შინაარსი

2019 წელს, მიკოლოგების მიერ, რომლებიც სოკოების ცალკეულ ქიმიურ ნაერთებს სწავლობდნენ, გაკეთებული იყო აღმოჩენა. მათ გაასაჯაროვეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პსილოციბინური სოკოები ახდენენ მინიმალურ უარყოფით ზემოქმედებას და პოტენციურად შეუძლიათ მოუტანონ სარგებელი მათ, ვინც დეპრესიაში იმყოფება. ვინაიდან ისინი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არალეგალურია, მიკოლოგებმა პსილოციბინების მიღების ნოვატორული ალტერნატივა შემოგვთავაზეს.

კანაბისმა მოგვცა ბიძგი

ნიკ მილნის თქმით, OctarineBio თანადამფუძნებელი, დღეისათვის საზოგადოების დამოკიდებულება ფსიქოდელიკებისადმი სასიხარულო მიმართულებით იცვლება. პოზიტიური იმპულსი, გამოწვეული კანაფის ლეგალიზაციით , იძლევა შანსს წარვადგინოთ აკრძალული პსილოციბინი ფარმაცევტული პრეპარატის სახით. ამ გასაღების სახით წარმოდგენილი იყო მისი საფუარიდან მიღება. მოქმედი ალკონოიდის გამოყოფა უშუალოდ ჰალუცინოგენური სოკოებიდან საკმაოდ რთულია, არაპრაქტიკულია და ძვირი, ხოლო მისი ქიმიური სინთეზი მოითხოვს ძვირადღირებულ და რთულად მოსაპოვებელ სუბსტრატებს . საფუარი, რომელსაც შეუძლია გამოიმუშაოს ფასეული ალკალოიდი, წარმოადგენს შედარებით კომერციულ სიცოცხლისუნარიან ვარიანტს.

Psilocybe- ს ბაქტერიები არ უხდება

Psilocybe-ს ბაქტერიები არ უხდება

საჭირო მიკრო ნაწილების ბიოლოგიური გამოყოფა იწვევს დიდ ინტერესს, მკვლევარებმა უკვე მოახდინეს პსილოციბინაიდის ნაწლავური ჩხირიდან მიღების მცირე მასშტაბიანი დემონსტრირება. თუმცა ბაქტერიის გაყოფა და შემცველობა დამოკიდებულია პრობლემების ფართო სპექტრთან, რომელთა გადაწყვეტაც საფუარის ფერმების მეშვეობით არის შესაძლებელი.

საფუარში პსილოციბინი გამოიყოფა denovo მუტაციის პროცესში, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია საჭირო მოლეკულის მიღება საფუარისმაგვარის მოყვანითა და შაქრის (ან სხვა საკვები ნივთიერების) დამატებით, სხვა სუბსტრატების გარეშე.

Denovo მუტაციით მოლეკულის დაბადება ნაწლავურ ჩხირში გართულებულია, რამდენადაც საკვანძო ფერმენტი ბიოსინთეზის გზაზე აქტიურდება ბაქტერიებში , ამიტომ, იმისათვის, რომ გვერდი ავუაროთ ამ პრობლემას, უნდა დავამატოთ საწყისი სუბსტრატი, რაც მთელ პროცესს ძვირად ღირებულს ხდის.

„რამდენადაც საფუარი და Psilocybe გახლავთ მონათესავე სახეობები, ეს ფერმენტი სწრაფად აქტიურდება საფუარში . ასეთი ეკონომიური ალტერნატივა ნამდვილი ევოლუციაა, რომელიც მიგვიყვანს ფარმაკოლოგიური პრეპარატების სრულმასშტაბიან და იაფ წარმოებამდე“, - აცხადებს Biosustain ჯგუფის ხელმძღვანელი ირინა ბოროდინა . გარდა ამისა, საფუარის მრავალ საუკუნოვანი გამოყენება ლუდის ხარშვაში, ახდენს მათი მსხვილ მასშტაბიანი გაფუების და მარტივი გასუფთავების უნარის დემონსტრირებას. სხვანაირადაა საქმე «E. Coli» (ნაწლავური ბაქტერია) პათოგენურ ბაქტერიასთან , რამდენადაც ის გამოყოფს დამატებით მავნე მიკრო მოლეკულებს, რომლებიც რთულად ექვემდებარება წმენდას.

