შინაარსი

  1. დაე იყოს სინათლე!
  2. ექსტრემალური გარემო
  3. მწერები და სხვა მავნებლები
  4. გენეტიკა და ჭეშმარიტი ვარიაცია
  5. ზოგჯერ სჯობს უბრალოდ თავი დავანებოთ მცენარეს
  6. ტემპერატურა
  7. ტენიანობა

მრავალი მებაღე, ძირითადად დამწყებები, ხშირად აწყდებიან გროვის განვითარების სირთულეებს. რატომ რჩება მცენარე პატარა? თქვენ თესავთ კანაფის თესლებს, ჩნდება ამონაზარდი, მაგრამ მცენარე ძალიან ნელა იზრდება. ეს გავრცელებული პრობლემაა, რომლის გადასაჭრელად ძნელია მარტივი გზის გამონახვა. რაშია მიზეზი? როგორ ვაიძულოთ მცენარე, რომ სწარაფად გაიზარდოს?

ეს მასალა დაგეხმარებათ განსაზღვროთ 7 ძირითადი მიზეზი, რათა შემდეგში მარტივად გადაჭრათ შექმნილი პრობლემები. გაიგებთ, თუ როგორ გაზარდოთ ჯანმრთელი მცენარე სწრაფად.

მნიშვნელოვანია! ეს სტატია ნელა მზარდი და ვეგეტაციური მცენარეების შესახებ არის. თუ თქვენი გროვი იმყოფება ყვავილობის სტადიაში, მოცემული მასალა დიდად არ შეესაბამება ამოცანას. შესაბამისი სტატია მოიძიეთ საიტზე, ჩვენმა ავტორებმა მიუძღვნეს მაგ საკითხსაც მასალები.

დროა გადავიდეთ ყველაზე გავრცელებული მიზეზების არსის შესწავლაზე, რის გამოც თქვენი ახალგაზრდა მცენარეები ნელა იზრდება.

1. დაე იყოს სინათლე!

მცენარეებს აქვთ ნელი ზრდის ტენდენცია, მაშინ როცა ისინი არ ღებულობენ საკმარის სინათლეს. თუ ნელი ზრდა ეხება გრძელ, არაზომიერად მაღალ მცენარეებს, მათ მეტი სინათლე სჭირდებათ. ამ შემთხვევაში გაზარდეთ შუქის სიმძლავრე (მიუახლოვეთ სანათი, ან დაამატეთ სიკაშკაშე).

მაღალ მცენარეს სჭირდება მეტი შუქი (სანათი განთავსებულია ძალიან შორს).

დაე იყოს სინათლე!

მაგრამ, ზედმეტად ძლიერი განათება იწვევს სტრესს და შესაძლებელია შეანელოს შემდგომი განვითარება, თუ ისინი განთავსებულია სინათლის წყაროსთან ძალიან ახლოს.

დაე იყოს სინათლე!

კანაბისი ზარალდება მსუბუქი სტრესისგან.

2. ექსტრემალური გარემო

კანაბისის მცენარე მაქსიმალურად კომფორტულად გრძნობს თავს ჩვეულებრივ მზიან დღეს: არც ძალიან მშრალი, ანც ტენიანი. ზოგიერთი შტამი, შედარებით გამძლეა ექსტრემალური პირობებისადმი, მაგრამ ზოგადად, მცენარე უკეთესად იზრდება ზომიერად ტენიან და თბილ გარემოში. ტემპერატურის კარგი დიაპაზონი ღამით 21 ° C და დღისით დაახლოებით 26 ° C-ია. იდეალური ტენიანობაა 50%.

ტემპერატურა

  • დღის ცივმა ტემპერატურამ, 15° C-ზე ნაკლებმა, შესაძლოა შეანელოს, ან სულაც დაღუპოს მთელი გროვი.
  • სიცხემ, 30° C-ზე მეტმა, ასევე შეიძლება შეანელოს ან მოსპოს მცენარე, თუ ის დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება ასეთ პირობებში.

ტენიანობა

35% ტენიანობის შესაბამისმა მშრალმა ჰაერმა შესაძლებელია შეზღუდოს ზრდა, ხოლო 25% ტენიანობისას შეიძლება აღინიშნოს პრობლემები ფოთლებზე და სხვა უცნაური სიმპტომები.

70%-ზე მაღალმა ტენიანობამ, ღეროში წყლის ეფექტური მოძრაობის შეზღუდვით, შეიძლება გამოიწვიოს მცენარის ჭკნობა და ზრდის შენელება.

