Auto Skywalker OG feminised Ganja Seeds
- აღწერილობა
წარმოდგენილი აუტომოყვავილე ჰიბრიდი „მშობლებისგან“ მემკვიდრეობით მიღებული მახასიათებლების უნიკალური შეხამების გამო, სამართლიანად ითვლება კანა-სამყაროს ლეგენდად. მკვეთრად გამოხატული გემო, გაჯერებული არომატი, ძლიერი ფსიქოაქტიური პოტენციალი, მაღალი მოსავლიანობა და არაპრეტენზიულობა განაპირობებს Auto Skywalker OG-ის, როგორც ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნადი ჯიშის სტატუსს თითოეული გამოცდილი გროუვერის კოლექციაში.
Auto Skywalker OG გენეტიკა და მახასიათებლები
Auto Skywalker OG – ფემინიზირებული აუტომოყვავილე ინდიკა-დომინანტი ჰიბრიდია (75/25) თი-ეიჩ-სის მაღალი შემცველობით - 23%-მდე. ჰიბრიდის გენეტიკაში შედის ისეთი ლეგენდარული ჯიშები, როგორიც არის Skywalker OG და BF Super Auto #1, რომელთაც დააჯილდოვეს აუტომოყვავილე შთამომავალი ყველა იმ ღირებულებით, რომელთა შეთავაზებაც შეუძლია სელექციური კანაფის თანამედროვე ინდუსტრიას. კლასიკური ინდიკას სტრუქტურის მქონე ბუჩქები წარმოქმნიან უამრავ გვერდით განშტოებას, რომელთაც ამშვენებს მსხვილი, მწვანე ფერის, წებოვანი ყვავილედები.
მცენარე გამოირჩევა კომპაქტური ზომებით. ბუჩქების სიმაღლე არ აღემატება 120 სანტიმეტრს, რაც ჯიშს საუკეთესოს ხდის შეზღუდული სივრცის და ფარული გროუვის პირობებში ზრდისთვის. მოკრძალებული გაბარიტების მქონე Auto Skywalker OG ნამდვილად შეძლებს ნებისმიერი გროუვერის გაკვირვებას მოსავლის რაოდენობით. ინდორში მოსავალი 500 გრამს შეადგენს კვადრატული მეტრიდან, ხოლო ღია გრუნტში დარგვის შემდეგ, აღმოცენებიდან 9-11 კვირაში შესაძლებელია 200 გრამი მოსავლის მიღება ბუჩქიდან.
Auto Skywalker OG გემო და არომატი
Auto Skywalker OG-ის რთული ორგანოლეპტიკური კომპოზიცია მოიცავს ჰაშიშის პიკანტურ და კენკრის ელეგანტურ ნოტებს, ასევე იგრძნობა წიწვის, საწვავის და ციტრუსის გამაგრილებელი გემოები. ყვავილედების დაქუცმაცების და წვის შემდეგ გამოიყოფა ხილის ტონები, რომლებშიც იკვეთება მიწის და ჰაშიშის აკორდები. ბოლს აქვს დახვეწილი, ხავერდოვანი ტექსტურა, მიუხედავად გარკვეული სიმწარისა, ის არ იწვევს ყელის გაღიზიანებას გამოუცდელ და მოუმზადებელ მომხმარებლებშიც კი.
Auto Skywalker OG მოქმედების ეფექტი
მოქმედება გამოირჩევა ძლიერი ეიფორიული ეფექტით, რომელიც დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდება სხეულის მოდუნებასა და მენტალურ განტვირთვაში. ამასთანავე, გონება რჩება ნათელი, ფიქრები მიედინება ტალღოვნად, ხელს უწყობს ინტროსპექტურ აზროვნებას და მოგანიჭებთ ჭეშმარიტ სიამოვნებას.
თი-ეიჩ-სის მაღალი შემცველობის, ტერპენების ფართო პროფილის, მირცენის, ლიმონენის და კარიოფილენის შემადგენლობით, Auto Skywalker OG გააჩნია საკმაოდ კარგი თერაპიული პოტენციალი. პაციენტები მას გამოიყენებენ შაკიკის, ტკივილების, ნებისმიერი სახის ანთების, უძილობის და გაფანტული სკლეროზის დროს. სტრეინის ძლიერი სედატიური მოქმედება დეპრესიის სიმპტომების შემსუბუქების საშუალებას იძლევა, ასევე ეფექტურია ქრონიკული სტრესის, პოსტ ტრავმული სტრესისა და შფოთვის დროს.
