპერატურას მცენარის ზრდის გარემოში.

    ადაპტირებული კონფიგურაცია

    დაწყებული მცირე ზომის შენობებისა და კარვებიდან, ვერტიკალური სტელაჟებით დამთავრებული, ჩვენი 6-10 ზოლიანი სანათები ადვილად ადაპტირდება ნებისმიერ გარემოში. დაარეგულირეთ თანაბარი განათება მეტალის სანდო სამაგრების საშუალებით. დიმირების ფუნქცია (განათების სიმძლავრის რეგულირება) უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ხარჯის შემცირებას და იძლევა სინათლის ნაკადის რეგულირების საშუალებას მცენარის ზრდის ეტაპების შესაბამისად.

    კომპლექტაცია

    წარმოდგენილია 100X100 ზომის პანელები სრული კომპლექტაციით, შესაძლებელია 6 და 10 - 480 და 800 ვატიანი, ზოლიანი სანათების მონტაჟი. კომპლექტში შედის ადაპტერი, რომელიც უერთდება ამერიკულ ჩასართავებს.

    ჩვენი დამოკიდებულება ხარისხისადმი იგრძნობა თითოეულ დეტალში, დაწყებული საფირმო ლოგოტიპიდან, რომელიც ამშვენებს თითოეულ პანელს. ჩვენის განათების ტექნიკის გამოყენებით, თქვენ ირჩევთ ხარისხის ნიშანს.

    გადადგით ნაბიჯი მცენარის მოყვანის ინოვაციური ტექნოლოგიებისკენ. გადადით მოყვანის ახალ დონეზე GanjaSeeds-ის მიერ წარმოდგენილი სრული სპექტრის LED ნათურების საშუალებით და გახსენით მცენარის პოტენციალი სრულად.

  • მახასიათებლები
    მწარმოებელი:Ganja Seeds
    სიმძლავრე:480-800 W
    სპექტრი:Full Spectrum: 380 nm - 840 nm
    ნომინალური სიხშირე:120-260 V
    მომსახურების ვადა:8 წელი
    სინათლის ნაკადი ლმ:3500К
    გაბარიტები, მმ.:100x100
  • LED-პანელი LED 480-800 ვტ გამოხმაურება
    ჯერ-ჯერობით კომენტარი არ არის. თქვენ იქნებით პირველი!!
      Оставьте отзыв об этом товаре первым!
    ყიდვა LED-პანელი LED 480-800 ვტ
    გახსენით თქვენი მცენარეების რეალური პოტენციალი განათების სრული სპექტრის საშუალებით, რომელიც სრულად ახდენს მზის სინათლის იმიტირებას.
    აღნიშნული პროდუქტი იგზავნება უკრაინიდან.მიწოდების ღირებულება ყველა შეკვეთაზე ითვლება ინდივიდუალურად.
     Only 1 left in stock 
    2,602.30
    კონტაქტი
    Location
    თბილისია.წერეთლის. მხოლოდ ონლაინ -შესყიდვები
    Time
    ორშ-პარ 09:00 – 21:00
    კალათა
    საიტი GanjaSeeds იცავს არსებული კანონმდებლობის ყველა ნორმას და არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ 21+ ასაკისთვის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ასევე არის მხოლოდ ზოგადი აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ერუდიციის გაფართოვების მიზნებს. GanjaSeeds არ იღებს პასუხისმგებლობას გაყიდული პროდუქციის შემდგომი გამოყენებისთვის.