შინაარსი

შესაძლებელია თუ არა რეალურად დიდი გირჩების მიღება? რა თქმა უნდა. მაგრამ ამისათვის საკმაოდ დიდი შრომა არის საჭირო და აუცილებელია ფლობდეთ სრულ ინფორმაციას. დაწყება სასურველია შერჩეული შტამის მახასიათებლებისა და მისი კულტივირების თავისებურებების შესწავლით.

ფასეულობას გროვერებისთვის კანაფის მდედრი მცენარეები წარმოადგენენ, რადგან საპირისპირო სქესი არ წარმოქმნის ტეტრაჰიდროკანაბინოლს. კვირტების ფორმირება იწყება მცენარის ვეგეტაციიდან ყვავილობის ფაზაზე გადასვლისთანავე, სიმწიფის პიკი კი უშუალოდ მოსავლის აღებამდე დგება. თუ მაქსიმალურ ყურადღებას კვირტებს მივაქცევთ, მოსავალი აუცილებლად შთამბეჭდავი იქნება.

ზოგადი ინფორმაცია კანაფის გირჩების შესახებ

ზოგადი ინფორმაცია კანაფის გირჩების შესახებ

ფსიქოაქტიური კანაბინოიდების მაღალი კონცენტრაცია უშუალოდ გირჩებშია, მით უმეტეს მდედრსა და დაუმტვერავში. განსაზღვრული რაოდენობის ნაერთი ფესვის ზედა ღეროს ნაწილშიც კი არის, მაგრამ ეს რაოდენობა საკმარისი არაა სასურველი დონისათვის. შედარებით მეტი კანაბინოიდებია ფოთლებში, მაგრამ არც ესაა ის, რაც მებაღეს სურს რომ მიიღოს. მთელი საიდუმლო გირჩებშია.

სამტვრე პარკები წარმოიქმნება მხოლოდ მამრ მცენარეებზე და თუ არ აპირებთ ბრიდინგით დაკავებას, როგორც კი აღმოაჩენთ მათ, რეკომენდირებულია ასეთი მცენარეების პლანტაციიდან მოშორება. ამის გაკეთება მარტივია, რადგან მამრი მცენარე სქესს, მდედრ მცენარეზე რამოდენიმე კვირით ადრე ავლენს.

სამტვრე ტომრებსა და მომრგვალო, ტრიქომებით დაფარული წანაზარდების განსხვავება საკმაოდ მარტივია. ყურადღებით შეისწავლეთ ბუჩქები, განსაკუთრებით ცენტრალური ღეროს ნაპირები. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ზრდის დინამიკაზეა დამოკიდებული გირჩის საბოლოო ზომა. ამიტომ, რაც უფრო სწრაფად და სწორად ვითარდება მცენარე, მით უფრო დიდია ყვავილედები.

როგორ დავინახოთ მომავალი გირჩები

როგორ დავინახოთ მომავალი გირჩები

პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ, თუ რა ნიშნებით ხასიათდება ჩვენი მცენარე. გენეტიკურად განასხვავებენ ორ ძირითად ტიპს:

  • სატივას
  • ინდიკას

Cannabis indica

ინდიკას სტრეინების სამშობლოდ ითვლება ცენტრალური აზიის მაღალმთიანი ადგილები, იმ რაიონის ჩათვლით, რომელიც დღეისათვის ავღანეთს, ინდოეთსა და პაკისტანს ეკუთვნის. მშრალი კლიმატი, ტემპერატურული ცვალებადობით და მთელი სეზონის განმავლობაში შეზღუდული სინათლის დღით, შემდეგ გადადის წვიმიან და ცივ სეზონზე - აი რამ განაპირობა ამ გენეტიკის მქონე მცენარეების სწრაფი ზრდა. ინდიკას შტამები ხასიათდება კომპაქტური, მკვრივი და კუპრიანი გირჩებით.

Cannabis sativa

ინდიკას მონათესავე მცენარე წარმოიშვა აღმოსავლეთ აზიის ველური კულტურებისგან, რომელიც ადაპტირებულია ტენიანი და ცხელი კლიმატის მიმართ, რის გამოც მისი სასიცოცხლო ციკლი შედარებით დიდ ხანს გრძელდება.