პრობლემები, რომელთა გადაჭრაც მოგვიწევს

Metabolic Engineering Journal გამოქვეყნებულ კვლევაში, ყურადღება ექცევა ერთ სერიოზულ წინააღმდეგობას, რომელიც ალკალოიდის მსხვილი მასშტაბით წარმოებას უშლის ხელს. საქმე იმაშია, რომ მოლეკულის ბირთვის კარკასში არის ფოსფატების ჯგუფი, რომელიც მიკრო ნაწილაკების აქტიურ ფორმაში გადასვლის შემდეგ იშლება.

„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვღებულობთ დიდი რაოდენობით არაფოსფორირებულ პსილოცინის ნაერთს. არსობრივად, ჩვენ ვკარგავთ პროდუქტის ნახევარს. სანამ გადავალთ საწარმოო პროცესზე, უნდა გავერკვეთ ამ ნაკლში . უნდა დავუთმოთ დიდი დრო მეტაბოლურ ინჟინერიას და აღმოვფხვრათ იგი“, - აცხადებს ნიკ მილნი .

ღირებული წარმონაქმნები

ღირებული წარმონაქმნები

იმ დროს, როდესაც საფუარში პსილოციბინის გამოყოფა ითვლება კონცეფციის შთამბეჭდავ მტკიცებულებად, მეცნიერები, რომლებიც ამ სამუშაოების უკან დგანან, სხვა უნიკალური ნაწილაკების მიღების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.

პსილოციბინური სოკოები აწარმოებენ მიკროსკოპული ნაწილაკების სახეობებს, რაც ართულებს მათი თერაპიული ეფექტის კვლევას. ამ კვლევაში მეცნიერებმა მოახდინეს რიგი წარმოებული პსილოციბინების წარმოშობის დემონსტრირება, ხოლო შემდეგ, მელატონინის ბიოსინთეზის გზით გენების გაერთიანებით მიიღეს სრულიად ახალი მოლეკულა.

ეს ტექნოლოგია გადაეცა OctarineBio და კომპანიას ფონდიდან Novo Nordisk Foundation Centerfor Biosustainability (DTU Biosustain), რომლებიც დაინტერესებულნი არიან არა მხოლოდ ალკალოიდის მსხვილ მასშტაბიანი მიღებით, არამედ ახალი მიკრო ნაწილაკებითაც .

„ჩვენი ინტერესი მდგომარეობს არა მხოლოდ იმაში, რომ ვაწარმოოთ უნიკალური მიკრო მოლეკულები კილოგრამობით, არამედ იმაშიც, რომ გამოვიყენოთ ბიოლოგიური აღჭურვილობები ახლის საწარმოებლად, რომლებიც დღეისათვის მიუწვდომელია. ამგვარად, ძალიან სასარგებლოა, რომ ჩვენ შევძელით არა მხოლოდ პსილოციბინის მიღების, არამედ ახალი, თერაპირულად მნიშვნელოვანი წარმოებულების მიღების დემონსტრირება“, - აცხადებს ნიკ მილნი .

ისტორიის დავიწყება შეუძლებელია

ისტორიის დავიწყება შეუძლებელია

ჰალუცინოგენურ სოკოებს საუკუნეების წინ იყენებდნენ რიტუალებისა და ჯანმრთელობისათვის. ამერიკელი ინდოელები მათ „ღმერთის ხორცს“ უწოდებდნენ და ექცეოდნენ, როგორც ცოცხალ არსებებს. მაღალმა ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა საშუალება მოგვცა აღგვედგინა მისი ისტორია, ხოლო საზოგადოების ინტერესმა ახადა მას აკრძალული ფარდა. ლეგალიზაციამ მეცნიერებს საშუალება მისცა გამოევლინათ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნაერთები და გამოეყენებინათ ის თერაპიული მიზნებისთვის. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ უკვე ახლოსაა ის დრო, როდესაც ვეღარ აგვირევენ გონებას ცრუ ინფორმაციით Psilocybe- ს შესახებ და ყველას გვექნება არჩევნის გაკეთების საშუალება. არ არსებობს ეჭვი, რომ ევოლუცია და გონება მჭიდრო კავშირში იყო ფსიქოდელიკებთან , კეთილ მასწავლებლებთან, რომლებიც არ გვავიწყებენ ჩვენს ღვთაებრივ ბუნებას.