• აღწერილობა

    რმოიდგინეთ ზაფხულის მზიანი დილა. ჰაერი გაჯერებულია მოყვავილე ხილის ხეების არომატით, რომელიც თბილი ნიავით იფრქვევა მთელს გარემოში. სწორედ ამ ჯადოსნურ შეგრძნებებს მოგგვრით თანამედროვე ამერიკული გენეტიკის ეს უნიკალური წარმომადგენელი, რომელსაც გვერდს ნამდვილად ვერ აუვლით!

    გენეტიკა და მახასიათებლები

    Auto Lemon Kix – ფემინიზირებული აუტომოყვავილე სატივა-დომინანტი (60/35/5) ჰიბრიდია, თი-ეიჩ-სის მაღალი შემცველობით (21%-მდე). მის გენეტიკურ „კოქტეილში“ შედის: Zkittlez და Las Vegas Lemon Skunk, ასევე დამატებული აქვს აღმოსავლეთ ევროპული რუდერალისი, რამაც სტრეინს აუტოყვავილობის ფუნქცია შესძინა.

    ბუჩქი შედარებით მაღალია, გაშლილი სტრუქტურით. სათანადო პირობების შემთხვევაში, მისი სიმაღლე 150 სანტიმეტრს აღწევს, რის გამოც შესაძლებელია საჭირო გახდეს ვარჯიშების გამოყენება, პროფილის შემცირების მიზნით. ყვავილობის სტადიაზე მცენარე განსაკუთრებულად მომხიბვლელი ხდება. ყვავილედები აფრქვევენ ციტრუსების და სკანკის ინტენსიურ არომატს. სწორედ ამიტომ, ინდორის პირობებში აუცილებელი იქნება ნახშირის ფილტრის მქონე ხარისხიანი სავენტილაციო სისტემის მონტაჟი.

    გემო და არომატი

    არ მოიძებნება კანაფის მოყვარული, ვინც აღფრთოვანებული არ დარჩება Auto Lemon Kix-ის ორგანოლეპტიკური სიმფონიით, რომელიც ხილის, მწველი სკანკის, მიწის და ხის აკორდებით ჟღერს. მკვრივი და რბილი ბოლი გამოირჩევა ციტრუსების გემოთი, რომელიც მადას ჯერ კიდევ დაქუცმაცებული ნაყოფის ცეცხლთან შეხებისას აღგიძრავთ. ბოლის გამოსვლის შემდეგ, რჩება პილპილის და მუსკუსის გემოები, რაც Auto Lemon Kix-ის დაუვიწყარ პალიტრას სელექციურ შედევრად ხდის.

    რეკრეაციული და სამედიცინო პოტენციალი

    Auto Lemon Kix ეფექტი ვლინდება მკვეთრად, მოიცავს ცნობიერებას ეიფორიითა და შემოქმედებითი იდეებით. ამას მოყვება სასიამოვნო ფიზიკური განტვირთვა, ამავდროულად გონება ნარჩუნდება საღი, სტიმულირდება მიმდინარე ამოცანების გადაჭრის უნარი, შესაძლებელია უბრალოდ დროის აქტიურად გატარება როგორც განმარტოებით, ასევე მეგობრების გარემოცვაში. გამამხნევებელი მოქმედება გამოირჩევა ხანგრძლივობით, გრძლდება რამდენიმე საათის განმავლობაში, ამიტომ დღის პირველი ნახევარი საუკეთესო დროა Auto Lemon Kix-თან შეხვედრისათვის.

    მოყვანა

    გროუვის საბაზისო პრინციპების დაცვის შემთხვევაში, ამ საოცარი აუტომოყვავილის მოყვანა დამწყებ მებაღესაც არ გაუჭირდება. დაიცავით მცენარე სტრესისგან, არ გადააჭარბოთ სასუქის რეკომენდირებულ დოზებს, ყველაზე საუკეთესო ვარიანტია Auto Lemon Kix-ის ორგანიკაზე მოყვანა, ყვავილობაზე ბუსტერების დამატებით. პროფილაქტიკური დამუშავების ასპექტში, უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ ინსეკტიციდებს და პესტიციდებს, მაგალითად ნიმას ზეთს ან ალოეს ექსტრაქტს, რომლებიც მცენარის არა მხოლოს საიმედო დაცვის, არამედ სასარგებლო ნივთიერებების დამატებითი რესურსების საშუალება იქნება.

