მარიხუანა – წამალი თუ ნარკოტიკი?
მარიხუანა – წამალი თუ ნარკოტიკი?

ყველაფერი დამოკიდებულია დოზაზე. 500 წლის წინ ექიმიპარაცელსი ამტკიცებდა, რომ წამლის მცირე დოზაც კი გაზრდისას გადიქცევა საწამლავად. ადამიანის ორგანიზმი, კერძოდ კი მისი ღვიძლი ყოველთვის განასხვავებს ერთი ჭიქისაგან თუ ერთი ბოთლი სასმელისგან მიღებულ ზეგავლენას. მაგრამ სამედიცინო საზოგადოებასა და მათთან დაახლოებულ წრეებში არც თუ დიდი ენთუზიაზმით განიხილავენ ყველასათვის ცნობილი მარიხუანის საკითხს აღნიშნულ ჭრილში (სათესლე მარიხუანის კულტურა, Cannabis sativa).

ყველას არ სურს დაეთანხმოს იმ ფაქტს, რომ სახელგანთქმული მარიხუანაც ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს ანალოგიურად „სწორი დოზის პრინციპით“. თუმცა ეს უკვე დადასტურებული ფაქტია. მარიხუანას განსაზღვრული მცირე დოზები წარმოადგეს შესანიშნავ სამკურნალო საშუალებას.

«მარიხუნა – მედიცინაში» - საზოგადოებაა, რომელიც თანამედროვე პერიოდში მოღვაწეობს ევროპაში. იგი წარმოადგენს ფარმაკოლოგების, ექიმების კავშირს, რომლებიც საუბრობენ გერმანულ ენაზე.მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომმათ რიგებში შედიან პაციენტებიც. ისინი იბრძვიან იმისთვის, რომ ნებართვა მიეცეს მარიხუანას მედიცინაში გამოყენებას. მარიხუანის სამკურნალო მიზნებისთვის გამოყენების ერთ–ერთი მთავარი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ არსებობენ ავადმყოფები, რომლებიც ჩვეულებრივი სამედიცინო პრეპარატების მიმართ არიან ჰიპერ მგრძნობელები და მათი მიღება არ შეუძლიათ. სწორედ მათთვის დახმარების აღმოსაჩენად მარიხუანა შეუცვლელია. ამ საზოგადოების ერთ–ერთი წარმომადგენელია, ფრანიო გროტენხერმენი (Franjo Grotenhermen) – ექიმი კიოლნიდან. იგი ამტკიცებს,რომმარიხუანის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენების ტრადიცია დაიწყეს ჯერ კიდევ ძველ ინდოეთში, ჩინეთსა და ეგვიპტეში.

ევროპაში XIX საუკუნის შუა რიცხვებში ცოდნა მარიხუანის, როგორც სამკურნალო მცენარის შესახებ ინგლისელმა მედიკოსებმა სწორედ იმდროინდელი კოლონიური ინდოეთიდან ჩამოიტანეს. ამ პერიოდში მარიხუანა ღირსეულად დაფასებული იქნა თავისი ტკივილგამაყუჩებელი, სედაციურ–დამამშვიდებელი და ანტიანთებითი ეფექტის გამო და მოხვდა ევროპულ სასწავლო სამედიცინო ლიტერატურაში.

მიუხედავად დადებითი მონაცემებისა, ახალი ნივთიერება მოითხოვდა დამატებით კვლევებს. გამოირკვა, რომ აქტიური ნივთიერების რაოდენობა მარიხუანაში მთლიანად არასტაბილურია, ამასთან ერთად აუცილებელია დოზების ზუსტი დაცვა.მეცნიერმა ფარმაკოლოგებმა დეტალურად შეისწავლეს ეს საკითხი და დღეს უკვე ზუსტად არის ცნობილი თუ ზუსტად რა სახის სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს მარიხუანა. ესენია 480 ქიმიური ნაერთები, და რაც მთავარია, აქტიური ნივთიერება, ფარმაკოლოგების აზრით – დელტა -9-ტეტრაჰიდროკანაბიოლი (Δ9-ТГК, Δ9-THC).

ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ამ სფეროში მოხდა 25 წლის წინ. მეცნიერებმა, შეისწავლეს რა ადამიანის ორგანიზმი დიდი ყურადღებით, შეძლეს აღმოეჩინათ და აღეწერათ ეგრეთ წოდებული კანაბიოდური რეცეპტორები. ისინი მდებარეობენ ადამიანის ზოგიერთ ორგანოებში, იმუნურ სისტემაში და ტვინში. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ეს რეცეპტორები განლაგებულნი არიან ტვინის ტკივილისადმი მგრზნობიარე ზონებში. შედეგად, მარიხუანას ყველაზე ხშირად ცდილობენ გამოიყენონ ქრონიკულ ტკივილებთან ბრძოლისთვის, როგორიცაა შაკიკი, ნერვული სისტემის დაზიანება და ასევე, საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის დეგენერაციული ხასიათის დარღვევის შემთხვევაში.

