შინაარსი

მებაღეების უმეტესობამ არ იცის, თუ როგორ გაზარდონ ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა კანაფში და როგორ მიიღონ ძლიერი ეფექტის მქონე გირჩები. მარიხუანას ჯიშის შერჩევისას ყველა აქცევს ყურადღებას მასში ტჰკ-ს პროცენტულობას, ის აღნიშნავს მაქსიმალურ კონცენტრაციას, რომლის მიღწევაც შესაძლებელია კარგი და სწორი მოვლის პირობებში, თუმცა სასურველი შედეგი ხშირ შემთხვევაში არ მიიღება.

სტატიაში მოთხრობილია, თუ როგორ მიაღწევთ საუკეთესო შედეგებს და მაქსიმალურად ამოწურავთ მცენარის პოტენციალს.

მთავარი არის გენეტიკა

მთავარი არის გენეტიკა

თუ მიზნად გაქვთ დასახული უძლიერესი გირჩების გაზრდა, აირჩიეთ მარიხუანას ღირსეული რეპუტაციის მქონე ფოტოპერიოდული კაკლები. საბედნიეროდ, თანამედროვე სელექციონერები გვთავაზობენ ძლიერ კანაფის შტამებს, 20-27% ტჰკ-ს შემცველობით. თუ თქვენთვის ყველაზე მთავარი - ძლიერი ეფექტია, არ შეარჩიოთ აუტომოყვავილე ჯიშები. სელექციის განვითარებული ტექნოლოგიების მიუხედავად, რუდერალისი მნიშვნელოვნად ამცირებს ძირითადი ფსიქოაქტიური კომპონენტის წარმოქმნას.

კულტივირების პირობები

მაქსიმალური ეფექტის მქონე ხარვესტის მისაღებად, შეუქმენით კანაფს განვითარების ოპტიმალური პირობები. თუ მარიხუანა გროუბოქსში მოგყავთ, ყურადღება მიაქციეთ ტენიანობას, ტემპერატურულ რეჟიმს და ვენტილაციას:

  • ტემპერატურა: სატივა ვეგეტაციის დროს უნდა იყოს დღისით 22-30 გრადუსის, და ყვავილობის დროს 22-28 გრადუსის ფარგლებში. ინდიკასთვის იდეალური ტემპერატურა თითქმის იგივეა, ოღონდ რამოდენიმე გრადუსით ნაკლები.
  • ტენიანობა: ვეგეტაციის ფაზაზე შეინარჩუნეთ ტენიანობის მაჩვენებელი 55-60%, ყვავილობის - 45-50%.
  • განათების რეჟიმი: მაღალი შემცველობის ტჰკ-ს მისაღებად დაიცავით დღისა და ღამის მონაცვლეობის რეჟიმი, არ დაუშვათ შეყოვნება და ღამით შემოწმება. ვეგეტაციის ფაზაზე საკმარისი იქნება 18/6, შემდეგში კლება 12/12.
  • ვენტილაცია: გროუბოქსში კულტივირებისას ერთზე მეტი ბუჩქის შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ ვენტილაციის შესახებ, რომელიც მცენარეს ფოტოსინთეზისათვის საჭირო კომპონენტით - ნახშირორჟანგით უზრუნველყოფს.
  • კონტეინერის სწორად შერჩევა. თუ იყენებთ ჩვეულებრივ, სახლის ქოთანს, ის ისეთი ზომის უნდა იყოს, რომ ფესვები არ იყოს მჭიდროდ. კომპაქტური ინდიკასთვის საკმარისი 10-15 ლიტრი მოცულობის ქოთანი იქნება, მაღალი სატივა კი 20 ლიტრიან ქოთანს საჭიროებს. საუკეთესო თანამედროვე საშუალებაა GrowBag. ნაჭრის ტომარაში უზრუნველყოფილია ხარისხიანი აერაცია.

განათების საიდუმლოებანი

განათების საიდუმლოებანი

კანაფი სინათლის მოყვარული კულტურაა, ვინაიდან მისი ზრდა და განვითარება ფოტოსინთეზის ხარჯზე მიმდინარეობს. სინათლის ენერგიის დეფიციტის პირობებში, მებაღე ვერ მიიღებს უხვ მოსავალს, არც საუკეთესო ეფექტია მოსალოდნელი.