ყვავილედებს აქვს მოგრძო ფორმა და სტრუქტურულად არის შედარებით ფხვიერი. გირჩების სიფხვიერით, ბუნებამ დაიცვა მცენარეები ობისა და სოკოვანი ინფექციების გაჩენისგან.

მებაღეებმა, რომლებმაც უკვე შეისწავლეს გენეტიკის თემა, იციან დიდი რაოდენობით ჰიბრიდული კულტურების არსებობის შესახებ. დღეისათვის წარმოდგენილი სტრეინების უმრავლესობა სწორედ ჰიბრიდებია. სუფთა სატივა ან ინდიკა იშვიათი გამონაკლისია. ამავე დროს, ყურადღება მიაქციეთ კანაფის ჯიშის აღწერას. როგორც წესი, მწარმოებელი უთითებს, თუ რომელი გენებია დომინანტი. დომინანტი ინდიკა იძლევა შედარებით მკვრივ გირჩებს, სატივა - პირიქით. მაგრამ ეს თეორიული აღწერაა, რადგან ბრიდერი თავად უთითებს ნომინალურ ზომებს.

პირველი გირჩები: როდის მოდის დრო

პირველი გირჩები: როდის მოდის დრო

კვირტების პირველი ნიშნების გამოჩენის დროის განსაზღვრისთვის, სასარგებლოა სიდბანკის მიერ სტრეინის აღწერაზე ორიენტირება. ფოტოპერიოდული ჯიშებისთვის ყვავილობის მომენტი იწყება სინათლის დღის რეჟიმის შემცირებიდან რამდენიმე კვირაში. ყვავილობის ფაზაზე გადასვლის პირველი ნიშნებია ვეგეტაციის ფაზის შემცირება, მცენარეზე წარმოიქმნება თეთრი, გრძელი ბუსუსები. აუტომოყვავილეები ყვავილობას სინათლის რეჟიმის მიუხედავად იწყებენ. პირველი გირჩები ჩნდება სწორედ იმ ბუსუსების ზრდის პროცესში.

ვაშორებთ ყვითელ ფოთლებს

ყვავილობის დაწყებასთან ერთად, ბუჩქებზე გაჩნდება ყვითელი ფოთლები, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მცენარე დაავადდა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ გამომუშავებული ენერგიის რაოდენობა მცირდება, ხოლო საკვებ ნივთიერებებზე მოთხოვნა კვლავ იგივე რჩება. რეკომენდირებულია ყვითელი ფოთლების მოშორება, ღეროსთან, ზრდის წერტილიდან. ფოთლებში უკვე არის კანაბინოიდები და მათი გამოყენება შესაძლებელია „მხიარულ კულინარიაში“.

სასუქის დამატება

მხოლოდ აუტომოყვავილე ჯიშებს შეუძლიათ ხარვესტამდე მიღწევა ტრადიციულ ნიადაგში სასუქის დამატების გარეშე. თუმცა ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ გროვერმა არ მიიღო მცენარის მაქსიმალური პოტენციალი. ამიტომ, სასუქის დამატება ცალსახად პოზიტიურად აისახება გირჩების რაოდენობასა და ხარისხზე. ყვავილობის პერიოდში ყველაზე აქტუალური იქნება სასუქი ფოსფორისა და კალიუმის შემცველობით. აზოტი, რომელიც აქტუალურია ვეგეტაციური ზრდისთვის, ყვავილობის ეტაპზე ნაკლებად არის საჭირო. რაც შეეხება კალციუმს, ცინკს, რკინას და მაგნიუმს, მათი საჭიროება მცირეა.

სასუქის ოპტიმალური ვერსიაა - დაახლოებით მესამედი ფოსფორი და 10-10% კალიუმისა და აზოტის შემადგენლობით. შეფუთვაზე მწარმოებლები ასე წერენ: «NPK 10-30-10». იქვე შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია და გამოყენების სახელმძღვანელო.

სასუქის დამატებისას არ დაგავიწყდეთ pH (მჟავიანობის) და EC (ელექტროგამტარობის) კონტროლი. ეს მაჩვენებლები პირდაპირ კავშირშია ფესვთა სისტემის მიერ სასარგებლო ნივთიერებების შთანთქმის უნართან. ამ მაჩვენებლების მცირე გადახრა იწვევს კონკრეტული ქიმიური ელემენტების აუთვისებლობას. შედეგად კი, მათი ნაკლებობა ნეგატიურად ვლინდება მცენარეზე.

