Auto Critical Jack feminised Ganja Seeds

New!
  • აღწერილობა

    Auto Critical Jack feminised - კიდევ ერთი სრულყოფილი ჰიბრიდია ლეგენდარული Critical + 2.0 გენეტიკით. სტრეინის გენოტიპში დომინირებს ინდიკა, რაც ვლინდება ფართო ფოთლების ფორმასა და მკვრივ ყვავილედებში. კომპაქტური ზომები არ უშლის ხელს მძიმე ყვავილედების ფორმირებაში. ბუჩქის სიმაღლე ინდორში 70 სანტიმეტრს არ აღემატება, ამიტომ ზრდის კონტროლის ტექნიკის გამოყენებისას მათი მოყვანა სტელს-ბოქსებშიც შესაძლებელია.ღია გრუნტში სიმაღლემ შეიძლება 110 სანტიმეტრს მიაღწიოს.

    ჰიბრიდის სასიცოცხლო ციკლი დარგვიდან მოსავლის აღებამდე 9 კვირას შეადგენს. გამოცდილი გროვერები გვირჩევენ მცენარე კიდევ 1 კვირა გავაჩეროთ. მოსავლის აღებამდე 10 დღით ადრე აუცილებელია შეწყვიტოთ სასუქის დამატება, რადგან არ ვავნოთ მის არომატულ თვისებებს.

    Critical Jack წარმომავლობა

    ფემინიზირებული თესლები მიღებულია Critical + 2.0, Haze 2.0 და Critical Jack ჯიშების შეჯვარების შედეგად. სტაბილიზაციის რამოდენიმე ციკლმა, საუკეთესო ფენოტიპების შერჩევამ და მათმა შეჯვარებამ მოგვცა საშუალება მიგვეღო მორჩილი, უპრეტენზიო, მაღალი იმუნიტეტის მქონე, მაღალ მოსავლიანი და ძლიერი ეფექტის მქონე შტამი.

    Critical Jack კანაფის მოყვანის თავისებურებანი

    წარმოდგენილი კანაფის თესლები იდეალურად არის ადაპტირებული სათბურის, გროუბოქსის და ღია გრუნტში მოსაყვანად. გაღვივებული თესლის ღია გრუნტში გადარგვა სასურველია სტაბილური, თბილის ამინდების დადგომის შემდეგ. მცენარე მგრძნობიარეა ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ. კარგად ებრძვის მავნებლებს, ობის და ლპობის ეპიდემიებს. არ არის სახიფათო არც ხანგრძლივი წვიმები.

    ინდორში მოყვანისას აუცილებელია უზრუნველყოთ გროურუმის რეგულარული განიავება. მისი არომატის დაფარვა შესაძლებელია მხოლოდ ნახშირის ფილტრის მქონე ხარისხიანი ვენტილაციით.

    კაკლების გადარგვა სასურველია თავიდანვე დიდ ქოთნებში (10ლიტრი მოცულობის). სათესი მასალის წინასწარ დალბობა აუცილებელი პროცესია, რომელიც აღმოცენების 99% გარანტიას იძლევა. განათების ოპტიმალური რეჟიმია 20/4. გამოგადგებათ დიოდური, ესლ და ლედ 250 ვატიანი ნათურები. ერთი კვადრატული მეტრიდან მოსავალი 600 გრამს შეადგენს.

    შესაფერისი ტექნიკებია:

    • LST;
    • SCROG;
    • ზომიერი, ეტაპობრივი დეფოლაცია.

    Critical Jack კანაფის არომატი და ეფექტი

    ყვავილობის აქტიური ფაზის დროს მცენარე აფრქვევს მიწის და ციტრუსების არომატს. ფერმენტაციის ან გაშრობის დროს სუნი მოგაგონებთ ნაძვის ფისს. ბოლი ტოვებს მომჟავო გემოს. ეფექტს ახლავს სხეულის მოდუნება, ეიფორია, რომელსაც სასიამოვნო აზროვნება და სიხარული ახლავს.

