Auto Gorilla Girl XL feminised Ganja Seeds

  • აღწერილობა

    Auto Gorilla Girl XL - სელექციური კანაფის უსასრულო სამყაროს ნამდვილი გიდია, იქ სადაც ინდიკა ჰარმონიულად ერწყმის სატივას, ხოლო საოცარი არომატი და გემო ერთვის მოყვანის სიმარტივეს. ამ ყოველივეს კი ეფექტის საოცარი პოტენციალი აგვირგვინებს! დაგვეთანხმეთ, იდეალური არჩევანია ნებისმიერი გროუვერისთვის.

    გენეტიკა და მახასიათებლები

    Auto Gorilla Girl XL - ფემინიზირებული აუტომოყვავილე სატივა-დომინანტი ჰიბრიდია თი-ეიჩ-სის მაღალი შემცველობით, რომლის მაჩვენებელი 25%-ს აღწევს. სტრეინი მიღებული იყო ლეგენდარული ფოტოპერიოდიული Gorilla Girl-ის და აუტომოყვავილე Sweet Gelato-ს შეჯვარების შედეგად, რის შედეგადაც ის თანამედროვე ამერიკული გენეტიკის ერთ-ერთ ყველაზე ღირსეულ წარმომადგენლად იქცა. მიუხედავად სატივას მცირე დომინანტობისა, ბუჩქები ახდენენ ტიპიური ინდიკას სტრუქტურის დემონსტრირებას, დიდი გვერდითი განშტოებებით და მკვრივი ვეგეტაციური მასის ფორმირებისკენ მიდრეკილებით. ზრდასრული მცენარის სიმაღლე შეადგენს 60-120 სანტიმეტრს. თითოეული ტოტი იხრება მხვილი ყვავილედების სიმძიმისგან, რომელთა ზედაპირი უხვად არის შემოსილი წებოვანი ტრიქომებით, ისინი განსაკუთრებული არომატით ხასიათდებიან. ბუჩქების მცირე ზომის მიუხედავად, Auto Gorilla Girl XL მოსავალი 550 გრამს აღწევს ინდორში კვადრატული მეტრიდან, ხოლო ღია სივრცეში კი, მოსავალი 200 გრამია ბუჩქიდან.

    გემო და არომატი

    Auto Gorilla Girl XL-ის ორგანოლეპტიკური თვისებები გამოირჩევა პალიტრის სიღრმითა და ელეგანტურობით. მშრალი და დაძველებული ყვავილედები აფრქვევენ ტკბილი ხილის, ხის და კვიპაროსის სურნელს, რომელსაც დაჰყვება პიტნის, ნამცხვრების, სველი მიწის ნოტები. ბოლის გამოსვლისას, თქვენი რეცეპტორები შეხვდებიან ციტრუსებისა და სანელებლების შლეიფს, რომელსაც ჰაშიშის მკვეთრად გამოხატული აკორდები ახლავს.

    რეკრეაციული და სამედიცინო მოხმარება

    სტრეინის ეფექტის ლოდინი დიდ ხანს არ მოგიწევთ. გამამხნევებელი ენერგიის ცუნამი დიდი ტალღით მოგხვდებათ, მატონიზირებელი ვაიბი სულად მოიცავს თქვენს გონებას. ეს მხოლოდ დასაწყისია! სატივას საწყისს მოჰყვება მოდუნება და სულიერი სიმშვიდე, რომელიც მედიტაციურ ტრანსს ესაზღვრება. სესიის ღირსეული ორგანიზების შემთხვევაში, რომელიც მსუბუქი სამხრის და სასმელის მომარაგებას გულისხმობს ახლო მანძილზე, სრულად შეიგრძნობთ Auto Gorilla Girl XL -ას ჯადოსნურობას, დატკბებით როგორც ინდიკას, ასევე სატივას საუკეთესო ეფექტებით.

    კანაბინიოდების და ტერპენების რთული პროფილი, მირცენის, ჰუმულენის და ტერპინოლენის უპირატესობით, განსაზღვრავს ჯიშის ძლიერ თერაპიულ პოტენციალს. დოზიერების დაცვის შემტხვევაში, Auto Gorilla Girl XL ეფექტურად უმკლავდება უძილობას, ტკივილებს და ანთებას, დეპრესიას, შფოთვას, ქრონიკულ სტრესს, რომელიც გამოწვეულია ფსიქოსომატური აშლილობებით.