ოპტიმალური მაჩვენებლებია:

  • pH: 5.5-6.5;
  • EC: 0.75-2.0.

მოკლედ განათების შესახებ

მოკლედ განათების შესახებ

განათების ინტენსივობა პირდაპირ მოქმედებს მცენარის ზრდასა და განვითარებაზე. სინათლის გაძლიერება იწვევს მცენარის მიერ ნახშირორჟანგის შთანთქმის პროვოცირებას, რომელიც შაქრად გარდაიქმნება. რაც რეალურ სარგებელს წარმოადგენს.

არასაკმარისი განათება ცვლის ბუჩქს ვიზუალურად და ასუსტებს მას. ასეთი ბუჩქები მთელ სასიცოცხლო ენერგიას ხარჯავენ სინათლის წყაროსთან მიახლოვებაზე, რის გამოც თითქმის სრულად იგნორირდება მთავარი ამოცანა - ხარისხიანი გირჩების ზრდა.

მცენარე ისევე საჭიროებს СО2, როგორც ადამიანი ჟანგბადს. ნახშირორჟანგი არსებითად აჩქარებს მცენარის ორგანიზმში მნიშვნელოვანი პროცესების უდიდეს ნაწილს. შესაბამისად, ბუჩქზე წარმოიქმნება მასიური გირჩები. არ დაგავიწყდეთ, რომ СО2 ასე მუშაობს მხოლოდ ინტენსიური განათების პირობებში.

ნახშირორჟანგი

ითვლება, რომ ჰაერში ნომინალური დიოქსიდი უნდა იყოს 350-400 წილი მილიონზე. შესაბამისი კონცენტრაცია 600ვატ განათების პირობებში - საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

გამომუშავებულ შაქარსა და ნახშირორჟანგის კავშირი - პირდაპირია. რაც უფრო მეტია ნახშირორჟანგი, მით უფრო დიდია წარმოებული შაქრის რაოდენობა. СО2-ის რეგულარული მიწოდება, სინათლის წყაროს მეშვეობით, საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს ხარჯები საუკეთესო მოსავლით ანაზღაურდება.

ტემპერატურისა და ტენიანობის დონის კონტროლი

აუცილებლად არეგულირეთ ტენიანობის დონე და ტემპერატურა. ეს ნამდვილად მოგცემს მცენარის პოტენციალის მაქსიმუმის მიღების საშუალებას.

სასტარტო ტემპერატურა 20-25 გრადუსი ცელსიუსია, შემდგომში შესაძლებელია მისი +28 გრადუსამდე აწევა. განათების ღამის რეჟიმის დროს, მინიმალური ტემპერატურა +15 გრადუსს შეადგენს. ტემპერატურის ცვალებადობა მცენარისთვის არ არის საშიში, თუ მისი ცდომილება 10 გრადუსს არ აღემატება. ოპტიმალური ამპლიტუდა კი ორჯერ ნაკლებია.

ტენიანობის შემთხვევაში პირიქით არის, საჭიროა მისი ეტაპობრივი შემცირება, იწყებთ 70%-დან, ყვავილობაზე გადასვლიდან შეამცირეთ ყოველკვირეულად 5%-ით.

როგორ გავზარდოთ მოსავლის რაოდენობა

როგორ გავზარდოთ მოსავლის რაოდენობა

ვჭრით პატარა ტოტებს

ასეთი მეთოდი აქტიურად გამოიყენება აუთდორში. ჭრიან პომიდვრებსაც კი. შემოჭრა ეხება განშტოებებს, რომლებიც წარმოიქმნებიან ღეროსა და გვერდით ტოტებს შორის. ამგვარად, მებაღე აიძულებს მცენარეს კონცენტრირება მოახდინოს ნაყოფის ფორმირებაზე. ასეა კანაფის შემთხვევაშიც. ზედმეტი მწვანე მასის შემოჭრით, ჩვენ საშუალებას ვაძლევთ სინათლეს, უფრო კარგად შეაღწიოს ბუჩქის შიდა ნაწილში.

