Auto Mimosa Bruce Banner XL feminised Ganja Seeds

  • აღწერილობა

    შთამბეჭდავი სატივა დომინანტი ჯიში ახდენს ლეგენდარული Mimosa-, Purple Punch და აუტომოყვავილე Bruce Banner Auto-ის ინდიკას და სატივას საუკეთესო თვისებების დემონსტრირებას. ამ საოცარმა სტრეინმა, თავისი უნიკალური თვისებების და დაბალანსებული ეფექტის გამო, აღიარება ჰპოვა მთელს მსოფლიოში.

    ისტორია

    Auto Mimosa Bruce Banner XL- პოპულარული Mimosa ოჯახის წარმომადგენელია: Clementine [Tangie x Lemon Skunk], Purple Punch [Larry OG x Grand Daddy Purple] და აუტომოყვავილე Bruce Banner Auto [Bruce Banner x Gorilla Girl XL Auto]. ეს „ვარსკვლავური“ ნაკრები შეიცავს 65% სატივას და 35% ინდიკას.

    გამოცდილი სელექციონერების მიერ გამოყვანილი ჰიბრიდი მოიცავს სატივას სრული არსებით, ინდიკას მახასიათებლებს და მოყვანის სიმარტივეს აუტომოყვავილე რუდერალისისგან. Auto Mimosa Bruce Banner XL ნამდვილი საჩუქარია კანა სამყაროსთვის.

    გარეგნული მახასიათებლები

    Auto Mimosa Bruce Banner XL გამოირჩევა შესანიშნავი შესახედაობით, კომპაქტური წყობით და 50-130სანტიმეტრი სიმაღლით. მისი განსაკუთრებული თავისებურება გირჩების მტევნებია, კაშკაშა იისფერი შეფერილობით, მწვანე და ნარინჯისფერი ელფერით. მკვრივი, ტრიქომებით უხვად შემოსილი ყვავილედები ხაზს უსვამს მათ სილამაზეს და ტოვებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.

    მოყვანა

    არ აქვს მნიშვნელობა, გამოცდილი თუ დამწყები მებაღე ხართ, Auto Mimosa Bruce Banner XL მოყვანა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. მცენარე თავს კარგად გრძნობს როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტში, რაც უნივერსალურს ხდის მას ნებისმიერი გამოცდილების მქონე გროუვერისთვის. სტრეინი საუკეთესო შედეგებს აჩვენებს სრული სპექტრის LED ნათურების მუდმივი განათების ქვეშ 18/6 ან 20/4 რეჟიმში. უზრუნველჰყავით მცენარე ზრდისთვის იდეალური პირობებით: სათანადო ვენტილაცია, ჰაერის ფილტრაცია და ტენიანობის დონის კონტროლი. ღია გრუნტში გამოიყენეთ დრენირებადი გრუნტი, ნაკვეთი უნდა იყოს მზიანი, რათა მიიღოთ საუკეთესო შედეგი. გამოიყენეთ 12-15 ლიტრიანი ქოთნები, რაც უზრუნველყოფს ფესვთა სისტემის აქტიურ განვითარებას, ხოლო ორგანული და მინერალური სასუქის გამოყენება დაგეხმარებათ მცენარის პოტენციალის სრულად გახსნაში.

    კანაბინოიდების პროფილი

    Auto Mimosa Bruce Banner XL თი-ეიჩ-სის მაღალი შემცველობით, 18-26%-ის ფარგლებში, ახდენს ძლიერ ფსიქოაქტიურ ეფექტს, სი-ბი-დის შემცველობა მინიმალურია (0,1%). კანაბინოიდების ასეთი შთამბეჭდავი პროფილი ხელს უწყობს მკვეთრად გამოხატულ ეიფორიულ და ცერებრალურ ეფექტს, ასტიმულირებს შემოქმედებითობას და ზრდის კონცენტრაციას, რაც იდეალურს ხდის მას დღის საათებში მოხმარებისთვის და სოციალური აქტივობისთვის. ინდიკას აკორდები მედიტაციური რელაქსის წყაროდ იქცევა დაძაბული დღის ბოლოს.