არის ნათურების რამდენიმე ტიპი, რომელიც შესაფერისია მარიხუანას გროუბოქსში მოყვანისთვის:

გავრცელებული ნაირსახეობებია:

  • დნატ - მაღალი წნევის ნატრიუმის ნათურები. ამჟამად ისინი ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული კანაფის ბოქსში გროვინგისთვის. ოპტიმალური სიმძლავრე 150-400ვტ/მ2. რადგან ასეთი ნათურები ძალიან ხურდება, მოათავსეთ ისინი მცენარიდან ნახევარი მეტრის სიმაღლეზე და შეცვალეთ მანძილი მცენარის ზრდის შესაბამისად;
  • ესლ - ენერგოეფექტური ლუმინისცენტური ნათურები, მოსახერხებელია კომპაქტური ბოქსებისთვის. ისინი გამოყოფენ სხვა და სხვა სპექტრების მქონე დიდი რაოდენობით სინათლეს, შესაბამისად მათი გამოყენება ნებისმიერ სტადიაზე არის შესაძლებელი. ნათურების სიმძლავრე კვადრატულ მეტრზე უნდა შეადგენდეს 150-300 ვატს, ხოლო დისტანცია ბუჩქის კენწეროდან ცენტრალურ ღერომდე არ უნდა იყოს 40 სანტიმეტრზე ნაკლები.
  • შუქდიოდური პანელები - LED-ნათურები, თავმოყრილი მოდულში. შესანიშნავი ვარიანტია, თუმცა მოითხოვს ფინანსებს. ისინი არ აცხელებენ ჰაერს, თავისუფლად მონტაჟდება 10 სანტიმეტრის მანძილზე. გროვერს შეუძლია სინათლის სპექტრის რეგულირება სასიცოცხლო ფაზის შესაბამისად. ცნობილი ფაქტია, რომ ვეგეტაციაზე სტრეინი უკეთ ვითარდება ლურჯი, ხოლო ყვავილობის - წითელი განათების ქვეშ.

ბევრს მიაჩნია, რომ ულტრაიისფერი სპექტრის მქონე შუქდიოდების საშუალებით იზრდება ტჰკ. მათ მიაჩნიათ, რომ ტჰკ-ს წარმოქმნა არის ულიტრაიისფერის მოქმედებაზე მცენარის დამცავი რეაქცია, ანუ, რაც უფრო მეტია ულტრაიისფერი, მით უფრო მაღალი ფსიქოაქტიურობა აქვს შტამს. აღნიშნულ მოსაზრებაზე მტკიცებულებები არ არსებობს.

სწორად შერჩეული სასუქი

სტრეინების სასუქი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კარგი ხარვესტის მისაღებად. სასიცოცხლო ციკლის ყოველ ეტაპზე მინერალური კომპონენტების მოთხოვნა იცვლება. მაგალითად, ვეგეტაციაზე, როდესაც ბუჩქები აქტიურად იზრდება, მათ სჭირდებათ აზოტი, შემდეგ ფაზაზე გადასვლისას კი ფოსფორი. გარდა ამისა, მთელი ზრდის პროცესში, საჭიროა სხვა ელემენტებიც:

  • კალიუმი;
  • მაგნიუმი;
  • მარგანეცი;
  • კალციუმი და სხვა.

უმჯობესია შეიძინოთ თანამედროვე სასუქების კომპლექსი, რომლებიც შეიცავს მცენარის სხვა და სხვა ეტაპზე საჭირო სასუქებს. ასეთ შემთხვევაში, საკმარისი იქნება მიჰყვეთ ინსტრუქციას და დაიცვათ რეკომენდირებული დოზები.

სასუქის წყალში გახსნისას, აკონტროლეთ рН და ЕС დონე. პირველი უნდა მერყეობდეს 5,5-6,5, მეორე - 1,6-1,8 ფარგლებში ვეგეტაციის დროს, ყვავილობაზე 1,8-2,2.

