კანაბისის მოყვანა ანიდან ჰაემდე
- კანაბისის რომელი თესლები ავირჩიოთ?
- როგორ უნდა გავაღვივოთ სწორად კანაბისის თესლები?
- როგორ გადავრგოთ კანაბისის თესლები და რა მოცულობაში?
- რა არის გროუბოქსი და რით აღიჭურვება იგი?
- როგორი განათება უხდება კანაბისის მოყვანას?
- რა არის განათების რეჟიმი?
- როგორი უნდა იყოს ვენტილაცია?
- სუნი. რა უნდა მოვიმოქმედოთ?
- როგორ შევინარჩუნოთ ტენიანობა ბოქსში?
- როგორი გრუნტი უხდება კანაბისის კულტივაციას?
- როგორია მცენარეების მორწყვის რეჟიმი?
- როდის შეიძლება სასუქის დამატება?
- კანაბისის კულტივაციის როგორი ტექნიკა არსებობს?
- რა დრო სჭირდება კანაბისის ზრდას?
- რა არის ჰიდროპონური სისტემა?
- როგორია კანაბისის ღია გრუნტში მოყვანის თავისებურებანი?
- კანაბისის რომელი თესლები არის უკეთესი ღია გრუნტში მოყვანისათვის?
- როგორ უნდა მოვამზადოთ სწორად ორმო და გრუნტი კანაბისის ღია გრუნტის პირობებში მოყვანისას?
- როდის შეიძლება კანაბისის ქუჩაში გადარგვა?
- შეიძლება თუ არა მცენარე დაავადდეს?
- როგორ გავუმკლავდეთ მავნებლებს?
- როგორ განვსაზღვროთ კანაბისის სიმწიფე მოსავლის ასაღებად?
- როგორ უნდა ავიღოთ მოსავალი სწორედ?
- როგორ გავაშროთ კანაბისი?
- რა არის „დაძველება“ და როგორ კეთდება იგი?
- როგორ სჯობს კანაბისის შენახვა?
1. კანაბისის რომელი თესლები ავირჩიოთ?
დღეისათვის, მსოფლიოში დაახლოებით 400 კანაბისის ჯიში არსებობს. ყოველი მათგანი თავის მხრივ უნიკალურია და განსხვავდება მოყვანის პირობებით, ყვავილობის პერიოდითა და მოსავლიანობის მაჩვენებლებით.
ჩვენს პლანეტაზე კანაფის სამი გავრცელებული ჯიში არსებობს:
- Cannabis indica;
- Cannabis sativa;
- Ruderalis.
კანაფის ინდიკას ჯიშის წარმომადგენლები (Cannabis indica) განსხვავდებიან მოლურჯო-მომწვანო ფერის ფართო ფოთლებითა და ძლიერი კვანძოვანი ღეროებით. მცენარე ახდენს მკვრივი და მძიმე ყვავილედების ფორმირებას. ინდიკას კანაბისის კულტივაციას უპირატესობას ანიჭებენ ადამიანები, რომლებიც უპირატესობას სედატიურ, ტალღოვან და რელაქსში ჩამფლობ ეფექტს ანიჭებენ.
Cannabis indica (ყვავილობის სტადია)
Cannabis indica (ვეგეტატიური ზრდის სტადია)
Cannabis indica გავრცელებულია ინდოეთის, ირანის, პაკისტანის, ყაზახეთის და ავღანეთის ტერიტორიაზე. ინდური კანაფი ასევე იზრდება ჩრდილოეთ აფრიკაში.
მცენარის სიმაღლე იშვიათად აჭარბებს 150 სანტიმეტრს და იდეალურია „ჩუმი გროვისათვის“. კანაბისის ინდური ჯიშები კარგად კულტივირდება სახლის პირობებში მცირე ზომის ორანჟერეებში. Cannabis indica გამოირჩევა ფისის დიდი რაოდენობით. მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში მცენარე გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით წებოვან ფისს, რომლისგანაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აკეთებენ ჰაშიშს. ინდიკას ყვავილობა 6-დან 10 კვირამდე გრძელდება.
Cannabis sativa გავრცელებულია მექსიკის ტერიტორიაზე და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში, ასევე კოლუმბიაში, ბრაზილიაში, ტაილანდში, ჰავაის კუნძულებსა და სამხრეთ ინდოეთში. სატივას ჯიშის კანაფი წარმოქმნის დიდ, მაღალ მცენარეებს დიდი ფესვთა სისტემით, რომელთა სიმაღლემაც შეიძლება 2 მეტრს მიაღწიოს. ბუჩქები, გარკვეულ პირობებში შეიძლება 6 მეტრამდეც გაიზარდოს.
სატივას აქვს თხელი და გრძელი ფოთლები. ამ ჯიშის ყვავილობა შეიძლება 15 კვირამდეც გაგრძელდეს, ამიტომ ჩრდილოეთით, ქუჩაში სატივას მოყვანა რეკომენდირებული არ არის.
ეფექტი, რომელსაც სატივა ავლენს შეიძლება დახასიათდეს, როგორც ამაღლებული ეიფორიული ნახტომი. კანაფის აღნიშნული ჯიშის მოხმარების შემდეგ იგრძნობა ენერგიის და სიმხნევის მოზღვავება. სატივას აღმოცენების ბუნებრივმა პირობებმა დააჯილდოვეს იგი მაღალი ტემპერატურისა და სიცივისადმი არაჩვეულებრივი მდგრადობით. როგორც წესი, სატივას გარეთ რგავენ მომატებული ნამის დროს, როდესაც ღამით ტემპერატურა მუდმივია და შენარჩუნებულია +10-15 გრადუსი ცელსიუსით.
Cannabis sativa
მარცხნივ Cannabis indica, მარჯვნივ Cannabis sativa
მარცხნივ სატივას გირჩები, მარჯვნივ ინდიკა
Ruderalis - სარეველა კანაფი. ის გავრცელებულია ციმბირის ტერიტორიაზე და და რუსეთის სხვა რეგიონებში. მცენარის სიმაღლე 70 სანტიმეტრს იშვიათად აჭარბებს და არ გამოიყენება რეკრეაციული მიზნებისათვის. რუდერალისი პრაქტიკულად არ შეიცავს ტგკ-ს და ითვლება ტექნიკურ კანაფად. რუდერალისის უნიკალურ თვისებებს მიეკუთვნება ვეგეტატიური ზრდის მოკლე პერიოდი. მოცემულ ჯიშს ის პრაქტიკულად არ გააჩნია. მოცემული ასპექტი ამოქმედებული იყო ახალი ჯიშების სელექციისას და მისი წყალობით ჩვენ ახლა ვფლობთ ავტომოყვავილე ჰიბრიდებს ხანმოკლე სასიცოცხლო ციკლით.
Ruderalis
მომწიფების დრო და ავტომოყვავილე მახასიათებლები - ყველაფერი არ არის რასაც მოიცავს Ruderalis წარმომადგენელი. მოკლე და ცივი ზაფხულის მქონე შორეული ჩრდილოეთის პირობებმა დააჯილდოვა რუდერალისი საოცარი სიცოცხლიუნარიანობითა და სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ მდგრადი იმუნიტეტით.
ამ დროისათვის საკმაოდ რთულია შეხვდეთ სატივას და ინდიკას 100%-ით ორიგინალ თესლებს. სელექციონერები, კანაბისის ახალი ჯიშების გამოსაყვანად აჯვარებდნენ ინდიკას და სატივას და ღებულობდნენ უნიკალურ ჰიბრიდებს. მაღაზიებში წარმოდგენილი კანაფის თესლების უმეტესობა შედგება 80% ინდიკასა და 20% სატივასაგან + რუდერალისის წილი სტაბილურობისათვის. ხშირად შეიძლება შეგვხვდეს კომბინაცია - 60% სატივა და 40% ინდიკა, ან პირიქით. ორი სხვადასხვა სახეობის შეჯვარებისას მიიღება შერეული ეფექტიც. 60% ინდიკას და 40% სატივას გენური მაჩვენებლების ჰიბრიდის შეძენისას მოსალოდნელია ამაღლებული ეიფორიული „ჰაი“ ეფექტი 30-40 წუთის განმავლობაში, რომელსაც თანდათანობით შეცვლის ტალღოვანი გადასვლა სიმშვიდის სამყაროში.
კანაბისის როგორი თესლებია წარმოდგენილი მაღაზიებში
მსოფლიოს ბრიდერების დაუზარელი შრომის შედეგად დღეისათვის ხელმისაწვდომია:
- კანაბისის ფემინიზირებული ჯიშები;
- ავტომოყვავილე ჯიშები;
- რეგულარული ჯიშები.
კანაბისის ფემინიზირებული ჯიშები
კანაბისის ფემინიზირებული თესლებიდან იზრდება მხოლოდ მდედრი მცენარეები. გროვერს არ დასჭირდება „ბრძოლა“ მამრ წარმომადგენლებთან და ის შეძლებს გაზარდოს ნამდვილი სენსიმილია, ანუ გაუნაყოფიერებელი მდედრი ბუჩქი. გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდნენ ჰერმაფროდიტი კანაბისის მცენარეები, რომლებიც ახდენენ მდედრი და მამრი რეპროდუქტიული ორგანოების ფორმირებას. ჰერმაფროდიტის გაჩენას ხელს უწყობს სტრესი, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებით, შემოჭრით ან ზედმეტი სასუქით.
კულტივაციის ტექნიკისგან დამოუკიდებლად კანაფის ფემინიზირებულ ჯიშებს მრავალი პლიუსი აქვთ:
- ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა გროვერისათვის არის ის, რომ თესლებიდან იზრდება 100% მდედრი მცენარეები, ამასთან საბოლოო პროდუქტის ხარისხი არ ჩამოუვარდება რეგულარულ ჯიშებს;
- მაღალი იმუნიტეტი. კანაფის ცნობილი ფემინიზირებული ჯიშების უმრავლესობა კარგად უმკლავდება ობის ეპიდემიას და არ იზიდავენ სხვადასხვა მავნებლებს;
- მაღალი მოსავლიანობა.
ფემინიზირებული თესლების მინუსი გახლავთ ის, რომ გროვერი ვერ მიიღებს მისი საყვარელი ჯიშის თესლებს, ვინაიდან არ იზრდება მამრი მცენარეები, რომლებიც შეძლებენ სენსიმილიის დამტვერვას.
ავტომოყვავილე კანაბისის ჯიშები
სახელწოდებაში ფაქტიურად მოცემულია აღნიშნული თესლების აღწერა. 30 წლის მანძილზე სელექციონერებს გამოჰყავთ ავტომოყვავილე თვისებების მქონე ახალ ახალი ჯიშები. წარმოდგენილ მცენარეებს პრაქტიკულად არ აქვთ ვეგეტატიური ზრდის მოსაწყენი ფაზა, ხოლო სრული სასიცოცხლო ციკლი შეადგენს 55-80 დღეს, რაც დამოკიდებულია შერჩეულ ჯიშზე.
