GrowShop
ინდორგროვინგის რეკორდული შედეგების მისაღებად მხოლოდ ქოთანი და სარწყავი არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა, მცენარე გაიზრდება, მაგრამ მაღალი ხარისხის დიდ მოსავალს არ უნდა ელოდეთ. ფიტო სანათი, სავენტილაციო სისტემა, კლიმატ-კონტროლი და სხვა მოწყობილობები აუცილებლად უნდა იყოს თანამედროვე მებაღის არსენალში.
მოცემულ განყოფილებაში შეძლებთ ყველაფრის პოვნას, რაც დაგეხმარებათ მცენარის მარტივად გაზრდასა და კარგი მოსავლის მიღებაში:
- გროუბოქსები;
- სინათლის წყაროები;
- ვენტილაცია;
- კლიმატ-კონტროლი;
- სასუქები;
- სტელაჟები;
- კონტეინერები და სხვა.
სახლის პირობებში კანაფის მოყვანა ყველაზე მოსახერხებელია მყარი გროუტენტის მქონე ალუმინის ბოქსში. ყველა ფიტო სანათს აქვს სინათლის სრული სპექტრი, რომელიც მაქსიმალურად ეფექტურად მოქმედებს მცენარეზე. მასში არსებული წითელი და ლურჯი სპექტრი უზრუნველყოფს მცენარის სწრაფ ზრდას, ზრდის ბუჩქს სიმაღლეში, მატებს მწვანე მასას, აძლიერებს ფესვთა სისტემას და თავად სტრეინს, ასევე ახდენს ფისით დაფარულ, მძიმე გირჩების ფორმირებას. ვენტილაციას უზრუნველყოფს არხის ვენტილატორი და ნახშირის ფილტრი. იმისათვის, რომ გროვერი ზედმეტი საზრუნავისგან განთავისუფლდეს, შესაძლებელია ჯარვის კლიმატ-კონტროლის შეძენა. წარმოდგენილი პროდუქცია შეამსუბუქებს კულტივაციას და გააუმჯობესებს შედეგებს.