კანაფის მცენარეებს ყველაზე მეტი პრობლემა გარემოს ცუდი პირობების გამო ექმნება, იმ დროს, როდესაც რაღაც უცნაური მცენარეები ბევრად მდგრადები არიან არასტაბილური ტემპერატურის და ტენიანობის მიმართ.

ნარგავი ყველაზე რთულად უმკლავდება ცხელ, მშრალ გარემოს. სწრაფი ზრდისთვის დღისით შეინარჩუნეთ დაახლოებით 26° C ტემპერატურა, საღამოს შედარებით გრილი. ოპტიმალური ტენიანობაა 50%. კანაბისი ზარალდება სიცხის სტრესისგან. ყურადღება მიაქციეთ, როგორ იპრიხება ფოთლები ზევით.

ექსტრემალური გარემო

ცივ ტემპერატურას ასევე შეუძლია ზრდის შენელება და შეჩერებაც. თუ მცენარე ღამით იყო 10° C ტემპერატურაზე და დილით არ გამოიყურება კარგად, საჭიროა რამოდენიმე დღე, რომ აღიდგინოს ძალები და განაგრძოს ზრდა. ცივი ტემპერატურის დროს მცენარეს ესაჭიროება მინიმალური ტენი, ამიტომ დაბალი ტემპერატურის დროს ხშირ შემთხვევაში ის ზარალდება ზედმეტი ტენიანობისგან.

ექსტრემალური გარემო

ეს მარიხუანა დაზარალდა ზედმეტი წყლისგან დაბალი ტემპერატურის დროს.

შენიშვნა. თუმცა ვენტილატორები გვეხმარება ჰაერის ტემპერატურის გათანაბრებაში, ზედმეტმა „ქარმა“ შეიძლება შეანელოს ზრდა. ფოთლები ოდნავ უნდა ირხეოდეს, თქვენ არ უნდა ხედავდეთ ფოთლების შრიალში ღეროს. თუ ასე მოხდა, გამორთეთ ვენტილატორი, ან გააბრუნეთ სხვა მხარეს.

3. სუსტი ფესვთა სისტემა

თუ თქვენ არ მოგყავთ გროვი ჰიდროპონურ სისტემაში, სავარაუდოდ ფესვებს ვერ დინახავთ. ფესვები მცენარეზე მოქმედებს ისევე, როგორც გარემო. როდესაც ფესვები არ არის ჯანმრთელი, მცენარემ შეიძლება შეწყვიტოს ზრდა. თუ ისინი ღებულობენ იმას, რაც სჭირდებათ, მცენარე დღეში რამდენიმე სანტიმეტრით შეიძლება იზრდებოდეს.

დაავადებული ფესვები = დაავადებული მცენარე.

ამ ბუჩქს არ ჰქონდა კარგი დრენაჟი რეგულარული მორწყვისთვის, რაც იწვევდა საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს ფესვებისთვის.

სუსტი ფესვთა სისტემა

შესუსტებული ფესვების შედარებით გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს ზედმეტი დატენიანება. წყლის სიჭარბე გამოწვეული მორწყვის დროს ზედმეტი წყლის რაოდენობით, ან ხშირი მორწყვით.

ნუთუ წყალი არ არის სასარგებლო მცენარისთვის? პრობლემა იმაშია, რომ ფესვებს ასევე ესაჭიროება ჟანგბადი. თუ ნიადაგი იტუმბება წყლით, მისი დიდი რაოდენობის გამო (ქრება ჰაერის ჯიბეები), ფესვები იწყებს „ჩაძირვას“ ჟანგბადის უკმარისობის გამო. ჟანგბადის უკმარისობა - აი რა იწვევს შენელებულ ზრდას.

ჰიდროპონური მოყვანის შემთხვევაში, ჟანგბადი ფესვებს მიეწოდება ბუშტების საშუალებით. აი რატომ არ ჭკნება ჰიდროპონური მცენარეები იმის მიუხედავად, რომ ფესვები ფაქტიურად სულ წყალშია.

სუსტი ფესვთა სისტემა

კანაბისის ფესვების ჰიდროპონურ რეზერუარში მოყვანის მაგალითი.

ზედმეტი მორწყვა უფრო ხშირია, მაშინ როდესაც მებაღეს აქვს პატარა მცენარე დიდ ქოთანში. ამის გამოსწორება მორწყვის სწორი პრაქტიკით შეიძლება. მაგრამ, სულ რომ იდეალურად რწყავდეთ, ცუდი გარემო (მაგალითად, სქელი ჭუჭყიანი ნიადაგი ან ქოთანი სადრენაჟე ხვრელების გარეშე) მაინც გამოიწვევს პრობლემებს.