კანაბისის ავტომოყვავილე წარმომადგენლები არ მოითხოვენ მუდმივ მოვლას და ზრუნვას, ხოლო ძლიერი იმუნიტეტი ეხმარება მათ გაუმკლავდნენ ობს და სოკოს.
ავტომოყვავილეების პლიუსები:
- გროვერი შეძლებს მიიღოს რამოდენიმე მოსავალი ერთ სეზონზე, ამის საშუალებას ავტომოყვავილეების მოკლე სასიცოცხლო ციკლი იძლევა;
- საშუალო სიმაღლე (100 სანტიმეტრამდე), მისი შეუმჩნევლობა და კომპაქტურობა;
- მაღალი იმუნიტეტი. ავტომოყვავილეების გენებში არის კანაბისის და რუდერალისის ლეგენდარული ჯიშები.
ავტომოყვავილე ჯიშების მინუსები:
- ავტომოყვავილე ჯიშებს მოკლე სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში არ შეუძლიათ მოისხან დიდი რაოდენობით ყვავილედები, ამიტომ ავტომოყვავილეების ძირითად მინუსად შეიძლება მათი არც ისე მაღალი მოსავლიანობა ჩაითვალოს;
- გროვერმა ერთი მცენარიდან შესაძლოა მიიღოს 30-80 გრამი მოსავალი. მიღებულია მათი აღნიშვნა XXL ნიშნულით, მაგალითად auto Amnesia XXL. ასეთი თესლებიდან სათანადო მოვლის პირობებში იზრდება 120-150 სანტიმეტრი სიმაღლის მცენარეები, რომელთაც 200 გრამი გაფისული ყვავილედების აღმოცენება შეუძლიათ.
- რუდერალისის გენების ნარევის შედეგი ვლინდება ტგკ-ს შემცველობის დონეში, თუმცა ყოველ წელს ჩნდება ახალ ახალი ჯიშები აქტიური ნივთიერების უფრო მაღალი მაჩვენებლით.
კანაბისის რეგულარული თესლები
რეგულარული თესლები - ეს არის კლასიკა. გროვერს ეძლევა საშუალება მიიღოს საკუთარი თესლები, რადგან რეგულარებიდან იზრდება როგორც მამრი, ასევე მდედრი მცენარეები. თანაფარდობა მდედრებსა და მამრებს შორის თითქმის თანაბარია, თუმცა ხდება ხოლმე რომ ნათესიდან იზრდება 80% მდედრი და 20% მამრი მცენარეები, ზოგჯერ კი პირიქით. თუ მებაღეს სურს მიიღოს მხოლოდ სენსიმილია, როგორც კი გამოჩნდება სქესი, აუცილებელია პლანტაციიდან მოშორდეს მამრი მცენარეები. მარიხუანას რეგულარული ჯიშები, ავტომოყვავილე ჰიბრიდებისგან განსხვავებით, აყვავდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იკლებს დღე. სახლის პირობებში სინათლის რეჟიმის რეგულირებით, გროვერი თავად შეძლებს გამოიწვიოს ყვავილობის დაწყება.
კანაბისის მამრი მცენარე
კანაბისის თესლების შეძენა უმჯობესია მწარმოებლებთან. ინტერნეტში არსებული მაღაზიების უმრავლესობა არ არის პასუხისმგებელი გასაყიდ თესლებზე, ამიტომ შერჩევის საკითხს უნდა მივუდგეთ სერიოზულად. რუსეთისა და ბელორუსიის მაცხოვრებლებისათვის ხარისხიანი თესლების საკითხი ყოველთვის მწვავედ იდგა. გზავნილი ფოსტით ნიდრელანდებიდან, სადაც მდებარეობს რამოდენიმე ცნობილი სიდბანკი, ყოველთვის გადის დამატებით კონტროლს. ის გზავნილი, რომელშიც აღმოჩენილი იქნება თესლები, შეიძლება არ მივიდეს ადრესატამდე. თუ მაღაზია გთავაზობთ ამა თუ იმ ბრენდის პროდუქციას, არაფერია იმაზე მარტივი, შეხვიდეთ სიდბანკის ოფიციალურ საიტზე და შეამოწმოთ არის თუ არა მაღაზია პარტნიორების სიაში. ენდეთ მხოლოდ გამოცდილ მაღაზიებს ან კერძო ბრიდერებს.
2. როგორ უნდა გავაღვივოთ სწორად კანაბისის თესლები?
გაღვივებილი კანაბისის თესლები
დღეისათვის კანაბისის თესლების გაღვივების მრავალი მეთოდია ცნობილი. ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდი ბამბის დისკებში გაღვივება გახლავთ.
სათეს მასალას წინასწარ ალბობენ წყალში 12 საათით. ზოგიერთი გროვერი წყალში მცირე რაოდენობით წყალბადის ზეჟანგს ამატებს, რათა მოახდინოს თესლების დეზინფექცია და აამაღლოს მათი აღმოცენების დონე.
მოცემული დროის გასვლის შემდეგ, თესლებს აწყობენ სველ ბამბის დისკზე და აფარებენ მეორე დისკს. ამ სახით მათ ათავსებენ წყლიან პლასტმასის კონტეინერში, წყლის დონე უნდა იყოს ქვედა დისკის ცოტა ქვევით.
გაღვივებული კანაფის თესლები ბამბის დისკებშ
აუცილებელია მუდმივად ვადევნოთ თვალი დისკების ტენიანობას, არ უნდა დავუშვათ თესლების გაშრობა.
კონტეინერის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოთ ჩვეულებრივი პოლიეთილენის პაკეტი. მასში ჩადეთ დისკები თესლებით, ცოტა გაბერეთ და შეკარით.
1-3 დღე-ღამის შემდეგ ყველა თესლი გაღვივდება და მზად იქნება დასარგავად.
3. როგორ გადავრგოთ კანაბისის თესლები და რა მოცულობაში?
გაღვივებული კანაბისის თესლები ძალიან ნაზია და სუსტი. არ ღირს მათი გადარგვა ხელით, რადგან თეთრი ღვივი შეიძლება მოტყდეს. თესლების გრუნტში გადატანისათვის იყენებენ პინცეტს.
თეთრი ღვივი - ეს მცენარის მომავალი ფესვია. ამიტომ ის უნდა მოთავსდეს გრუნტში, ხოლო თესლის „კოლოფი“ უნდა იყოს მიმართული ზევით.
თუ გეგმავთ მცენარის ბოქსში ან ორანჟერეაში დარგვას, უმჯობესია თავიდანვე მოათავსოთ თესლი 5 ლიტრი მოცულობის ქოთანში 0,5-1 სანტიმეტრის სიღრმეზე. ორმოს აკეთებენ სუშის ჩხირით ან სამი ღერი ასანთით და კარგად ნამავენ წყლით პულვილიზატორიდან. არ დარგოთ კაკალი ძალიან ღრმად. მოგიწევთ დიდ ხანს ლოდინი, ზოგჯერ კი ის სულაც არ ამოდის.
გადარგვის ძირითადი წესი გვეუბნება: „თესლის გარსი ოდნავ უნდა იყოს დაფარული ფუმფულა გრუნტით“. თესლების გადარგვის მომენტიდან ყოველდღიურად შეიძლება გრუნტის დანამვა პულვილიზატორიდან.
შეიძლება წავიდეთ უფრო გრძელი გზით და გაღვივებული თესლი გადავრგოთ ტორფის ტაბლეტში. მას შემდეგ, რაც გამოჩნდება ღვივი, ტაბლეტიანად გადავიტანოთ ქოთანში.
შერჩეული ჯიშისა და ფენოტიპის მიხედვით კულტივაციისათვის სხვადასხვა მოცულობები იქნება საჭირო. ზოგიერთ მცენარეს დიდი ფესვთა სისტემა აქვს, ზოგს კი საშუალო. უნივერსალურად ითვლება 7-15 ლიტრი მოცულობის ქოთნები. დენი დანკო - ამერიკული ჟურნალის „High Times“ მთავარი რედაქტორი რეკომენდაციას უწევს გამოიყენოთ უნივერსალური 20 ლიტრი მოცულობის ქოთნები.
მისი აზრით, ასეთი მოცულობის ქოთანში ყველაზე ფესვიანი მცენარეც კი არ იგრძნობს თავს ვიწროდ, ხოლო ავტომოყვავილე ჯიშები შეძლებენ პოტენციალის სრულად გახსნასა და გროვერის გაკვირვებას მიღებული მოსავლით.
4. რა არის გროუბოქსი და რით აღიჭურვება იგი?
გროუბოქსი წარმოადგენს კარადას ან ჰერმეტულ ტენტს, რომელიც შიგნიდან სრულად არის სინათლის ამრეკლი მასალით დაფარული. დღეისათვის მსგავსი სახლის ორანჟერეების მრავალი სახეობა არსებობს. გროვერები, უფრო ხშირად დამწყებები დამოუკიდებლად ცდილობენ გააკეთონ სინათლისა და სიმწვანის სახლის ოაზისი, გამოცდილები კი ახერხებენ კანაბისის კულტივაციას პირდაპირ სისტემურ ბლოკებში.
გროუბოქსი სისტემური ბლოკისაგან
თუ თქვენ გადაწყვეტთ დამოუკიდებლად გააკეთოთ მცირე ორანჟერეა, დაგჭირდებათ კარადა ან ტუმბო. შიგნიდან უნდა დაიფაროს სინათლის ამრეკლი მასალით, ასევე კეთდება რამოდენიმე ხვრელი. ერთი მათგანი განკუთვნილი ვენტილატორისათვის, რომელიც უზრუნველყოფს სუფთა ჰაერის შემოსვლას, ხოლო მეორე გასვლას.
გროუბოქსში ყენდება ნახშირის ფილტრი და უერთდება ვენტილაციის სისტემას. თუ ზრდით მხოლოდ ერთ მცენარეს, „ნაკლებად სურნელოვანი“ ჯიშებიდან, მაშინ ნახშირის ფილტრის გამოყენება აუცილებელი არ არის. ძირითადი განათება ყენდება შუაში, ხოლო დამატებითი განათება სურვილისამებრ.
თუ თქვენი ორანჟერეა იქნება ძალიან პატარა, მცენარე ვიწროდ იგრძნობს თავს და საჭირო გახდება მისი გადახრა. ასეთი ექსპერიმენტები არ უხდება პირველ გროვს, ამიტომ უკეთესია გაკეთდეს დიდი მოცულობის კარადა ან შეიძინოთ უკვე მზა გროუბოქსი.