    Critical Jack კანაფის გამოყენება მედიცინაში

    შტამის სამკურნალო პოტენციალი გამოვლენილი არ არის. ტგკ- საშუალო და კბდ- დაბალი მაჩვენებელი დაგეხმარებათ სტრესის შედეგებისგან განთავისუფლებაში, ასევე ამცირებს პანიკურ შეტევებს, მოგიმატებთ მადას და დაგეხმარებათ უძილობის დროს.

  • მახასიათებლები
    მწარმოებელი:GanjaSeeds
    ჰიბრიდი:დიახ
    სიმაღლე Outdoor:საშუალო - 150 სმ-მდე
    სიმაღლე Indoor:დაბალი - 80 სმ-მდე
    მოსავლიანობა Outdoor:მაღალი - 250 გრ-მდე ბუჩქიდან
    მოსავლიანობა Indoor:მაღალი - 400-დან 600 გრ-მდე 1 მ22, ან 200 გრ. ბუჩქიდან
    THC:მაღალი 16 - 19%
    CBD:დაბალი - 0,5%-მდე
    ყვავილობა:ავტო ყვავის
    ყვავილობის პერიოდი:7 - 9 კვირა
    სქესი:მდედრი
    გენოტიპი:Sativa / Indica / Ruderalis
    გენეტიკა:Haze
    მოსავლის გასუფთავება:გამომდინარე დარგვის დროიდან
    გაშენების:Greenhouse, Outdoor, Indoor
    გემო:მიწის
    ეფექტი:დასვენება მსუბუქ ეიფორიაში
    სამედიცინო:არა
    დამწყებთათვის:დიახ
    თასის გამარჯვებული:არა
    GTIN:8906947481774
    SKU:GE6920SKU
  • Auto Critical Jack feminised Ganja Seeds გამოხმაურება
    3
    0
    0
    0
    0
    Average customer rating
    5.00-დან 5 ვარსკვლავი
      • 17 აპრილი 2021 15:59
      გამოხმაურება Auto Critical Jack

      აღვფრთოვანდი ამ სიყვარულ გოგოზე :დ მე და ჩემი შეყვარებული ამ ჯიშის ფანები ვართ.. არომატი და გემო აქვს სასწაული :P
      ვაპირებთ ფოტოპერიოდულების გამოწერასაც თქვენგან და ბონუსად ამ ჯიშის კაკალს თუ მოაყოლებთ მაგრად გაასწორებს

      • 01 თებერვალი 2021 20:40
      გამოხმაურება Auto Critical Jack

      ისეთი ჯიშები გიდევთ ყველას ერთად შეძენა და სათითაოდ გაზრდა მინდება ექსპერიმენტალურად :)) მარა სადაა მაგის ფუფუნება )))
      მარა დღემდე თქვენი ოჯი კუშის ფანი ვარ რაც მე მაგან მასიამოვნა არ ვიცი... წარმატებები განჯელებო!

    • G
      • 26 იანვარი 2021 19:15
      გამოხმაურება Auto Critical Jack

      KARGIA ROM DAAMATET ES JISHI.... VEDZEBDI DIDI XANIA....

    Read all 3 reviews on Auto Critical Jack feminised Ganja Seeds
    ყიდვა Auto Critical Jack feminised Ganja Seeds
    სტრეინის გენოტიპში დომინირებს ინდიკა, რაც ვლინდება ფართო ფოთლების ფორმასა და მკვრივ ყვავილედებში. კომპაქტური ზომები არ უშლის ხელს მძიმე ყვავილედების ფორმირებაში.
     მარაგშია 
    19
    კონტაქტი
    Location
    თბილისია.წერეთლის. მხოლოდ ონლაინ -შესყიდვები
    Time
    ორშ-პარ 09:00 – 21:00
    კალათა
    საიტი GanjaSeeds იცავს არსებული კანონმდებლობის ყველა ნორმას და არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ 21+ ასაკისთვის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ასევე არის მხოლოდ ზოგადი აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ერუდიციის გაფართოვების მიზნებს. GanjaSeeds არ იღებს პასუხისმგებლობას გაყიდული პროდუქციის შემდგომი გამოყენებისთვის.