
Auto Sweet Skunk
დახასიათება
მწარმოებელი | Ganja Seeds |
THC: | 18 - 22% |
СBD: | საშუალო |
სქესი: | მდედრი |
გაშენების: | Greenhouse, Outdoor, Indoor |
გენოტიპი: | (Hybrid) Indica / Sativa |
გენეტიკა: | Critical Domina x auto Skunk Critical |
ყვავილობა: | ავტო ყვავის |
სამედიცინო: | დიახ |
მოსავლიანობა: | 40-150 გ ძირიდან |
დამწყებთათვის: | დიახ |
მცენარის სიმაღლე: | 80-130 სმ |
სასიცოცხლო ციკლი: | 3 თვე |
თასის გამარჯვებული: | არა |
ეფექტი: | stone |
გემო: | ხილის |
Sweet Skunk კანაფის ავტომოყვავილე ფემინიზირებული თესლები გაახარებს მებაღეს ამინდის კაპრიზების მიმართ მდგრადი და დამწყებთათვის შეცდომების მიმტევებელი (ზედმეტი ან ნაკლები მორწყვა) ფუმფულა ღვივებით. მცენარე წარმოქმნის გიგანტურ ცენტრალურ და ყვავილედებით სავსე რამოდენიმე გვერდით ტოტს. ფოთლები ფართოა და აქვს მუქი მწვანე შეფერილობა. ყვავილობის ბოლოს ფოთლები უხვად იფარება ტრიქომებით. ხარვესტზე მოჭრილი ფოთლების გამოყენება შეიძლება ჰაშიშის დასამზადებლად, ხოლო ყველაზე პატარა ფოთლები მშვენიერია ჯოინთით მოსაწევად.
მოკლე სასიცოცხლო ციკლი (7კვირა) გროვერს სეზონზე დაახლოებით 4 მოსავლის აღების საშუალებას აძლევს. ბუჩქების კომპაქტური ზომები (60-80სმ.) გაახარებს „დამალული გროვის“ მოყვარულებს.
Sweet Skunk კანაფის წარმომავლობა
auto Sweet Skunk feminized კანაფის თესლები მიღებული იყო ბრიდერების მიერ შესანიშნავი Critical Domina ჯიშის არანაკლებ ცნობილ ავტომოყვავილე Skunk Critical-თან შეჯვარებით. უკუშეჯვარების და რამოდენიმე თაობაზე სტაბილიზაციის პროცედურების ჩატარების შედეგად სელექციონერებისათვის შესაძლებელი გახდა მისი ხარისხის იდეალურამდე დაყვანა. ტგკ-ს დონე 20%-ს შეადგენს.
Sweet Skunk კანაფის მოყვანის თავისებურებანი
Auto Sweet Skunk feminised შესანიშნავად არის ადაპტირებული როგორც ღია გრუნტში, ასევე სახლის ორანჟერეაში მოყვანასთან. ზრდის სწორი ტექნიკის გამოყენებისას აღმოცენების ალბათობა 99%-ია. მცენარეს არ უყვარს ზედმეტი კვება, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ და სასუქის მინიმალური რაოდენობის დამატება მხოლოდ 40 დღის შემდეგ დაიწყოთ. თუ მოსაყვანად იყენებთ მდიდარ გრუნტს, სასუქის დამატება საჭირო არ არის.
რეკომენდირებული განათება: 150-400 ვატიანი დნატ ნათურა. შეიძლება ნაკლები ვოლტაჟის გამოყენებაც, დამწყებ მებაღეებს შეუძლიათ ჩაატარონ პირველი გროვი 100 ვატი ესლ-ით. მცენარე უპირატესობას 5 ლიტრი მოცულობის ქოთნებს ანიჭებს. SCROG ტექნიკის გამოყენებისას ინდორში მოსავალი 450 გრამს შეადგენს ერთი კვადრატული მეტრიდან, ან 60-100 გრამს თითოეული მცენარიდან.
Sweet Skunk კანაფის გემო და ეფექტი
სტრეინის გირჩები აფრქვევს ხილისა და ფიჭვის საოცარ სურნელს. რბილი ბოლი გჩუქნით ჰარმონიისა და სამყაროსთან ერთიანობის შეგრძნებას. ძლიერი მიმაჯაჭვებელი ეფექტი მოგცემთ საშუალებას გაუშვათ პრობლემები შორს და დატკბეთ საკუთარ თავთან განმარტოებით.
Sweet Skunk კანაფის სამედიცინო თვისებები
ინდიკას სიჭარბე საშუალებას იძლევა ექსტრაქტი გამოვიყენოთ უძილობის სამკურნალოდ, ასევე სტრესის მოხსნისა და კუნთების რელაქსაციისათვის.