გროუბოქსი
5. როგორი განათება უხდება კანაბისის მოყვანას?
სინათლე, წყალი, ჰაერი და მიწა - ეს არის 4 ელემენტი, რომელიც აუცილებელია კანაბისის სწორი ზრდისათვის. სინათლის ენერგიას მარიხუანას მცენარე ამუშავებს ფოტოსინთეზის ქიმიურ საშუალებად. ეს ენერგია აუცილებელია მცენარის ახალი უჯრედების ფორმირებისათვის. რაც უფრო ინტენსიურია განათება, მით უფრო მაღალია მომავალი მოსავლის ხარისხი და მოცულობა.
ღია გრუნტის პირობებში მცენარე იღებს მზის ენერგიას, მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გადავწყვეტთ კანაბისის სახლში კულტივაციას? დასაწყისისათვის საჭიროა განვსაზღვროთ ხელოვნური განათების შესაფერისი წყარო.
დღეისათვის გავრცელებულია ესლ, დნატ და ლედ ნათურები. პროფესიონალი გროვერები გვარწმუნებენ გამოვიყენოთ მაღალი წნევის დნატ ნათურები, თუმცა მრავალრიცხოვანმა ცდებმა არ დაადასტურა მათი აზრი. მაგალითად, კანაბისის ავტომოყვავილე ჯიშის კულტივაციისათვის არ არის აუცილებელი 600 ვატიანი დნატ ნათურის შეძენა. სავსებით საკმარისია 150 ვატიანი ესლ ნათურა.
იმისათვის რომ გავთვალოთ საჭირო განათება, უნდა გავითვალისწინოთ გროუბოქსის ზომა, ბუჩქების რაოდენობა, ფართი და მანძილი მცენარის წვერიდან ნათურამდე.
თუ გვაქვს 1კვადრატული მეტრი ფართის როუბოქსი, შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი რეკომენდაციები:
დნატ ნათურა - 150-300 ვატი;
ესლ ნათურა - 100-350 ვატი;
ლედ - 100-300 ვატი.
ასეთი განათების ქვეშ თამამად შეიძლება გავზარდოთ 5 ბუჩქი.
იმისათვის, რომ მცენარის წვერი არ დაიწვას, უნდა ვაკონტროლოთ მანძილი სინათლის წყარომდე. დნატ ნათურები გამოყოფს დიდი რაოდენობით სითბოს, ამიტომ მათ ბუჩქიდან 40-60 სანტიმეტრის მანძილზე ათავსებენ. ესლ ან ლედ ნათურების გამოყენებისას შეგვიძლია არ ვიდარდოთ დაწვაზე და მოვათავსოთ ნათურები 15-30 სანტიმეტრის დაშორებით კანაბისისგან.
ესლ ნათურა
დნატ ნათურა
ლედ ნათურა
6. რა არის განათების რეჟიმი?
განათების რეჟიმი ითვალისწინებს მცენარის განათების ინტენსივობასა და დროს. კანაბისის ფოტოპერიოდული ჯიშები ბუნებრივ პირობებში ყვავილობას იწყებენ როდესაც ღამე დღეზე ხანგრძლივი ხდება. საშუალო განედებზე ასეთი დრო დგება აგვისტოს ბოლოს - სექტემბრის დასაწყისში. ინდორის პირობებში გროვერს თავად შეუძლია მცენარის ყვავილობის პროვოცირება.
მცენარის განვითარების საწყის სტადიაში მისთვის აუცილებელია განათების რეჟიმი 18/6, სადაც 18 საათი უწყვეტი განათებაა, ხოლო 6 საათი შესვენება. ასეთი რეჟიმი შეესაბამება ზაფხულს, როდესაც მზე გვიან საღამოს ჩადის და ადრე ამოდის. ასეთი რეჟიმის პირობებში მცენარე ისხავს მწვანე ფოთლების მასას და იზრდება სიმაღლეში. განვითარების ამ ეტაპს - ვეგეტაციის სტადია ეწოდება. ვეგეტატიურ სტადიაში მცენარის გაჩერება რამოდენიმე წლის განმავლობაში შეიძლება, რითიც მუდმივად გეყოლებათ დონორი თქვენი დონორების არმიისათვის.
როდესაც ვეგეტატიური სტადია სრულდება, რასაც თავად გროვერი განსაზღვრავს, მცენარეს სხვაგვარი რეჟიმი დასჭირდება, რომელიც მოახდენს მზის აგვისტო-სექტემბრის მონაცვლეობის იმიტაციას. ასეთი პირობების შექმნა სახლის პირობებში არ წარმოადგენს სირთულეს. საკმარისია გადავრთოთ ნათურის ტაიმერი 12 საათ სინათლესა და 12 საათ სიბნელეზე.
კანაფის ავტომოყვავილე ჯიშები არ საჭიროებს რეჟიმის ცვლას. მათი მოყვანისათვის რეკომენდირებულია ტაიმერის დაყენება 20/4-ზე, სადაც 20 საათი სინათლეა, ხოლო 4 საათი სიბნელე.
7. როგორი უნდა იყოს ვენტილაცია?
ვენტილაცია გახლავთ მცენარის ზრდისათვის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი. სუფთა ჰაერის უკმარისობამ შეიძლება მიგვიყვანოს მცენარის სიკვდილთან. სახლის ოაზისში ვენტილაცია პასუხისმგებელია მცენარის სიცოცხლისუნარიანობის სამ ელემენტზე:
- ტენიანობა;
- ნახშირორჟანგის დონე;
- ტემპერატურა.
არასაკმარისი ვენტილაციის, ან მისი არ ქონის შემთხვევაში შესაძლებელია დაავადდეს მცენარის ფესვთა სისტემა, დალპეს ყვავილედები, დაიწვას ფოთლები, ასევე შეიძლება გაჩნდეს ობის და სოკოს ეპიდემია.
იმისათვის, რომ სწორად გავთვალოთ ბოქსის ვენტილაცია, უნდა განვსაზღვროთ გროურუმის მოცულობა. დავუშვათ, რომ გროუბოქსის სიგანე არის 1,2 მეტრი, სიგრძე 1,2 მეტრი და სიმაღლე 1,5 მეტრი. 1,2*1,2*1,5=2,16 - ეს გახლავთ მოცულობა. ახლა მოცულობა გავამრავლოთ ჰაერის განახლების რაოდენობაზე (ჩვენს შემთხვევაში ეს იქნება 40). 2,16*40(საათში 40ჯერ)=86,4. მაშ ასე, ჩვენ მივიღეთ ვენტილატორის სიმძლავრე, რომლის დაყენებაც აუცილებელია 1,2X1,2X1,5 ზომის ბოქსისათვის.
თუ გროურუმში იქნება დამონტაჟებული ნახშირის ფილტრი, მაშინ ვენტილატორის სიმძლავრე შედარებით მეტი უნდა იყოს, ვინაიდან ფილტრი შეანელებს ჰაერის ცვლას.
არ არის აუცილებელი შემომავალი ჰაერისათვის დამატებითი ვენტილატორის დაყენება. შესაძლებელია გამოვიყენოთ პასიური ვენტილაციის ტექნიკა, ან უბრალოდ დავაყენოთ კომპიუტერის ქულერი, რომელიც მუდმივ რეჟიმში შეავსებს ბოქსს სუფთა ჰაერით.
8. სუნი. რა უნდა მოვიმოქმედოთ?
ყვავილობის დროს კანაფი აფრქვევს მძაფრ, თუმცა სასიამოვნო სუნს. იმ ქვეყნებში, სადაც კანაფის მოყვანა კანონით იკრძალება, ბოქსი უნდა აღიჭურვოს ნახშირის კარგი ფილტრით. განსაკუთრებით ეს ეხება გროვერებს, რომელთაც სურთ სახლში სამი და მეტი ბუჩქის მოყვანა.
თესლების შერჩევისას რეკომენდირებულია ყურადღება მიაქციოთ „ნაკლებად სურნელოვან“ ჯიშებს. მათი ყვავილედები არ გამოირჩევა ციტრუსებისა და სანელებლების მძაფრი სურნელით, შესაბამისად არ იწვევს ეჭვს მეზობლებში.
კანაფის ყოველ ჯიშს აქვს თავისი უნიკალური არომატი, გვხვდება ჯიშები, რომლებიც აფრქვევენ ამიაკის ქიმიურ სუნს, ზოგი პირიქით, აფრქვევს ტროპიკული ხილის, ყველის ან ლიმონის სურნელს.
თუ გროვერი ვერ ახერხებს უზრუნველყოს გროუბოქსი ნახშირის ფილტრით, შესაძლებელია სპეციალიზირებულ მაღაზიებში „სუნის დამხშობის“ შეძენა, რომელიც 60 დღე გეყოფათ.
ბაზარზე წარმოდგენილი ნეიტრალიზატორებისაგან განსხვავებით, „ONA“ არ ახდენს სუნის შენიღბვას, არამედ სრულად აქრობს მას. მოცემული საშუალება ნდობით სარგებლობს იმ გროვერებს შორის, რომლებიც არ იყენებენ ნახშირის ფილტრს.
ნახშირის ფილტრი ვენტილაციისათვის
9. როგორ შევინარჩუნოთ ტენიანობა ბოქსში?
კანაბისი ყველაზე კარგად იზრდება ჰაერში 50-60% ტენიანობის დროს. უფრო მშრალი კლიმატის პირობებში გროვერი ვერ შეძლებს სათანადო მოსავლის მიღებას, ხოლო მითითებული ნორმის მომატებამ შეიძლება გამოიწვიოს ობის და სოკოს გაჩენა.
უპირველეს ყოვლისა უნდა შეიძინოთ ჰიდრომეტრი. მისი ფასი არც ისე დიდია, ხოლო სარგებელი ძალიან დიდი. ის აცნობებს გროვერს ტენიანობის დონეს და დაეხმარება დროულად მოახდინოს რეაგირება ბოქსში კლიმატის ცვლილებაზე.
იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ გროუბოქსში საჭირო ტენიანობა, დიდ გროუბოქსებში დაგჭირდებათ ჰაერის დამატენიანებელი. ის ასევე არ ღირს ძვირი, მითუმეტეს, თუ მას ჩინეთიდან შეუკვეთავთ. ჰაერის დამატენიანებელი აღჭურვილია ტაიმერით და აქვს საჭირო ტენიანობის შემანარჩუნებელი ფუნქცია. ერთადერთი, რაც გროვერს მოუწევს - წყლის დროულად დამატებაა დამატენიანებელში.
პატარა გროუბოქსში შეიძლება საკმარისი იყოს ძველი მეთოდის გამოყენება. გროვერს დასჭირდება წყლით სავსე ლიტრიანი ქილა. მას დგამენ ქოთანთან ახლოს და საჭიროებისამებრ ამატებენ წყალს.
