Auto Fat Banana feminised Ganja Seeds
- აღწერილობა
ანამედროვე სელექციის მიღწევა, Auto Fat Banana არაფრით ჩამოუვარდება ფოტოპერიოდულ ჯიშებს ძლიერი ეფექტითა და მწარმოებლურობით. წარმოდგენილი ჰიბრიდი ნამდვილი მონაპოვარია მათთვის, ვინც აფასებს კანაფის პოტენციალს და მისი მოყვანით მიღებულ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც დამწყები ასევე გამოცდილი გროუვერებისთვის.
გენეტიკა
Auto Fat Banana – ფემინიზირებული აუტომოყვავილე ინდიკა-დომინანტი (70/20/10) ჰიბრიდია თი-ეიჩ-სის მაღალი შემცველობით (22%-მდე). სტრეინის „მშობლები“ - ფოტოპერიოდული Fat Banana, რომლის გენეტიკაც შევსებული იყო აუტომოყვავილის ფუნქციონალით და Cookies Auto არომატების ნაირსახეობით. კომპაქტური ბუჩქები რომელთა სიმაღლე ინდორში 70-100 სანტიმერტრს აღწევს, ხოლო აუთდორში 90-120 სანტიმეტრია, ჰარმონულად მოთავსდება მცირე ზომის გროუბოქსში, ან აუთდორის მოკრძალებულ ლოკაციაში, არ მოითხოვს მნიშვნელოვან ინტენსიურ კორექციას, რაც მოსახერხებელი იქნება ამ სფეროში გამოუცდელი გროუვერებისათვის. მკვრივი, პირამიდის მსგავსი ყვავილედები, უხვად ფარავს ძლიერ ტოტებს, წარმოქმნის კოლოსალური რაოდენობის წებოვან ტრიქომებს, რომლებიც საუკეთესო ნედლეული იქნება ჰაშიშის და ექსტრაქტების წარმოებისთვის.
გემო და არომატი
ბანანისა და ტროპიკული ხილის მკვეთრად გამოხატული არომატი, საკმაზების, მიწის და მწიფე კენკრის ნოტებით, სრულად მოიცავს თქვენს რეცეპტორებს. დაქუცმაცებული ყვავილედები აფრქვევენ გაჯერებულ არომატს, რომელიც კიდევ უფრო მძაფდება ცეცხლთან შეხების დროს, ტრანსფორმირდება ტალღოვან ორგანოლეპტიკურ კომპოზიციაში. გარდა დომინანტი ხილის აკორდებისა, მასში იგრძნობა ნამცხვრების, პიტნის, მწვანილის და ტკბილი ციტრუსების ნოტები, ხოლო გემო ხასიათდება ბერგამოტის შლეიფით.
რეკრეაციული და სამედიცინო მოხმარება
Auto Fat Banana გამოირჩევა ინდიკას ძლიერი ეფექტით, ამიტომ გირჩევთ მასთან შეხვედრა გადადოთ საღამოს საათებში. დოზირების ნორმების დაცვის შემთხვევაში, სტრეინს აქვს სხეულის რბილად განტვირთვის უნიკალური საშუალება, რაც დროის სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარებათ როგორც განმარტოების, ასევე მეგობრების გარემოს შემთხვევაში. არ დაგავიწყდეთ სნექების და გამაგრილებელი სასმელების მომარაგება.
ტერპენების და კანაბინოიდების ფართო პროფილის, ასევე მათი ჰარმონიული ურთიერთქმედების წყალობით, Auto Fat Banana-ს აქვს შთამბეჭდავი თერაპიული პოტენციალი. სტრეინი მარტივად უმკლავდება დეპრესიას, სტრესს, უძილობას, ტკივილებს, ნებისმიერი სახის ანთებით პროცესებს, კუნთების სპაზმებსა და სახსრების ტკივილებს. სტრეინს შეუძლია უმადობასთან გამკლავებაც, ასევე საუკეთესო საშუალებაა დამატებითი თერაპიის სახით იმ პაციენტებში, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიის კურსს.
მოყვანა
სტრეინი ადვილად ადაპტირდება გარემოს ნებისმიერი პირობებისადმი, სრულად ხსნის პოტენციალს გროუვის საბაზისო წესების დაცვის შემთხვევაში. თუმცა, როგორც ნებისმიერი ინდიკა დომინანტი ჰიბრიდი, Auto Fat Bananaუპირატესობას ანიჭებს ზომიერად ტენიან და მზიან კლიმატს, რომელშიც ობის გაჩენის რისკი მინიმუმამდე არის დაყვანილი. აკურატულად და დროულად მოაშორეთ მსხვილი ფოთლები, ჰაერის ცირკულაციის გაუმჯობესების მიზნით. პროფილაქტიკის მიზნით გირჩევთ რეგულარულად დაამუშავოთ მცენარე დაცვის ორგანული საშუალებებით. ყვავილობის წინა სტადია ხასიათდება ძლიერი არომატით, რომელიც კიდევ უფრო მძაფრდება გირჩების მომწიფების დროს. სწორედ ამიტომ აუცილებელია ხარისხიანი ნახშირის ფილტრის მონტაჟი ინდორის პირობებში.
აუთდროში დარგვის შემთხვევაში, შეარჩიეთ მოშორებული ნაკვეთი, რომელიც მოშორებული იქნება ცნობისმოყვარე თვალისგან. რეპელენტების სახით, ასევე თქვენი მცენარის არომატის შესანიღბად, დარგეთ მცენარის გარშემო სურნელოვანი მცენარეები.
ინდორში უზრუნველჰყავით სათანადო ჰაერის ცირკულაცია, ოსიცილირებული ვენტილატორების საშუალებით. განათების ოპტიმალური რეჟიმი სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში - 20/4.
მომწიფების ვადები და მოსავალი
Auto Fat Banana – არა მხოლოდ ყველა პარამეტრებით გამოჩენილი სტრეინია, არამედ უხვი მოსავლის მიწოდების „სწრაფად მიწოდების სერვისია“. ინდორში მოსავალი თესლების გაღვივების მომენტიდან, სრულ სასიცოცხლო ციკლს ასრულებს 9-10 კვირაში, მოსავალი 75-450 გრამია კვადრატული მეტრიდან. მზიანი აუთის პირობებში 90-175 გრამი ბუჩქიდან.
- მახასიათებლები
მწარმოებელი: GanjaSeeds ჰიბრიდი: დიახ სიმაღლე Outdoor: საშუალო - 150 სმ-მდე სიმაღლე Indoor: დაბალი - 100 სმ-მდე მოსავლიანობა Outdoor: საშუალო - 250 გრ-მდე ბუჩქიდან მოსავლიანობა Indoor: საშუალო - 300 -დან 450 გრ-მდე 1 მ2-ზე , ან 200 გრ ბუჩქიდან THC: ძალიან მაღალი - 20 - 24% CBD: დაბალი - 0,5%-მდე ყვავილობა: ავტო ყვავის ყვავილობის პერიოდი: 9 - 11 კვირა სქესი: მდედრი გენოტიპი: Indica / Sativa / Ruderalis გენეტიკა: Kush მოსავლის გასუფთავება: გამომდინარე დარგვის დროიდან გაშენების: Greenhouse, Outdoor, Indoor გემო: ტროპიკული ეფექტი: relaks სამედიცინო: არა დამწყებთათვის: დიახ თასის გამარჯვებული: არა - Auto Fat Banana feminised Ganja Seeds გამოხმაურებაRead all 1 review on Auto Fat Banana feminised Ganja Seeds
სუპერ გემო
სუპერ ეფექტი.