• აღწერილობა

    თქვენს წინაშეა აუტომოყვავილე ჯიშების „ახალი სკოლის“ წარმომადგენელი Cali- გენეტიკით, რომელსაც კანა-კულტურის განვითარების ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ფემინიზირებული Auto Dos-Si-Dos სელექცია - ინბრიდიგნის ევოლუციის ნიმუშია, რადგან მოცემული სუპერ ღირსეული სტრეინი იდეალურია შეფასების ყველა ასპექტში. ის გახლავთ სტაბილური, ადაპტირებული ნებისმიერი კლიმატური პირობებისადმი, ხარისხით და რაოდენობით პროდუქტიული და ძალიან მარტივად მოსაყვანი.

    გენეტიკა და თავისებურებანი

    ფემინიზირებული ინდიკა-დომინანტი Auto Dos-Si-Dos - OGKB Girl Scout Cookies, Face Off OG და BF Super Auto #1 ჯიშების ეფექტურად რეალიზებული მულტიკროსის შედეგია. ასეთი შესანიშნავი ნაკრები გახდა მაღალი მოსავლის „მიზეზი“: ინდორში კვადრატული მეტრიდან 600 გრამამდე უძლიერესი სტაფი მიიღება, ხოლო აუთდორში 350-400 გრამი ბუჩქიდან. ზრდასრული ბუჩქის სიმაღლე 140 სანტიმეტრს არ აღემატება. ინდორის პირობებში, ბუჩქის სიმაღლე ერთ მეტრს იშვიათ შემთხვევაში აღწევს. სრული სასიცოცხლო ციკლი 9-10 კვირას შეადგენს, კულტივაციის მეთოდის მიუხედავად.

    მოყვანის თავისებურებანი

    აუტომოყვავილე ჰიბრიდების გროუინგი გამოირჩევა სიმარტივით და ხარჯების ოპტიმიზაციით. მაგალითად, ყვავილობის ფაზაზე გადასასვლელად, მცენარეს არ სჭირდება „დღე/ღამის“ რეჟიმის რეგულირება. სავსებით საკმარისია თავიდანვე დაარეგულიროთ განათება 18/6 ან 20/4 რეჟიმზე.

    მცენარეები თავად, დაპროგრამებული კალენდრის მიხედვით დაიწყებენ ყვავილობას. გარდა ყვავილობაზე დამოუკიდებლად გადასვლის უნარისა, Auto Dos-Si-Dos feminised-ის თესლები წარმოქმნიან მხოლოდ მდედრ მცენარეებს. ეს ორი ფაქტორიც საკმარისია რომ რეკომდენაცია გავუწიოთ მას დამწყები მებაღეებისთვის.

    ესთეტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუჩქის ვიზუალური მხარე. კომპაქტური ბუჩქები წარმოქმნიან ძლიერ ცენტრალურ ღეროს, კვანძებს შორის მანძილი მცირეა, პირამიდისებური, ულამაზესი ყვავილედები სავსეა წებოვანი და არომატული ტრიქომებით. ტემპერატურის უმნიშვნელო შემცირება, ყვავილობის სტადიაზე, გამოიწვევს ფოთლების ფერის ცვლილებას, ფოთლები იისფერ-ლურჯ შეფერილობას მიიღებს.

    გემო და არომატი

    კუშის გენეტიკამ და Cookies ოჯახის თვისებებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჰიბრიდის ორგანოლეპტიკური პალიტრის ფორმირებაში. არომატი მოგაგონებთ ლიმონის ნამცხვარს კენკრით, რომელსაც კანაფის თემისგან სრულად გადახვევის საშუალებას არ აძლევს მომწარო, კუშის პიკანტური გემო. ტკბილ ბოლს ემატება სანელებლების და მიწის ნოტები. არაჩვეულებრივ გამას მარტივად შეუძლია თავი სამუდამოდ დაგამახსოვროთ.