საიდუმლო! ხარვესტამდე 10-15 დღით ადრე შესაძლებელია ხელოვნურად დაიწიოს ტენიანობა 20-25%-მდე. ასეთი სიმშრალის დროს, გირჩები ტენიანობის შენარჩუნების მიზნით იწყებენ „დახურვას“ და გამოიმუშავებენ მეტი რაოდენობით ფისს.
10. როგორი გრუნტი უხდება კანაბისის კულტივაციას?
საკვებ სუბსტრატზე არის დამოკიდებული როგორც მოსავლის რაოდენობა, ასევე დამატებითი საკვები ნივთიერებების საჭიროება. კანაფის მოყვანისათვის მიწა უნდა იყოს ფორებიანი სტრუქტურის და „ფუმფულა“.
დამწყებ გროვერს დამოუკიდებლად შეუძლია დაამზადოს საკვები გრუნტი მცენარისათვის, ასევე შეუძლია შეიძინოს ის მზა სახით. საჭირო მიკროელემენტების მაჩვენებელი ნაყიდ გრუნტში გახლავთ 200(ფოსფორი)/200(აზოტი)/200(კალიუმი). ასეთი გრუნტისათვის საკმარისი იქნება 5ლიტრ მიწაზე 2-2,5 ლიტრი ვერმიკულატის დამატება და სუბსტრატი მზად იქნება.
აუცილებელია მიწის შეძენისას ყურადღება მიაქციოთ PH დონეს. მისი მაჩვენებელი არ უნდა აჭარბებდეს 6-6,5-ს.
მათთვის, ვინც გადაწყვეტს თავად დაამზადოს გრუნტი, შეგვიძლია გირჩიოთ რეცეპტები დენნი დანკოსაგან:
რეცეპტი #1
20 ლიტრი მოცულობის ქოთნისთვის
- 10 ლიტრი კომპოსტური მიწა;
- 3 ლიტრი ტორფი ან ქოქოსის გრუნტი;
- 2,5 ლიტრი ჰუმუსი;
- 3 ლიტრი ვერმიკულიტი ან მსხვილი პერლიტი;
- ნახევარი ჭიქა დოლომიტი;
- 1-1,5 ლიტრი ცხენის ნაკელი.
რეცეპტი #2
10 ლიტრი მოცულობის ქოთნისთვის
- 5 ლიტრი კომპოსტური მიწა (ან მსხვილი გრუნტი მიკროელემენტების 200/200/200 მაჩვენებლით);
- 2 ლიტრი მსხვილი პერლიტი ან ვერმიკულიტი;
- 1 ლიტრი ქოქოსის გრუნტი;
- 0,7 ლიტრი ჰუმუსი;
- 1 ლიტრი მდინარის ქვიშა.
რეცეპტი #3 (ზარმაცებისთვის)
10 ლიტრი მოცულობის ქოთნისთვის
- 7 ლიტრი კომპოსტური ან ნაყიდი მიწა მიკროელემენტების 200/200/200 მაჩვენებლით;
- 2 ლიტრი ვერმიკულიტი;
- 1 ლიტრი ქოქოსის ბოჭკო.
გრუნტის ელემენტები საგულდაგულოდ უნდა შევურიოთ და დავასხათ წყალი. გრუნტი კანაბისის გადარგვამდე უნდა გავაჩეროთ 2-3 დღე.
ღია გრუნტის პირობებში შეიძლება გამოვიყენოთ ჩვეულებრივი მიწა, რომელსაც ურევენ კომპოსტურ მიწას და ჰუმუსს, რის შემდეგაც რწყავენ. მიწის გამდიდრება შეიძლება ცხენის გრანულირებული ნაკელით.
თუ გროვერი რგავს ავტომოყვავილე ჯიშს საკვებ სუბსტრატში სასუქის დამატება ღვივის გადარგვიდან მხოლოდ 40 დღის შემდეგ შეიძლება. ეს წესი ასევე ფოტოპერიოდულ ჯიშებზეც ვრცელდება. თუ გრუნტი შეიცავს ყველა საჭირო საკვებ ელემენტს, არ ღირს მცენარის „მოწამვლა“ 1-5 გრამი ზედმეტი გირჩის მიღების გამო. ასეთი ექსპერიმენტი მცენარის სიცოცხლის ფასად შეიძლება დაგიჯდეთ.
11. როგორია მცენარეების მორწყვის რეჟიმი?
არასწორი მიდგომა მორწყვისადმი - ყველა დამწყები გროვერის მთავარი შეცდომაა. კანაბისს ძალიან უყვარს წყალი და მშვენივრად იზრდება მასში (ჰიდროპონიკა), მაგრამ თუ მას ზედმეტად მივაწვდით, შეიძლება დავღუპოთ მცენარე.
ფესვთა სისტემა სუნთქავს ჟანგბადით, ხოლო მისი უკმარისობის შემთხვევაში იგუდება. ყოველი მორწყვისას, ნიადაგიდან გამოიდევნება ჟანგბადი და გროვრის მთავარი მიზანია - მიაღწიოს ბალანსს მორწყვასა და ფესვთა სისტემის სუნთქვას შორის.
ფუმფულა მიწა ვერმიკულიტისა და ქოქოსის ბოჭკოს დამატებით, ხელს შეუწყობს ტენიანობის სწრაფ შთანთქვას, ასევე ზედმეტი წყლის გასვლას ქოთანში არსებული სადრენაჟო ხვრელებიდან.
იმისათვის, რომ არ დავუშვათ ზედმეტი მორწყვით გამოწვეული დამღუპველი შეცდომები, რეკომენდირებულია ნაჭრის ქოთნების გამოყენება, რომლებიც არ იძლევა წყლის დაგუბების საშუალებას. ასევე შეიძლება პლასტმასის ქოთნებში დამატებითი ხვრელების გაკეთება, რითიც მცენარეს ჟანგბადის საკმარისი რაოდენობით უზრუნველყოფთ.
კანაბისი უპირატესობას ანიჭებს თანმიმდევრულ ტენიან და მშრალ პერიოდებს. ამიტომ დამწყებ გროვერს, შეუძლია პერიოდული მორწყვის ორგანიზება, რათა საკვებმა გრუნტმა გამოშრობაც მოასწროს.
კანაფს რწყავენ გრუნტის სიმშრალის მიხედვით განათების ჩართვამდე. კონკრეტულად პასუხის გაცემა, თუ რამდენჯერ უნდა მოირწყას კანაბისი - შეუძლებელია, რადგან ბევრია დამოკიდებული ქოთნის მოცულობასა და ბუჩქის ზრდის სტადიაზე. საწყის ეტაპზე საკმარისია მცირე დატენიანება პულვილიზატორით, ზრდასთან ერთად კი წყლის საჭირო რაოდენობა ცოტა იმატებს. დიდი მცენარის მორწყვის საჭიროების განსაზღვრა მარტივია, საჭიროა ვნახოთ გრუნტის ზედაპირი, თუ ის მშრალია, შეგვიძლია მოვრწყათ. თუ გავითვალისწინებთ საშუალო მაჩვენებლებს, 3,5 ლიტრ გრუნტზე საჭიროა 1 ლიტრი წყალი.
12. როდის შეიძლება სასუქის დამატება?
კანაფის ბუჩქი განვითარებასთან ერთად საჭიროებს სამ ძირითად საკვებ ელემენტს: აზოტს - მწვანე მასის ზრდისა და ძლიერი ღერის განვითარებისათვის, ფოსფორს - დიდი რაოდენობით ყვავილედების განვითარებისათვის და კალიუმს - რომელიც ახდენს დიდი რაოდენობით ფისის გამოყოფის სტიმულირებას, ასევე მოქმედებს გემოსა და ფერზე. გარდა ჩამოთვლილი ელემენტებისა, კანაბისს ასევე ესაჭიროება ბორი, რკინა, ქლორი, ნატრიუმი, კობალტი, ცინკი, ნიკელი, მარგანეცი და სხვა.
სასუქის დამატება კანაბისის მოყვანისას, ძალიან სათუთი საქმეა, განსაკუთრებით დამწყებთათვის. იმაზე, თუ მარიხუანას რომელი ჯიში მოჰყავს გროვერს, არის თუ არა ეს ჯიში ავტომოყვავილე, ან ფოტოპერიოდული, დამოკიდებულია სასუქის დამატების დრო და მისი შემადგენლობა.
თუ გროვერი ახდენს კანაბისის ავტომოყვავილე ჯიშის კულტივაციას დამოუკიდებლად დამზადებულ ან ნაყიდ სუბსტრატზე, სასუქის დამატება შეიძლება ბუჩქის ზრდიდან მე-40 დღეს, ასევე შეიძლება მისი დაუმატებლობაც. ავტომოყვავილეების მოკლე სასიცოცხლო ციკლი მათი კულტივაციის საშუალებას მხოლოდ წყალზეც იძლევა.
ნამდვილი სამედიცინო კანაბისის მიღება შეიძლება მხოლოდ ორგანული სასუქების გამოყენებით. ქიმია უმჯობესია კომერციული მარიხუანისათვის მოვიტოვოთ.
განსხვავება ქიმიური და ორგანული სასუქების გამოყენებას შორის გამოიხატება ბუჩქის მოსავლიანობაში. ეს განსხვავება შეადგენს მზა პროდუქტის +15%-ს ქიმიის სასარგებლოდ, თუმცა გემოს თვისებები და საბოლოო პროდუქტის წვა, მხოლოდ ორგანიკაზე გაზრდილ, ეკოლოგიურად სუფთა გირჩებს ყოველთვის მეტი აქვს.
კანაბისის ავტომოყვავილე ჯიშების ორგანულ სასაუქად შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველანაირი „კომპოტი“ ბიოჰუმუსის, კომპოსტური მიწის, ცხენის ნაკელის საფუძველზე. ის საკმაოდ მარტივად კეთდება: ცხენის ნაკელს (გრანულირებულიც) ალბობენ სათლში (ვედროში) თბილ წყალში და რწყავენ მცენარეს წყალთან მონაცვლეობით სიცოცხლის მე-40 დღიდან. ასევე „ჩაის“ მომზადება შეიძლება ბიოჰუმუსიდან.
მნიშვნელოვანი! სასუქი კანაფის ავტომოყვავილე ჯიშებისათვის საჭიროა მხოლოდ ქოქოსის სუბსტრატში და „ღარიბ“ მიწაში მოყვანისას.
ფოტოპერიოდული კანაფის ჯიშების მოყვანისას გროვერს თავად შეუძლია გადაწყვიტოს რომელი დანამატი გამოიყენოს. თუ გამოიყენება საკვებით მდიდარი გრუნტი, ვეგეტატიური ზრდის სტადიაზე ყველაფერი საკმარისი იქნება, ხოლო ყვავილობის სტადია მოითხოვს გარკვეულ დანამატებს. შეიძლება გამოიყენოთ ორგანიკა ან შეიძინოთ ქიმიური დანამატები ყვავილობისათვის.