მარიხუანის მოხმარება ამაღლებს და ასტიმულირებ მადას, ხსნის ღებინებას კიბოთი და შიდსით დაავადებულ პაციენთებში. მარიხუანის ეს თვისება ყველაზე უკეთესად არის შესწავლილი. ნივთიერებები, რომელსაც მარიხუანა შეიცავს ასტიმულირებენ მადას და ხსნიან ღებინების გრძნობას. სწორედ ღებინებასა და მადის დაკარგვის პრობლემას განიცდიან ავტვისებიანი სიმსივნით დაავადებული ადამიანები – ქიმიოთერაპიასა და სხივური თერაპიის შემდეგ. ავადმყოფებს უბრალოდ არ შეუძლიათ ჭამა, ხოლო მარიხუანის გამოყენება შეძლებდა ამ ავადმყოფების რეალურ დახმარებას აღნიშნულ საკითხში (რა თქმა უნდა, ლეგალიზაციის მისი შემთხვევაში).

მარიხუანის დადებითი მოქმედება აღინიშნება აგრეთვე თვალის დაავადებების მკურნალობის შემთხვევაშიც, განსაკუთრებით თვალის შიდა წნევის მომატების შემთხვევაში. ეს შესწვლილი და დადასტურებული ფაქტია მრავალი კვლევით - ორბიტის შიგნით წნევა მარიხუანის გავლენით მცირდება 50%–ით.

მარიხუანის დოზის გადამეტება – აი ნამდვილად სადაო საკითხი. ეს მდგომარეობა შესაძლებელია სახიფათო იყო ფსიქიკისათვის, და არა ავადმყოფის ჯანმრთელობისთვის – მარიხუანის ზემოქმედებაზე რეაგირების მქონე რეცეპტორები არ მდებარეობენ წაგრძელებულ ტვინში და მის ცენტრებში, რომელთაც აქვთ სასიცოცხლო მნიშვნელობა.

მაგრამ მარიხუანა უმრავლეს ქვეყნებში ოფიცილურად აკრძალულია.

კანაფი – ჯიუტი მცენარეა, მისი ყლორტები მიისწრაფიან შუქისკენ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში. დრონაბინოლი – სწორედ ასე ეწოდება სინთეტიკურ ტეტრაჰიდროკანაბიოლს THC,მისი გამოყენება ნებადართულია 1985 წლიდან აშშ–ში. მარინოლი (სწორედ ასეთი სავაჭრო მარკით ხდება დრონაბინოლის გამოშვება), ცოტა მოგვიანებით იგი კანადაშიც დაუშვეს.

ამ კუთხით არ ჩამორჩება დასავლეთ ევროპაც, რომელიც აქტიურად იკვლევს მარიხუანის დადებით ეფექტს. სამი ბრიტანული კლინიკა აქტიურად იკვლევს შიდსით დაავადებულებზე სინთეტიკური ТНС–ის (მარიხუანის ექსტრატისა და პლაცებოს) ზემოქმედებას.

მარიხუანასთან დაკავშირებით საინტერესო სიახლეებია გერმანიაშიც. გერმანიის ფედერაციულმა საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მედიკამენტებისა და პარაფარმაციის ფედერალური ინსტიტუტის პაციენტებს შეუძლიათ წარადგინონ მოთხოვნა ТНС–ს შემცველი მედიკამენტების გამოყენების შესახებ. თუმცა, ჩინოვნიკების გამოამ საკითხის გადაწყვეტილება დღემდე ცალმხრივია. მოთხოვნა შესაძლებელია, მაგრამ მიღება – არა, ყველა მსგავსი მოთხოვნა უარყოფილი იქნა.

მარიხუანასთან დაკავშირებულ საკითხში წინ წავიდა მეზობელი შვეიცარია. აქ მსგავსი პრეპარატები უკვე დაშვებულია მოხმარების ქსელში, საჭიროა მხოლოდ საზღვარზე გადასვლა. ხოლო რუსეთში დისკუსიები ТНС –ს გამოყენების თემაზე არ მიმდინარეობს. საკითხი ასეთი პრეპარატების შესახებ არ არის აქტუალური.