    გემო და არომატი

    ჰიბრიდი ახდენს ტერპენების შესანიშნავი კომბინაციის დემონსტრირებას, მათ შორისაა ლიმონენი, მირცენი, ბისაბოლოლი, საბინენი და კარიოფილენი. სწორედ ისინი აძლევენ სტრეინს ციტრჰუსის, კვიპაროსის და ყველის არომატს, რომელსაც ტკბილი და მიწის ნოტები ავსებენ. გემო დაგამახსოვრდებათ ფორთოხლის, მარწყვის და ლიმონის აკორდებით.

    მოსავალი და სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობა

    Auto Mimosa Bruce Banner XL – უხვი მოსავლით ხასიათდება, ინდორში მოსავალი 450-550 გრამია კვადრატული მეტრიდან, ღია გრუნტში 50-170 გრამი ბუჩქიდან. სასიცოცხლო ციკლი 8 კვირა გრძელდება.

    რეკრეაციული და სამედიცინო მოხმარება

    ენერგიის მოზღვავება შეგმატებთ მოტივაციას და ორიენტირებულობას, რაც ჯიშს იდეალურს გახდის შემოქმედებისა და სოციალური აქტივობისთვის. გარკვეული დროის შემდეგ, სხეული დუნდება, იხსნება დაძაბულობა და სტრესი.

    მატონიზირებელი ენერგიის წყალობით, სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის მომხმარებლები, ღირსეულად შეაფასებენ მის ფსიქოემოციურ დარღვევებთან. შფოთვებთან და დეპრესიასთან გამკლავების უნარს. გარდა ამისა, მას აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. Auto Mimosa Bruce Banner XL დაგეხმარებათ ქრონიკული ტკივილების და შაკიკის დროს.

  • მახასიათებლები
    მწარმოებელი:GanjaSeeds
    ჰიბრიდი:დიახ
    სიმაღლე Outdoor:საშუალო - 150 სმ-მდე
    სიმაღლე Indoor:მაღალი - 150 სმ-მდე
    მოსავლიანობა Outdoor:საშუალო - 150 გრ-მდე ბუჩქიდან
    მოსავლიანობა Indoor:მაღალი - 400-დან 600 გრ-მდე 1 მ22, ან 200 გრ. ბუჩქიდან
    THC:ექსტრემალური 25+%
    CBD:დაბალი - 0,5%-მდე
    ყვავილობა:ავტო ყვავის
    ყვავილობის პერიოდი:7 - 9 კვირა
    სქესი:მდედრი
    გენოტიპი:Sativa / Indica / Ruderalis
    გენეტიკა:Skunk
    მოსავლის გასუფთავება:გამომდინარე დარგვის დროიდან
    გაშენების:Greenhouse, Outdoor, Indoor
    გემო:ციტრუსის
    ეფექტი:ეიფორია
    სამედიცინო:არა
    დამწყებთათვის:დიახ
    თასის გამარჯვებული:არა
  • Auto Mimosa Bruce Banner XL feminised Ganja Seeds გამოხმაურება
    ჯერ-ჯერობით კომენტარი არ არის. თქვენ იქნებით პირველი!!
      Оставьте отзыв об этом товаре первым!
      ყიდვა Auto Mimosa Bruce Banner XL feminised Ganja Seeds
      შთამბეჭდავი სატივა დომინანტი ჯიში ახდენს ლეგენდარული Mimosa-ს, Purple Punch და აუტომოყვავილე Bruce Banner Auto-ის ინდიკას და სატივას საუკეთესო თვისებების დემონსტრირებას.
       მარაგშია 
      28
      კონტაქტი
      Location
      თბილისია.წერეთლის. მხოლოდ ონლაინ -შესყიდვები
      Time
      ორშ-პარ 09:00 – 21:00
      კალათა
      საიტი GanjaSeeds იცავს არსებული კანონმდებლობის ყველა ნორმას და არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ 21+ ასაკისთვის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ასევე არის მხოლოდ ზოგადი აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ერუდიციის გაფართოვების მიზნებს. GanjaSeeds არ იღებს პასუხისმგებლობას გაყიდული პროდუქციის შემდგომი გამოყენებისთვის.