ამ დროისათვის არსებობს სასუქის მრავალი მწარმოებელი, რომელიც გვთავაზობს კომპლექსურ დანამატებს კანაბისისათვის. იყიდება დანამატები სხვადასხვა სახით: ერთი ვეგეტატიური, მეორე ყვავილობის პერიოდისათვის. არ ღირს ექსპერიმენტების ჩატარება.
ქოქოსის სუბსტრატზე კანაბისის მოყვანისას სასუქის დამატება სასურველია მე-4 კვირიდან. მას ამატებენ გრაფიკით და აუცილებლად წყლის მონაცვლეობით.
ხარვესტამდე 10-15 დღით ადრე სასურველია შეწყდეს ქიმიური დანამატების დამატება, სხვა შემთხვევაში გირჩების გემო „ვიტამინებს“ მოგაგონებთ.
13. კანაბისის კულტივაციის როგორი ტექნიკა არსებობს?
დღეისათვის კანაბისის მოყვანის ყველაზე გავრცელებულ ტექნიკად ითვლება:
- SCROG;
- SOG;
- LST (low stress training).
SCROG (მწვანე ეკრანი) - კანაბისის ფოტოპერიოდული ჯიშების მოყვანის ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი მეთოდია. მეთოდის არსი მზარდ ბუჩქებზე ბადის დაჭიმვაში მდგომარეობს. როდესაც მცენარის ტოტები იწყებს ბადის ზევით ასვლას, გროვერები მათ ქვევით ხრიან, რითიც ახდენენ მწვანე ეკრანის ფორმირებას.
მწვანე ეკრანი
ბადის გამოყენებით გროვერი აძლევს გვერდითა ტოტებს მიმართულებას, რითაც ღებულობს არა ერთ ცენტრალურ ბირთვს, არამედ მრავალ ერთნაირ გირჩს (მიკროფონებს). იმის გათვალისწინებით, რომ ვეგეტატიური სტადიის შენარჩუნება ხანგრძლივად შეიძლება, მცირე გროუბოქსში 1-2 ბუჩქსაც კი შეუძლია შეავსოს 1X1-ზე ზომის მთელი ეკრანი.
მცენარის მოსავლიანობა მკვეთრად იმატებს, რადგან ამ შემთხვევაში ყვავილედები სინათლის თანაბარ რაოდენობას მიიღებენ.
გირჩების თანაბარი განაწილება „მწვანე ეკრანის“ მეთოდის გამოყენებით
„მწვანე ეკრანის“ მეთოდის მინუსები: • ბადის ქვეშ გადახრა საკმაოდ შრომატევადი პროცესია და მოითხოვს ყოველდღიურ ყურადღებას:
- მეთოდი „მწვანე ეკრანი“ მოუხერხებელს ხდის მორწყვის . ერთი საქმეა, როდესაც თქვენ ზრდით 1-2 მცენარეს, მეორე, როდესაც მოსარწყავი 5-6 მცენარეა;
- კანაბისის ყველა ჯიში არ ექვემდებარება გადაწვენას, არსებობს ჯიშები, რომლებიც ქმნიან ერთ ძირითად ღეროს ფოთლების მინიმალური რაოდენობით, ისინი ამ მეთოდისთვის გამოუსადეგარიაю;
- კანაბისი, რომელიც SCROG მეთოდით იზრდება, შეუძლებელია ამოიღოთ გროუბოქსიდან ხარვესტამდე, თუმცა ზოგჯერ მცენარეს ზედმეტი სასუქის გამო შეიძლება დასჭირდეს ფესვების „გამორეცხვა“.
ეკრანის ზომა პირდაპირ არის დამოკიდებული გამოყენებული ნათურის სიმძლავრეზე. 150 ვატიანი დნატ განათებისას, უაზრობაა 2 კვადრატულ მეტრზე ბადის დაჭიმვა. ქვევით ჩამოთვლილია ბადის მისაღები ზომები ნათურის სიმძლავრესთან მიმართებაში:
- დნატ 150 – 0,4*0.4 მეტრი;
- დნატ 250 – 0,6*0,6 მეტრი;
- დნატ 400 – 0,7(0,8)*0,7(0,8) მეტრი;
- დნატ 600 – 1,1*1,1 მეტრი;
- დნატ 1000 – 1,5*1,5 მეტრი.
მანძილი ეკრანიდან ნათურამდე დამოკიდებულია მის სიმძლავრეზე.
მინიშნება:
- დნატ 150 – 20-35 სმ.;
- დნატ 250 – 25-45 სმ.;
- დნატ 400 – 45-55 სმ.;
- დნატ 600 – 55 სმ-დან;
- დნატ 1000 – 65 სმ-დან.
ტოტები სასურველია ბადის შუიდან ნაპირებისკენ მივამაგროთ. ამგვარად, მთელი ცენტრალური ღერო მთელს ეკრანს მოედება, ხოლო მისგან გაჩნდება გვერდითი გადახრები.
SOG (Sea of Green) – ეს კიდევ ერთი კლასიკური მეთოდია კანაბისის მოყვანისათვის. რთულია მეთოდის შეფასება, რამდენადაც Sea of Green მეთოდით მოსავლიანობა 2-2,5-ჯერ აღემატება კლასიკურ კულტივაციას. მეთოდის არსი მშობელი (მდედრი) მცენარის კლონირებაში მდგომარეობს.
კანაბისს აჩერებენ მუდმივი ვეგეტატიური ზრდის სტადიაში და როდესაც მცენარე იზრდება, მისგან წარმოიქმნება წანაზარდები, რომელთაც ათავსებენ სპეციალურ ხსნარში, რომელიც ფესვების სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს. შემდეგ კლონებს საკვები გრუნტით უზრუნველყოფილ პატარა ქოთნებში რგავენ, და გარკვეული დროის განმავლობაში აჩერებენ ვეგეტატიურ სტადიაზე ღეროსა და ფოთლების წარმოქმნამდე, რის შემდეგაც რთავენ 12/12-ზე განათების რეჟიმს.
ამ მეთოდის მთელი მომხიბვლელობა იმაში მდგომარეობს, რომ კლონებს ექნებათ ერთნაირი ზომა, გენოტიპი და მშობლის ყველა მახასიათებელი. ერთ კვადრატულ მეტრზე შესაძლებელია 20-30 კლონის განთავსება.
SOG ტექნიკის პლიუსები:
- მოსავლის მოცულობის 2-ჯერ გაზრდა. ბოქსის მოცულობის რაციონალური გამოყენება;
- ვეგეტატიური ზრდის სტადია რამოდენიმეჯერ ნაკლებია ჩვეულებრივზე, რადგან გროვერს არ სჭირდება დიდი ბუჩქი და მას შეუძლია ყვავილობის სტადიაზე გადასვლა როდესაც კლონი 20-30 სანტიმეტრს მიაღწევს.
- მოკლე ციკლი - ნაკლები შანსი „ავიკიდოთ“ მავნებლები;
- მცენარეების დამუშავება არ მოითხოვს მნიშვნელოვან ძალისხმევას, რადგან ახლა გროვერის წინაშე არა ერთი დიდი ბუჩქია, არამედ ერთი ცენტრალური ფუძე დაფარული მილიონი ტრიქომით.
LST (Low stress training) მეთოდის არსი ითვალისწინებს კანაბისის მცენარის ვარჯიშს. სასიცოცხლო ციკლი ს დაწყებისთანავე გროვერები ხრიან ცენტრალურ ღეროს, ხოლო გვერდით ღეროებს შეძლებისდაგვარად აძლევენ მათთვის სასურველი ბუჩქის ფორმას. ამ მეთოდის უპირატესობა არის იმაში, რომ მცენარის გვრდითი და ქვედა ტოტები ღებულობენ სინათლეს ცენტრალური ღერის მსგავსად.
14. რა დრო სჭირდება კანაბისის ზრდას?
ავტომოყვავილე კანაფის ჯიშების სასიცოცხლო ციკლი უმეტეს შემთხვევაში 55-90 დღეს შეადგენს. თუ გროვერი ახდენს ფოტოპერიოდული ჯიშის კულტივაციას, საჭირო იქნება მეტი დრო. ვეგეტატიური ზრდის სტადია მოითხოვს 35-50 დღეს, რაც დამოკიდებულია ჯიშზე, ყვავილობას კი 55-90 დღე დასჭირდება.
ღია გრუნტის პირობებში მომწიფების დრო იზრდება, ისევე როგორც გირჩების მოსავალი. ღვივებს რგავენ მაისის თვეში და ბუჩქი ყვავილობას იწყებს აგვისტოს ბოლოს- სექტემბრის დასაწყისში.
დღეისათვის ბრიდერებმა გამოიყვანეს „ადრეული ყვავილები“ - ეს კანაბისის ისეთი ჯიშებია, რომლებიც ხარვესტისათვის მზად სექტემბრის დასაწყისისათვის იქნება. მოსავლიანობით ისინი არ ჩამოუვარდება ფოტოპერიოდულ ჯიშებს და უხდებიან კულტივაციას ინდორის პირობებში.
15. რა არის ჰიდროპონური სისტემა?
ჰიდროპონიკა - მცენარის კულტივაციის მეთოდია საკვები გრუნტის გამოყენების გარეშე. ჰიდროპონური სისტემის გამოყენებისას ღვივებს ათავსებენ ფოროვან, მინერული ბამბის მსგავს სუბსტრატში. სუბსტრატს არ გააჩნია არანაირი საკვები დანამატები და ემსახურება მხოლოდ ღვივის ფიქსაციას. ყველა სასარგებლო მიკროელემენტი მიეწოდება პირდაპირ ფესვებს, ბაკში განთავსებული ხსნარის მეშვეობით. ის შედგება სხვადასხვა ქიმიური ელემენტების ნარევისაგან. ვეგეტეტიური სტადიისთვის გამოიყენება აზოტით გამდიდრებული ხსნარი, ხოლო ყვავილობის პერიოდში იყენებენ ფოსფორითა და კალიუმით გამდიდრებულ ხსნარს.
კანაფი კარგად იზრდება ჰიდროპონურ სისტემაში. მომწიფების დრო მცირდება, ხოლო ყვავილედების რიცხვი იზრდება. ჰიდროპონური სისტემის დაყენება გეხმარებათ გასწიოთ ენერგიის 25-30%-ით ეკონომია, რადგან მცირდება მცენარის სასიცოცხლო ციკლი. ჰიდროპონიკის პლიუსები:
- მცენარისათვის არ წარმოადგენს აუცილებლობას დიდი ფესვთა სისტემის განვითარება და ამაზე ენერგიის დიდი რაოდენობის ხარჯვა. ბუჩქის პოტენციალი სრულად იქნება მიმართული გირჩების ფორმირებისაკენ;
- კანაბისის ბუჩქები სრულად ითვისებენ წყალში გაზავებულ მიკროელემენტებს;
- კანაფის მცენარეს მოაქვს მეტი მოსავალი;
- მცირდება დაავადებისა და პარაზიტების რაოდენობა.
