შინაარსი

კანა-კულტურის ადეპტებმა იციან კანაფის ორი მთავარი შემადგენელი - „რეკრეაციული“ ტგკ და „სამედიცინო“ კბდ. ცოტა ვინმესთვის არის ცნობილი კანაბიქრომენი (კბქ) მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები მიაკუთვნებენ მას „ექვს უმნიშვნელოვანეს კანაბინოიდს“. ის აღმოჩენილი იყო დაახლოებით 50 წლის წინ - ისეთ ნივთიერებებთან ერთად, როგორიცაა კანაბიჰეროლი და კანაბიჰეროვარინი. თუმცა მეცნიერები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ მას, უფრო სწორედ მის სამედიცინო შესაძლებლობებს.

კბქ, სხვა ტეტრაჰიდროკანაბინოლთან და კანაბიდიოლთან ერთად, - კანაბიჰეროლური მჟავის მეტაბოლიტია - მოკლედ კბგკ. ბიოზინთეზის შემდეგ ბოლო მცენარის ქსოვილებში შეიძლება გარდაიქმნას სხვა მჟავა ან კანაბიბოიდურ ნაერთებად, რომელიც ავლენს ნათესავურ კავშირს ჩვენი ორგანიზმის რეცეპტორებთან.

ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც იწვევს კანაბიქრომენის სინთეზს კბგკ-დან - ულტრაიისფერი სხივია.

კბქ სამკურნალო შესაძლებლობები

თრობის არ არსებობა, რომელიც დამახასიათებელია ტგკ-სთვის, განპირობებულია ენდოკანაბინოიდურ რეცეპტორებთან CB1 ძალიან დაბალი დონის მსგავსებით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფსიქოაქტიურ ეფექტებზე. ამასთანავე კბქ ადვილად ურთიერთქმედებს პირველი ტიპის ვანილოიდურ რეცეპტორებთან, TRPV1 და ტრანზიტორული რეცეპტორების პოტენციალის TRPA1 განსაზღვრულ რეცეპტორებთან.

ორივე ტიპის რეცეპტორი მართავს ტკივილის მგრძნობელობის რეცეპტორებს. მათი გააქტიურება იწვევს ენდოკანაბინოიდების მომატებული რაოდენობით გამომუშავებას - უპირველეს ყოვლისა ანანდამიდის - რაც აისახება მდგომარეობის გაუმჯობესებით.

გარდა სუფთა სახით მოქმედებისა, ეს ფოტოკანაბინოიდი ახდენს სხვების მოდულირებას - მაგალითად, ტგკ-ს და კბდ-ს სინერგია დიდი ხანია რაც შეისწავლება და მსგავსი თვისებები მოიაზრება მათ ნაკლებად ცნობილ „მოძმეში“.

კბქ სამკურნალო შესაძლებლობები

გაითვალისწინეთ, რომ ჯერ ბევრი ინფორმაცია არ არსებობს. მაგრამ რაც არსებობს, იმის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ნაერთს აქვს დიდი მომავალი თერაპიაში.

ონკოლოგიაში გამოყენება

ზოგიერთი მეცნიერი აცხადებს, რომ კბქ-ს შესაძლოა გახდეს ინოვაციური საშუალება ონკოლოგიურ წარმონაქმნებთან ბრძოლისათვის, ანანდამიდისგამომუშავების გაზრდის და ორგანიზმში მისი დაშლის უნარის წყალობით.

ექსპერიმენტალური მონაცემები მიანიშნებს ენდო და ეკზოკანაბინოიდების უნარზე, შეაჩერონ კიბოს უჯრედების ზრდა. ერთ-ერთ კვლევაში მეცნიერებმა გამოსცადეს კანაბინოიდები თაგვების კანზე, როგორც ონკოლოგიური წარმონაქმნების საშუალება.

შედარებით აქტიურად გამოავლინა თავი ანანდამიდმა როგორც in vivo, ასევე in vitro მოქმედებით. ასევე კბქ, სხვა კანაბინოიდების მსგავსად, ეხმარება ორგანიზმს ქიმიოთერაპიული პრეპარატების ტოქსიურობასთან ბრძოლაში.

პირველი მონაცემები სამედიცინო მოქმედებაზე 2006 წელის გახდა ცნობილი - მაშინ ნივთიერებამ, მის რამოდენიმე მსგავს ნივთიერებასთან ერთად გამოავლინა უნარი შეეჩერებინა ორგანიზმში მეტასტაზების გავრცელება. და მაინც, დანამდვილებით ჯერ მხოლოდ ტეტრაჰიდროკანაბინოლი ამცირებს და აქრობს ავთვისებიან წარმონაქმნებს, თუმცა გამოხატული ფსიქოაქტიურობის გამო მისი გამოყენება მედიცინაში იზღუდება. არა ფსიქოაქტიური ნაერთებიდან ლიდერია კბქ და კბგ, რომელიც შესაძლოა, უფრო აქტიურიც კი არის ამ მიმართულებით, აცხადებს ზოგიერთი კვლევის ნაწილი.

კბქ ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგოდ

კბქ ტკივილისა და ანთების საწინააღმდეგოდ

კვლევებმა გვიჩვენა ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. კბქ, როგორც ნათესავური ნაერთი არ ავლენს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისთვის დამახასიათებელ უარყოფით ეფექტებს. ასევე ის აძლიერებს სხვა კანაბინოიდების ეფექტს.

ნეირო დამცავი მოქმედება

2013 წლის კვლევები გვიჩვენებს, რომ კბქააქტიურებს NSPC ტიპის უჯრედების გაყოფას და სპეციალიზაციას, რომლებიც პასუხს აგებენ ნეირონების რაოდენობის აღდგენაზე.

გარდა ამისა, აამოქმედებს ორგანოს ფუნქციას, რომელიც აფერხებს ოქსიდატიურ სტრესს, ნეირო დეგრადაციას ალცჰეიმერის და სხვა დაავადებების შედეგად, ასევე თავის ტრავმის შედეგების განვითარებას.

კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად

კბქ სხვა კანაბინოიდურ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან ერთად, სასარგებლოა კანის დაავადებების დროს, მაგალითად აკნე, აქრობს ანთებას და აჩქარებს შეხორცებას.

კბქ დეპრესიის საწინააღმდეგოდ

მედიკოსებმა დიდი ხანია იციან დეპრესიული აშლილობის აღმოფხვრის უნარის შესახებ, განსაკუთრებით კბდ და ტგკ-სთან კომბინაციაში. სხვა კანაბინოიდებთან სინერგიული მუშაობით, ის ერთდროულად ახალისებს და ადუნებს, ანელებს სხვა კანაბინოიდების მეტაბოლიზმს.