Auto Skywalker OG მოყვანა
მთლიანობაში, Auto Skywalker OG არ გახლავთ მომთხოვნი ხასიათის მქონე ჯიში და მშვენივრად ირგებს სადებიუტო სტრეინის როლს. თუმცა, მისი აუტომოყვავილეებისთვის დამახასიათებელი სტრესის აუტანლობის თვისებამ, დამწყებ მებაღეებში შესაძლებელია წარმოქმნას მორწყვასა და სასუქის დამატებასთან დაკავშირებული სირთულეები, რამდენადაც, ჯიში ვერ იტანს ზედმეტ მორწყვასა და სასუქის გადაჭარბებულ დოზებს. უპირატესობა მიანიჭეთ ორგანულ მოყვანას და რეგულარულ (აუცილებლად ზომიერ) მორწყვას. ქოთნის რეკომენდირებული მოცულობა - 10-12 ლიტრია. ვარჯიშების შერჩევისას, სასურველია არჩევანი შეაჩეროთ LST-სა და დიდი ზომის ფოთლების ზომიერ დეფოლაციაზე. ინდორში აუცილებელია ნახშირის ფილტრის მქონე, ძლიერი სავენტილაციო სისტემის მონტაჟი.
როგორც აუტომოყვავილეებს ახასიათებთ, Auto Skywalker OG ყვავილობაზე, როგორც ინდორში, ასევე აუთდორში, დამოუკიდებლად გადადის. ძირითადად ეს ხდება ვეგეტაციის აქტიური ფაზის დაწყებიდან 2-4 კვირაში. ყვავილობის დაწყების პირველი ნიშნებისთანავე, გროუბოქსში ტემპერატურა უნდა შემცირდეს 2-3 გრადუსამდე. განათების ოპტიმალური რეჟიმი მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში - 20/4 და/ან 18/6/.
Auto Skywalker OG რეკომენდაციები
გამოცდილ გროუვერებს ჯიში SoG/ScrOG მეთოდით მოჰყავთ, ჰიდროპონური სისტემების გამოყენებით, pH და ppm (EC) მაჩვენებლების მკაცრი კონტროლით. მინერალური სასუქის გამოყენების შემთხვევაში (მოსავლის აღებამდე 7-10 დღით ადრე) აუცილებელია ფესვთა სისტემის გამორეცხვა, რათა საბოლოო პროდუქტის გემო და არომატი არ ხასიათდებოდეს „ქიმიური“ ნოტებით. წარმატებულ გროუვს გისურვებთ!
- მახასიათებლები
მწარმოებელი: GanjaSeeds სიმაღლე Outdoor: საშუალო - 150 სმ-მდე სიმაღლე Indoor: მაღალი - 150 სმ-მდე მოსავლიანობა Outdoor: მაღალი - 250 გრ-მდე ბუჩქიდან მოსავლიანობა Indoor: მაღალი - 400-დან 600 გრ-მდე 1 მ22, ან 200 გრ. ბუჩქიდან THC: ძალიან მაღალი - 20 - 24% CBD: დაბალი - 0,5%-მდე ყვავილობა: ავტო ყვავის ყვავილობის პერიოდი: 9 - 11 კვირა სქესი: მდედრი გენოტიპი: Indica / Sativa / Ruderalis გენეტიკა: Kush მოსავლის გასუფთავება: გამომდინარე დარგვის დროიდან გაშენების: Greenhouse, Outdoor, Indoor გემო: კენკრის ეფექტი: ეიფორია რელაქსაციაში სამედიცინო: არა დამწყებთათვის: დიახ თასის გამარჯვებული: არა - Auto Skywalker OG feminised Ganja Seeds გამოხმაურებაჯერ-ჯერობით კომენტარი არ არის. თქვენ იქნებით პირველი!!Оставьте отзыв об этом товаре первым!