მნიშვნელოვანია! გაკრეჭვა შეიძლება მხოლოდ ვეგეტაციური ზრდის ფაზაზე. რადგან მცენარეს დასჭირდება გარკვეული დრო, რათა აღიდგინოს ძალები სტრესის შემდეგ. ყვავილობის დროს პროცედურის ჩატარება არ შეიძლება. გირჩები მაქსიმალურად დასუსტდება. საუკეთესო მომენტი გაკრეჭვისათვის - ყვავილობის დადგომამდე არა ნაკლებ 3 დღეა. აქვე არ ღირს სასუქის დამატება. თავდაპირველად დააკვირდით მცენარეს, რამდენად შეცვალა მან მოხმარებული წყლის რაოდენობა. თუ მაჩვენებელი სტაბილურია, ვკვებავთ.

ScrOG (Screen of Green)

ამ ტექნიკაზე ბევრია დაწერილი სპეციალიზირებულ ლიტერატურასა და ინტერნეტ სივრცეში. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის „მწვანე ეკრანი“, რომელიც ხელს უწყობს მცენარის გვერდითი ტოტების ზრდას. სინათლის თანაბარი განაწილება იძლევა ერთი ზომის, დიდი რაოდენობით გირჩების მიღების საშუალებას.

ვეგეტაციის სტადიაზე ბადე მოთავსებულია დაახლოებით 50სმ. სიმაღლეზე, როგორც კი ტოტები ეკრანს 10 სმ ასცდება, მათ ღუნავენ და აფიქსირებენ ბადეზე. გამოცდილი გროვერები მაქსიმალური ეფექტისთვის უთავსებენ ScrOG და ტოპპინგს.

LST (Low stress training)

ამ ტექნიკაში მთავარია ცენტრალური ღეროს გადაღუნვა, რასაც ის პრაქტიკულად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მოჰყავს. ღეროს ამაგრებენ მოსახერხებელი მეთოდით, მავთულის ან ძაფის მეშვეობით. ეს აძლევს მცენარეს კონცენტრირების საშუალებას მეორეხარისხოვანი ღეროების ზრდაზე. დროთა განმავლობაში ისინი ეწევიან განვითარებაში ცენტრალურ ღეროს. მეთოდი დადებით შედეგს იძლევა ინდორში, თუ გროვერს შეზღუდული გროვინგის ფართი აქვს.

როგორ გავზარდოთ მოსავალი და როდის ავიღოთ ის

როგორ გავზარდოთ მოსავალი და როდის ავიღოთ ის

ტრიქომები გახლავთ ცოცხალი დაცვა მწერების, დაავადებების, ულტრაიისფერისა და უამინდობისგან. გარდა ამისა ისინი ასტიმულირებენ მწერების მიერ კანაფის დამტვერვას. იმის შემდეგ, რაც მცენარე გადაიტანს სტრესს, ტრიქომები იწყებენ ზომებში აქტიურად ზრდას, მებაღე უბრალოდ ვალდებულია გამოიყენოს ეს მომენტი.

როგორ ვაიძულოთ მცენარე დაისტრესოს? მორწყეთ მცენარე ცივი წყლით, მოსავლის აღების წინ ან ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე.

მოსავლის აღების დროის შერჩევისას, თქვენ ასევე განსაზღვრავთ გირჩების საბოლოო ზომებსა და მათ ხარისხს. სიმწიფის პიკის ბოლო კვირის განმავლობაში მასისა და მოცულობის ზრდა შეიძლება საბოლოო შედეგის მეოთხედს შეადგენდეს. აცადეთ გროვს. არ აჩქარდეთ. ნუ გააფუჭებთ ამდენი შრომის და ლოდინის შედეგს.

თქვენ წინ გაქვთ მოსავლის ასაღებად ოპტიმალური რამოდენიმე კვირა. დროის განსაზღვრა მარტივია ბუსუსების ფერის ცვლილების (გამუქების) მიხედვით. თუ დაელოდებით ბუსუსების გამუქებას თითქმის ყველა ყვავილედზე, მიიღებთ მაქსიმუმს! მთავარია არ დაუშვათ მთელი მცენარის ყავისფრად შეფერვა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ დააგვიანეთ. ხარისხი დაიწევს და გემო და არომატი უფრო მძიმე გახდება.