New!
  • აღწერილობა

    ამერიკული წარმომავლობის ლეგენდარული ჰიბრიდი, დიდი მოწონებით სარგებლობს ჩვენი ინტერნეტ-მაღაზიის მომხმარებლებს შორის, რაც ჯიშის ფასეულობებზე მეტყველებს. GanjaSeeds სიდბანკის სელექციონერები გთავაზობენ ელიტარულ კაკლებს ოპტიმალურ ფასად, ხარისხის გარანტიით, ჩვენ კი უზრუნველვყოფთ დროულ და უსაფრთხო მიწოდებას ნებისმიერ მისამართზე.

    წარმოშობის ისტორია, თავისებურებანი

    ინბრიდინგის ჩრდილო ამერიკული ლეგენდა ბრიდერების დაუზოგავი შრომის შედეგად იქნა მიღებული. შედეგი შესანიშნავი გამოვიდა. გარდა მაღალი ხარვესტისა, ჰიბრიდულ ფოტოფემს აქვს განსაკუთრებული გემო და არომატი, ძლიერი ფსიქოაქტიურობა და გარემოსთან მარტივად შეგუების უნარი. ჰიბრიდი, სხვა და სხვა საერთაშორისო გამოფენების და კონკურსების მრავალგზის პრიზიორია.

    წარმომავლობა

    ჰიბრიდის მისაღებად გამოყენებული იყო სამი შესანიშნავი „მშობელი“: Blueberry, Gorilla Glue (GG) და OG Kush. პირველმა, სტრეინს შთამომავლობით გადასცა განსაკუთრებული არომატი, მეორემ, უხვი მოსავლის წარმოქმნის უნარი, მესამემ კი ძლიერი ეფექტი.

    მოყვანის თავისებურებანი

    სტრეინის მართვა ადვილია როგორც გამოცდილი, ასევე დამწყები გროვერისთვის. მათ შორის განსხვავება მხოლოდ გირჩების მასის და გემოსა და არომატულ პალიტრას შორის იქნება.

    მარიხუანას კულტივირება აუთდორში

    აუთდორში მარიხუანა მინდობილია ბუნებას და ის სრულად უზრუნველყოფს მას. გროვერს მოეთხოვება მხოლოდ დროული მორწყვა და საჭიროების შემთხვევაში სასუქის დამატება. თუ ამ ყოველივეს დროულად შეასრულებთ, ფინალში დაინახავთ ჯანმრთელ, ორ მეტრიან „ნაძვებს“.

    კანაფის მოყვანა ინდორში

    ინდორული კულტივირება ბევრად პერსპექტიულად გამოიყურება, იგულისხმება ბუჩქების მართვის საშუალება და მოსავლის გაზრდის პროაქტიური მეთოდების გამოყენება. განათების ინტენსივობა - წარმატების საწინდარია. ულტრაიისფერი ფიტო ნათურები - must have ინდორის ყველა მებაღის არსენალშია. გროვინგის ბოლო ფაზაზე შუქდიოდების აქტიურობა უდიდეს როლს ითამაშებს საბოლოო შედეგზე.

    გემო და არომატი

    კენკრის და ჰაშიშის თავბრუდამხვევი ნაერთი მოხმარებელს პირველივე წამებიდან დაამახსოვრდება და არასდროს აერევა სხვა სტრეინებში. გემოს აქვს ხილის ნოტები, სურნელი წიწვის და ნედლი მიწის არის.

    კანაფის ეფექტი

    ეფექტი განსაცვიფრებელი, ძალიან ძლიერია, ამიტომ რეკომენდირებულია სტაფი საღამოს საათებში მოიხმაროთ. თუ გსურთ მაქსიმალურად განიტვირთოთ, ძლიერი სტოუნი და ტოტალური რელაქსაცია გარანტირებული გაქვთ! განწყობის ამაღლება - დამატებითი ბონუსია.

    გამოყენება მედიცინაში, ტჰკ/კბდ

    ტეტრაჰიდროკანაბინოლის მაღალი დონე და კანაბიდიოლის საშუალო მაჩვენებელი არსებითად ზღუდავს სტრეინის სამედიცინო პოტენციალს. თუმცა, ექსტრაქტები და სუფთა მარიხუანა ხშირად ეფექტურია სტრესის, ნერვული დაძაბულობის, უძილობის დროს.

    ყვავილობის ვადები და რეკომენდაციები

    ყვავილობის პროცესი დაახლოებით რვა კვირას შეადგენს, ლოკაციისა და მოყვანის მეთოდის მიუხედავად. სასიცოცხლო ციკლი - სამ სრულ თვეს შეადგენს. სპეციალისტები ვეგეტაციის პერიოდს 20-30 დღეს მიიჩნევენ. მაქსიმალური კუპრიანობის მისაღწევად, აცადეთ მცენარეს რამდენიმე კვირა და დამატებითი ქარვისფერი კუპრი აუცილებლად წარმოიქმნება!

  • მახასიათებლები
    მწარმოებელი:GanjaSeeds
    ჰიბრიდი:დიახ
    სიმაღლე Outdoor:საშუალო - 150 სმ-მდე
    სიმაღლე Indoor:მაღალი - 150 სმ-მდე
    მოსავლიანობა Outdoor:მაღალი - 500 გრ-მდე ბუჩქიდან
    მოსავლიანობა Indoor:საშუალო - 300 -დან 450 გრ-მდე 1 მ2-ზე , ან 200 გრ ბუჩქიდან
    THC:მაღალი 16 - 19%
    CBD:დაბალი - 0,5%-მდე
    ყვავილობა:ფოტო პერიოდული
    ყვავილობის პერიოდი:7 - 9 კვირა
    სქესი:მდედრი
    გენოტიპი:Sativa = Indica
    გენეტიკა:Kush
    მოსავლის გასუფთავება:სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე
    გაშენების:Greenhouse, Outdoor, Indoor
    გემო:ხილის
    ეფექტი:stone
    სამედიცინო:არა
    დამწყებთათვის:დიახ
    თასის გამარჯვებული:არა
  • Glueberry O.G. feminised Ganja Seeds გამოხმაურება
    1
    0
    0
    0
    0
    Average customer rating
    5.00-დან 5 ვარსკვლავი
      • 24 მაისი 2022 21:38
      Glueberry og

      3 iseti streinis najvaria magari unda iyos wesit. Vnaxot shemodgomaze ras izavs aba )))

    Read all 1 review on Glueberry O.G. feminised Ganja Seeds
    ყიდვა Glueberry O.G. feminised Ganja Seeds
    ამერიკული წარმომავლობის ლეგენდარული ჰიბრიდი, დიდი მოწონებით სარგებლობს ჩვენი ინტერნეტ-მაღაზიის მომხმარებლებს შორის, რაც ჯიშის ფასეულობებზე მეტყველებს.
     მარაგშია 
    19
    კონტაქტი
    Location
    თბილისია.წერეთლის. მხოლოდ ონლაინ -შესყიდვები
    Time
    ორშ-პარ 09:00 – 21:00
    კალათა
    საიტი GanjaSeeds იცავს არსებული კანონმდებლობის ყველა ნორმას და არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ 21+ ასაკისთვის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ასევე არის მხოლოდ ზოგადი აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ერუდიციის გაფართოვების მიზნებს. GanjaSeeds არ იღებს პასუხისმგებლობას გაყიდული პროდუქციის შემდგომი გამოყენებისთვის.