გროვერების უმრავლესობა უპირატესობას ორგანული წარმომავლობის კანაფის სასუქს ანიჭებს, რადგან ისინი მოსავლის გემოს ბევრად სასიამოვნოს ხდის. კარგად გამოავლინეს თავი ეკოლოგიურად სუფთა დანამატებმაც, რომლებიც საჭირო მიკროელემენტების კომპლექტს შეიცავენ. GHE-ს მიერ წარმოებული Ripen წარმოადგენს მინერალურ სასუქს, რომელიც მცენარეს უზრუნველყოფს საჭირო სასარგებლო კომპონენტებით. დანამატით სარგებლობა შეიძლება და სასურველიც კი არის ყვავილობის ბოლო კვირაში, იმ დროს როდესაც სინთეტიური საშუალებები მცენარეს ავნებენ.

ხარვესტის დრო

ხარვესტის დრო

ტჰკ-ს შემცველობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოსავლის აღების მომენტზე. ტრიქომების და ბუსუსების ფერი დაგეხმარებათ მოსავლის აღების დროის შერჩევაში. ბუსუსები იფერება მოწითალო-ყავისფერი შეფერილობით, ხოლო ტრიქომები, რომლებიც ფოთლებს და ნაყოფს ფარავს, გამჭვირვალედან ხდება ბლანტი, რძისფერი-თეთრი. ასეთი ყვავილედები შეიცავენ სასურველი ნივთიერების მაქსიმალურ რაოდენობას.

არ დაგავიწყდეთ, რომ საჭიროა ხარვესტისთვის წინასწარი მომზადება! 2 კვირით ადრე შეწყვიტეთ ფოსფორის შემცველი დანამატების გამოყენება და მორწყეთ მცენარე სუფთა წყლით. ამით გაწმენდთ მცენარეს ქიმიკატებისგან. კარგი იქნება Ripen-ის გამოყენება, რომელიც უსაფრთხო პრეპარატია და აუმჯობესებს მზა პროდუქტის გემოს, ასევე ხელს უწყობს აქტიური კომპონენტების წარმოქმნას, მათ შორის ფსიქოაქტიურებისასაც.

კიდევ რამოდენიმე რჩევა:

  • აიღეთ მოსავალი მზის ამოსვლამდე;
  • 2-3 დღით ადრე გადაიტანეთ მცენარე ბნელ შენობაში, ეს ასტიმულირებს ტჰკ-ს გამომუშავებას;
  • გაშრობამდე მოჭერით მთელი ბუჩქი და გააჩერეთ ის თავდაყირა რამოდენიმე დღის განმავლობაში.

სწორად მოჭრა

აქ არის მნიშვნელოვანი ერთი პრინციპი: რაც უფრო ნაკლებად ზიანდება მცენარე, მეთ მეტი ტრიქომები ნარჩუნდება, შესაბამისად მაღალია ტჰკ.

მომარაგებული უნდა გქონდეთ მოსახერხებელი სეკატორი ან კარგად გალესილი მაკრატელი. ბუჩქის მოჭრა შეგიძლიათ ძირიდან, ასევე შეგიძლიათ ცალკეული ტოტის მოჭრა. პირველ რიგში შორდება მსხვილი ფოთლები. უნდა დარჩეს მხოლოდ ღეროები, პატარა კუპრიანი ფოთლებით. მოსავლის აღება დაიწყეთ შემოჭრისთანავე, ან დაელოდეთ სანამ ამობრუნებულ მარიხუანას გააჩერებთ რამოდენიმე დღე.

მოსავლის აღებისას, ან თითოეული ფოთოლი მოაშორეთ, ან მოჭერით ბოლოები და დანარჩენი ნაწილი გასაშრობად დატოვეთ.

„მკურნალობა“

მკურნალობა

პროცედურის მთავარი მიზანი, ხარვესტისგან ბალახის მწარე გემოს მოშორება და გემოსა და არომატის თვისებების გაუმჯობესებაა. ის ტჰკ-ს კონცენტრაციის გაზრდაშიც დაგეხმარებათ.