    მოყვანა

    რთული გენეტიკის მიუხედავად, Auto Gorilla Girl XL ლოიალურია კლიმატური პირობებისადმი. კომპაქტური მცენარე წარმატებით მოთავსდება მცირე ზომის გროუბოქსში, მოითხოვს გარკვეული ზომების მიღებას ყვავილობის ეტაპზე ძლიერი არომატის აღმოსაფხვრელად. ინდორში ეს პრობლემა ნიველირდება ნახშირის ფილტრის მქონე ძლიერი სავენტილაციო სისტემის მონტაჟის საშუალებით, რაც ასევე ახდენს მიკროკლიმატის რეგულირების ოპტიმიზაციას და ამცირებს ობის წარმოქმნის საფრთხეს.

    როგორც ნებისმიერი აუტომოყვავილე, Auto Gorilla Girl XL მგრძნობიარეა სტრესების მიმართ. დარგეთ გაღვივებული თესლი 10-12 ლიტრი მოცულობის საბოლოო სმარტპოტში ან ტექსტილის გროუბეგში. აწარმოეთ გროუვის დღიური. მოახდინეთ მორწყვის და სასუქის დამატების გრაფიკის ფორმირება. მოსავლის მაქსიმიზაციისათვის გამოიყენეთ ლსტ, დაჭიმვა, ზომიერი დეფოლაცია, ასევე ვეგეტაციის გვიან სტადიაზე SoG/ScrOG ტექნიკა.

    მომწიფების ვადები და მოსავალი

    Auto Gorilla Girl XL ჰარვეტისთვის მზად იქნება თესლების გაღვივებიდან 9-10 კვირაში. მოსავლის აღების ძირითადი ორიენტირი იქნება ტრიქომების ფერის ყოველდღიური კონტროლი 1-2 კვირის განმავლობაში სასიცოცლო ციკლის სავარაუდო დასრულების ბოლოს. ტრიქომების ძირითადი ნაწილი რძისფერია, ხოლო მეოთხედი ქარვისფერი და გამჭვირვალე. ამ პერიოდში მოგროვებული ყვავილედები ფლობენ მეტ პოტენციალს, მოიცავენ მოქმედების როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ პოტენციალს.

  • მახასიათებლები
    მწარმოებელი:GanjaSeeds
    ჰიბრიდი:დიახ
    სიმაღლე Outdoor:საშუალო - 150 სმ-მდე
    სიმაღლე Indoor:დაბალი - 80 სმ-მდე
    მოსავლიანობა Outdoor:მაღალი - 250 გრ-მდე ბუჩქიდან
    მოსავლიანობა Indoor:მაღალი - 400-დან 600 გრ-მდე 1 მ22, ან 200 გრ. ბუჩქიდან
    THC:ექსტრემალური 25+%
    CBD:დაბალი - 0,5%-მდე
    ყვავილობა:ავტო ყვავის
    ყვავილობის პერიოდი:9 - 11 კვირა
    სქესი:მდედრი
    გენოტიპი:Sativa / Indica / Ruderalis
    გენეტიკა:Kush
    მოსავლის გასუფთავება:გამომდინარე დარგვის დროიდან
    გაშენების:Greenhouse, Outdoor, Indoor
    გემო:ხილის
    ეფექტი:ეიფორია რელაქსაციისკენ
    სამედიცინო:არა
    დამწყებთათვის:დიახ
    თასის გამარჯვებული:არა
  • Auto Gorilla Girl XL feminised Ganja Seeds გამოხმაურება
    ჯერ-ჯერობით კომენტარი არ არის. თქვენ იქნებით პირველი!!
      Оставьте отзыв об этом товаре первым!
      ყიდვა Auto Gorilla Girl XL feminised Ganja Seeds
      ამ ყოველივეს კი ეფექტის საოცარი პოტენციალი აგვირგვინებს! დაგვეთანხმეთ, იდეალური არჩევანია ნებისმიერი გროუვერისთვის.
       მარაგში არ არის 
      19.60
      28
      კონტაქტი
      Location
      თბილისია.წერეთლის. მხოლოდ ონლაინ -შესყიდვები
      Time
      ორშ-პარ 09:00 – 21:00
      კალათა
      საიტი GanjaSeeds იცავს არსებული კანონმდებლობის ყველა ნორმას და არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ 21+ ასაკისთვის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ასევე არის მხოლოდ ზოგადი აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ერუდიციის გაფართოვების მიზნებს. GanjaSeeds არ იღებს პასუხისმგებლობას გაყიდული პროდუქციის შემდგომი გამოყენებისთვის.