ჭკნობის და გაყვითლების სიმპტომების მიზეზებია ზედმეტად მჭიდრო (მკვრივი) სუბსტრატი, პატარა მცენარე დიდ ქოთანში ან ზედმეტი მორწყვა.

სუსტი ფესვთა სისტემა

ფოტოზე ზედმეტი მორწყვის მაგალითია. ეს მცენარე თითქმის 1 თვისაა, ის დარჩა პატარა ზედმეტი მორწყვის გამო.

სუსტი ფესვთა სისტემა

წყლის უკმარისობამ საკვებ „კოქტეილში“ მცენარეში გამოავლინა აზოტის ტოქსიურობა.

სუსტი ფესვთა სისტემა

თუ თქვენი მცენარე დიდი ხნით რჩება პატარა ქოთანში, ფესვების გასაშლელი სივრცის გარეშე, ზრდა ნელდება და ის რჩება პატარა. თუ ხედავთ, რომ მცენარე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არის პატარა ქოთანში და შესუსტდა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ფესვები „აეკრო“ ქოთანს (ფესვები შემოხვეულია კონტეინერზე), რაც იწვევს ზედმეტი/ნაკლები მორწყვის სიმპტომებს. ამ მიზეზის აღმოფხვრა რთულია მხოლოდ მორწყვის რეგულირებით.

თუ თქვენ გაქვთ მცენარე ძლიერი ფესვებით, დაგჭირდებათ მისი დიდ ქოთანში გადარგვა. უბრალოდ იყავით ფრთხილად, რომ გადატანისას არ დააზიანოთ ფესვები (ეცადეთ ფესვები გეჭიროთ ერთად და მოათავსოთ ახალი მოცულობის წინასწარ მომზადებულ ორმოში).

4. საკვები ნივთიერებების უკმარისობა

ახალგაზრდა მცენარეები საწყის ეტაპზე საჭიროებენ საკვებ ნივთიერებებს. მაგრამ, თუ pH დონე ძალიან მაღალი ან დაბალია (6-7 pH იდეალურია), მცენარე ეფექტურად ვერ ითვისებს საკვებ ნივთიერებებს და ისინი გარდაიქმნება სხვა და სხვა ქიმიურ ნივთიერებებად.

ქოქოსზე ან ჰიდროპონიკაზე გაზრდილი მცენარე უნდა იღებდეს საკვებს, რამდენადაც ჩვეულებრივი წყალი და ქოქოსი არ შეიცავს საკმარისი რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს, მცენარე მიიღებს მხოლოდ მას, რასაც თქვენ მიაწვდით. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ არ აწვდით საკვებს, მცენარე გაიზრდება ნელა და შეიძლება გაყვითლდეს. მებაღეები, რომლებიც იყენებენ ქოქოსს და ჰიდროპონიკას, ასევე უნდა აბალანსებდნენ ექსპლუატირებული წყლის pH-ს, რათა უზრუნველყონ საკვები ნივთიერებების ათვისება. ქოქოსში ან ჰიდროში ნორმალური pH დიაპაზონი შეადგენს 5,5-6,5-ს.

თუ არსებობს საკვები ნივთიერებების დეფიციტი, მცენარე ნელა გაიზრდება. წარმოდგენილ ფოტოზე მცენარე იზრდება ნელა რკინის დეფიციტის გამო, რომელიც pH მაღალი დონით არის გამოწვეული (გროვერი მას აქტიურად რწყავს, მაგრამ უშედეგოდ). რკინის დეფიციტის ნიშანია - ბუჩქის ზედა ფოთლების გაყვითლება.

საკვები ნივთიერებების უკმარისობა

5. მწერები და სხვა მავნებლები

სამწუხაროდ მავნებლებს, ისეთებს როგორებიცაა ტკიპები, თრიპსები და სოკოს კოღოებიც კი, შეუძლიათ შეანელონ მცენარის ზრდა, ვინაიდან იგი ხარჯავს ენერგიას, მათ მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებაზე. თუ შეამჩნევთ ლაქებს, ან რაიმე უჩვეულო ნიშნებს ფოთლებზე, არ დააიგნოროთ!

წარმოგიდგენთ კანაბისის მავნებლების გავრცელებულ მაგალითებს

წარმოგიდგენთ კანაბისის მავნებლების გავრცელებულ მაგალითებს

ფართო ტკიპები ფოთლებს უფრო მბზინავს ხდის. ფოტოზე ჩანს ფოთლების პრიალა ზედაპირი, რომელიც დაზიანებულია ფართო ან მოწითალო-მოყავისფრო ტკიპების მიერ.

