Kerosene Krash feminised Ganja Seeds
- აღწერილობა
Kerosene Krash სიდბანკისგან GanjaSeeds – მარიხუანას ერთ-ერთი უძლიერესი ჯიშია უმაღლესი კლასის გენეტიკით. ტერპენის პროფილით და დიზელის არომატით. კანაფის პრემიუმ ხარისხის თესლის შეძენას შეძლებთ ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში. ჩვენ ვიძლევით საფირმო შეფუთვაში მოთავსებული უმაღლესი ხარისხის კაკლების დროული მიწოდების და საუკეთესო მოსავლის მიღების გარანტიას.
Kerosene Krash ჯიშის თავისებურებანი
Kerosene Krash-ის კოზირი - გამორირჩევა უნიკალური გემოვნური თვისებებით და მრავალფეროვანი ეფექტით.ის ხასიათდება ძალიან ძლიერი და ხანგრძლივად გამყოლი ეფექტით. შტამი კულტივაციის პერიოდში წარმოქმნის მრავალ გვერდით ტოტს, რომლებზეც წარმოიქმნება ძლიერი სუნის მქონე მკვრივი გირჩები.
გენეტიკა
სელექციონერები დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ ახალი შტამის შექმნაზე. მათ გეგმას წარმოადგენდა პირველი მშობლის, ყველაზე ძლიერი ჰიბრიდის Original Gorilla Glue #4 (მიწის, მომჟავო არომატით) გენების გადატანა. მეორე მშობელი ტკბილი და ხილის Sherbet-ია. შეჯვარების შედეგად მიიღეს ძლიერმოქმედი, საწვავის არომატის მქონე ჯიში Kerosene Krash.
კანაფის კულტივირების თავისებურებანი
Kerosene Krash ფემინიზირებული თესლების მოყვანა შეიძლება როგორც აუთდორში, ასევე ინდორში. ხელსაყრელ პირობებში ჯიში 140-220 სმ. იზრდება. ერთი კვადრატული მეტრიდან გროვერი 550-დან 750 გრამ მკვრივ გირჩებს მიიღებს. სწორი კულტივირების პირობებში THC დონემ შესაძლოა 32% -ზე მაღლაც კი აიწიოს.
Kerosene Krash მარიხუანას მოყვანა აუთდორში
ღია გრუნტში დასარგავად, უნდა შეარჩიოთ ნაკლებად დაჩრდილული ადგილი, რადგან მცენარე დღის განმავლობაში არანაკლებ 8 საათი უნდა ღებულობდეს მზის პირდაპირ სხივებს. დარგვა შესაძლებელია მაშინ, როდესაც ღამის ტემპერატურა მინიმუმ +15 გრადუსია.
ზაფხულის გვალვების დროს აუცილებელია ბუჩქის მორწყვა. შესაძლებელია სასუქის დამატება, პერიოდულად გროვი უნდა შემოწმდეს, გაკონტროლდეს, რომ არ გაჩნდეს დაავადებების, მავნებლების ან ობის საშიშროება.
Kerosene Krash კანაფის მოყვანა ინდორში
დახურულ გრუნტში მარიხუანას მოყვანისას მნიშვნელოვანია სწორი განათების ორგანიზება. ბიოლოგიური საათის არევის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია გროუბოქსების ბუნებრივი სინათლისგან მოშორებით განთავსება.
ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმი ჩართული განათების დროს გახლავთ +20 - 30გრადუსი, გამორთული განათების შემთხვევაში +15 – 20 გრადუსი.
ინტენსიური სუნის განეიტრალებისთვის, ყვავილობის პერიოდში რეკომენდირებულია ნახშირის ფილტრის გამოყენება.
Kerosene Krash კანაფის გემო და არომატი
Kerosene Krash გირჩებს აქვს მძაფრი არომატი ხილის ნოტებით, რომლებიც ერევა დიზელს.
კანაფის ეფექტი
ამ ტმის სიძლიერიდან გამომდინარე რეკომენდირებულია ზომიერი მოხმარება. ის შესანიშნავად ადუნებს, დაგეხმარებათ პრობლემების დავიწყებაში და გაგიუმჯობესებთ განწყობას. ჯიში დაგეხმარებათ სრულ განტვირთვაში დაძაბული დღის ბოლოს, მოგგვრით სრულ ჰარმონიას.
