ხელშეკრულება
1. ძირითადი დებულებები
ზემოაღნიშნული დებულებები შემუშავებულია ორ სუბიექტს შორის ურთიერთობების დასარეგულირებლად. ესენია, ერთის მხრივ მყიდველი – კლიენტი, და მეორეს მხრივ გამყიდველი – ჩვენი ინტერნეტ–მაღაზია ganjaseeds
გამყიდველი - ganjaseeds საიტის საშუალებით სთავაზობს და რეალიზაციას უკეთებს კანონით ნებადართულ პროდუქციას, მარიხუანის ე. წ. F-1 თესლებს, ანუ ფემინიზირებულ და რეგულრულ სორტებს. გამყიდველი გარანტიას იძლევა საქონლის ხარისხზე და შეკვეთის დადგენილ ვადებში გაგზავნის უზრუნველყოფაზე.
მყიდველი - ჩვენი მაღაზიის კლიენტი. შესყიდვის განხორციელებისთვის კლიენტს შეუძლია დარეგისტრირდეს ჩვენს საიტზე და ამავდროულად მოგვაწოდოს თავისი ზოგიერთი პირადი მონაცემები. მყიდველისთვის ასევე არსებობს შესყიდვის განხორციელების მექანიზმი რეგისტრაციის გარეშე. ჩვენი მყიდველი იცავს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას. იგი გათვითცნობიერებულია იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რაც დაკავშირებულია მარიხუანის მოყვანასთან, ამიტომ დაჟინებით გირჩევთ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობის შესწავლას. მყიდველს შეუძლია შეიძინოს პროდუქტი ჩვენს მაღაზიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეუსრულდა 21 წელი. იგი არ უკეთებს შემდგომ რეალიზაციას ჩვენთან შეძენილ თესლებს. თავის შემდგომ ქმედებებზე მყიდველი თავად აგებს პასუხს და პასუხისმგებლობა ენიჭება მხოლოდ მას.
2. მონაცემთა უსაფრთხოება და დაცვა
გამყიდველი, ganjaseeds გარანტიას იძლევა პირად მონაცემთა სრულ კონფიდენციალურობაზე, რომელსაც მყიდველი აწვდის მაღაზიას online რეგისტრაციის დროს და მათი გამოყენება მოხდება მხოლოდ მყიდველის შეკვეთის განსახორციელებლად, ისინი არ გადაეცემა მესამე პირს და
3. მუშაობის დრო
ონლაინ მაღაზია მუშაობს 24/7, შეკვეთები მიიღება ნებისმიერ დროს, მენეჯერი ონლაინ რეჟიმში მუშაობს 09:00- 17:00 ( შესვენება 13:00-14:00), გარდა შაბათ-კვირისა და სადღესასწაულო დღეებისა
4. პროდუქციის ფასები
ჩვენს ასორტიმენტში წარმოდგენილია სხვადასხვა ჯიშები, რომელთა სარეალიზაციო ფასიც მოცემულია მწარმოებლის ფასებში. ამ მოთხოვნის შესაბამისობაში მოყვანისთვის ჩვენი თანამშრომლები რეგულარულად აწარმოებენ ფასების online მონიტორინგს. ჩვენი ექსკლუზიური სორტების ფასწარმოქმნა ხორციელდება გამყიდველის, ganjaseeds, ეკონომიკური და საწარმოო პარამეტრებიდან გამომდინარე.ფასები დადგენილია დღგ–ს გათვალისწინებით. გამყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად ცვალოს ფასები საკუთარ პროდუქციაზე.
5. შეკვეთის გაფორმების ფორმები:
1.ონლაინ შეკვეთა რეგისტრაციის გავლით
შეკვეთის ამ საშუალების განხორციელებისთვის აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება, მთელი ინფორმაცია ინარჩუნებს კონფიდენციალურობას. დარეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ ორი ძირითადი უპირატესობა – პირადი კაბინეტი, სადაც აისახება მიმდინარე შეკვეთის სტატუსი და ყველა შეკვეთის ისტორია. ასევე, დარეგისტრირებული მომხმარებლები ავტომატურად ხდებიან ganjaseeds – ის ყველა სააქციო პროგრამის მონაწილეები.
2. შეკვეთის გაფორმება რეგისტრაციის გარეშე
შეკვეთის ამ საშუალების განსახორციელებლად აუცილებელია პირდაპირ გააფორმოთ შეკვეთა, ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე ერთჯერადად. თქვენი შეკვეთის მონაცემები და რეკვიზიტები მოგივათ მეილზე , რისი საშუალებითაც შეგიძლიათ აკონტროლოთ მიმდინარე შეკვეთა ამანათის მიღებამდე.
6. შეკვეთის მიწოდების ვარიანტები
შეკვეთის მიწოდება ხდება მხოლოდ საფოსტო გზავნილის მეშვეობით. შეკვეთის გააქტიურების შემდეგ, თქვენს შეკვეთაში გაწერილ კაკლებს მიიღებთ ამანათის სახით, საქართველოს ფოსტის მომსახურებით შეკვეთაში თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე
7. შეფუთვა
შეკვეთის მიწოდება ხდება აბსოლუტურად გაუმჭვირვალე, მკვრივი, ჰერმეტული შეფუთვით. არც მიწოდების პროცესში და არც ფოსტაში მისი შიგთავსი არ იქნება ცნობილი გარშემო მყოფთათვის. თესლები იყიდება მხოლოდ ორიგინალი შეფუთვებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არის აქციის შეთავაზება ან თვით კლიენტის მოთხოვნა.
8. გადახდის პირობები
გადახდა ხორციელდება საქ.ბანკის ან თიბისი ბანკის ანგარიშზებზე, რომელის რეკვიზიტსაც მიიღებთ შეკვეთის დასრულების შემდეგ ელ.ფოსტაზე.
9. საკანონმდებლო ბაზა
საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს მარიხუანის თესლების შეძენას, რადგან მარიხუანას თესლები არ შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, კანაფის თესლები ფართოდ გამოიყენება საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. მათ გამოიყენებენ მედიცინაში, კულინარიაში და ტექსტილის წარმოებაში.
საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სისხლის და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მარიხუანის მცენარის გაზრდისთვის. პასუხისმგებლობის ხარისხი ისაზღვრება ნათესების მოცულობის მიხედვით.
ჩვენ არ ვყიდით თესლებს მცენარის მოყვანის მიზნით. თუკი ჩვენი კლიენტები აპირებენ მარიხუანის მცენარის გაზრდას, ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რომ კანონმდებლობასთან პასუხისმგებლობა ეკისრებათ პირადად მათ.
ჩვენ არ ვყიდით თესლებს 21 წლამდე პირებზე.
ჩვენ არ ვახდენთ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების პროპაგანდას და არ მოვუწოდებთ კლიენტებს ჩვენი პროდუქციის პირადი მიზნებისთვის გამოყენებას.
ჩვენს საიტზე განთავსებული მთელი ინფორმაცია არის ზოგადი და აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ჩვენი კლიენტების ინფორმირებისა და მათი ზოგადი ერუდიციის გაფართოვების მიზნებს. საიტზე GanjaSeeds განთავსებული მთელი მასალა დაცულია კანონით საავტორო უფლებების შესახებ. მასალის ნებისმიერი გამოყენება, ან ტექსტის და ასევე ფოტოსურათის გადაბეჭდვა უნდა იყოს თანდაყოლილი ჩვენი მაღაზიის GanjaSeeds სპეციალური ლინკით.