Royal Gorilla feminised Ganja Seeds
- აღწერილობა
ფოტოპერიოდული Royal Gorilla - «Diesel» გენეტიკის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მაღალმოსავლიანი წარმომადგენელია. მსხვილი გირჩები სრულად შემოსილია თი-ეიჩ-სი კრისტალებით.
წარმომავლობის ისტორია, თავისებურებანი
Royal Gorilla feminised გამოყვანილი იყო Sour Dubb, Chem Sis და Chocolate Diesel ჯიშების შეჯვარების შედეგად. მიღებული ჰიბრიდი გამორჩეულია არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ მისი ეფექტითაც. საჭირო იყო მისი დასტაბილურება, რაც არაერთ ციკლს საჭიროებდა, მაგრამ მიღებული შედეგი ამად ღირდა. ბრიდერების წინაშე იდგა ამოცანა - მიეღოთ სტაბილური გენეტიკა, რომელიც ციკლიდან ციკლს გადაეცემოდა და არ დაკარგავდა ხარისხს და მოსავლის მოცულობას.
მარიხუანას მოყვანის თავისებურებანი ღია სივრცეში
Royal Gorilla კანაფის თესლები იძლევა ძლიერ მცენარეებს, რომლების სწრაფად ადაპტირდება ახალ გარემოსთან. თბილი სეზონის ხანგრძლივობის მიუხედავად, კარგად ერწყმის სხვა და სხვა განედებს. იძლევა გირჩებს, რომლებიც შესახედაობით მოხიბლავს გროუვერს და გაუჩენს მოსავლის აღების სურვილს ხარვესტამდე.
ღია სივრცეში ბუჩქის სიმაღლე 150-დან 170 სანტიმეტრამდე მერყეობს. თუ მცენარე ჩრდილში იზრდება, სიმაღლემ შესაძლებელია 2 მეტრსაც მიაღწიოს. ხელსაყრელ პირობებში ზრდის შემთხვევაში, მოსავლის რაოდენობამ ბუჩქიდან 600 გრამს შეიძლება მიაღწიოს. თუ ზაფხული გრილია, მოსავლის მოცულობა ბუჩქიდან 400 გრამს შეადგენს.
კანაფის მოყვანა სახლის პირობებში
დახურულ სივრცეში Royal Gorilla შესაძლებელია სიმაღლეში 1,5 მეტრამდე გაიზარდოს. გროუერმა უნდა იზრუნოს ბოქსის გაბარიტებზე, რადგან მცენარის ზომა არ იქნება პატარა როგორც სიმაღლეში, ასევე სიგანეში. საჭიროა ვარჯიშების გამოყენება და ძირითადი ღეროს მოშორება. ეს სივრცის ეკონომიის და ქვედა ტოტების სრული სიმძლავრით განვითარების საშუალებას მოგცემთ.
უნდა აღინიშნოს, რომ არა მხოლოდ გაბარიტები იქნება დიდი. ბუჩქის ფესვთა სისტემა ასევე საჭიროებს სივრცეს. მცენარის სწორად განვითარებისთვის ჩარგეთ ის არა ნაკლებ 10 ლიტრი მოცულობის ქოთანში.
მცენარეს უყვარს კარგი კვება, ამიტომ საჭიროა სასუქი. სიფრთხილე გმართებთ სასუქის დოზირებისას, მუდმივად შეამოწმეთ ფოთლების მდგომარეობა. სწორედ ფოთლებზე ვლინდება მიკრო და მაკრო ელემენტების სიმცირე და სიჭარბე.
Royal Gorilla feminised აქვს ზრდის კარგი პოტენციალი. მაგრამ, თუ განათება იქნება არასაკმარისი, მზად იყავით ჰიბრიდის ცუდი ზრდისთვის. განათება უნდა იყოს მინიმუმ 250 ვატი.
გემოვნური თვისებები და არომატი
გემო გაჯერებულია, რთული. მასში იგრძნობა წიწვის და ციტრუსის ნოტები. ბოლის დარბილებისა და გემოვნური თვისებების გაუმჯობესებისთვის, რეკომენდირებულია შრობა 4-5 კვირის განმავლობაში. ამ დროს ტერპენები სრულად მომწიფდება და თქვენ შეძლებთ შეიგრძნოთ გემოსა და არომატების სრული გამმა.
მარიხუანას ეფექტი
ეფექტი ძალიან ძლიერია, ფსიქოაქტიური. პირველივე წუთებიდან უმჯობესდება განწყობა და იგრძნობა ენერგიის მოზღვავება. შემდგომ ეიფორია ძლიერდება. მზად იყავით იმისთვის, რომ მომდევნო 2-4 საათის განმავლობაში ვერ გაჩერდებით ერთ ადგილზე. მოხმარება რეკომენდირებულია მხოლოდ დღის საათებში.
სამედიცინო ეფექტები, THC/CBD
მოცემული ჯიში მედიცინაში არ გამოიყენება, მაგრამ, მაღალი თი-ეიჩ-სი-ს საშუალებით, რომლის შემადგენლობა 27%-ს შეადგენს, მცენარეს შეუძლია ადამიანის დეპრესიიდან გამოყვანა, სასიცოცხლო ტონუსის აღდგენა. სი-ბი-დი-ს შემადგენლობა 0,5%-მდე აღწევს.
ყვავილობის ვადები და რეკომენდაციები
ყვავილობა გრძელდება 8 კვირის განმავლობაში. არ არის დამოკიდებული ტემპერატურულ რეჟიმზე. რაც უფრო სიგრილე იქნება ბოქსში, მით უფრო ნელა მოხდება მომწიფება.
- მახასიათებლები
მწარმოებელი: GanjaSeeds ჰიბრიდი: დიახ სიმაღლე Outdoor: მაღალი - 200 სმ-მდე სიმაღლე Indoor: მაღალი - 150 სმ-მდე მოსავლიანობა Outdoor: ძალიან მაღალი - 1000 გრ-მდე ბუჩქიდან მოსავლიანობა Indoor: მაღალი - 400-დან 600 გრ-მდე 1 მ22, ან 200 გრ. ბუჩქიდან THC: ექსტრემალური 25+% CBD: დაბალი - 0,5%-მდე ყვავილობა: ფოტო პერიოდული ყვავილობის პერიოდი: 7 - 9 კვირა სქესი: მდედრი გენოტიპი: Sativa = Indica გენეტიკა: Thai მოსავლის გასუფთავება: ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის დასაწყისამდე გაშენების: Greenhouse, Outdoor, Indoor გემო: ხის ეფექტი: ეიფორია რელაქსაციაში დამწყებთათვის: არა თასის გამარჯვებული: არა - Royal Gorilla feminised Ganja Seeds გამოხმაურებაRead all 1 review on Royal Gorilla feminised Ganja Seeds
თქვენი ყველა გორილა მაქვს გაზრდილი ყველა კაია მაგრამ როიალი მაინც სხვა ლეველია. ძალიან მაგარი ჯიშია ყველას გირჩევთ