ბიოჰუმუსი
კანაბისის კულტივირება შეიძლება სასუქის და ქიმიური დანამატების გარეშე, მაგრამ მცენარის ჯანსაღი და სწრაფი ზრდა მარტივად მიიღწევა ბიოჰუმუსის მეშვეობით. ეს არის ნატურალური დანამატი, რომელიც მიიღება კალიფორნიული ჭიების მიერ საქონლის ნაკელის გადამუშავებით. ჭიების საჭმლის მომნელებელი სისტემა განსაკუთრებულია, მისი საშუალებით ნაკელი იძენს არაჩვეულებრივ, სასარგებლო თვისებებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს მარიხუანაზე.
მასში შესულია სრული მინერალური კომპლექსი, რომელსაც სარგებელი არა მხოლოდ კანაფისთვის, არამედ გროვერისთვისაც მოაქვს: ქიტინაზა, რომელიც სასუქში ჩნდება, ასრულებს მავნე მწერების მოგერიების ფუნქციას. კანაბისს, რომელიც ბიოჰუმუსზე იზრდება, არ ემუქრება სოკო. ჰლუმინური მჟავები მცენარესმჟავე მეტალების მარილების მოხვედრისგან იცავს, მარილები საშიშია ადამიანისთვის, ისინი ახდენენ კიბოს გაჩენის პროვოცირებას.
ბიოჰუმუსი აუმჯობესებს მარიხუანას ზრდას სიცოცხლის ყველა ეტაპზე. კვლევებმა აჩვენა, რომ მცენარე, რომელსაც კვებავენ ბიოჰუმუსით, უფრო სწრაფად იზრდება, მწვანე მასა და ღეროები სქელდება, მოსავალი კი ჩვეულებრივზე 4-ჯერ მეტი მოდის.