Auto Watermelon Zkittlez feminised Ganja Seeds

  • აღწერილობა

    მოცემული ჯიში თი-ეიჩ-სის მაღალი შემცველობის მქონე, ხილის ტკბილი ჯიშების მოყვარულებს დააინტერესებთ. Auto Watermelon Zkittlez - სიახლეა, რომელიც თავის განსაკუთრებული მახასიათებლების გამო ნამდვილ ბესტსელერად იქცა. დაინტერესდით? მაშინ განვაგრძობთ მის დახასიათებას.

    გენეტიკა

    Watermelon და Zkittlez შეჯვარების შედეგად მიღებული ჯიში - ნამდვილი კოსმოპოლიტია კანაფის სამყაროში! მის გენეტიკურ კოქტეილში იმდენი კომპონენტია შერეული, რომ ნამდვილად გაოცებას იწვევს თუ როგორ შეძლეს ამდენად მრავალფეროვანი თვისებების მქონე კომპონენტებმა მსგავსი ჰარმონიული შთამომავლობის შექმნა. ავღანური, აღმოსავლეთ აფრიკული და ტაილანდური ლენდრეისები ჰარმონიულად ერევა კუშის და სკანკის ხაზებს, ხოლო ფინალურ აუტომოყვავილე წერტილს სვამს სტაბილური BF Super Auto #1. მუქი მწვანე, იისფერი კოპლებით ყვავილედები ქმნის დიდი რაოდენობით წებოვან ფისს, რომელიც გააოცებს ჰაშიშის, ექსტრაქტების და საკონდიტრო ნაწარმის მოყვარულებს.

    მოყვანა

    Auto Watermelon Zkittlez გამოირჩევა სტაბილურობით და უპრეტენზიობით. ჯიშის მოყვანა გამოუცდელ გროუვერსაც კი გაუადვილდება. თუ ჯიში ინდორში მოგყავთ, დარწმუნდით, რომ საკმარისი ადგილი გაქვთ 140 სანტიმეტრიანი ბუჩქის ზრდისთვის. თუ შეზღუდულები ხართ სივრცეში, გამოსავალი LST ან SCRoG ვარჯიში იქნება, რაც ასევე გაზრდის მოსავლის რაოდენობას. განათების ოპტიმალური რეჟიმი 18/6 ან 20/4-ზეა მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. აუტომოყვავილე ცუდად იტანს გადარგვას. გააღვივეთ თესლები ტორფის აბებში ან მინ.ბამბის კუბებში, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ნერგის გადატანას საბოლოო ქოთანში.

    აუთდორში სტრეინი უპირატესობას თბილ, მზიან კლიმატს და მიკორიზით გამდიდრებულ, კარგად დრენირებად ნიადაგს ანიჭებს. მშრალ ამინდებში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ დროულ მორწყვას. მოერიდეთ ზედმეტ მორწყვას და სასუქის გადაჭარბებული რაოდენობით დამატებას. გახსოვდეთ, რომ საკვები ელემენტების და წყლის დამატება ყოველთვის არის შესაძლებელი, სიჭარბე კი იწვევს სტრესს, ანელებს ზრდას, ზოგჯერ მცენარის სიკვდილსაც კი იწვევს.

    გემო და არომატი

    ჯიშს აქვს შესანიშნავი ხილის პალიტრა, რომელშიც იგრძნობა კუშის გენეტიკა, რაც ყვავილედებს მსუბუქ მიწის და ციტრუსების არომატს სძენს. ზოგადი კომპოზიცია ჟღერს საზამთროს, ნესვის და ყურძნის აკორდებით.

    რეკრეაციული და სამედიცინო მოხმარება

    მსუბუქი ინდიკა დომინანტობით, Auto Watermelon Zkittlez მოხმარების შედეგად ჩაეფლობით ღრმა ნეტარების მდგომარეობაში, სხეული დუნდება, ეს ყოველივე იგრძნობა ეიფორიის ძლიერი ტალღის შემდეგ, რომელიც მოხმარების პირველივე წუთიდან იგრძნობა.