„მკურნალობის“ დროს, მოჭრილი ყვავილედები ინახება ჰერმეტულად დახურულ მინის ქილებში ან კონტეინერებში. მოათავსეთ ისინი ბნელ და გრილ ადგილზე. ჩაყარეთ მოცულობის 2/3, ეცადეთ ნაკლებად ამოძრავოთ ქილა, რათა არ გაიფანტოს ტრიქომები. ეს პროცედურა დაეხმარება მცენარეს ტენიანობის კლებაში, ბიოქიმიური პროცესების დასრულებასა და ფერმენტაციის დაწყებაში. მკურნალობის იდეალური ხანგრძლივობა არის 1 თვე.

როგორ შევინახოთ მიღებული მოსავალი?

კანაფის ნამკურნალები მოსავალი ყველაზე კარგად განსაზღვრულ პირობებში ინახება. მხოლოდ კონკრეტულ პირობებში ნარჩუნდება ტჰკ-ს მაღალი კონცენტრაცია.

გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • ჰერმეტული მოცულობა მოსავლის შესანახად: იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ რომ ვაკუუმის პაკეტი არის მაღალი ხარისხის და არ მისცემს ნაყოფს სპეციფიურ გემოს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაკუუმის აპარატი. შეგიძლიათ საკვების პლასტიკის კონტეინერის ან მინის ტარის გამოყენება, მჭიდროდ დაახურეთ სახურავი;
  • ტენიანობის დონე დაახლოებით 60%: გირჩები არ უნდა გაშრეს იმ დონემდე, რომ იფშვნებოდეს ხელში;
  • სიბნელე: შენახვისას, სინათლე ანადგურებს ტჰკ-ს, ასე რომ აუცილებლად უზრუნველყავით სრული სიბნელე.

სტაფის საყინულეში შენახვასთან დაკავშირებით არის განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა გამოცდილი გროვერები ხშირად იყენებენ ამ მეთოდს და კარგ შედეგს ღებულობენ. მთავარია დაიცვათ კონტეინერის ჰერმეტულობა.

ინოვაციური საშუალებები ტჰკ-ს გასაზრდელად

ინოვაციური საშუალებები ტჰკ-ს გასაზრდელად

კანა-ინდუსტრია ვითარდება და ყოველწლიურად გვთავაზობს სიახლეებს. მრავალი მეცნიერი დაკავებულია ახალი პრეპარატების შემუშავებით, რომლებიც ფსიქოაქტიური ნივთიერებების გაზრდაში დაგვეხმარება. აშშ-ში და ევროპაში უკვე იყიდება საშუალებები, რომლებიც ამ მიზნის მიღწევაში ეხმარება, თუმცა ჩვენთან მათ შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია მწირია.

ერთ-ერთი ასეთი საშუალება გახლავთ CannaBioGen Delta 9. მწარმოებლებს მიაჩნიათ, რომ ის ასტიმულირებს კანაფის ცილების ფერმენტულ აქტივობას, რომლებიც საჭიროა კანაბინოიდების ბიოსინთეზისათვის. მისი შემქმნელების აზრით, პრეპარატს შეუძლია ტჰკ-ს ოთხჯერ გაზრდა. ამ ეტაპზე შეუძლებელია განვსაზღვროთ, მართალია ეს თუ არა. გროურეპორტები ჯერ არ იძლევა სანდო მონაცემებს მათი ეფექტურობის შესახებ დასკვნების გასაკეთებლად.

დასკვნა

სტატიის გაცნობის შემდეგ შეძლებთ აუხსნათ ნებისმიერს, თუ რა უნდა გაკეთდეს გირჩების მაღალი ეფექტურობისათვის. პირველ რიგში უნდა შეიძინოთ საუკეთესო გენეტიკის მქონე ფოტოპერიოდული თესლები. ღირსეული შედეგის მისაღებად, გროვერს მოუწევს კულტივირების საუკეთესო პირობებზე ზრუნვა. მცენარის სტრესებისგან დაცვა, სწორი განათება და კვება. დიდი მნიშვნელობა აქვს მოსავლის აღების დროს, მკურნალობას და შენახვას.