გამოყენება მედიცინაში
ინდიკას ჯიში შესანიშნავია მათთვის, ვისაც უძილობა აწუხებს. საკმარისია ძილის წინ მოხმარება და გარანტირებული გაქვთ სრული განტვირთვა.
მარიხუანა სასარგებლოა უმადობის დროს. დამტკიცებულია, რომ მოხმარების შემდეგ ძლიერდება შიმშილის გრძნობა.
THC-ს ექსტრა მაღალი შემცველობის წყალობით, ჯიში ხსნის სტრესს და შფოთვას. მას აქვს ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ხსნის კუნთების სპაზმებს.
ყვავილობის ვადები და რეკომენდაციები
Kerosene Krash ყვავილობს 55-60 დღის განმავლობაში. მოყვანისთვის გამოგადგებათ ნიადაგი ან ჰიდროპონიკა. მნიშვნელოვანია იზრუნოთ განათებაზე და შეიძინოთ ძლიერი, სრული სპექტრის შუქდიოდური მატრიცები. სასუქის დამატების ნორმა საშუალოა. არ უნდა დაგავიწყდეთ ტენიანობის დონის კონტროლი. ზედმეტი ტენიანობის დროს დიდია ობის გაჩენის ალბათობა.
ბუჩქის სტრუქტურის ფორმირებისა და გირჩების თანაბარი განლაგებისთვის რეკომენდირებულია ტოტების გადაღუნვა და ვეგეტაციის დროს კენწეროების შემოჭრა.
- მახასიათებლები
მწარმოებელი: GanjaSeeds ჰიბრიდი: დიახ სიმაღლე Outdoor: ძალიან მაღალი - 300 სმ-მდე სიმაღლე Indoor: მაღალი - 200 სმ-მდე მოსავლიანობა Outdoor: მაღალი - 500 გრ-მდე ბუჩქიდან მოსავლიანობა Indoor: მაღალი - 400-დან 600 გრ-მდე 1 მ22, ან 200 გრ. ბუჩქიდან THC: ექსტრემალური 25+% CBD: დაბალი - 0,5%-მდე ყვავილობა: ფოტო პერიოდული ყვავილობის პერიოდი: 7 - 9 კვირა სქესი: მდედრი გენოტიპი: Indica გენეტიკა: Brazil მოსავლის გასუფთავება: სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაშენების: Greenhouse, Outdoor, Indoor გემო: დიზელის ეფექტი: stone სამედიცინო: არა დამწყებთათვის: დიახ თასის გამარჯვებული: არა - Kerosene Krash feminised Ganja Seeds გამოხმაურებაRead all 4 reviews on Kerosene Krash feminised Ganja Seeds
ყველაზე კარგი მოსაწევი რაც გამისინჯია არის ეს.ლოდინად რო ღირს ეგეთი ეფექტი აქვს. უპრობლემოდ გაიზარდა ბუნებაში არანაირი დანამატი არ მიმიცია .მადლობა თქვენ გუნდს ბევრი ახალ ჯიშს ვხედავ საიტზე და მიხარია
ულამაზესია უსასწაულესი ეფექტი აქვს. სიამოვნება ვისაც გნებავთ გირჩევთ ეს შესანიშნავი კაკალი შეიძინოთ ❤️ წარმატებები მეგობრებო ასე გააგრძელეთ
ეფექტი არ ვიცი როგორ იბოლება, მაგრამ ახლა იზრდება და უკვე ისეთიი ლამაზია,მოწევა მინდება:)))
ეს ჯიში მირჩია ოპერატორმა, როგორც ყველაზე ძლიერი. არ ველოდი ასეთ ეფექტს და როგორც დავპირდი კომენტარს დავწერდი რამდენად კმაყოფილი დავრჩებოდი. ეს არის ყველაზე მაგარი რაც ოდესმე მქონია, 4 საათი და დაგვაგდო რასაც ქვია. ვურჩევ მხოლოდ იმათ ვისაც აქვს გამოცდილება და ამტანობა )))) არ გამოლიოთ ეს ჯიში და მადლობა რჩევისთვის