ჰიდროპონური სისტემის მინუსები:
- ასეთი მეთოდით მოყვანილი გირჩების არანატურალურობა. ყველა პროფესიონალი გროვერი უპირატესობას კანაბისის მოყვანას მხოლოდ საკვები სუბსტრატებით ანიჭებს. კანაფის საბოლოო პროდუქტის გემო განსხვავდება მაღალი გემოვნური თვისებებით;
- ჰუდროპონური დანადგარი არ ღირს იაფი;
- კანაბისის მოყვანა ჰიდროპონურ სისტემაში მოითხოვს დიდ ყურადღებას და მოვლას;
- დამატებითი აღჭურვილობის ყიდვის აუცილებლობა.
ჰიდროპონური სისტემები ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში. მათი საშუალებით მოჰყავთ დიდი რაოდენობით მწვანილი და ბოსტნეული, რადგან ასეთ სისტემას ძალუძს დანახარჯებისა და ენერგიის შემცირება, ასევე მოსავლიანობის ამაღლება, მაგრამ მოითხოვს მუდმივ კონტროლს და ყურადღებას. დამწყებთათვის არ არის რეკომენდირებული კანაბისის მოყვანა ამ მეთოდით.
16. როგორია კანაბისის ღია გრუნტში მოყვანის თავისებურებანი?
ღია გრუნტის პირობებში კანაბისის მომყვანს ელის როგორც დიდი მოსავალი, ასევე რიგი იმედგაცრუებანი. უნდა გვესმოდეს, რომ კანაბისის მოყვანა სახლის პირობებში უფრო საიმედოა ვიდრე ღია ცის ქვეშ.
საშუალო განედებზე კანაბისის მოყვანა დაკავშირებულია რიგ რისკებთან. ხანგრძლივ წვიმებს შეუძლია ობის პროვოცირება, ხოლო სხვადასხვა ტკიპები და მწერები მუდმივად წაართმევენ თქვენს მცენარეს სასიცოცხლო ძალებს. პლანტაციისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს სხვადასხვა სახის ლოკოკინები და ცხოველები.
მაგალითად, კურდღლებს ნახევარ საათში შეუძლიათ თქვენი პლანტაციის შეჭმა, ხოლო ლოკოკინებს მთელი ფოთლების განადგურება.
როგორი მოულოდნელობებით სავსეც არ უნდა იყოს ბუნება, გროვერისათვის ყველაზე დიდ პრობლემას უცხო ადამიანების მიერ მათი პლანტაციის აღმოჩენა წარმოადგენს. დაგვიჯერეთ, ყველაზე კონსერვატიულმა ბებომაც კი იცის როგორ გამოიყურება და როგორი სუნი აქვს კანაბისს. მრავალ ქვეყანაში კანაბისი იყო და არის აკრძალული ნივთიერება, ამიტომ დამწყები გროვერისათვის რეკომენდირებულია ისეთი ადგილების მოძებნა რომელიც მოშორებულია ადამიანებისგან. ამასთანავე, შერჩეული ადგილი უნდა იყოს განათებული. საუკეთესო მინდვრად ითვლება ისეთი ადგილი, რომელზეც სინათლის სხივები თქვენს მცენარეს მზის ამოსვლიდან, მზის ჩასვლამდე მოხვდება.
ადგილის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ მორწყვის თავისებურებანი. ერთია, როდესაც ზრდით 1 მცენარეს და წყლით მომარაგება არ იქნება პრობლემა და სხვა საქმეა როდესაც 10-12 ბუჩქი გაქვთ დარგული. ამიტომ უმჯობესია შეარჩიოთ ადგილი მდინარესთან ან ტბასთან ახლოს.
კანაბისის დარგვა იმ იმედით, რომ მას „წვიმები მორწყავს“, არ არის საუკეთესო აზრი. ყველაზე ძლიერი წვიმაც კი ნიადაგს მხოლოდ 12-15 სანტიმეტრის სიღრმეზე დაასველებს, მაშინ როდესაც მცენარის ფესვები 20-25 სანტიმეტრის სიღრმეზეა. ამიტომ აუთდორში მცენარის დარგვისას მზად უნდა იყოთ უზრუნველყოთ მისი მორწყვა კვირაში 2-ჯერ.
მნიშვნელოვანია! თუ თქვენ გეგმავთ რამოდენიმე მცენარის დარგვას აუთდორში, უმჯობესია გააკეთოთ რამოდენიმე მინდორი. თუ ერთს შეესევა „ბალახის მტაცებელი“, ან ბარბაროსულად განადგურდება, თქვენ შეგრჩებათ დანარჩენი მინდვრები.
17. კანაბისის რომელი თესლები არის უკეთესი ღია გრუნტში მოყვანისათვის?
თუ ეს არის თქვენი პირველი გროვი, რათქმაუნდა უმჯობესია ავტომოყვავილე კანაბისის ჯიშებზე შეაჩეროთ არჩევანი. მცენარე არ მიიქცევს ყურადღებას, რადგან მათი სიმაღლე იშვიათად აჭარბებს 100-120 სანტიმეტრს. ზოგი ჯიშის სიმაღლე კი სულ რაღაც 60-80 სანტიმეტრია. ასეთი ბუჩქები არ გამოჩნდება ბალახში და რიგითმა გამვლელმა საეჭვოა რომ მიაქციოს ყურადღება. თესლების შერჩევისას აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება სუნის მახასიათებელს. არსებობს როგორც ნაკლებად სურნელოვანი ჯიშები, ასევე ისეთებიც, რომელთა სუნი 100 მეტრზე იგრძნობა. მრავალწლიანი გამოცდილებიდან შეიძლება ითქვას, რომ „თეთრი რუსი“-ს ჯიშის სუნი, მიუხედავად მისი ჯუჯა ზომებისა საგრძნობი იქნება თქვენი მეზობლებისათვის 70-100 მეტრ რადიუსში, ხოლო ჯიში „ამნეზია“ აფრქვევს თავის გამორჩეულ სურნელს მხოლოდ 5-6 მეტრზე.
ფოტოპერიოდული ჯიშის შერჩევისას გროვერს უნდა ესმოდეს, რომ ღია ცის ქვეშ მცენარის სიმაღლემ შეიძლება 200 სანტიმეტრს გადააჭარბოს, ამიტომ უნდა შეირჩეს ან მოშორებული ადგილი, ან სხვა დაბალი ჯიში.
თუ უპირატესობას კანაბისის ავტომოყვავილე ჯიშს მიანიჭებთ, შეძლებთ მიიღოთ რამოდენიმე მოსავალი, თუ ნაწილს დარგავთ მაისში, ნაწილს ივნისში და ნაწილსაც ივლისში.
არ ღირს ყვავილობის ხანგრძლივი პერიოდის მქონე ჯიშის შეძენა. მაგალითად ევროპის ჩრდილოეთ რეგიონებში, ავტომოყვავილეებისა და სხვა ადრე მოყვავილე ჯიშების გარდა პრაქტიუკლად ვერაფერს გაზრდით. ბრიდერები არ წყვეტენ მუშაობას და ყოველწლიურად გამოჰყავთ ჩრდილოეთის კლიმატზე ადაპტირებული ახალი ჯიშები.
ფოტოპერიოდული ჯიშების შერჩევისას, უმჯობესია აიღოთ ისინი, რომელთა ყვავილობის პერიოდი შეადგენს 8 კვირას. 10-12 კვირა სასიცოცხლო ციკლის მქონე ჯიშები მომწიფდება ოქტომბრის ბოლოს - ნოემბრის დასაწყისში. მრავალ რეგიონში ამ დროს უკვე ცივა, რის გამოც მცენარე მოკვდება. თუ გროვერი ცხოვრობს განედზე, სადაც ხანგრძლივი ზაფხულია, სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობაზე დარდი არ ღირს.
18. როგორ უნდა მოვამზადოთ სწორად ორმო და გრუნტი კანაბისის ღია გრუნტის პირობებში მოყვანისას?
ორმოს და გრუნტის მომზადების საკითხს წინასწარ და დიდი ყურადღებით უნდა მივუდგეთ. თუ თქვენ კანაბისის ავტომოყვავილე ჯიშის დარგვას ანიჭებთ უპირატესობას, მათი ფესვების სიტემა შეიძლება 15-20 ლიტრის მოცულობით შეიძლება დაკმაყოფილდეს. თუ ღია ცის ქვეშ გეგმავთ ფოტოპერიოდული ჯიშის დარგვას, მაშინ ორმო არ უნდა იყოს 25-30 ლიტრ მოცულობაზე ნაკლები.
ორმოს თხრიან ნიჩბით და პირდაპირ მასში ამზადებენ საკვებ გრუნტს. თუ ბუჩქის ზრდის პროცესში გეგმავთ სასუქის დამატებას, სავსებით საკმარისია ბუნებრივი მიწის გრუნტი, რომელსაც ვერმიკულიტს და ჰუმუსს შეურევთ. ჰუმუსის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპოსტური მიწა ან ცხენის ნაკელი.
თუ არ გეგმავთ სასუქის დამატებას ზრდის პროცესში, მაშინ საკვები სუბსტრატის მომზადებას მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოთ. შესაძლებელია უკვე მზა ნარევის შეძენა, ან მისი დამოუკიდებლად მომზადება. ამ ეტაპზე უნდა გვახსოვდეს, რომ საკვები გრუნტი მცენარის ზრდისთვის აუცილებელი კომპონენტების ერთადერთი წყაროა. პროფესიონალი გროვერები იყენებენ ჰუმუსის, ქოქოსის გრუნტის, ვერმიკულიტის, დოლომიტის და კომპოსტური მიწის ნარევს. ასევე შეიძლება ცოტა ცხენის ნაკელიც.
„ეზოს“ მიწა არ უხდება კანაბისის კულტივაციას. თუ გროვერს არ აქვს საშუალება მოამზადოს ან შეიძინოს გრუნტი, უმჯობესია მოიძებნოს ადგილი, სადაც იზრდება ჭინჭარი. ასეთი მიწა ყველაზე მეტად უხდება კანაბისს და თუ ზრდის პროცესში დაამატებთ სასუქს, საკმაოდ შთამბეჭდავი მოსავლის მიღებას შეძლებთ.
არ ღირს კანაბისის დარგვა „ცარიელ“, ქვიშიან ნიადაგში, ის არ იკავებს ტენს და არ შეიცავს საკმარისი რაოდენობით საკვებ ელემენტებს.