    სატივა-დომინანტი ბუნების გათვალისწინებით, ჯიში საკმაოდ ძლიერ განათებას მოითხოვს, ამიტომ, ინდორში განათება უნდა იყოს დღე-ღამეში მინიმუმ 20 საათი, მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.საბოლოო მოსავლის რაოდენობის გაზრდის მიზნით, გამოიყენეთ LST ადრეულ ვეგეტაციაზე, ზომიერი დეფოლაცია და ყვავილობის დაწყებისას SoG/ScrOG მეთოდი. კონტეინერის ოპტიმალური მოცულობა 10-15 ლიტრია.

    მომწიფების ვადები, მოსავალი და რეკომენდაციები

    ინდორში სრული სასიცოცხლო ციკლი 11-12 კვირა გრძელდება, რომლის დასრულების შემდეგ შეძლებთ 500 გრამამდე მოსავლის მირებას ერთი კვადრატული მეტრიდან. თავისუფალ სივრცეში ეს ვადა შესაძლებელია 14 კვირამდე გაგრძელდეს. მოსავალი 150-200 გრამი იქნება ბუჩქიდან. მოსავლის ლოდინის პერიოდში ყურადღება გაამახვილეთ ტრიქმოების ფერზე. არ იჩაქროთ, იყავით ყურადღებით, რათა არ გამოგრჩეთ ზუსტი დრო, რადგან ტრიქომები მაქსიმალურ ფასეულობას სწორედ ყვავილობის ბოლო კვირაში იძენენ. საკუთარი პოტენციალის პიკზე, ისინი იძენენ რძისფერ ელფერს, ქარვისფერი და გამჭვირვალე წვეთებით.

  • მახასიათებლები
    მწარმოებელი:GanjaSeeds
    ჰიბრიდი:დიახ
    სიმაღლე Outdoor:საშუალო - 150 სმ-მდე
    სიმაღლე Indoor:მაღალი - 150 სმ-მდე
    მოსავლიანობა Outdoor:მაღალი - 250 გრ-მდე ბუჩქიდან
    მოსავლიანობა Indoor:მაღალი - 400-დან 600 გრ-მდე 1 მ22, ან 200 გრ. ბუჩქიდან
    THC:ძალიან მაღალი - 20 - 24%
    CBD:დაბალი - 0,5%-მდე
    ყვავილობა:ავტო ყვავის
    ყვავილობის პერიოდი:11 - 13 კვირა
    სქესი:მდედრი
    გენოტიპი:Sativa / Indica / Ruderalis
    გენეტიკა:Skunk
    მოსავლის გასუფთავება:გამომდინარე დარგვის დროიდან
    გაშენების:Greenhouse, Outdoor, Indoor
    გემო:ხილის
    ეფექტი:ეიფორია რელაქსაციისკენ
    სამედიცინო:არა
    დამწყებთათვის:დიახ
    თასის გამარჯვებული:არა
  • Auto Lemon Kix feminised Ganja Seeds გამოხმაურება
    ჯერ-ჯერობით კომენტარი არ არის. თქვენ იქნებით პირველი!!
      Оставьте отзыв об этом товаре первым!
      ყიდვა Auto Lemon Kix feminised Ganja Seeds
      რმოიდგინეთ ზაფხულის მზიანი დილა. ჰაერი გაჯერებულია მოყვავილე ხილის ხეების არომატით, რომელიც თბილი ნიავით იფრქვევა მთელს გარემოში.
       მარაგშია 
      17.30
      24.70
      კონტაქტი
      Location
      თბილისია.წერეთლის. მხოლოდ ონლაინ -შესყიდვები
      Time
      ორშ-პარ 09:00 – 21:00
      კალათა
      საიტი GanjaSeeds იცავს არსებული კანონმდებლობის ყველა ნორმას და არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ 21+ ასაკისთვის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ასევე არის მხოლოდ ზოგადი აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ერუდიციის გაფართოვების მიზნებს. GanjaSeeds არ იღებს პასუხისმგებლობას გაყიდული პროდუქციის შემდგომი გამოყენებისთვის.