    შესაძლებელია მსუბუქი გონების არევა, ამასთანავე სატივას „ჰაი“-ს ინტენსივობა იღებს სტარტს, რის შემდეგაც ადგილი ეთმობა სრულ ნეტარებას, იმატებს კონცენტრაციის უნარი. მოხმარების საუკეთესო დრო საღამოა, რადგან ტრიპის ბოლოს აღინიშნება ძილიანობა. გარდა ძილის მოწესრიგებისა, ჯიშს აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისება, ეფექტურია ფსიქოემოციური აშლილობის, ქრონიკული სტრესის დროს.

    ყურადღება! ჯიშს აქვს თი-ეიჩ-სისს მაღალი შემადგენლობა (26%). დამწყები და გამოუცდელ მომხმარებლებს ვურჩევთ დიდი სიფრთხილე გამოიჩინოთ დოზირების დროს.

    სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობა და რეკომენდაციები

    Auto Watermelon Zkittlez სასიცოცხლო ციკლი 9-10 კვირის განმავლობაში გრძელდება. გრილ კლიმატში პროცესი 7-10 დღით მეტ დროს საჭიროებს, თუმცა შედეგის მიღებისას ძალიან კმაყოფილი დარჩებით. ინდორში მოსავალი 500-550 გრამია კვადრატული მეტრიდან, აუთდორში 350 გრამი ბუჩქიდან. აუცილებელია სწორად გააშროთ და დააძველოთ მოსავალი. ამისათვის, დაკიდეთ ტოტები გირჩებით ქვევით, ან მოათავსეთ საშრობ ბადეზე ბნელ ადგილას, სადაც ტენიანობა 45-55%, ხოლო ტემპერატურა 18-24°C იქნება. 1-2 კვირაში მოსავალი მოათავსეთ ჰერმეტულ შუშის ქილაში 14 დღით. ამ დროის განმავლობაში ყოველდღიურად გაანიავეთ ქილები სინესტის აღმოსაფხვრელად. გირჩები უნდა იყოს მკვრივი და არა მყიფე.

  • მახასიათებლები
    მწარმოებელი:GanjaSeeds
    ჰიბრიდი:დიახ
    სიმაღლე Outdoor:მაღალი - 200 სმ-მდე
    სიმაღლე Indoor:მაღალი - 150 სმ-მდე
    მოსავლიანობა Outdoor:მაღალი - 500 გრ-მდე ბუჩქიდან
    მოსავლიანობა Indoor:მაღალი - 400-დან 600 გრ-მდე 1 მ22, ან 200 გრ. ბუჩქიდან
    THC:ექსტრემალური 25+%
    CBD:დაბალი - 0,5%-მდე
    ყვავილობა:ავტო ყვავის
    ყვავილობის პერიოდი:7 - 9 კვირა
    სქესი:მდედრი
    გენოტიპი:Sativa / Indica / Ruderalis
    გენეტიკა:Kush
    მოსავლის გასუფთავება:გამომდინარე დარგვის დროიდან
    გაშენების:Greenhouse, Outdoor, Indoor
    გემო:ხილის
    ეფექტი:ეიფორია რელაქსაციაში
    სამედიცინო:არა
    დამწყებთათვის:დიახ
    თასის გამარჯვებული:არა
  • Auto Watermelon Zkittlez feminised Ganja Seeds გამოხმაურება
      • 28 ივნისი 2024 18:33
      super

      ძალიან გმაყოფილი ვარ ამ ჯიშით 💚

    Read all 1 review on Auto Watermelon Zkittlez feminised Ganja Seeds
    ყიდვა Auto Watermelon Zkittlez feminised Ganja Seeds
    ​მოცემული ჯიში თი-ეიჩ-სის მაღალი შემცველობის მქონე, ხილის ტკბილი ჯიშების მოყვარულებს დააინტერესებთ. Auto Watermelon Zkittlez - სიახლეა, რომელიც თავის განსაკუთრებული მახასიათებლების გამო ნამდვილ ბესტსელერად იქცა.
     მარაგშია 
    30.30
    კონტაქტი
    Location
    თბილისია.წერეთლის. მხოლოდ ონლაინ -შესყიდვები
    Time
    ორშ-პარ 09:00 – 21:00
    კალათა
    საიტი GanjaSeeds იცავს არსებული კანონმდებლობის ყველა ნორმას და არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ 21+ ასაკისთვის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ასევე არის მხოლოდ ზოგადი აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ერუდიციის გაფართოვების მიზნებს. GanjaSeeds არ იღებს პასუხისმგებლობას გაყიდული პროდუქციის შემდგომი გამოყენებისთვის.