    ეფექტი

    თი-ეიჩ-სი-ს დონე მზა პროდუქტში 20%-ს აღწევს. დანარჩენი ფოტოკანაბინოიდები ნაკლებად გვხვდება, თუმცა მას მაინც ახასიათებს თერაპიული თვისებები. Auto Dos-Si-Dos შესანიშნავად უმკლავდება სტრესებს, შფოთვებსა და დეპრესიულ აშლილობებს. სტრეინი ასტიმულირებს მაგას და აუმჯობესებს ძილს.

    რეკრეაციული ასპექტი ვლინდება განტვირთვის, საკუთარ აზრებთან განმარტოების, საყვარელი ჰობით დაკავების და შემოქმედებითობის, ასევე მეგობრების წრეში კომუნიკაციური სოციალიზაციის სახით.

    ეფექტი გამოავლენს თავის საუკეთესო თვისებებს მომაჯადოებელ სთოუნში, ამასთანავე შეინარჩუნებთ კარგ განწყობას და ცნობიერებას, რაც გაგრძელდება ტრიპის ბოლომდე, დასასრულს იმატებს მადა და ჩნდება ძილის სურვილი.

    სიდშოპ GanjaSeeds-ის არჩევისას, თქვენ არა მხოლოდ მიიღებთ საუკეთესო ხარისხის სათეს მასალას, ასევე მიიღებთ პროფესიონალურ კონსულტაციას, კომფორტულ სერვისს, უსაფრთხოებას და თითოეული კლიენტისადმი ლოიალურობის მუდმივმოქმედ პროგრამას! წარმატება - ჩვენი საერთო მიზანია!

  • მახასიათებლები
    მწარმოებელი:GanjaSeeds
    ჰიბრიდი:დიახ
    სიმაღლე Outdoor:საშუალო - 150 სმ-მდე
    სიმაღლე Indoor:დაბალი - 100 სმ-მდე
    მოსავლიანობა Outdoor:მაღალი - 500 გრ-მდე ბუჩქიდან
    მოსავლიანობა Indoor:მაღალი - 400-დან 600 გრ-მდე 1 მ22, ან 200 გრ. ბუჩქიდან
    THC:ძალიან მაღალი - 20 - 24%
    CBD:საშუალო - 0,6 - 2%
    ყვავილობა:ავტო ყვავის
    ყვავილობის პერიოდი:7 - 9 კვირა
    სქესი:მდედრი
    გენოტიპი:Indica / Sativa / Ruderalis
    გენეტიკა:Kush
    მოსავლის გასუფთავება:გამომდინარე დარგვის დროიდან
    გაშენების:Greenhouse, Outdoor, Indoor
    გემო:ციტრუსის
    ეფექტი:stone
    სამედიცინო:არა
    დამწყებთათვის:დიახ
    თასის გამარჯვებული:არა
  • Auto Dos-Si-Dos feminised Ganja Seeds გამოხმაურება
    1
    0
    0
    0
    0
    Average customer rating
    5.00-დან 5 ვარსკვლავი
      • 03 მარტი 2024 13:38
      გგ

      ამ ჯიშის ფანი ვარ, თქვენგან პირველად შევიძინე და უმაგრესია. ეხლა გარეთ უნდა ვცადო იმედია უპრობლემოდ გაიზრდება.

    Read all 1 review on Auto Dos-Si-Dos feminised Ganja Seeds
    ყიდვა Auto Dos-Si-Dos feminised Ganja Seeds
    თქვენს წინაშეა აუტომოყვავილე ჯიშების „ახალი სკოლის“ წარმომადგენელი Cali-ს გენეტიკით, რომელსაც კანა-კულტურის განვითარების ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
     მარაგშია 
    24.70
    კონტაქტი
    Location
    თბილისია.წერეთლის. მხოლოდ ონლაინ -შესყიდვები
    Time
    ორშ-პარ 09:00 – 21:00
    კალათა
    საიტი GanjaSeeds იცავს არსებული კანონმდებლობის ყველა ნორმას და არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ 21+ ასაკისთვის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ასევე არის მხოლოდ ზოგადი აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ერუდიციის გაფართოვების მიზნებს. GanjaSeeds არ იღებს პასუხისმგებლობას გაყიდული პროდუქციის შემდგომი გამოყენებისთვის.