Auto Zkittlez OG feminised Ganja Seeds

  • აღწერილობა

    შესანიშნავი და იდეალურად დაბალანსებული, დასავლეთ სანაპიროდან წარმოშობილი „ამერიკელი“, რომელიც მოიცავს სელექციის „ახალი სკოლის“ ტრადიციებს, კულტივირების სიმარტივეს, ძლიერ პოტენციალს, დაუვიწყარ გემოს, საოცარ არომატს და წარმოუდგენელ მოსავლიანობას აუტომოყვავილე ფორმატში.

    Auto Zkittlez OG გენეტიკა და მახასიათებლები

    Auto Zkittlez OG - ფემინიზირებული აუტომოყვავილე ჰიბრიდი, რომელიც სელექციური კანაფის მოყვანის თქვენს გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს აქამდე წარმოუდგენელ დონეზე აიყვანს. ინდიკას და სატივას იდეალურად სტაბილიზირებული ბალანსი - სტრეინის „სავიზიტო ბარათია“, რაც გახლავთ ღირსეულად დამსახურებული მრავალი ჯილდოს მფლობელი Zkittlez და OG Kush-ის გენეტიკის რთული შეჯვარების შედეგი. აუტოყვავილობისა და მომწიფების ინტენსივობის თვისება წარმოდგენილია BF Super Auto #1-ის მიერ.

    საკმაოდ მკვრივი სტრუქტურის მქონე კომპაქტური მცენარე, გაშლილი ტოტებით, წარმოქმნის მოგრძო და საოცრად წებოვან, პირამიდის ფორმის გირჩებს, რომლების დაფარულია წებოვანი ტრიქომების „თოვლით“. ინდორში მცენარის სიმაღლე არ აღემატება 90-100 სანტიმეტრს, მაშინ, როდესაც ღია გრუნტში ბუჩქი 130 სანტიმეტრამდე იზრდება. ასეთი გაბარიტების წყალობით, სტრეინი იდეალური არჩევანი იქნება მცირე ზომის გროუბოქსების ან კარვების მქონე, ასევე ფარული და უსაფრთხო გროუვის მოყვარული მებაღეებისთვის. სრული სასიცოცხლო ციკლი, მცენარის აღმოცენებიდან მოსავლის აღებამდე 70-77 დღე გრძელდება. მოსავლის რაოდენობა დაახლოებით 600 გრამია კვადრატული მეტრიდან, ხოლო აუთდორში - 350-400 გრამი ბუჩქიდან.

    Auto Zkittlez OG გემო და არომატი

    დატკბით Auto Zkittlez OG-ის ორგანოლეპტიკური პალიტრის კაშკაშა თაიგულით! მასში აღმოაჩენთ ხილის კარამელის, მწიფე კენკრის, ტროპიკული ხილის, ლიმონის და გრეიპფრუტის, საკმაზების, წიწვის და აცეტონის მსუბუქ ტონებს, ასევე იგრძნობა დაძველებული ჰაშიშის გაჯერებული კუშის, სველი მიწის ელფერი. წარმოდგენილ სტრეინს, მისთვის დამახასიათებელი გემოს და არომატის დაუვიწყარი მიქსით, ნამდვილად შეუძლია გააღვიძოს და გააოცოს გემოვნური რეცეპტორები.

    Auto Zkittlez OG- რეკრეაციული და სამედიცინო მოხმარება

    თი-ეიჩ-სის შემადგენლობით, რომელიც 20%-ს აღწევს, Auto Zkittlez OG ახასიათებს ცერებრალური სტიმულაცია, სიმხნევე, ენერგიის მოზღვავება და აღფრთოვანება. გენეტიკის სატივას ნაწილის გააქტიურების შემდეგ, „ჰაი“ ტრანსფორმირდება ღრმა და დაბალანსებულ სთოუნად.

    ტერპენების ფართო პროფილისა და საბაზისო ფიტოკანაბინოიდების დაბალანსებული მოქმედება ხელს უწყობს სტრესისა და დეპრესიის აღმოფხვრას, ეფექტურია დაღლილობის, ტონუსის დაქვეითების, შფოთვის, პოსტ ტრავმული სტრესის, მაღალი წნევის, კუნთების სპაზმების, უძილობის და უმადობის დროს.

    Auto Zkittlez OG მოყვანა

    მიუხედევად იმისა, გამოცდილი გროუვერი ხართ თუ დამწყები, ირჩევთ ინდორის კონტროლს თუ აუთდორის ბუნებრივ პირობებს, უნივერსალური, მდგრადი Auto Zkittlez OG - ეს არის ჯიში, რომელიც უხვად დაგაჯილდოებთ გაწეული შრომისა და ძალისხმევისთვის.

