გროუბოქსის კომპლექტები
ბოქსის კონსტრუქციის დაშლა და აწყობა მარტივია. დაშლილ მდგომარეობაში ის არ იკავებს დიდ ადგილს. მოწყობილობის შექმნისას ინჟინრებმა გაითვალისწინეს ყველა პირობა კანაბისის წარმატებული კულტივირებისთვის. კატალოგში შეგიძლიათ ნახოთ სხვა და სხვა მოდელები და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი გაბარიტების, განათების, სავენტილაციო სისტემის, ამრეკლავების, იზოლაციის და სხვა პარამეტრების მქონე ბოქსი.
ყუთის ზომა 40х40 სანტიმეტრიდან 400х400 სანტიმეტრამდეა, სიმაღლე კი სამ მეტრამდე აღწევს. განათების სისტემის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, ის დამოკიდებულია ბოქსის ზომაზე. ფიტო სანათები ფლობენ სინათლის სრულ სპექტრს, წითელი და ლურჯის პიკებით, რაც უზრუნველყოფს კანაფის სიმკვრივეს და ოპტიმალურ ზრდას. ჰაერის ვენტილაცია ხდება არხის ვენტილატორის და ნახშირის ფილტრის საშუალებით. ბოქსის გარეთ არ გამოდის არანაირი სუნი, ამიტომ მისი შეძენა რეკომენდირებულია მარიხუანას სახლში მოსაყვანად. ბოქსის კედლებს აქვს ამრეკლავი ზედაპირი, რომელიც შეიცავს ალუმინს. ეს ყოველივე სინათლის წყაროს ბევრად ეფექტური გამოყენების საშუალებას იძლევა. კონსტრუქცია დაფარულია მკვრივი გროუტენტით, რომელიც უზრუნველყოფს იზოლაციას.