შენიშვნა! მორწყვაში ჰიდროგელი დაგეხმარებათ. ორმოში საკვები სუბსტრატის ჩაყრისას, გროვერები შუაში დებენ 1,5-2,5 ლიტრ ჰიდროგელს. ეს საოცარი საშუალება აგროვებს ტენიანობას და გამოშრობისას პირდაპირ ფესვებს აწვდის. ჰიდროგელის გამოყენება 30-40%-ით ამცირებს მორწყვის სიხშირეს.
19. როდის შეიძლება კანაბისის ქუჩაში გადარგვა?
ქუჩაში გადარგვის ძირითად სიგნალს ჰაერის ღამის ტემპერატურა წარმოადგენს. თუ კანაფის ღვივებს ცივ აპრილში გადარგავთ, არამც თუ მოსავალს, თქვენი მცენარეების აყვავებასაც ვერ ნახავთ. ოპტიმალური მაჩვენებელი +10-15 გრადუსი წარმოადგენს (ღამით).
პროფესიონალი გროვერები ასევე „კლიმატურ ზაფხულზე“ ორიენტირდებიან, ეს ის დროა, როდესაც დღე-ღამის საშუალო ტემპერატურა არ ეცემა 15 გრადუსზე ქვევით. თუ ასეთი „ზაფხული“ თქვენს რეგიონში ჯერ არ დამდგარა, არსებობს მცენარის გაყინვის საშიშროება, რაც მთლიანად გაგინადგურებთ ნათესებს.
20. შეიძლება თუ არა მცენარე დაავადდეს?
კანაბისის დაავადებები ხშირად დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, ნიადაგში მიკროელემენტების ნაკლებობასა და სიჭარბეზე. პირველ რიგში ობისა და სოკოვანი დაავადებები შეიძლება გამოწვეული იყოს არასაკმარისი ტენიანობით.
ყველა დამწყებ გროვერს უჩნდება სურვილი „იზრუნოს თავის მცენარეზე“ და მისცეს მას საკვები ელემენტების მაქსიმალური რაოდენობა სასუქის სახით, თუმცა ამის გაკეთება არ შეიძლება. საკვები გრუნტი შესაძლებელია ისედაც შეიცავდეს დიდი რაოდენობით აზოტს/ფოსფორს/კალიუმს. ყოფილა შემთხვევები, რომ მცენარეს ქიმიური დამწვრობა მიუღია მხოლოდ მიწისგან.
მართალია, ელემენტების უკმარისობას ასევე შეუძლია გამოიწვიოს კანაბისის დაავადებები, მაგრამ დანაკლისის შევსება უფრო ადვილია, ვიდრე ზედმეტი ელემენტების „გამორეცხვა“.
21. როგორ გავუმკლავდეთ მავნებლებს?
მავნებლები და პარაზიტები „სისხლს უშრობენ“ არაერთ გროვერს. ამ პატარა ვამპირებს შეუძლიათ გამოსწოვონ ყველა სასიცოცხლო რესურსი კანაბისის მოყვავილე მცენარეს და წარმოადგენენ საფრთხეს არა მხოლოდ ღია გრუნტში, არამედ სახლის ორანჟერეებშიც. პროფილაქტიკურ საშუალებას ფოთლების მუდმივი დათვალიერება წარმოადგენს. ყველაზე საშიშ მავნებლებს, რომლებსაც მცენარის მოსპობა შეუძლიათ, ყველა გროვერი უნდა იცნობდეს.
ფრთათეთრა
მოცემული მავნებელი გახლავთ პატარა ჩრჩილი (2-3 მმ.). ფრთათეთრას აქვს ორი ფრთა, ყვითელი სხეული, რომელიც თითქოს მტვერშია გახვეული. ეს მწერი დებს მოგრძო, მომწვანო კვერცხებს, რომლებიც ერწყმის მცენარის ფერს. ის უტევს ფოთლის ქვედა ნაწილს და იკვებება კანაფის წვენით.
მწერის შემოტევისას ფოთლის ზედაპირზე ჩნდება წებოვანი გამონადენი, რომლებიც წარმოადგენს სოკოს გაჩენის კერას. ამის შემდეგ მცენარეს უჩნდება ნარინჯისფერი ლაქები და მალევე ხმება.
რატომ გვიტევს ფრთათეთრა:
მწერს უყვარს ტენიანი და თბილი გარემო, ამიტომ ის სიამოვნებით იბუდებს გროუბოქსებში.
ამ მწერისგან დაცვა არის:
- გროუბოქსში ტენიანობის კონტროლი;
- აუცილებელია დავიცვათ მანძილი ბუჩქებს შორის;
- კარგი ვენტილაციის სისტემა;
- კარგი საკვები გრუნტი, რომელიც მცენარეს ძლიერი იმუნიტეტის გამომუშავების საშუალებას მისცემს.
რა უნდა ვქნათ, თუ მტერმა უკვე შემოგვიტია:
- გროუბოქსში აუცილებლად უნდა დაიკიდოს მწერების საწინააღმდეგო წებოვანი ლენტი;
- რეგულარული პროფილაქტიკური ფოთლების დათვალიერება;
- მცენარის დანამვა პულვილიზატორით საპნის ხსნარით ან ნივრის ნაყენით.
კანაფის რწყილი
მოცემული მავნებელი - პატარა შავი ხოჭოა (3 მმ.). აქვს მწვანე-სპილენძისფერი შეფერილობა. ხოჭო დებს კვერცხებს ფოთლის შიდა მხარეს. კვერცხებს აქვს ყვითელი ფერი. გამოჩეკილი მწერი იწყებს ფესვთა სისტემის განადგურებას და შეიძლება მცენარეს ფატალური ზიანი მიაყენოს.
მწერს უყვარს მშრალი ჰაერი, ხოლო კვერცხებს ყინვის გაძლებაც შეუძლიათ.
როგორ ავირიდოთ რწყილების გაჩენა:
იმისათვის, რომ ავიცილოთ თავიდან მწერის გაჩენა, კანაბისის განვითარების საწყის სტადიაზე რეკომენდირებულია მცენარის ზრდისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა ვეგეტატიურ სტადიაზე:
- გამდიდრებული ნიადაგი ან სასუქი ვეგეტატიური ზრდისათვის;
- ინსექტიციდების გამოყენება.
აუცილებელია მცენარის ხსნარით, პულვილიზატორით დამუშავება.
ტკიპი
ეს მწერი იმდენად პატარაა, რომ მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალით ფაქტიურად შეუძლებელია. ამ დროს ბუჩქი შეიძლება იყოს შემოხვეული გამჭვირვალე ქსელით, რომელზეც გადაადგილდებიან პატარა შავი წერტილები.
მწერის შემოსევის ცნობა მარტივია. ის ფოთლებზე ტოვებს ყვითელ წერტილებს. მწერი ეკრობა ფოთლებსა და ღერებს და წოვს მის სასიცოცხლო წვენებს.
როგორი ტკიპები არსებობს
ყველაზე ხშირად გვხვდება ციკლომენური და ობობასებრი ტკიპები.
ციკლომენური იმდენად პატარაა, რომ მისი დანახვა მიკროსკოპის გარეშე შეუძლებელია. ისინი ფოთლების ქვედა მხარეზე მტვერს მოგაგონებთ. ეს მწერები კარგად მრავლდება და სპობენ მცენარეს.
ობობასებრი ტკიპა ჩნდება შრობის პერიოდში და მისი მოსპობისათვის საჭიროა პერიოდულად დავნამოთ კანაბისი წყლით პულვილიზატორიდან. ის ვერ იტანს ულტრაიისფერ შუქს, ამიტომ პროფესიონალი გროვერები ხშირად ასხივებენ მცენარეებს ულტრა იისფერი შუქით.
როგორ ვაჯობოთ ტკიპებს:
- მცენარის დანამვა პირეტრუმის ხსნარით;
- თუ შემოსევის სტადია კრიტიკულია, მათთან გამკლავებაში პრეპარატი „აკტელიკი“ დაგეხმარებათ.
არსებობს კიდეც ბევრი მწერი, რომელსაც კანაბისის განადგურება შეუძლია:
- კალია;
- მუხლუხო;
- ლოკოკინა;
- ფქვილის მატლი;
- ლოქორა;
- ტრიპსი და სხვა.
22. როგორ განვსაზღვროთ კანაბისის სიმწიფე მოსავლის ასაღებად?
ხარვესტის მომენტი - კანაფის მოყვანის კულმინაცია. უკან მოვიტოვეთ ყველა შფოთვა და ზრუნვა. მცენარემ უკვე სრულად გახსნა თავისი პოტენციალი, ბზინავს მილიონი ტრიქომით, ხოლო მწვანე ფოთლები ცოტა შეშრა. რჩება ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: მზად არის თუ არა მცენარე მოსავლის ასაღებად?
კანაბისის მომწიფება დამოკიდებულია მის ჯიშზე. სხვაობა სხვადასხვა ჯიშების მომწიფების დროის შორის რამოდენიმე კვირას შეიძლება შეადგენდეს. მოსავლის აღებისათვის სწორი დროის შერჩევით გროვერი მიიღებს არომატულ და მაღალი აქტიურობის გირჩებს, ტგკ-ს მაღალი შემცველობითა და არაჩვეულებრივი გემოს მახასიათებლებით.
კანაბისის მზაობის ძირითად მაჩვენებლად ითვლება არა თესლების მწარმოებლის მიერ მითითებული დრო, არამედ ბუჩქის ფიზიოლოგიური თავისებურებები. იმისათვის რომ გროვერმა დაადგინოს ბუჩქის სიმწიფე, მან გამადიდებელი შუშით უნდა დაათვალიეროს ტრიქომები.
ცოტა გამუქებული კრისტალები, ქარვის ფერის გარეშე ცხადყოფს ფსიქოაქტიური ნივთიერების მაღალ კონცენტრაციას და მიანიშნებს გროვერს მოსავლის აღებისაკენ. „გამუქებული ქარვის ტრიქომების“ შედარებით გვიანი სტადია გვეუბნება, რომ ტგკ-მ დაიწყო ჟანგვა და გარდაიქმნება კბდ-დ. ასეთი მარიხუანისათვის დამახასიათებელია ღრმა სედატიური ეფექტი. მეორე ცხადი ფიზიოლოგიური ნიშანი გახლავთ მტვრიანა. V-ს მაგვარი მტვრიანები უნდა გამუქდეს და გახდეს მოყავისფრო.