    აუთდორში მოყვანისას, შეარჩიეთ მზიანი, ამავდროულად უცხო თვალისგან დაფარული ნაკვეთი (გარშემო არსებული მცენარეები ბუჩქს ქარისგანაც დაიცავს). გააღვივეთ კაკალი ტენიანი მეთოდით სახლის პირობებში. მას შემდეგ, რაც ჩითილი მოძლიერდება, გადარგეთ იგი, ჰაეროვან, საკვები გრუნტით გამდიდრებულ გრუნტში, სადრენაჟო კომპონენტების (პერლიტი, ვერმიკულიტი, ცეოლიტი) და მიკორიზას დამატებით. ყურადღება მიაქციეთ მცენარის პროფილაქტიკურ დამუშავებას ნატურალური ინსეკტიციდების და ფუნგიციდების (ნიმას ზეთი, ბაღის საპონი, კიზელგური) გამოყენებით.

    ინდორში უზრუნველჰყავით მუდმივი მიკროკლიმატი განვითარების ყველა სტადიისთვის, არ დაივიწყოთ განიავება და ჰაერის მიმოცვლა. საჭიროა სრული სპექტრის შუქდიოდური ნათურებით განათება 20/4 რეჟიმში მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. მუდმივად აკონტროლეთ „კომპოტის“ და დრენაჟის pH და ppm მაჩვენებლები. აწარმოეთ გროუვის დღიური და შეადგინეთ მორწყვის გრაფიკი, „კვების“ და აუცილებელი შრობის დღეებთან შესაბამისობაში. ქოთნის მოცულობა (სმარტპოტი ან აეროპოტი) – 10-12 ლიტრი.

    Auto Zkittlez OG რეკომენდაციები

    ყურადღება, თქვენს წინაშეა აუტომოყვავილე სტრეინი! აუტომოყვავილეები მიდრეკილნი არიან სტრესების უარყოფითი ზემოქმედებისაკენ, საკმაოდ მწვავედ რეაგირებენ ზედმეტ მორწყვაზე, სასუქის გადაჭარბებულ დოზებზე, უხეშ და არააკურატულ მოპყრობაზე. შედეგად, მცირდება ზრდის ტემპი, იზრდება ვეგეტაციური მასის და ყვავილედების ფორმირებისათვის საჭირო დრო.იყავით ფრთხილი და მზრუნველი, ვარჯიშის დროს უპირატესობა მიანიჭეთ LST-ს, მსხვილი ფოთლების დეფოლაციას და ვეგეტაციის სტადიაზე ScrOG-ს.

  • მახასიათებლები
    მწარმოებელი:GanjaSeeds
    ჰიბრიდი:დიახ
    სიმაღლე Outdoor:საშუალო - 150 სმ-მდე
    სიმაღლე Indoor:დაბალი - 100 სმ-მდე
    მოსავლიანობა Outdoor:მაღალი - 500 გრ-მდე ბუჩქიდან
    მოსავლიანობა Indoor:მაღალი - 400-დან 600 გრ-მდე 1 მ22, ან 200 გრ. ბუჩქიდან
    THC:მაღალი 16 - 19%
    CBD:დაბალი - 0,5%-მდე
    ყვავილობა:ავტო ყვავის
    ყვავილობის პერიოდი:9 - 11 კვირა
    სქესი:მდედრი
    გენოტიპი:Indica = Sativa / Ruderalis
    გენეტიკა:Kush
    მოსავლის გასუფთავება:გამომდინარე დარგვის დროიდან
    გაშენების:Greenhouse, Outdoor, Indoor
    გემო:ხილის
    ეფექტი:ეიფორია ქვაში
    სამედიცინო:არა
    დამწყებთათვის:დიახ
    თასის გამარჯვებული:არა
  • Auto Zkittlez OG feminised Ganja Seeds გამოხმაურება
    ჯერ-ჯერობით კომენტარი არ არის. თქვენ იქნებით პირველი!!
      Оставьте отзыв об этом товаре первым!
      ყიდვა Auto Zkittlez OG feminised Ganja Seeds
      ​შესანიშნავი და იდეალურად დაბალანსებული, დასავლეთ სანაპიროდან წარმოშობილი „ამერიკელი“, რომელიც მოიცავს სელექციის „ახალი სკოლის“ ტრადიციებს, კულტივირების სიმარტივეს.
       მარაგშია 
      24.70
      კონტაქტი
      Location
      თბილისია.წერეთლის. მხოლოდ ონლაინ -შესყიდვები
      Time
      ორშ-პარ 10:00 – 21:00
      კალათა
      საიტი GanjaSeeds იცავს არსებული კანონმდებლობის ყველა ნორმას და არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ 21+ ასაკისთვის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ასევე არის მხოლოდ ზოგადი აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ერუდიციის გაფართოვების მიზნებს. GanjaSeeds არ იღებს პასუხისმგებლობას გაყიდული პროდუქციის შემდგომი გამოყენებისთვის.