წარმოგიდგენთ კანაბისის მავნებლების გავრცელებულ მაგალითებს

ობობისებური ტკიპა წარმოშობს ყვითელ ლაქებს მთელ ფოთლებზე.

წარმოგიდგენთ კანაბისის მავნებლების გავრცელებულ მაგალითებს

თრიფსები ასევე ტოვებენ ლაქებს, ოღონდ არა რეგულარულს. ფოტოზე ნაჩვენებია თრიპსის მიერ დაზიანებული ფოთოლი.

წარმოგიდგენთ კანაბისის მავნებლების გავრცელებულ მაგალითებს

სოკოს კოღოები გვანან პატარა ბუზებს, რომლებიც ნიადაგის გარშემო ტრიალებენ. ისინი ზოგადად არ აყენებენ მცენარეს სერიოზულ ზიანს. უბრალოდ მორწყეთ მცენარე ხშირად. თუმცა ხშირ შემთხვევაში ისინი ავნებენ კანაფის ზრდას, განსაკუთრებით იმ მცენარეებს, რომლებიც ჯერ არ არის ფორმირებული. ფოტოზე ნაჩვენებია სოკოს კოღოს ზიანი მოყვავილე მცენარეზე.

6. გენეტიკა და ჭეშმარიტი ვარიაცია

გენეტიკას აქვს დიდი მნიშვნელობა. ზოგიერთი შტამი ღვივდება და იზრდება სხვებზე უფრო სწრაფად. გენეტიკის გარდა, მნიშვნელოვანია თესლების შენახვის დრო. ძველ სათეს მასალას აქვს ნელი გაღვივების ტენდენცია, ასევე მცენარეც ნელა იზრდება. თესლები, რომლებიც ექსტრემალურ ტემპერატურაზე ინახება, ასევე რთულად ღვივდება.

ეს ექვსი ავტომოყვავილე 3 კვირისაა და ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ისინი დარგეს ერთსა და იმავე დღეს, ერთნაირ გარემოში, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შედარებით დიდია. ყველა იზრდებოდა სწრაფად და უპრობლემოდ, ამიტომ ერთად ერთი განმასხვავებელი შეიძლება იყოს გენეტიკა.

გენეტიკა და ჭეშმარიტი ვარიაცია

მაშინა კი, თუ გენეტიკა ერთნაირია და ერთნაირად უვლით ყველა მცენარეს, თითოეული მცენარის განვითარება ინდივიდუალურად მიმდინარეობს. მაგალითად, თუ აიღებთ რამდენიმე კლონს და დარგავთ ერთ ბაღში, ზოგი მათგანი გაიზრდება სწრაფად, იმის მიუხედავად, რომ მათი გენეტკა იდენტურია. ასეა მოწყობილი ბუნება.

მაშინაც კი, თუ მცენარეებს აქვთ ერთნაირი გენეტიკა და იზრდებიან ერთნაირ პირობებში, ზოგჯერ ბუჩქები სხვა და სხვა ზომისაა. ეს ზრდის ბუნებრივი ნაწილია და არა თქვენი ბრალი.

7. ზოგჯერ სჯობს უბრალოდ თავი დავანებოთ მცენარეს

სამწუხაროდ ისეც ხდება, რომ თქვენ „ზედმეტად“ გიყვართ საკუთარი გროვი. ზედმეტი დატენიანება ყველაზე ხშირია ახალბედებში, რადგან მათ სურთ გააკეთონ რაღაც განსაკუთრებული მცენარეებისთვის.

ზოგჯერ მცენარეს უბრალოდ უნდა დავანებოთ თავი. შეიძლება გავიდეს დღეები და კვირები, როდესაც ისინი არაფერს არ საჭიროებენ, გარდა პერიოდული მორწყვისა.

როცა გაინტერესებთ, რატომ იზრდება მცენარე ნელა, მუდმივად ეფოფინებით მას, ეხებით, ღუნავთ, აკეთებთ დეფოლაციას და სხვა, შესაძლოა მას უბრალოდ ამოსუნთქვა სჭირდება, ზრდის სწრაფად გასაგრძელებალად. სწრაფად მზარდი ვეგეტაციური მცენარეები, პრაქტიკულად ყველაფერს უმკლავდება, მაგრამ როდესაც მცენარე ნელა იზრდება, უნდა უზრუნველყოთ ხარისხიანი მიკრო კლიმატი, საჭირო რაოდენობის საკვები ნივთიერებები, წყალი და დაელოდოთ მის აღდგენას.