გროვერებს შორის ყოველთვის იყვნენ და იქნებიან გურმანები. ზოგი უპირატესობას ცოტა გადამწიფებულ კანაბისს ანიჭებს, ზოგი კი მოსავალს იღებს ტრიქომების რძისფერი შეფერილობის მიღებისთანავე. ითვლება, რომ ასეთ პერიოდში აღებულ გირჩებს აქვს ამაღლებული „ჰაი“ ეფექტი, რომელსაც ეიფორია და მომატებული კომუნიკაბელურობა ახლავს.
გამოცდილებასთან ერთად მოდის შინაგანი წინათგრძნობა, რომელსაც ეყრდნობიან გროვერები მოსავლის აღების დროს. სანამ გამოცდილება არ გაქვთ, დამწყები მებაღეებისათვის რეკომენდირებულია მოსავლის აღება კლასიკური სქემით: როდესაც ტრიქომების 50-60% მიიღებს ქარვისფერს.
გამჭვირვალე და რძის ფერი ტრიქომები
23. როგორ უნდა ავიღოთ მოსავალი სწორედ?
მოსავლის აღებამდე გროვერმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა ქიმიური სასუქი და დანამატი გროვდებოდა ბუჩქის „ტანში“ და აუცილებლად იქონიებს გავლენას კანაფის გემოვნურ თვისებებზე. იმისათვის, რომ გავასუფთავოთ კანაბისი ზედმეტი მინარევებისაგან, რეკომენდირებულია შევწყვიტოთ მცენარის კვება მინიმუმ 10 დღით ადრე ხარვესტამდე. მთელი ამ დროის განმავლობაში ბუჩქი უნდა მორწყათ სუფთა, ან დისტილირებული წყლით. კანაფის კულტივაციისათვის ქოთნის გამოყენებისას მცენარე უნდა მოირწყას წყლით ისეთი გათვლით, რომ 1/9-1/10 სითხე გამოდიოდეს სადრენაჟო ხვრელებიდან. თუ კანაბისი კულტივირდება ჰიდროპონური სისტემით, ასევე სასურველია საკვები ხსნარი წყლით შეიცვალოს.
მოსავლის აღებამდე რამოდენიმე დღით ადრე მორწყვას ან წყვეტენ ან დაჰყავთ ის მინიმუმამდე. მოცემული ტექნიკა გამოიყენება იმისათვის, რომ მცენარეს გამოელიოს ტენიანობა. ეს დააჩქარებს გამოშრობის პროცესს და გაზრდის ფისის გამოყოფას.
ხარვესტისათვის მცენარის მომზადების ბოლო ეტაპს წარმოადგენს ბუჩქის სრული სიბნელის რეჟიმში გადაყვანა 1-3 დღით. სრულ სიბნელეში მცენარე განიცდის გარკვეულ სტრესს და დაიწყებს წებოვანი ფისის რეკორდული რაოდენობის გამოყოფას.
24. როგორ გავაშროთ კანაბისი?
გროვერების აზრი მოსავლის აღებასა და გაშრობაზე იყოფა.
ერთი ჯგუფს „კლასიკური“ გროვერები განეკუთვნებიან, რომლებიც დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან მოსავლის აღებას და მათი გაშრობის რეცეპტები 1-დან 3 თვეს ითვალისწინებს. როგორც წესი, კანაბისის მოსავლის კლასიკური აღებისას გროვერები იღებენ კანაბისს ფესვებიანად და აშრობენ მთლიანად ამოღებულ ბუჩქს. მათი აზრი გასაგებია, რადგან მცენარე მისი ფესვებიანად ამოღების მერეც აგრძელებს ზრდას.
საკვები ელემენტების არ არსებობის გამო, რომელსაც მცენარე იღებს გრუნტიდან, კანაბისი იწყებს ყველაზე სასარგებლოს გამოყენებას ფოთლებიდან, ფესვებიდან და ღერებიდან. ეს „სასარგებლო ნივთიერებები“ გაშრობის დროს გადადის ყვავილედებში. ამგვარად გროვერი აძლევს მცენარეს საშუალებას გაშრეს ბუნებრივი გზით.
ასე გამშრალი მცენარე ძალიან სასიამოვნო გემოს ფლობს, ხოლო ეფექტი არც კი შეედრება მოჭრილ და დაფქულ გირჩებს. მოცემული ტექნიკა რეკომენდირებულია კანაფისათვის, რომელიც ორგანულ დანამატებზეა გაზრდილი.
მეორე ჯგუფს განეკუთვნებიან გროვერები, რომლებიც მოსავალს იღებენ მცენარიდან მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ქოთანშია. როგორც წესი, გროვერები ან ჭრიან ბუჩქს და აცლიან გირჩებს, ან პირიქით. ზოგი გროვერი, ყველაფერთან ერთად, უფრო სწრაფი შრობისათვის აცალკევებს ბუჩქის ტოტებს. ასეთი მეთოდები კანაბისის კომერციული მიზნებისათვის მომყვანი გროვერებისთვისაა და არა დამწყებთათვის.
გაშრობის მეთოდის არჩევა გროვერის გადასაწყვეტია, მაგრამ პირველი მოსავლის გაშრობა რეკომენდირებულია მთლიან ბუჩქად.
ხარისხიანი გაშრობის ერთერთ მთავარ პირობას სიდინჯე წარმოადგენს. ყველა გირჩი თანდათანობით და თანაბრად უნდა იცლებოდეს ტენიანობისგან. თუ გარე ყვავილედები გაშრება მალე , გართულდება წყლის დაშრობა ყვავილედის გულიდან. შრობის ეტაპზე კანაბისმა უნდა დაკარგოს მასის 70-80% - წყლის ამ რაოდენობას შეიცავს ბუჩქი.
შენობა, რომელშიც იგეგმება კანაფის გაშრობა, კარგად უნდა ნიავდებოდეს. ან ჰაერის ცირკულაცია ვენტილატორისა თუ კონდიციონერის საშუალებით უნდა ხდებოდეს. პირველი მოთხოვნა შენობაში სრული სიბნელე და სიმშრალეა. ყველაზე კარგია გაშრობა ჰაერის 40-50% ტენიანობის პირობებში. მართალია ღამით ტენიანობა მოიმატებს, მაგრამ ეს აუცილებელია მცენარის ღერებში ყველა ბიოქიმიური პროცესის დასრულებისათვის. მზის შუქი ანგრევს ტგკ-ს, ამიტომ სრული სიბნელე აუცილებელია.
შენობაში ჰაერის ტემპერატურა +18-25 გრადუსი უნდა იყოს. უფრო მაღალი ტემპერატურის და დაბალი ტენიანობის დროს მცენარე გაშრება ძალიან მალე, ხოლო სიცივის და ზედმეტი ტენიანობის შემთხვევაში შესაძლებელია სოკოს გაჩენა.
კანაფის გასაშრობად კარგი არჩევანია გროუბოქსი, სარდაფი ან სხვენი.
25. რა არის „დაძველება“ და როგორ კეთდება იგი?
დაძველების ძირითადი მიზანი გახლავთ გირჩებიდან დარჩენილი წყლის დაშრობა და ყველა ბიოქიმიური პროცესის დასრულება. დაძველების დროს ხდება მზა პროდუქტის ნაწილობრივი ფერმენტაცია, რაც დადებითად აისახება საბოლოო გემოვნურ თვისებებზე.
დაძველებისათვის ყველაზე მოსახერხებელია ლიტრიანი, ნახევარ ლიტრიანი თავსახურიანი ქილები. ასეთი მოცულობები გირჩებს საშუალებას აძლევს გაშრეს და არ დაიფშვნას. დაძველების პროცესში აუცილებელია გარკვეული ტენიანობა და სუფთა ჰაერი (ჟანგბადი).
დაძველების ხანგრძლივობა 2 კვირიდან 2 თვემდე გრძელდება. პროცესი საგრძნობლად აუმჯობესებს მარიხუანას გემოსა და აქტივობას. ყველაფერი, რაც გროვერს მოეთხოვება - ტექნოლოგიის დაცვაა.
გირჩების მზაობის განსაზღვრა ძალიან მარტივია. საკმარისია მოღუნოთ ბუჩქის ყველაზე წვრილი ღერი. თუ ის მარტივად გადატყდა, პროდუქტი მზადაა.
გირჩებს აცალკევებენ ტოტებისაგან და ათავსებენ ჰერმეტულ შუშის მოცულობაში, ავსებენ ქილის დაახლოებით 2/3-ს. ქილას ათავსებენ ბნელ და ცივ ადგილას. ამ მიზნით მშვენიერია მაცივრის ბოსტნეულის განყოფილება.
შემდეგ ამოცანას გროვერისათვის წარმოადგენს, რაც შეიძლება დიდი დრო მისცეს კანაბისს დამოუკიდებლად გაშრობისათვის. დახურულ ქილაში გირჩებში დარჩენილი წყალი გადანაწილდება მთელ ყვავილედზე და მოსავლის ზედა ნაწილი ცოტა დაინესტება. მოცემულ პროცესს თან ახლავს ქილაზე კონდენსატის გაჩენა. ობის გაჩენის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ქილა დღეში 1-2-ჯერ გავხსნათ და ფრთხილად ავფერთხოთ გირჩები.
გირჩების დასაძველებლად ტენიანობა 55-65%-ს შეადგენს.
გირჩების მზაობა მისი წონით შეიძლება გავიგოთ. თუ სასწორი საწყისი მასის 25%-ს გვიჩვენებს, მაშინ პროდუქტი მზადაა.
26. როგორ სჯობს კანაბისის შენახვა?
სელექციური მარიხუანას გემოს შენარჩუნება თვისებების დაკარგვის გარეშე შესაძლებელია კარგად დახურულ მოცულობებში, ასევე ვაკუუმურ კონტეინერებსა და პაკეტებში. ვაკუუმური პაკეტის ერთ ერთი მინუსი ცელოფნის სუნის გადადებაა. კანაბისს ინახავენ სრულ სიბნელესა და სიგრილეში.
კარგი პირობების შემთხვევაში კანაბისი 7 წელი შეიძლება იდოს და არ დაკარგოს ფსიქოაქტიურობა და გემოვნური თვისებები. კანაბისის სატივას ჯიშები ხანგრძლივი შენახვის დროს შეიძლება გახდის ცოტა რბილი და შეიძინოს სუფთა „ჰაი“ ეფექტი. როგორც ძველი ღვინო, ასაკთან ერთად კანაბისიც ხდება უკეთესი და ყველა ნეგატიური რეაქცია - პარანოია, გახშირებული გულის ცემა და სხვა უარყოფითი მხარეები დადის მინიმუმამდე.
ინდიკას ჯიშების შენახვა პრაქტიკულად არ აისახება ყვავილედების ხარისხზე. ეფექტი შეიძლება უმნიშვნელოდ შემცირდეს.
მხოლოდ სწორად მომზადებული კანაბისის მოსავალი შეინახება დიდ ხანს და გაახარებს გროვერს თავის ეფექტით.